მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-მდე გაიზარდა
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-მდე გაიზარდა

მწვა­ნე ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რის დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე 100 კვტ-დან 500 კვტ-მდე გა­ი­ზარ­და. სი­ახ­ლე შე­ე­ხე­ბა რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მომ­ხმა­რებ­ლებს, ისე მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჯგუფს, რომ­ლებ­საც სურთ, ჰქონ­დეთ გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ებ­ზე მო­მუ­შა­ვე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის სა­კუ­თა­რი წყა­რო სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ან არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მიზ­ნე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მე­კი) აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 1-ლი ივ­ლი­სი­დან შევა ძა­ლა­ში.

გა­უქ­მდა მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბის ად­გი­ლას მი­ერ­თე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. მომ­ხმა­რებ­ლი­სა და მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რის ერთი გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის ქსე­ლით სარ­გებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წარ­მო­ე­ბა და მოხ­მა­რე­ბა სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას.

სე­მე­კის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ნეტო აღ­რი­ცხვის სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რით მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჯგუ­ფის მიერ სარ­გებ­ლო­ბი­სას, თი­თო­ე­ულ მომ­ხმა­რე­ბელს და­უ­მონ­ტაჟ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რე­ვერ­სუ­ლი ან ჭკვი­ა­ნი მრი­ცხვე­ლი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის­თვის. მოხ­მა­რე­ბუ­ლი და წარ­მო­ე­ბუ­ლი კი­ლო­ვატ­სა­ა­თე­ბი ჯგუ­ფის ყვე­ლა წევ­რს ერ­თსა და იმა­ვე დღეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და­ე­რი­ცხე­ბა, წარ­მო­ე­ბუ­ლი და მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია გა­იქ­ვი­თე­ბა, ხოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვილ ჭარბ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნია შე­ის­ყი­დის.

მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რით სარ­გებ­ლო­ბა არ წარ­მო­ად­გენს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას. ასე­ვე, არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ელექტრო­სად­გუ­რი იყოს მომ­ხმა­რებლ(ებ)ის სა­კუთ­რე­ბა­ში. ელექტრო­სად­გუ­რით სარ­გებ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იჯა­რით, ლი­ზინ­გით ან სხვა ფორ­მით ფლო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რის სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ათ 500 კვტ-მდე სიმ­ძლავ­რის მცი­რე სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რებ­საც. და­უშ­ვე­ბე­ლია, პირი ერ­თდრო­უ­ლად სარ­გებ­ლობ­დეს რო­გორც მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის, ისე მცი­რე სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რის სტა­ტუ­სით.

დღე­ის­თვის, ნეტო აღ­რი­ცხვის სის­ტე­მა­ში 173 მომ­ხმა­რე­ბე­ლია ჩარ­თუ­ლი.

ვოოტ
0

ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ქართულად რომ დაგეწერათ, მაინც გამიხარდებოდა...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-მდე გაიზარდა

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-მდე გაიზარდა

მწვანე ენერგიაზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100 კვტ-დან 500 კვტ-მდე გაიზარდა. სიახლე შეეხება როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ისე მომხმარებელთა ჯგუფს, რომლებსაც სურთ, ჰქონდეთ განახლებად ენერგიებზე მომუშავე ელექტროენერგიის გამომუშავების საკუთარი წყარო საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) აღნიშნული გადაწყვეტილება 1-ლი ივლისიდან შევა ძალაში.

გაუქმდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას მიერთების აუცილებლობა. მომხმარებლისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ერთი გამანაწილებელი კომპანიის ქსელით სარგებლობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება სხვადასხვა ადგილას.

სემეკის ახალი რეგულაციების მიხედვით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მომხმარებელთა ჯგუფის მიერ სარგებლობისას, თითოეულ მომხმარებელს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური რევერსული ან ჭკვიანი მრიცხველი ანგარიშსწორებისთვის. მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათები ჯგუფის ყველა წევრს ერთსა და იმავე დღეს ინდივიდუალურად დაერიცხება, წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია გაიქვითება, ხოლო წლის განმავლობაში დაგროვილ ჭარბ ელექტროენერგიას გამანაწილებელი კომპანია შეისყიდის.

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას. ასევე, არ არის სავალდებულო, ელექტროსადგური იყოს მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებაში. ელექტროსადგურით სარგებლობა შესაძლებელია იჯარით, ლიზინგით ან სხვა ფორმით ფლობის შემთხვევაშიც. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით სარგებლობა შეუძლიათ 500 კვტ-მდე სიმძლავრის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებსაც. დაუშვებელია, პირი ერთდროულად სარგებლობდეს როგორც მიკროსიმძლავრის, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით.

დღეისთვის, ნეტო აღრიცხვის სისტემაში 173 მომხმარებელია ჩართული.

"გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, მაგრამ ასე არ ყოფილა"  - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთოს მძღოლია - მარინა ეზუგბაია

ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა - სამოსის ისტორია მოკლედ