საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილია - როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო მონაცემებით
10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილია - როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო მონაცემებით

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას მსოფ­ლიო 11 მარ­ტი­დან ებ­რძვის. ამ დრო­ის­თვის ზოგ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და, თუმ­ცა ახა­ლი "ცხე­ლი კე­რე­ბი“ გაჩ­ნდა.

გა­ვეც­ნოთ, რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა მსოფ­ლი­ოს იმ ათ ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლებ­საც კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა.

  • ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ აშშ-ს მძი­მე დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. ქვე­ყა­ნა­ში ამ დრო­ის­თვის COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 2.2 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, ვირუ­სით 119 941 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იქ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 918 800-ს აღ­წევს.

ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ადა­ნა­შა­უ­ლებს იმა­ში, რომ რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე დრო­უ­ლად ვერ შე­ა­ფა­სა, ან უბ­რა­ლოდ და­მა­ლა ინ­ფორ­მა­ცია. ჯან­მო-ს ამე­რი­კამ და­ფი­ნან­სე­ბაც შე­უ­წყვი­ტა და ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ტო­ვა. ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ათი­ა­თა­სო­ბით იზ­რდე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით კლე­ბის დი­ნა­მი­კა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

  • ბრა­ზი­ლია

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ბრა­ზი­ლია მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა და ამ დრო­ის­თვის, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, იქ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა.

ყო­ველ­დღე ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 30 000-ს აჭარ­ბებს. სა­ერ­თო ჯამ­ში, COVID-19-ით ბრა­ზი­ლი­ა­ში 960 309 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის, 46 665 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 503 507 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მე­დი­ა­ში ბევ­რს წე­რენ იმის შე­სა­ხებ, ბრა­ზი­ლი­ას არ ჰყოფ­ნის რე­სურ­სი ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. გა­დატ­ვირ­თუ­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, პა­ცი­ენ­ტე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად თა­ვი­ანთ რიგს ელო­დე­ბი­ან, ზო­გი­ერ­თი კი, სა­ერ­თოდ ვერ იღებს დახ­მა­რე­ბას.

ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ჟაირ ბოლ­სო­ნა­რუ, თავ­და­პირ­ვე­ლად კო­რო­ნა­ვირუსს "უბ­რა­ლო გრიპს“ უწო­დებ­და და თვლი­და, რომ სა­ჭი­რო არ იყო შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა. ახლა კი, ტრამ­პის მსგავ­სად, ისიც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ადა­ნა­შა­უ­ლებს და რო­გორც ბოლ­სო­ნა­რუ აცხა­დებს, შე­საძ­ლოა ჯან­მო შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მსგავ­სად, ბრა­ზი­ლი­ა­მაც და­ტო­ვოს.

  • რუ­სე­თი

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს მე­სა­მე ქვე­ყა­ნა რუ­სე­თია, სა­დაც ამ დრო­ის­თვის COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის 553 301 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, ხოლო გარ­დაც­ვლი­ლია 7 478 ადა­მი­ა­ნი. პა­ცი­ნეტ­თა შო­რის, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 304 342 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პან­დე­მი­ის სა­წყის ეტაპ­ზე რუ­სეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის მცი­რე შემ­თხვე­ვებს აღ­წერ­დნენ, ხოლო მე­დი­ა­ში წერ­დნენ, რომ ქვე­ყა­ნა რე­ა­ლურ ციფ­რებს მა­ლავ­და. სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სეთ­ში გაზ­რდი­ლი იყო პნევ­მო­ნი­ის შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, თუმ­ცა ამას ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ აღ­რი­ცხავ­დნენ.

ამ დრო­ის­თვის რუ­სეთ­შიც გა­დატ­ვირ­თუ­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი და და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში რუს მე­დი­კოს­თა არა­სა­თა­ნა­დო სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ზე წე­რენ. რამ­დე­ნი­მე ექიმ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოც გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ისი­ნი სა­უბ­რობ­დნენ იმის შე­სა­ხებ, რომ თა­ვა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სით იყ­ვნენ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი და რომ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იძუ­ლე­ბულ­ნი იყ­ვნენ ემუ­შა­ვათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეს ექი­მე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფოს მა­ღა­ლი სარ­თუ­ლე­ბი­დან გად­მო­ვარ­დნენ ან გად­მოხ­ტნენ.

  • ინ­დო­ე­თი

კო­რო­ნა­ვირუ­სით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი მძი­მეა ინ­დო­ე­თის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, რად­გა­ნაც ინ­დო­ეთ­ში უმუ­შევ­რო­ბის დონე ისე­დაც მა­ღა­ლია, კა­რან­ტი­ნის გამო კი, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე.

ინ­დო­ე­თი ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს მე­ო­თხე ქვე­ყა­ნაა. სა­ერ­თო ჯამ­ში, იქ COVID-19-ით 367 264 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, გარ­და­იც­ვა­ლა 12 262 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რი­ცხვი 164 438-ია. ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ინ­დო­ეთ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად 10 000-ს აჭარ­ბებს. გა­დატ­ვირ­თუ­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას უჭირს ასე­თი გა­მოწ­ვე­ვის გაძ­ლე­ბა.

BBC-ის ცნო­ბით, ინ­დო­ეთ­ში აპი­რე­ბენ მა­ტა­რებ­ლის ვა­გო­ნე­ბი პა­ცი­ენ­ტთა მი­სა­ღე­ბად გა­მო­ი­ყე­ნონ და და­მა­ტე­ბით 8 000 სა­წო­ლი სწო­რედ ვა­გო­ნებ­ში გა­ნა­თავ­სონ. ინ­დო­ეთ­ში ზო­გან ქუ­ჩებ­ში­ვეა მო­წყო­ბი­ლი მედ­პუნ­ქტე­ბი, სა­დაც მედ­დე­ბი პა­ცი­ენ­ტებს იღე­ბენ.

  • დიდი ბრი­ტა­ნე­თი

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 299 251 - ია, გარ­და­იც­ვა­ლა 42 153 პა­ცი­ენ­ტი. ქვე­ყა­ნა ამ ეტაპ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის ეტაპ­ზეა და ახალ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბრი­ტა­ნელ მეც­ნი­ერ­თა გან­ცხა­დე­ბით, კვლე­ვით დად­გინ­და, რომ "დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი“ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტებს სი­ცო­ცხლეს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს და გარ­დაც­ვა­ლე­ბის რისკს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს. ჯან­მომ კი, ოქსფორ­დელ მეც­ნი­ერ­თა მიგ­ნე­ბას "სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო გარ­ღვე­ვა“ უწო­და.

  • ეს­პა­ნე­თი

ეს­პა­ნე­თი ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს მე­ექ­ვსე ქვე­ყა­ნაა. ამ ეტაპ­ზე იქ მოხ­სნი­ლია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მოზ­ნით და­წე­სე­ბუ­ლი მთე­ლი რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი და ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ დღე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იკ­ლებს. სა­ერ­თო ჯამ­ში, ეს­პა­ნეთ­ში ვირუ­სით 291 763 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, ხოლო 27 136 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • პერუ

პერუ, ბრა­ზი­ლი­ის მსგავ­სად, ამ დრო­ის­თვის, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლია, სა­დაც ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დღი­თი დღე მკვეთ­რად იზ­რდე­ბა და ქვე­ყა­ნამ უკვე იტა­ლი­აც კი უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა. პე­რუ­ში 240 908 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, გარ­დაც­ვლი­ლია 7 257 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 128 622-ს აღ­წევს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვე­ყა­ნა­ში მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი პან­დე­მი­ის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე და­ა­წე­სეს, თუმ­ცა შე­ზღუდ­ვებ­მა სა­თა­ნა­დო შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღო, რად­გა­ნაც რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ და­ე­მორ­ჩი­ლა ახალ წე­სებს და ხში­რი იყო სხვა­დას­ხვა ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, პე­რუ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ ერთი თვით გა­ა­ხან­გრძლი­ვეს.

  • იტა­ლია

იტა­ლი­ა­ში ამ დრო­ის­თვის შე­და­რე­ბით მშვი­დი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა და ქვე­ყა­ნა პან­დე­მი­ის შო­კი­დან თან­და­თან გა­მო­დის. მო­იხ­სნა მთე­ლი რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დნენ. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით იტა­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს მერ­ვე ქვე­ყა­ნაა.

სა­ერ­თო ჯამ­ში, იქ COVID-19-ის 237 828 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, პა­ცი­ენ­ტთა შო­რის 34 448 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 179 455 გა­მო­ჯან­მრთელ­და. იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი "ძა­ლას კარ­გავს" და ის აღა­რაა ისე­თი სა­ში­ში, რო­გორც პან­დე­მი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე იყო, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი იტა­ლი­ე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი ასე არ ფიქ­რობს და შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა­საც ნა­ად­რე­ვად მი­იჩ­ნევს. მა­გა­ლი­თად, იტა­ლი­ე­ლი ვირუ­სო­ლო­გი მა­სი­მო გალი აფრ­თხი­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბას და ამ­ბობს, რომ COVID-19 “ბომ­ბია, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა კვლავ იფეთ­ქოს.“

  • ირა­ნი

ირან­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სით 195 051 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 8 927 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 154 812 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვე­ყა­ნა­ში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აღარ ვლინ­დე­ბო­და ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის ბევ­რი შემ­თხვე­ვა. შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ კი მათი რა­ო­დე­ნო­ბა კვლავ მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და და ექ­სპერ­ტე­ბი ირან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო მე­ო­რე ტალ­ღა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

  • გერ­მა­ნია

COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, გერ­მა­ნია მსოფ­ლი­ოს მე­ა­თე ქვე­ყა­ნაა. გერ­მა­ნი­ა­ში სულ ვირუ­სის 190 179 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­და­იც­ვა­ლა 8 927 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო 173 600 გა­მო­ჯან­მრთელ­და. ამ დრო­ის­თვის გერ­მა­ნი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 7 652 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გერ­მა­ნია პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქვეყ­ნად მი­იჩ­ნე­ვა.

გერ­მა­ნი­ის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ზე უფრო მზად­ყოფ­ნა­ში შეხ­ვდა გა­მოწ­ვე­ვას. იქ არ შექ­მნი­ათ სა­წო­ლე­ბის პრობ­ლე­მა და პა­ცი­ენ­ტე­ბი არ ყო­ფი­ლან რიგ­ში. ამას­თან, გერ­მა­ნი­ა­ში პან­დე­მი­ის სა­წყი­სი ეტა­პი­დან­ვე ტეს­ტავ­დნენ ვირუს­ზე ადა­მი­ა­ნებს. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა, შე­დე­გად ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე ვლინ­დე­ბო­და, ად­რე­ულ ეტა­პო­ზე გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბა უფრო მარ­ტი­ვია.

-

გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ამ დრო­ის­თვის, COVID-19-ით 8.4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 452 000-მდე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 4.4 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

კო­რო­ნა­ვირუ­სი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, მსოფ­ლი­ო­ში ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და და ვირუ­სის ეპი­ცენ­ტრი ჩი­ნე­თი იყო. ახლა კი ის ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს მე­ცხრა­მე­ტე ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, COVID-19-ის 84 000 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანზორი
62

კორონა ვირუსით შედარებით ის ქვეყნები უფრო ზარალდება სადაც აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევიან და,ასევე, სადაც ნაკლებად იცავენ ჰიგიენას.

გელა
7

ბოლო მონაცემებით კორონა ვირუსი ერექციულ დისფუნქციას იწვევს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილია - როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო მონაცემებით

10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილია - როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო მონაცემებით

კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო 11 მარტიდან ებრძვის. ამ დროისთვის ზოგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა, თუმცა ახალი "ცხელი კერები“ გაჩნდა.

გავეცნოთ, როგორი ვითარებაა მსოფლიოს იმ ათ ქვეყანაში, რომლებსაც კორონავირუსმა ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა.

  • ამერიკის შეერთებული შტატები

კორონავირუსის პანდემიამ აშშ-ს მძიმე დარტყმა მიაყენა. ქვეყანაში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2.2 მილიონს გადააჭარბა, ვირუსით 119 941 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით შეერთებული შტატები მსოფლიოს პირველი ქვეყანაა.

აღსანიშნავია, რომ იქ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 918 800-ს აღწევს.

ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ადანაშაულებს იმაში, რომ რეალური საფრთხე დროულად ვერ შეაფასა, ან უბრალოდ დამალა ინფორმაცია. ჯანმო-ს ამერიკამ დაფინანსებაც შეუწყვიტა და ორგანიზაცია დატოვა. ქვეყანაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად ათიათასობით იზრდება და ჯერჯერობით კლების დინამიკა არ შეინიშნება.

  • ბრაზილია

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია მსოფლიოს მეორე ქვეყანაა და ამ დროისთვის, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, იქ ყველაზე რთული ვითარებაა.

ყოველდღე ახალი ინფიცირებულების რაოდენობა 30 000-ს აჭარბებს. საერთო ჯამში, COVID-19-ით ბრაზილიაში 960 309 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 46 665 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 503 507 გამოჯანმრთელდა.

მედიაში ბევრს წერენ იმის შესახებ, ბრაზილიას არ ჰყოფნის რესურსი ვირუსთან საბრძოლველად. გადატვირთულია საავადმყოფოები, პაციენტები სამედიცინო დახმარების მისაღებად თავიანთ რიგს ელოდებიან, ზოგიერთი კი, საერთოდ ვერ იღებს დახმარებას.

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ, თავდაპირველად კორონავირუსს "უბრალო გრიპს“ უწოდებდა და თვლიდა, რომ საჭირო არ იყო შეზღუდვების დაწესება. ახლა კი, ტრამპის მსგავსად, ისიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ადანაშაულებს და როგორც ბოლსონარუ აცხადებს, შესაძლოა ჯანმო შეერთებული შტატების მსგავსად, ბრაზილიამაც დატოვოს.

  • რუსეთი

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს მესამე ქვეყანა რუსეთია, სადაც ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირების 553 301 შემთხვევაა აღწერილი, ხოლო გარდაცვლილია 7 478 ადამიანი. პაცინეტთა შორის, ოფიციალური ინფორმაციით, 304 342 გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე რუსეთში ინფიცირების მცირე შემთხვევებს აღწერდნენ, ხოლო მედიაში წერდნენ, რომ ქვეყანა რეალურ ციფრებს მალავდა. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთში გაზრდილი იყო პნევმონიის შემთხვევები, რომლებიც რეალურად კორონავირუსით იყო გამოწვეული, თუმცა ამას ოფიციალურად არ აღრიცხავდნენ.

ამ დროისთვის რუსეთშიც გადატვირთულია საავადმყოფოები და დასავლურ მედიაში რუს მედიკოსთა არასათანადო სამუშაო პირობებზე წერენ. რამდენიმე ექიმმა სოციალურ ქსელში ვიდეოც გაავრცელა, სადაც ისინი საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ თავადაც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულები და რომ მიუხედავად ამისა, იძულებულნი იყვნენ ემუშავათ. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ეს ექიმები საავადმყოფოს მაღალი სართულებიდან გადმოვარდნენ ან გადმოხტნენ.

  • ინდოეთი

კორონავირუსით მიყენებული ზიანი მძიმეა ინდოეთისთვის, განსაკუთრებით კი ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგანაც ინდოეთში უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია, კარანტინის გამო კი, მილიონობით ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე.

ინდოეთი ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა. საერთო ჯამში, იქ COVID-19-ით 367 264 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 12 262 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 164 438-ია. ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ინდოეთში ყოველდღიურად 10 000-ს აჭარბებს. გადატვირთულია საავადმყოფოები და ჯანდაცვის სისტემას უჭირს ასეთი გამოწვევის გაძლება.

BBC-ის ცნობით, ინდოეთში აპირებენ მატარებლის ვაგონები პაციენტთა მისაღებად გამოიყენონ და დამატებით 8 000 საწოლი სწორედ ვაგონებში განათავსონ. ინდოეთში ზოგან ქუჩებშივეა მოწყობილი მედპუნქტები, სადაც მედდები პაციენტებს იღებენ.

  • დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 299 251 - ია, გარდაიცვალა 42 153 პაციენტი. ქვეყანა ამ ეტაპზე შეზღუდვების მოხსნის ეტაპზეა და ახალ ინფიცირებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანელ მეცნიერთა განცხადებით, კვლევით დადგინდა, რომ "დექსამეტაზონი“ კორონავირუსით ინფიცირებულ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს და გარდაცვალების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ჯანმომ კი, ოქსფორდელ მეცნიერთა მიგნებას "სიცოცხლის გადამრჩენელი სამეცნიერო გარღვევა“ უწოდა.

  • ესპანეთი

ესპანეთი ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს მეექვსე ქვეყანაა. ამ ეტაპზე იქ მოხსნილია ვირუსის გავრცელების პრევენციის მოზნით დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვები და ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ყოველ დღე მნიშვნელოვნად იკლებს. საერთო ჯამში, ესპანეთში ვირუსით 291 763 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 27 136 ადამიანი გარდაიცვალა.

  • პერუ

პერუ, ბრაზილიის მსგავსად, ამ დროისთვის, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილია, სადაც ახალი ინფიცირებულების რაოდენობა დღითი დღე მკვეთრად იზრდება და ქვეყანამ უკვე იტალიაც კი უკან ჩამოიტოვა. პერუში 240 908 ინფიცირებულია, გარდაცვლილია 7 257 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 128 622-ს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები პანდემიის საწყის ეტაპზევე დააწესეს, თუმცა შეზღუდვებმა სათანადო შედეგი ვერ გამოიღო, რადგანაც როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბევრი ადამიანი არ დაემორჩილა ახალ წესებს და ხშირი იყო სხვადასხვა ხალხმრავალი შეკრებები. ბოლო ინფორმაციით, პერუში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივეს.

  • იტალია

იტალიაში ამ დროისთვის შედარებით მშვიდი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა და ქვეყანა პანდემიის შოკიდან თანდათან გამოდის. მოიხსნა მთელი რიგი შეზღუდვები და ადამიანები ცდილობენ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ბოლო მონაცემებით იტალია ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს მერვე ქვეყანაა.

საერთო ჯამში, იქ COVID-19-ის 237 828 შემთხვევაა გამოვლენილი, პაციენტთა შორის 34 448 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 179 455 გამოჯანმრთელდა. იტალიელი ექიმები აცხადებენ, რომ კორონავირუსი "ძალას კარგავს" და ის აღარაა ისეთი საშიში, როგორც პანდემიის პირველ ეტაპზე იყო, თუმცა ზოგიერთი იტალიელი ეპიდემიოლოგი ასე არ ფიქრობს და შეზღუდვების მოხსნასაც ნაადრევად მიიჩნევს. მაგალითად, იტალიელი ვირუსოლოგი მასიმო გალი აფრთხილებს მოსახლეობას და ამბობს, რომ COVID-19 “ბომბია, რომელმაც შეიძლება კვლავ იფეთქოს.“

  • ირანი

ირანში, საერთო ჯამში, კორონავირუსით 195 051 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 8 927 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 154 812 პაციენტი გამოჯანმრთელდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ ვლინდებოდა ახალი ინფიცირებულების ბევრი შემთხვევა. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კი მათი რაოდენობა კვლავ მკვეთრად გაიზარდა და ექსპერტები ირანში კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღაზე საუბრობენ.

  • გერმანია

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, გერმანია მსოფლიოს მეათე ქვეყანაა. გერმანიაში სულ ვირუსის 190 179 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 8 927 პაციენტი, ხოლო 173 600 გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის გერმანიაში კორონავირუსის 7 652 აქტიური შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ გერმანია პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა.

გერმანიის ჯანდაცვის სისტემა სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე უფრო მზადყოფნაში შეხვდა გამოწვევას. იქ არ შექმნიათ საწოლების პრობლემა და პაციენტები არ ყოფილან რიგში. ამასთან, გერმანიაში პანდემიის საწყისი ეტაპიდანვე ტესტავდნენ ვირუსზე ადამიანებს. მიმდინარეობდა მასობრივი ტესტირება, შედეგად ინფიცირების შემთხვევები ადრეულ ეტაპზევე ვლინდებოდა, ადრეულ ეტაპოზე გამოვლენის შემთხვევაში კი, როგორც ცნობილია, ვირუსის დამარცხება უფრო მარტივია.

-

გლობალური მასშტაბით, ამ დროისთვის, COVID-19-ით 8.4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 452 000-მდე გარდაიცვალა, ხოლო 4.4 მილიონი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი, ოფიციალური ვერსიით, მსოფლიოში ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა და ვირუსის ეპიცენტრი ჩინეთი იყო. ახლა კი ის ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს მეცხრამეტე ქვეყანაა, სადაც ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის 84 000 შემთხვევაა აღწერილი.

WhatsApp-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა

რომელი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები არიან COVID-19-ის ნაკლები რისკის ქვეშ - ევროპელი მეცნიერების კვლევა

COVID-19 შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაბრუნდეს იქ, სადაც თვლიდნენ, რომ ვირუსი შეაჩერეს - რაზე მეტყველებს პეკინში დაავადების ახალი ტალღა