საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა ბავშვებს ფოტოს უღებდა, რა დროსაც 6 წლის ბიჭს ფეხი დაუცურდა და მტკვარში ჩავარდა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე
"დედა ბავშვებს ფოტოს უღებდა, რა დროსაც 6 წლის ბიჭს ფეხი დაუცურდა და მტკვარში ჩავარდა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე

თბი­ლის­ში, მდი­ნა­რე მტკვარ­ში 6 წლის ბავ­შვი და­იხ­რჩო. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც დე­დას ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი სა­სე­ირ­ნოდ ჰყავ­და გა­მოყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც "რუს­თა­ვი 2"-თან მომ­ხდა­რის თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, დედა შვი­ლებს მდი­ნა­რეს­თან არ­სე­ბულ კლდე­ზე ფო­ტო­ებს უღებ­და, რა დრო­საც 6 წლის ბიჭს ქვა­ზე ფეხი და­უ­ცურ­და და მტკვარ­ში ჩა­ვარ­და.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მო­ზარ­დის გა­და­სარ­ჩე­ნად წყალ­ში შე­ვიდ­ნენ დედა და მისი და, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

"რო­გორც ვი­ცით ბავ­შვს ქვა­ზე და­უ­ცურ­და ფეხი, დაც გა­დამხტა­რა საშ­ვე­ლად... დე­დამ რომ და­ი­ნა­ხა ორ-ორი ბავ­შვი წყალ­ში, ისიც შე­ვი­და წყალ­ში... ბიჭი და­ი­ღუ­პა, და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია" - ამ­ბო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

ცნო­ბის­თვის, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაშ­ვე­ლე­ბის მის­ვლი­სას, ერთი მო­ზარ­დი გა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო ნა­პირ­ზე, ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი კი, მდი­ნა­რის ჩქა­რი დი­ნე­ბის გამო, გა­უ­ჩი­ნარ­და წყალ­ში და ვერ ხერ­ხდე­ბო­და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა. მაშ­ვე­ლებ­მა მყი­სი­ე­რად და­ი­წყეს სა­მაშ­ვე­ლო-სა­ძი­ე­ბო ოპე­რა­ცია რო­გორც წყალ­ში, ასე­ვე, მდი­ნა­რის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე.

"სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, მაშ­ვე­ლებ­მა წყლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი არას­რულ­წლო­ვა­ნი, რო­მელ­საც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­მა და მაშ­ვე­ლებ­მა ად­გილ­ზე ჩა­უ­ტა­რეს გულ-ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცია, თუმ­ცა, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ მო­ხერ­ხდა მო­ზარ­დის გა­დარ­ჩე­ნა და და­ფიქ­სირ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი“, - ნათ­ქვა­მია სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
11

 სადღაც უკაცრიელ ადგილზე, კლდის ნაპირზე რო არ შეახტუნო ბავშვი იდიოტური ფოტოს გადასაღებად,შე დალოცვილო სხვა ადგილი ვერ უნდა შეარჩიო,უფრო უსაფრთხო? რამ დააშტერა ეს ხალხი?

კაკო
7

ამ სურათების გამო სულ უნდა დაკარგო ჭკუა ადამიანმა? ეს რამხელა ტრაგედიაა, ამ ტკივილით და ამხელა შეცდომით, როგორ გინდა იცხოვრო ამ ქვეყანაზე ადამიანმა. არავის ვუსურვებ მის ადგილზე ყოფნას. ღმერთმა გადაარჩინოს მეორე ბავშვი მაინც, ვთხოვ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დედა ბავშვებს ფოტოს უღებდა, რა დროსაც 6 წლის ბიჭს ფეხი დაუცურდა და მტკვარში ჩავარდა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე

"დედა ბავშვებს ფოტოს უღებდა, რა დროსაც 6 წლის ბიჭს ფეხი დაუცურდა და მტკვარში ჩავარდა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე

თბილისში, მდინარე მტკვარში 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც დედას ორი არასრულწლოვანი შვილი სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი.

როგორც "რუსთავი 2"-თან მომხდარის თვითმხილველები ჰყვებიან, დედა შვილებს მდინარესთან არსებულ კლდეზე ფოტოებს უღებდა, რა დროსაც 6 წლის ბიჭს ქვაზე ფეხი დაუცურდა და მტკვარში ჩავარდა.

მათივე ცნობით, მოზარდის გადასარჩენად წყალში შევიდნენ დედა და მისი და, თუმცა გადარჩენა ვერ მოახერხეს.

"როგორც ვიცით ბავშვს ქვაზე დაუცურდა ფეხი, დაც გადამხტარა საშველად... დედამ რომ დაინახა ორ-ორი ბავშვი წყალში, ისიც შევიდა წყალში... ბიჭი დაიღუპა, და რეანიმაციაშია" - ამბობენ თვითმხილველები.

ცნობისთვის, უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველების მისვლისას, ერთი მოზარდი გამოყვანილი იყო ნაპირზე, ერთი მცირეწლოვანი კი, მდინარის ჩქარი დინების გამო, გაუჩინარდა წყალში და ვერ ხერხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა. მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე.

"სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი“, - ნათქვამია სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

აფბა: კერძო კომპანიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის მიმდინარე დავამ მოსახლეობის ზურგზე არ უნდა გადაიაროს

გოგა ხაინდრავამ "ტვ პირველის" ჟურნალისტს მეძავი უწოდა

ექიმებს ასისტენტობას რობოტი "პეპერი" გაუწევს - "ის გუშინ ჩამოფრინდა საქართველოში"