სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამას არ უნდოდა, რომ მისი ულამაზესი ქალიშვილი 37 წლით უფროსს კაცს მეოთხე ცოლად გაჰყოლოდა - ცნობილი კომიკოსის საოცარი სიყვარულის ამბავი
მამას არ უნდოდა, რომ მისი ულამაზესი ქალიშვილი 37 წლით უფროსს კაცს მეოთხე ცოლად გაჰყოლოდა - ცნობილი კომიკოსის საოცარი სიყვარულის ამბავი

თა­ვის დრო­ზე ამ წყვილ­მა მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა. ყვე­ლა ფიქ­რობ­და, რომ ეს რო­მა­ნი მო­რი­გი გა­ტა­ცე­ბა იყო სა­ხელ­გან­თქმუ­ლი კო­მი­კო­სის­თვის. ჩარ­ლი ჩაპ­ლინს ხომ ქა­ლე­ბის მუ­სუსს ეძახ­დნენ. მან ერ­თმა­ნეთ­ზე მი­ყო­ლე­ბით გა­მო­იც­ვა­ლა სამი ცოლი, მაგ­რამ მა­ლე­ვე ხვდე­ბო­და, რომ არც ერთი ქალი არ იყო მისი შე­სა­ფე­რი­სი, ამი­ტო­მაც ტო­ვებ­და და ბედ­ნი­ე­რე­ბას სხვას­თან ეძებ­და.

ჩარ­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ერთი სკან­და­ლიც: მსა­ხი­ო­ბი ჯოან ბერი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ იგი ჩაპ­ლინ­მა შე­აც­დი­ნა და მის­გან ორ­სუ­ლად იყო. ჩარ­ლი ამას მტკი­ცედ უარ­ყოფ­და. როცა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სის­ხლის ანა­ლი­ზი ჩა­ტარ­და, ბავ­შვი მარ­თლაც არ აღ­მოჩ­ნდა ჩაპ­ლი­ნის შვი­ლი, ჩარ­ლის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს კი მი­აჩ­ნდათ, რომ ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მო­ის­ყი­და.

ამ და კი­დევ ათა­სი მი­ზე­ზის გამო უნას მა­მას, ცნო­ბილ დრამ­ტურგ იუ­ჯინ ო'ნილს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ უნ­დო­და, რომ მისი ულა­მა­ზე­სი ქა­ლიშ­ვი­ლი 37 წლით უფ­როსს კაცს გაჰ­ყო­ლო­და მე­ო­თხე­ცო­ლად. უნამ არ გა­ი­ზი­ა­რა მა­მის რჩე­ვა, რის გა­მოც მშო­ბე­ლი დიდ­ხანს არ ელა­პა­რა­კებ­და.

უნა ოო­ნი­ლი

ჩარლზ სპენ­სერ ჩაპ­ლი­ნი-უმ­ცრო­სი 1889 წელს, ლონ­დონ­ში და­ი­ბა­და. მისი მშობ­ლე­ბიც მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ. მა­მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხმა ჰქონ­და, დე­დაც მღე­რო­და, თან სპექ­ტაკ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. 3 წლის იყო ჩარ­ლი, როცა მშობ­ლე­ბი გა­ი­ყარ­ნენ. ჩარ­ლი და მისი უფ­რო­სი ძმა დე­დას­თან ცხოვ­რობ­დნენ. მათ სუ­ლაც არ ჰქონ­დათ დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა. ჩარ­ლი­სა და მის ძმას ხში­რად უწევ­დათ ყოფ­ნა ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფარ­ში. მალე დე­დამ ხმა და­კარ­გა და უმა­მო ოჯახს კი­დევ უფრო გა­უ­ჭირ­და.

მამა მათ არა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბო­და, გა­ლოთ­და და სას­მელ­ში ხარ­ჯავ­და უკა­ნას­კნელ გრო­შებს. იგი 1911 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ჩარ­ლიმ ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მო­გო­ნე­ბებ­ში იგი წერ­და: "დედა სულ უფრო და უფრო ხში­რად ხვდე­ბო­და ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მე და ჩემი ძმა ხან მუ­შე­ბის სახ­ლში, ხან კი თავ­შე­სა­ფარ­ში ვცხოვ­რობ­დით. მო­ვას­წა­რი სა­კან­ცე­ლა­რიო მა­ღა­ზი­ა­ში, ერთ-ერთ სა­წარ­მო­ში მხერ­ხა­ვად და ასე­ვე შუ­შის სა­ამ­ქრო­ში მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი."

14 წლის იყო, როცა თე­ატ­რა­ლურ სა­ა­გენ­ტო­ებ­ში და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი და მის სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, როცა კარ­ნოს დას­ში მი­ი­ღეს. მალე გა­ით­ქვა სა­ხე­ლი სკეტ­ჩე­ბით, პა­რო­დი­ე­ბი­თა და მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბით. მარ­თა­ლია, გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და, კი­თხვაც კი არ იცო­და ხე­ი­რი­ა­ნად, მაგ­რამ მის ნიჭ­ზე ვე­რა­ვინ ხუ­ჭავ­და თვალს. მა­ყუ­რე­ბე­ლი აღ­მერ­თებ­და, მაგ­რამ ინ­გლისს მა­ინც არ სურ­და მისი ტა­ლან­ტის აღი­ა­რე­ბა, ამი­ტო­მაც გულ­მა ამე­რი­კის­კენ გა­უ­წია. იქ უცებ აღ­მოჩ­ნდა პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე. მისი კა­რი­ე­რა თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი სის­წრა­ფით ვი­თარ­დე­ბო­და... სიყ­ვა­რულ­ში კი არ უმარ­თლებ­და.

მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე 17 წლის მილდრედ ჰა­რი­სი გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც ჩარ­ლიმ მხო­ლოდ სამი წელი დაჰ­ყო. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა 16 წლის ლიტა გრე­ის­თან იყო. მარ­თა­ლია, მას­თან ჩარ­ლის ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ ცოლ-ქმარს ურ­თი­ერ­თო­ბა ვერც შვი­ლებ­მა შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს. არც მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა აღ­მოჩ­ნდა ბედ­ნი­ე­რი. 20 წლით უმ­ცროს პო­ლეტ გო­დარს ჩარ­ლი 6 წლის მერე გა­შორ­და.

სულ სხვა იყო უნა ოო­ნი­ლი. იგი 1926 წლის 13 მა­ისს და­ი­ბა­და ბერ­მუ­დის კუნ­ძუ­ლებ­ზე.

ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი და უნა ოო­ნი­ლი

დედა, აგ­ნეს ბო­ულ­ტო­ნი, ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, მამა, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ცნო­ბი­ლი დრა­მა­ტურ­გი, რო­მელ­საც სხვა ჯილ­დო­ებ­თან ერ­თად ნო­ბე­ლის პრე­მი­აც ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. მშობ­ლებ­მა ქა­ლიშ­ვილს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნეს...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასდ
9

ცნობილია,რომ ბუბუსიას გაცნობით ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინი ისე მოიხიბლა,რომ მას მასთან ამერიკაში გადასვლა შესთავაზა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მამას არ უნდოდა, რომ მისი ულამაზესი ქალიშვილი 37 წლით უფროსს კაცს მეოთხე ცოლად გაჰყოლოდა - ცნობილი კომიკოსის საოცარი სიყვარულის ამბავი

მამას არ უნდოდა, რომ მისი ულამაზესი ქალიშვილი 37 წლით უფროსს კაცს მეოთხე ცოლად გაჰყოლოდა - ცნობილი კომიკოსის საოცარი სიყვარულის ამბავი

თავის დროზე ამ წყვილმა მსოფლიო აალაპარაკა. ყველა ფიქრობდა, რომ ეს რომანი მორიგი გატაცება იყო სახელგანთქმული კომიკოსისთვის. ჩარლი ჩაპლინს ხომ ქალების მუსუსს ეძახდნენ. მან ერთმანეთზე მიყოლებით გამოიცვალა სამი ცოლი, მაგრამ მალევე ხვდებოდა, რომ არც ერთი ქალი არ იყო მისი შესაფერისი, ამიტომაც ტოვებდა და ბედნიერებას სხვასთან ეძებდა.

ჩარლის სახელს უკავშირდება ერთი სკანდალიც: მსახიობი ჯოან ბერი ირწმუნებოდა, რომ იგი ჩაპლინმა შეაცდინა და მისგან ორსულად იყო. ჩარლი ამას მტკიცედ უარყოფდა. როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით სისხლის ანალიზი ჩატარდა, ბავშვი მართლაც არ აღმოჩნდა ჩაპლინის შვილი, ჩარლის მოწინააღმდეგეებს კი მიაჩნდათ, რომ ცნობილმა მსახიობმა სამართალდამცავები მოისყიდა.

ამ და კიდევ ათასი მიზეზის გამო უნას მამას, ცნობილ დრამტურგ იუჯინ ო'ნილს კატეგორიულად არ უნდოდა, რომ მისი ულამაზესი ქალიშვილი 37 წლით უფროსს კაცს გაჰყოლოდა მეოთხეცოლად. უნამ არ გაიზიარა მამის რჩევა, რის გამოც მშობელი დიდხანს არ ელაპარაკებდა.

უნა ოონილი

ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი-უმცროსი 1889 წელს, ლონდონში დაიბადა. მისი მშობლებიც მსახიობები იყვნენ. მამას შესანიშნავი ხმა ჰქონდა, დედაც მღეროდა, თან სპექტაკლებში მონაწილეობდა. 3 წლის იყო ჩარლი, როცა მშობლები გაიყარნენ. ჩარლი და მისი უფროსი ძმა დედასთან ცხოვრობდნენ. მათ სულაც არ ჰქონდათ დალხენილი ცხოვრება. ჩარლისა და მის ძმას ხშირად უწევდათ ყოფნა ბავშვთა თავშესაფარში. მალე დედამ ხმა დაკარგა და უმამო ოჯახს კიდევ უფრო გაუჭირდა.

მამა მათ არაფერში ეხმარებოდა, გალოთდა და სასმელში ხარჯავდა უკანასკნელ გროშებს. იგი 1911 წელს გარდაიცვალა. ჩარლიმ ადრეული ასაკიდან დაიწყო მუშაობა. მოგონებებში იგი წერდა: "დედა სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მე და ჩემი ძმა ხან მუშების სახლში, ხან კი თავშესაფარში ვცხოვრობდით. მოვასწარი საკანცელარიო მაღაზიაში, ერთ-ერთ საწარმოში მხერხავად და ასევე შუშის საამქროში მუშაობა, მაგრამ ყოველთვის მსახიობობაზე ვოცნებობდი."

14 წლის იყო, როცა თეატრალურ სააგენტოებში დაიწყო სიარული და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა კარნოს დასში მიიღეს. მალე გაითქვა სახელი სკეტჩებით, პაროდიებითა და მინიატიურებით. მართალია, განათლება არ ჰქონდა, კითხვაც კი არ იცოდა ხეირიანად, მაგრამ მის ნიჭზე ვერავინ ხუჭავდა თვალს. მაყურებელი აღმერთებდა, მაგრამ ინგლისს მაინც არ სურდა მისი ტალანტის აღიარება, ამიტომაც გულმა ამერიკისკენ გაუწია. იქ უცებ აღმოჩნდა პოპულარობის პიკზე. მისი კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდებოდა... სიყვარულში კი არ უმართლებდა.

მისი პირველი მეუღლე 17 წლის მილდრედ ჰარისი გახლდათ, რომელთანაც ჩარლიმ მხოლოდ სამი წელი დაჰყო. მეორე ქორწინება 16 წლის ლიტა გრეისთან იყო. მართალია, მასთან ჩარლის ორი შვილი შეეძინა, მაგრამ ცოლ-ქმარს ურთიერთობა ვერც შვილებმა შეუნარჩუნეს. არც მესამე ქორწინება აღმოჩნდა ბედნიერი. 20 წლით უმცროს პოლეტ გოდარს ჩარლი 6 წლის მერე გაშორდა.

სულ სხვა იყო უნა ოონილი. იგი 1926 წლის 13 მაისს დაიბადა ბერმუდის კუნძულებზე.

ჩარლი ჩაპლინი და უნა ოონილი

დედა, აგნეს ბოულტონი, ცნობილი ჟურნალისტი იყო, მამა, როგორც უკვე გითხარით, ცნობილი დრამატურგი, რომელსაც სხვა ჯილდოებთან ერთად ნობელის პრემიაც ჰქონდა მიღებული. მშობლებმა ქალიშვილს კარგი განათლება მიაღებინეს...განაგრძეთ კითხვა

10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილია - როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო მონაცემებით

დონალდ ტრამპს ძმისშვილი უპირისპირდება - რა წერია სკანდალურ წიგნში, რომლის გამოც პრეზიდენტი სასამართლოს მიმართავს

შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის