კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თითოეული კაშხალი წყალსაცავზე ათასჯერ დიდ ტერიტორიას იცავს წყალდიდობისგან
თითოეული კაშხალი წყალსაცავზე ათასჯერ დიდ ტერიტორიას იცავს წყალდიდობისგან

თბი­ლი­სის 13 ივ­ნი­სის წყალ­დი­დო­ბის შემ­დეგ, რო­მელ­მაც 23 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, გე­ო­ლო­გე­ბი, მსგავ­სი სტი­ქი­ის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მდი­ნა­რე ვე­რე­ზე კაშხლის აგე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. მა­შინ­დე­ლი წყალ­დი­დო­ბის გა­მომ­წვე­ვი მე­წყრუ­ლი ზონა დღე­საც აქ­ტი­უ­რია.

სტე­რე­ო­ტიპს – „ადა­მი­ა­ნი უძ­ლუ­რია სტი­ქი­ის წი­ნა­შე“ – პრაქ­ტი­კუ­ლად ან­გრევს კაშხლე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით წყალ­დი­დო­ბე­ბის დროს ჭარ­ბი ჰიდ­რო­რე­სურ­სის აკუ­მუ­ლი­რე­ბა ხდე­ბა წყალ­სა­ცავ­ში და შე­და­რე­ბით მშრალ სე­ზონ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა რო­გორც ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გე­ნე­რა­ცი­ის­თვის, ისე სარ­წყა­ვი და სას­მე­ლი წყლის ქსე­ლე­ბის მო­სა­მა­რა­გებ­ლად.

მა­გა­ლი­თად, სა­მეგ­რე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სტი­ქი­ურ ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნებს შო­რის წყალ­დი­დო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს. ბუ­ნე­ბის სა­შიშ მოვ­ლე­ნას იწ­ვევს არა მარ­ტო თავ­სხმა წვი­მე­ბი და თოვ­ლის სა­ფა­რის ინ­ტენ­სი­უ­რი დნო­ბა, არა­მედ მე­წყე­რე­ბით, კლდე–ზვა­ვე­ბით და თოვ­ლის ზვა­ვე­ბით ჩა­ხერ­გი­ლი უბ­ნე­ბის ზე­მოთ შექ­მნი­ლი დრო­ე­ბი­თი წყალ­სა­ტე­ვე­ბის უე­ცა­რი გან­ტვირ­თვა.

სა­მეგ­რე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან გა­ნიც­დი­და წყალ­დი­დო­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას. მაგ­რამ „ენ­გურ­ჰე­სის“ კაშხლის აგე­ბის შემ­დეგ, ენ­გუ­რის ხე­ო­ბა­ში, კაშხლი­დან დელ­ტამ­დე, და­მან­გრე­ვე­ლი წყალ­მო­ვარ­დნე­ბი აღარ ფიქ­სირ­დე­ბა. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გე­ნე­რა­ცი­ის გარ­და, „ენ­გურ­ჰე­სის“ წყალ­სა­ცა­ვი, მო­ცუ­ლო­ბით 110 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი, მდი­ნა­რის წყალ­დი­დო­ბის ხარ­ჯე­ბის აკუ­მუ­ლი­რე­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს და მო­სახ­ლე­ო­ბას დატ­ბორ­ვე­ბის­გან იცავს.

რა ხდე­ბო­და ენ­გუ­რის უნი­კა­ლუ­რი კაშხლის აშე­ნე­ბამ­დე და რა ვი­თა­რე­ბაა დღეს ენ­გუ­რის ხე­ო­ბა­ში წყალ­დი­დო­ბე­ბის მხრივ, სო­ფე­ლი რუ­ხის მკვიდ­რი, 70 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი ბა­ტო­ნი ვა­ლე­რი მოგ­ვი­თხრობს.

„მე მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ახლა უკვე 70 წლის ვხდე­ბი და ჩემი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი, რომ წყალ­დი­დო­ბე­ბი იყო ხში­რად, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, სამ­ჯერ. ენ­გუ­რი კა­ლა­პო­ტი­დან გა­და­დი­ო­და, ყა­ნებ­ში შე­დი­ო­და და ზა­რალ­საც იღებ­და მო­სახ­ლე­ო­ბა. დიდი წყა­ლი მო­დი­ო­და, რუ­ხის ხიდ­თან ორად იყო­ფო­და მდი­ნა­რე, ჩვენ­სკენ ცოტა ნაკ­ლე­ბი, ჭუ­ბურ­ხინ­ჯის­კენ, აფხა­ზე­თის მხა­რეს უფრო დიდი იყო. კა­ლა­პო­ტის გას­წვრის რაც იყო მი­წე­ბი, თან ჩა­ი­ტან­და ხოლ­მე და ყა­ნებ­ში ჩა­დი­ო­და. თოვ­ლის დნო­ბა რომ იწყე­ბო­და, მა­შინ გა­ზა­ფხულ­ზე და ზა­ფხულ­ში წვი­მე­ბის დროს ერ­თმა­ნეთს ემა­ტე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ბო­რან­საც წა­ი­ღებ­და ხოლ­მე, ჩვენს ყა­ნებ­ში გა­და­სას­ვლელს და ზღვა­ში მიჰ­ქონ­და. სი­მინ­დის ყა­ნებს, სა­ვარ­გუ­ლებს, ბოსტნებ­შიც ვარ­დე­ბო­და. სვა­ნე­თი­დან მო­რე­ბი ჩა­მოჰ­ქონ­და, ტი­ვე­ბი, მდი­ნა­რე და­ფა­რუ­ლი იყო მთლი­ა­ნად, ხე-ტყეს რომ ჭრიდ­ნენ, ქა­ღალ­დის კომ­ბი­ნატ­ში მიჰ­ქონ­დათ და ქა­ღალ­დად გა­და­აქ­ცევ­დნენ. მერე გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი კა­ლა­პო­ტი პა­ტა­რავ­დე­ბო­და და ისევ სუფ­თა ხდე­ბო­და წყა­ლი“, – იხ­სე­ნებს რუ­ხის მკვიდ­რი.

„ახლა უკვე, რაც ჰესი აშენ­და, წყალ­დი­ბო­ბე­ბი არაა. ჰე­სის შემ­დეგ არც მი­ნა­ხავს ენ­გურ­ზე წყალ­დი­დო­ბა და არც გა­მი­გია. ადრე კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის იყო ეს მი­წე­ბი, მერე ხალ­ხს მის­ცეს და ხალ­ხი ამუ­შა­ვებ­და. ჰე­სის აშე­ნე­ბის მერე მი­წე­ბის ფარ­თობ­მა და რა­ო­დე­ო­ბამ მო­ი­მა­ტა. ის სა­ყა­ნედ, მა­გა­ლი­თად, ლო­ბი­ოს­თვის, სი­მინ­დის­თვის კარ­გი ნი­ა­და­გია და აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­და ხალ­ხი, მით უმე­ტეს, მო­სახ­ლე­ო­ბაც გა­ი­ზარ­და და სახ­ნავ-სა­თე­სი ფარ­თო­ბე­ბიც“, – მოგ­ვი­თხრობს 70 წლის ვა­ლე­რი.

ანა­ლო­გი­უ­რი ეფექ­ტი აქვს ჟინ­ვა­ლის წყალ­სა­ცავს, რომ­ლის აშე­ნე­ბის შემ­დეგ არაგ­ვის ხე­ო­ბა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად აღარ ფიქ­სირ­დე­ბა წყალ­მო­ვარ­დნე­ბი. მდინ­ვა­რის კა­ლა­პო­ტი კაშხლი­დან მცხე­თამ­დე, სა­დაც არაგ­ვი მტკვარს უერ­თდე­ბა, საკ­მა­ოდ გა­ნი­ე­რია. ეს უზარ­მა­ზა­რი ტე­რი­ტო­რია კაშხლის აგე­ბამ­დე უსარ­გებ­ლო იყო სა­ცხოვ­რებ­ლად და და­სა­მუ­შა­ვებ­ლად. დღეს არაგ­ვის გას­წვრივ გა­მოჩ­ნდა და­სახ­ლე­ბე­ბიც და მუ­შავ­დე­ბა სა­სოფ­ლო–სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ში არ­სე­ბობს წყალ­დი­დო­ბის­გან თავ­დაც­ვის უშუ­ა­ლო და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი. აქე­დან მე­ო­რე ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ერ­თო-სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ, რად­გან ით­ვა­ლის­წი­ნებს და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის და­გეგ­მვას, მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის წე­სე­ბის დაც­ვას, ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას. მა­გა­ლი­თად- ფერ­დო­ბებ­ზე ტყის გა­შე­ნე­ბას, 3-10 მეტ­რი სი­მაღ­ლის ჯე­ბი­რე­ბის მო­წყო­ბას მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის რე­გუ­ლი­რე­ბას­მის გა­ფარ­თო­ე­ბა­სა ადა გაღ­რმა­ვე­ბას, არ­ხე­ბის მო­წყო­ბას, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა ჭე­ბის წყლის მო­ცი­ლე­ბა. ასე­ვე წყალ­სა­ცა­ვე­ბი­სა და კაშ­ხა­ლე­ბის მო­წყო­ბა. ასე­თი ნა­გე­ბო­ბე­ბის სის­ტე­მა პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხავს წყალ­დი­დო­ბის საფრ­თხე­ებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თითოეული კაშხალი წყალსაცავზე ათასჯერ დიდ ტერიტორიას იცავს წყალდიდობისგან

თითოეული კაშხალი წყალსაცავზე ათასჯერ დიდ ტერიტორიას იცავს წყალდიდობისგან

თბილისის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც 23 ადამიანი იმსხვერპლა, გეოლოგები, მსგავსი სტიქიის პრევენციის მიზნით, მდინარე ვერეზე კაშხლის აგების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. მაშინდელი წყალდიდობის გამომწვევი მეწყრული ზონა დღესაც აქტიურია.

სტერეოტიპს – „ადამიანი უძლურია სტიქიის წინაშე“ – პრაქტიკულად ანგრევს კაშხლების დანიშნულება, რომელთა მეშვეობით წყალდიდობების დროს ჭარბი ჰიდრორესურსის აკუმულირება ხდება წყალსაცავში და შედარებით მშრალ სეზონზე შესაძლებელია ამ რესურსის გამოყენება როგორც ელექტროენერგიის გენერაციისთვის, ისე სარწყავი და სასმელი წყლის ქსელების მოსამარაგებლად.

მაგალითად, სამეგრელოს ტერიტორიისათვის დამახასიათებელ სტიქიურ ბუნებრივ მოვლენებს შორის წყალდიდობები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ბუნების საშიშ მოვლენას იწვევს არა მარტო თავსხმა წვიმები და თოვლის საფარის ინტენსიური დნობა, არამედ მეწყერებით, კლდე–ზვავებით და თოვლის ზვავებით ჩახერგილი უბნების ზემოთ შექმნილი დროებითი წყალსატევების უეცარი განტვირთვა.

სამეგრელოს მოსახლეობა უხსოვარი დროიდან განიცდიდა წყალდიდობების ზემოქმედებას. მაგრამ „ენგურჰესის“ კაშხლის აგების შემდეგ, ენგურის ხეობაში, კაშხლიდან დელტამდე, დამანგრეველი წყალმოვარდნები აღარ ფიქსირდება. ელექტროენერგიის გენერაციის გარდა, „ენგურჰესის“ წყალსაცავი, მოცულობით 110 მილიონი კუბური მეტრი, მდინარის წყალდიდობის ხარჯების აკუმულირებასაც უზრუნველყოფს და მოსახლეობას დატბორვებისგან იცავს.

რა ხდებოდა ენგურის უნიკალური კაშხლის აშენებამდე და რა ვითარებაა დღეს ენგურის ხეობაში წყალდიდობების მხრივ, სოფელი რუხის მკვიდრი, 70 წელს მიტანებული ბატონი ვალერი მოგვითხრობს.

„მე მაშინ პატარა ვიყავი, ახლა უკვე 70 წლის ვხდები და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ წყალდიდობები იყო ხშირად, წელიწადში ორჯერ, სამჯერ. ენგური კალაპოტიდან გადადიოდა, ყანებში შედიოდა და ზარალსაც იღებდა მოსახლეობა. დიდი წყალი მოდიოდა, რუხის ხიდთან ორად იყოფოდა მდინარე, ჩვენსკენ ცოტა ნაკლები, ჭუბურხინჯისკენ, აფხაზეთის მხარეს უფრო დიდი იყო. კალაპოტის გასწვრის რაც იყო მიწები, თან ჩაიტანდა ხოლმე და ყანებში ჩადიოდა. თოვლის დნობა რომ იწყებოდა, მაშინ გაზაფხულზე და ზაფხულში წვიმების დროს ერთმანეთს ემატებოდა ეს ყველაფერი. ბორანსაც წაიღებდა ხოლმე, ჩვენს ყანებში გადასასვლელს და ზღვაში მიჰქონდა. სიმინდის ყანებს, სავარგულებს, ბოსტნებშიც ვარდებოდა. სვანეთიდან მორები ჩამოჰქონდა, ტივები, მდინარე დაფარული იყო მთლიანად, ხე-ტყეს რომ ჭრიდნენ, ქაღალდის კომბინატში მიჰქონდათ და ქაღალდად გადააქცევდნენ. მერე გაფართოებული კალაპოტი პატარავდებოდა და ისევ სუფთა ხდებოდა წყალი“, – იხსენებს რუხის მკვიდრი.

„ახლა უკვე, რაც ჰესი აშენდა, წყალდიბობები არაა. ჰესის შემდეგ არც მინახავს ენგურზე წყალდიდობა და არც გამიგია. ადრე კოლმეურნეობის იყო ეს მიწები, მერე ხალხს მისცეს და ხალხი ამუშავებდა. ჰესის აშენების მერე მიწების ფართობმა და რაოდეობამ მოიმატა. ის საყანედ, მაგალითად, ლობიოსთვის, სიმინდისთვის კარგი ნიადაგია და აქტიურად იყენებდა ხალხი, მით უმეტეს, მოსახლეობაც გაიზარდა და სახნავ-სათესი ფართობებიც“, – მოგვითხრობს 70 წლის ვალერი.

ანალოგიური ეფექტი აქვს ჟინვალის წყალსაცავს, რომლის აშენების შემდეგ არაგვის ხეობაში პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება წყალმოვარდნები. მდინვარის კალაპოტი კაშხლიდან მცხეთამდე, სადაც არაგვი მტკვარს უერთდება, საკმაოდ განიერია. ეს უზარმაზარი ტერიტორია კაშხლის აგებამდე უსარგებლო იყო საცხოვრებლად და დასამუშავებლად. დღეს არაგვის გასწვრივ გამოჩნდა დასახლებებიც და მუშავდება სასოფლო–სამეურნეო სავარგულები.

საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს წყალდიდობისგან თავდაცვის უშუალო და პრევენციული ზომები. აქედან მეორე ხორციელდება საერთო-სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ, რადგან ითვალისწინებს დასახლებული პუნქტების დაგეგმვას, მიწათსარგებლობის წესების დაცვას, ხანგრძლივი პერიოდის ღონისძიებების გატარებას. მაგალითად- ფერდობებზე ტყის გაშენებას, 3-10 მეტრი სიმაღლის ჯებირების მოწყობას მდინარის კალაპოტის რეგულირებასმის გაფართოებასა ადა გაღრმავებას, არხების მოწყობას, რომელთა საშუალებით ხდება ჭების წყლის მოცილება. ასევე წყალსაცავებისა და კაშხალების მოწყობა. ასეთი ნაგებობების სისტემა პრაქტიკულად გამორიცხავს წყალდიდობის საფრთხეებს.

NS

"თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდეც ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებსა და ქუჩებში, მაინც არაფერი არ მოხდება" - მეუფე იაკობი

"გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10-11 წლის წინო...ატყდა ერთი ამბავი" - მეუფე იაკობი ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შესახებ

არსებული ინფორმაციით, გუმათში, მდინარე რიონში მამაკაცი ჩავარდა