კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია

გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან პატრნი­ო­რო­ბით მიმ­დი­ნა­რე „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი გა­მოვ­ლინ­და, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი 5 ოქ­ტომ­ბერს მას­წავ­ლებ­ლის მსოფ­ლიო დღეს, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­დე­ბა. პრო­ექ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯვე­ბულს 10 000 ლარი გა­და­ე­ცემს.

„ჩვენ უკვე რა­მო­დე­ნი­მე წე­ლია აქ­ტი­უ­რად ვუ­ჭერთ მხარს გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის პრო­ექტს და ყო­ველ წლი­უ­რად ვზრდით ბი­უ­ჯეტ­საც. ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს, რომ წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა სხვა კერ­ძო, თუ დო­ნო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის რი­ცხვიც, რომ­ლე­ბიც ერ­თვე­ბი­ან პრო­ექ­ტში. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან კამ­პა­ნი­ას, ისე­ვე რო­გორც ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბას, ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა, რაც ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი­ცაა. სწო­რედ მსგავ­სი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბით შევ­ძლებთ ყვე­ლა ერ­თად სის­ტე­მუ­რი გარ­და­ტე­ხა შე­ვი­ტა­ნოთ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში“, - გა­ნა­ცხა­და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი-გუ­და­ვა­ძის ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა.

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი სკო­ლის ლი­დე­რო­ბის ეროვ­ნუ­ლი კონ­კურ­სის ფი­ნა­ლის­ტებ­მა და­ა­სა­ხე­ლეს, ესე­ნი არი­ან:

  • ცი­ცი­ნო გო­ბა­ძე - წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ გუმ­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი
  • სო­ფიო გო­გო­ხია - აფხა­ზე­თის N10 სა­ჯა­რო სკო­ლის სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი
  • სა­ლო­მე გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი - ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ქვე­მო-არ­ქე­ვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი
  • ნა­თე­ლა და­ვი­თა­ია - სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, წმინ­და ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი
  • ივა­ნე დი­დე­ბე­ლი - ორ­ბე­თის სა­ჯა­რო სკო­ლი­სა და კერ­ძო სკო­ლა „ახა­ლი თა­ო­ბის“ ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი
  • მა­რი­ნე ვარ­თუ­მაშ­ვი­ლი - ქა­ლაქ გო­რის N12 სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი
  • ანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი - თბი­ლი­სის კერ­ძო სკო­ლა ქო­რა­ლის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი
  • მა­რი­ნე ფორჩხი­ძე - რე­ვაზ მუმ­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ზეს­ტა­ფო­ნის N7 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი
  • თე­ო­ნა შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი - ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ღა­რის და სი­მონ სხირტლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ონის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი
  • ელზა ხარ­ში­ლა­ძე - სა­ჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნიგვზა­რის სა­ჯა­როს სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრსა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, 2017 წლის 13 მა­ისს და­წეს­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მე­ო­თხედ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ის მას­წავ­ლე­ბელ­თა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის – „The Global Teacher Prize“ ნა­წი­ლია. გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მხარ­დამ­ჭე­რი 2017 წლი­და­ნაა და ფონ­დის მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას, და მიზ­ნად ისა­ხავს გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თო ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას, გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდას.

გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონდთან ერ­თად, პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, კონ­სულ­ტა­ცი­ის და ტრე­ნინ­გის ცენ­ტრი (ctc), ლი­ბერ­თი ბან­კი, ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კომ­პა­ნია 4MEDIA.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია

განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, რომელიც გამარჯვებულს 10 000 ლარი გადაეცემს.

„ჩვენ უკვე რამოდენიმე წელია აქტიურად ვუჭერთ მხარს განათლების კოალიციის პროექტს და ყოველ წლიურად ვზრდით ბიუჯეტსაც. ძალიან გვახარებს, რომ წლიდან წლამდე იზრდება სხვა კერძო, თუ დონორი კომპანიების რიცხვიც, რომლებიც ერთვებიან პროექტში. ამ მნიშვნელოვან კამპანიას, ისევე როგორც ზოგადად განათლებას, ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა, რაც ჩვენი მთავარი მიზანიცაა. სწორედ მსგავსი ტიპის აქტივობებით შევძლებთ ყველა ერთად სისტემური გარდატეხა შევიტანოთ განათლების სფეროში“, - განაცხადა პატარკაციშვილი-გუდავაძის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტებმა დაასახელეს, ესენი არიან:

  • ციცინო გობაძე - წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • სოფიო გოგოხია - აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • სალომე გოჩოლეიშვილი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო-არქევანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
  • ნათელა დავითაია - სენაკის მუნიციპალიტეტის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი
  • ივანე დიდებელი - ორბეთის საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „ახალი თაობის“ ინგლისური ენის მასწავლებელი
  • მარინე ვართუმაშვილი - ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
  • ანა კინწურაშვილი - თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი
  • მარინე ფორჩხიძე - რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
  • თეონა შერაზადიშვილი - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ელზა ხარშილაძე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯაროს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერი 2017 წლიდანაა და ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას, და მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებას და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან ერთად, პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

NS

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - Stopcov.ge-ს უახლესი მონაცემები

ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა - "მრავლობითი მოტეხილობები აქვს"

"სააკაშვილმა მისი მართველობის დროს თვითრეკლამა კომედიად აქცია, ივანიშვილი უარს ამბობს სიკეთეების რეკლამაზე" - ელისო ბოლქვაძე