საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა აბასთუმნის ტყეში, სადაც გუშინ ღამით ცეცხლს 65 მეხანძრე და 2 ვერტმფრენი აქრობდა
რა ვითარებაა აბასთუმნის ტყეში, სადაც გუშინ ღამით ცეცხლს 65 მეხანძრე და 2 ვერტმფრენი აქრობდა

აბას­თუმ­ნის ტყე­ში სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში კე­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი თერ­მუ­ლი დრო­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა აბას­თუ­მან­ში, მო­წყო­ბი­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის სა­ვე­ლე შტა­ბი. ტყე­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია და სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს სრუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 13 ივ­ნისს, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თერ­მულ­მა დრო­ნებ­მა გა­აგ­რძე­ლეს ტე­რი­ტო­რი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი, ცო­ცხა­ლი ძალა კი 25 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლის შე­მად­გე­ლო­ნით უშუ­ა­ლოდ ტყის მა­სივ­ში მუ­შა­ობ­და. გა­თე­ნე­ბის­თა­ნა­ვე გა­ნახ­ლდა ცე­ცხლის ქრო­ბის აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

„აბას­თუ­მან­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში 13 ივ­ნისს დღის 2 სა­ა­თის­თვის შე­მო­ვი­და.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ცო­ცხა­ლი ძალა 65 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლის შე­მად­გენ­ლო­ბით. პრო­ცეს­ში, ასე­ვე, ჩარ­თუ­ლი იყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ორი ვერ­ტმფრე­ნი. ვერ­ტმფრე­ნებ­მა სულ 13 გაფ­რე­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და ხან­ძრის კე­რებს 26 ტონა წყა­ლი და­ას­ხეს.

ტყის მა­სივ­ში იწ­ვო­და წიწ­ვო­ვა­ნი ტყის ქვე­და სა­ფა­რი და კუნ­ძე­ბი. შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბი­დან უმოკ­ლეს დრო­ში მოხ­და ად­გილ­ზე ცო­ცხა­ლი ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რო­გორც სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნი­დან, ასე­ვე, ქვე­მო ქარ­თლი­დან და და­ი­წყო ხან­ძრის ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

არ იწვიმა ? ქუხდა და ელავდა !?

ნანა
0
ნუთუ არ შეიძლება ამ პომპეიროს პოვნა და დასჯა? ისეთი ჯარიმა უნდა დაადონ მთელ სოფელს, თვითონ გამოაშკარაონ დამნაშავეები.
ავტორი:

რა ვითარებაა აბასთუმნის ტყეში, სადაც გუშინ ღამით ცეცხლს 65 მეხანძრე და 2 ვერტმფრენი აქრობდა

რა ვითარებაა აბასთუმნის ტყეში, სადაც გუშინ ღამით ცეცხლს 65 მეხანძრე და 2 ვერტმფრენი აქრობდა

აბასთუმნის ტყეში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში კერების მონიტორინგი თერმული დრონით მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში, მოწყობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საველე შტაბი. ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. სალიკვიდაციო სამუშაოები 13 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თერმულმა დრონებმა გააგრძელეს ტერიტორიის მონიტორინგი, ცოცხალი ძალა კი 25 მეხანძრე-მაშველის შემადგელონით უშუალოდ ტყის მასივში მუშაობდა. გათენებისთანავე განახლდა ცეცხლის ქრობის აქტიური სამუშაოები.

„აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 13 ივნისს დღის 2 საათისთვის შემოვიდა.

ადგილზე მობილიზებული იყო ცოცხალი ძალა 65 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. პროცესში, ასევე, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.

ტყის მასივში იწვოდა წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მოხდა ადგილზე ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს - "დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები"

სოფელ მეტეხში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია

კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა და 1 გამოჯანმრთელებული - stopcov.ge-ს უახლესი მონაცემები