პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარჩება თუ არა საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტის გარეშე და რა ბედი ელის ერთადერთ ევროპულ ინტერნეტს საქართველოში?
დარჩება თუ არა საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტის გარეშე და რა ბედი ელის ერთადერთ ევროპულ ინტერნეტს საქართველოში?

კომ­პა­ნია „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ ინ­ტერ­ნე­ტის უმ­სხვი­ლე­სი სა­ბი­თუ­მო მომ­წო­დე­ბე­ლია რე­გი­ონ­ში და სა­კუ­თა­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მეშ­ვე­ო­ბით, შუ­ა­მავ­ლე­ბის გა­რე­შე, პირ­და­პი­რაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ევ­რო­პის - ფრან­კფურ­ტი­სა და სო­ფი­ის - ინ­ტერ­ნე­ტის (მო­ნა­ცე­მე­ბის) გაც­ვლის ცენ­ტრებ­თან. „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­მა­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის 2/3-ს და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტით ამა­რა­გებს სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ცა­ლო ბაზ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს.

კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი შავი ზღვის ოპ­ტი­კუ­რი კა­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ციფ­რუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­რან­ტი­აა.

თუმ­ცა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის მიერ გა­მო­ტა­ნილ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, შე­საძ­ლოა, ეს რე­ა­ლო­ბა შეც­ვა­ლოს და კომ­პა­ნი­ას სა­ერ­თოდ საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბა მო­უხ­დეს.

25 ივ­ნისს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კი­დევ ერთხელ იმ­სჯე­ლებს „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ წი­ლის გას­ხვი­სე­ბის საქ­მე­ზე. შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამ დღეს გა­და­წყდეს კომ­პა­ნი­ის ბე­დიც.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია კომ­პა­ნია „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის­თვის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 25 ივ­ნისს მი­ი­ღებს. საქ­მე ეხე­ბა კო­მი­სი­ის თან­ხმო­ბის გა­რე­შე კომ­პა­ნი­ის წი­ლის გას­ხვი­სე­ბას.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „კავ­კა­სუს­მა“ და­კის­რე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი სან­ქცი­ე­ბი უკვე გა­და­ი­ხა­და და მა­რე­გუ­ლი­რე­ბელს მე­წი­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უკვე მი­ა­წო­და, კო­მი­სია წი­ლე­ბის სა­წყის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს.

რო­გორც „კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­ში“ აცხა­დე­ბენ: „მე­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბი და­ფუძ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან სხვა ქვეყ­ნის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში და „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია, არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია სხვა ქვე­ყა­ნა­ში წი­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბის შე­სა­ხებ.

შე­სა­ბა­მი­სად, ვერ შეძ­ლებ­და კო­მი­სი­ის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბას. 2019 წლის 5 აგ­ვის­ტოს, როცა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მოგვ­თხო­ვა გაგ­ვე­ახ­ლე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის შე­სა­ხებ, ჩვე­ნი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­ტყო­ბი­ნე­ბის გზით იმა­ვე თვეს მი­ვა­წო­დეთ კო­მი­სი­ას ინ­ფორ­მა­ცია, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა და­ი­წყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა ჩვე­ნი სან­ქცი­რე­ბის შე­სა­ხებ.

აქვე მო­გახ­სე­ნებთ, რომ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის 2016 წლის ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ავალ­დე­ბუ­ლებ­და „კავ­კა­სუს ონ­ლა­ინს“ წი­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბამ­დე ეც­ნო­ბე­ბი­ნა რე­გუ­ლა­ტო­რის­თვის ამის შე­სა­ხებ, „კავ­კა­სუსს“ გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი აქვს სა­სა­მარ­თლო­ში.

სა­გუ­ლის­ხმო დე­ტა­ლია ის, რომ სა­უ­ბა­რია ერ­თა­დერთ ევ­რო­პულ ინ­ტერ­ნეტპ­რო­ვა­ი­დერ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ: სა­ნამ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ შავ ზღვა­ში ოპ­ტი­კურ კა­ბელს ჩა­დებ­და, მთე­ლი რე­გი­ო­ნი იყო მოკ­ლე­ბუ­ლი ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ახ­ლაც და მა­ში­ნაც, ალ­ტერ­ნა­ტი­ვას წარ­მო­ად­გენ­და მხო­ლოდ რუ­სუ­ლი და თურ­ქუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტი.

ამ ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კომ­პა­ნი­ის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ნიშ­ნავს „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბას.

სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ, თუკი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ ავ­ტო­რი­ზა­ცია შე­უ­ჩე­რა „კავ­კა­სუს ონ­ლა­ინს“ და „რკი­ნიგ­ზის ტე­ლე­კო­მს“, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს ნა­წილს ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე დარ­ჩე­ნის საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან სწო­რედ „კავ­კა­სუ­სი“ აწ­ვდის სა­ცა­ლო ქსელ­ში მოქ­მე­დი ინ­ტერ­ნეტპ­რო­ვა­ი­დე­რე­ბის უდი­დეს ნა­წილს ინ­ტერ­ნეტს. ხოლო სხვა სა­ბი­თუ­მო პრო­ვა­ი­დე­რე­ბი რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რომ სრუ­ლად შეძ­ლე­ბენ მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას.

ქართველი
13

ძლივს გვეღირსა ნელ ნელა დავცილდეთ რუსეთს და ისევ უკან მიგვათრევენ! :(

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

დარჩება თუ არა საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტის გარეშე და რა ბედი ელის ერთადერთ ევროპულ ინტერნეტს საქართველოში?

დარჩება თუ არა საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტის გარეშე და რა ბედი ელის ერთადერთ ევროპულ ინტერნეტს საქართველოში?

კომპანია „კავკასუს ონლაინი“ ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მომწოდებელია რეგიონში და საკუთარი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, შუამავლების გარეშე, პირდაპირაა დაკავშირებული ევროპის - ფრანკფურტისა და სოფიის - ინტერნეტის (მონაცემების) გაცვლის ცენტრებთან. „კავკასუს ონლაინი“ უზრუნველყოფს საქართველოში მოხმარებული ინტერნეტის 2/3-ს და ევროპული ინტერნეტით ამარაგებს სომხეთისა და აზერბაიჯანის საცალო ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს.

კომპანიის საკუთრებაში არსებული შავი ზღვის ოპტიკური კაბელი საქართველოს ციფრული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.

თუმცა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ეს რეალობა შეცვალოს და კომპანიას საერთოდ საქმიანობის შეჩერება მოუხდეს.

25 ივნისს მარეგულირებელი კიდევ ერთხელ იმსჯელებს „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების საქმეზე. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს გადაწყდეს კომპანიის ბედიც.

კომუნიკაციების კომისია კომპანია „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას 25 ივნისს მიიღებს. საქმე ეხება კომისიის თანხმობის გარეშე კომპანიის წილის გასხვისებას.

მიუხედავად იმისა, რომ „კავკასუსმა“ დაკისრებული ფულადი სანქციები უკვე გადაიხადა და მარეგულირებელს მეწილეების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა, კომისია წილების საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს.

როგორც „კავკასუს ონლაინში“ აცხადებენ: „მეწილე კომპანიები დაფუძნებულები არიან სხვა ქვეყნის იურისდიქციაში და „კავკასუს ონლაინის“ ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, არ აქვს ინფორმაცია სხვა ქვეყანაში წილების გასხვისების შესახებ.

შესაბამისად, ვერ შეძლებდა კომისიისთვის შეტყობინებას. 2019 წლის 5 აგვისტოს, როცა მარეგულირებელმა კომისიამ ოფიციალურად მოგვთხოვა გაგვეახლებინა ინფორმაცია აქციონერების შესახებ, ჩვენი დამფუძნებელი კომპანიების შეტყობინების გზით იმავე თვეს მივაწოდეთ კომისიას ინფორმაცია, რის საფუძველზეც მარეგულირებელმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ჩვენი სანქცირების შესახებ.

აქვე მოგახსენებთ, რომ მარეგულირებელი კომისიის 2016 წლის ბრძანება, რომელიც ავალდებულებდა „კავკასუს ონლაინს“ წილების გასხვისებამდე ეცნობებინა რეგულატორისთვის ამის შესახებ, „კავკასუსს“ გასაჩივრებული აქვს სასამართლოში.

საგულისხმო დეტალია ის, რომ საუბარია ერთადერთ ევროპულ ინტერნეტპროვაიდერზე საქართველოში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ: სანამ „კავკასუს ონლაინი“ შავ ზღვაში ოპტიკურ კაბელს ჩადებდა, მთელი რეგიონი იყო მოკლებული ამ შესაძლებლობას. ახლაც და მაშინაც, ალტერნატივას წარმოადგენდა მხოლოდ რუსული და თურქული ინტერნეტი.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს „კავკასუს ონლაინის“ საქმიანობის შეჩერებას.

საგულისხმოა ისიც, რომ, თუკი კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ავტორიზაცია შეუჩერა „კავკასუს ონლაინს“ და „რკინიგზის ტელეკომს“, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინტერნეტის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან სწორედ „კავკასუსი“ აწვდის საცალო ქსელში მოქმედი ინტერნეტპროვაიდერების უდიდეს ნაწილს ინტერნეტს. ხოლო სხვა საბითუმო პროვაიდერები რთული წარმოსადგენია, რომ სრულად შეძლებენ მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული