სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო საუკუნის წინანდელ უცნობ ფოტოებში - ბიჭი, რომელიც უნიკალურ ფოტოებს და მათ ისტორიებს აგროვებს
საქართველო საუკუნის წინანდელ უცნობ ფოტოებში - ბიჭი, რომელიც უნიკალურ ფოტოებს და მათ ისტორიებს აგროვებს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­არ­ქი­ვით არა­ერ­თხელ მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა ქუ­თა­ი­სელ­მა მა­მუ­კა აშ­ვე­თი­ამ. ფო­ტო­ებ­ზე მე-18 და მე-19 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი და ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან აღ­ბეჭ­დილ­ნი. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი აშ­ვე­თია, მათ შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებ­საც უამ­ბობს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და მოყ­ვა­რუ­ლი ფოტო-კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის მდი­და­რი ის­ტო­რი­უ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლე­ბით და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს თა­ვად მა­მუ­კა აშ­ვე­თია უამ­ბობს ჩვენს მკი­თხველს:

- ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და ქუ­თა­ი­სის ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლი და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვიკ­ვლევ­დი მას. შემ­დეგ კი, სიძ­ვე­ლე­ე­ბის კვლე­ვა-ძი­ე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობ იმ ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც ასა­ხავს ქა­ლა­ქის არ­ქი­ტექ­ტუ­რას, მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის სა­ხეც­ვლი­ლე­ბებს.

ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი, ფო­ტოგ­რა­ფი რუ­ბაშ­კი­ნი. 1982 წელი

ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ქუ­თა­ი­სი­დან სხვა ქვეყ­ნებ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ბარ­გე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, მათ შო­რის ქარ­თვე­ლებ­მა, ებ­რა­ე­ლებ­მა, რის­თვი­საც ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ მათი...

ქუ­თა­ი­სი ყო­ველ­თვის მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი ქა­ლა­ქი იყო და გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ფო­ტო­ე­ბი იწ­ვევ­და. კო­ლექ­ცი­ა­ში ასე­ვე მაქვს, თბი­ლი­სის, ცხინ­ვა­ლის, ტყი­ბუ­ლის, ონი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქე­ბის ფო­ტო­ე­ბიც.

თბი­ლი­სის ებ­რა­უ­ლი უბა­ნი, ფო­ტოგ­რა­ფი პლი­სეც­კი. 1929 წელი

ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი ისაა, რომ ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო მა­სა­ლა უკვე ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბა, რო­მე­ლიც არ­სად და­ბეჭ­დი­ლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ასე მკვლე­ვა­რე­ბის­თვი­საც, შე­იძ­ლე­ბა უცხო იყოს და თით­ქოს დღის სი­ნათ­ლეს ელო­დე­ბა...

- ალ­ბათ გაქვთ გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ის მქო­ნე ფო­ტო­ე­ბი...

- დიახ, თუმ­ცა სა­ნამ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ამ­ბებ­ზე გა­და­ვი­დო­დე, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის ამ­ბავს მოვ­ყვე­ბი, სა­ნამ იმ სახ­ლში გა­და­ვი­დო­დით, სა­დაც ახლა ვცხოვ­რობთ, ადრე, ჩემი ბე­ბია-ბა­ბუა სხვა ად­გი­ლას, ტი­პურ იმე­რულ ოდა­ში ცხოვ­რობ­დნენ, რო­მე­ლიც მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­შია აშე­ნე­ბუ­ლი. ჩემს მიერ ნა­პოვ­ნი სახ­ლის ფოტო 1939 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ერთი შე­ხედ­ვით არა­ფე­რი, მაგ­რამ ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია და ვი­ფიქ­რე, რომ სხვე­საც ასე­ვე და­ა­ინ­ტე­რე­სებ­დათ სა­კუ­თა­რი სახ­ლის წარ­სუ­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ძი­რი­თა­დად პო­ლო­ნურ და რუ­სულ სა­ი­ტებ­ზე ვპო­უ­ლობ, რად­გან გვინ­და თუ არა, საბ­ჭო­თა წლებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ძი­რი­თა­დად მათ ფო­რუ­მებ­ზეა, თან ავ­ტო­რე­ბი რუსი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი არი­ან - პლი­სეც­კი, ვო­ი­უც­კი, სლა­ვინ­სკი.

სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სია მდ. რი­ო­ნის ნა­პი­რას, მე-18 სკო­ლის ეზო­ში. ფო­ტოგ­რაფ ვო­ი­უც­კის ფოტო, 1860 წელი

შე­სა­ბა­მი­სად, მათ ნა­მუ­შევ­რებს არ­ქი­ვე­ბის ას­ლებ­სა თუ მუ­ზუ­ე­მე­ბის ელექტრო­ნულ გვერ­დებ­ზე ვე­ძებ... ასე ვი­პო­ვე, ბაღ­დათ­ში, ზე­კარ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, რო­მელ­ზეც ცოლ-ქმა­რია აღ­ბეჭ­დი­ლი და მწე­რა­ლი ცირა ყუ­რაშ­ვი­ლი და­მი­კავ­შირ­და - ჩემი ბა­ბუა-ბე­ბია არი­ან, სა­ო­ჯა­ხო ალ­ბომ­შიც კი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბო­და ეს ფო­ტოო.

სახ­ლი ზე­კარ­ში, სა­დაც მა­ი­ა­კოვ­სკე­ბი 1890-იან წლებ­ში ის­ვე­ნებ­დნენ, ამ ფო­ტო­ზე მწე­რალ­მა სა­კუ­თა­რი ბე­ბია-ბა­ბუა ამო­იც­ნო

ჩემი ოჯა­ხი ებ­რა­ულ უბან­ში ცხოვ­რობ­და, ბა­ბუა ებ­რა­ე­ლებ­თან მუ­შა­ობ­და და მე­გობ­რობ­და, ბევ­რი მათ­გა­ნი ჯერ კი­დევ 70-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში წა­ვი­და ის­რა­ელ­ში, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა დღემ­დე არ შეგ­ვი­წყვე­ტია. ამი­ტომ ებ­რა­ელ­თა თე­მა­ტი­კა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია.

მუ­შა­ო­ბი­სას ერთხელ ებ­რა­უ­ლი უბ­ნის ფო­ტოს გა­და­ვა­წყდი, აღ­მოჩ­ნდა, რომ მას­ზე ჩემი მე­გობ­რის, ამ­ჟა­მად ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი მომ­ღერ­ლის იონი ილა­ნის უბა­ნი იყო ასა­ხუ­ლი, 40-იან წლებ­ში. რო­დე­საც გა­და­ვუგ­ზავ­ნე, ემო­ცი­ე­ბის­გან იტი­რა...

ონელ ებ­რა­ელ­თა სამი თა­ო­ბა, ფო­ტოგ­რა­ფი პლი­სეც­კი. 1929 წელი

ბა­ბუ­ა­მი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მა­მა­მი­სი ის­რა­ელ­ში წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, თა­ვად იქ და­ი­ბა­და, მაგ­რამ მთე­ლი ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე სამ­შობ­ლოდ მი­იჩ­ნევს. მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და რო­დე­საც ერთი ქარ­თვე­ლი-ებ­რა­ე­ლი იგებს ამა თუ იმ ად­გი­ლი­დან ფო­ტოს არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, შემ­დეგ სხვე­ბიც მი­კავ­შირ­დე­ბი­ან - მანდ ბავ­შვო­ბა, უფ­როს თა­ო­ბას კი, ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი გვაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და იქ­ნებ რამე იპო­ვო­თო...

იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლი, ფოტო პი­რა­დი კო­ლექ­ცი­ი­დან

ხში­რად მეხ­მა­რე­ბა ჩემი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ტა­ლი ელი­გუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გად­მომ­ცა უნი­კა­ლუ­რი სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ალ­ბო­მი. მას­ში მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლა­ქის საბ­ჭოს ხმოს­ნის, არონ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბის - იო­სე­ბი­სა და შა­ლო­მის ფო­ტო­ე­ბი ინა­ხე­ბა.

იო­სებ ლი­გუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მა­შინ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­თან და ილია გოლდმან­თან ერ­თად, 1921-1945 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­ძუ­რი საფ­რან­გეთ­ში გა­ი­ტა­ნა და ასე გა­და­არ­ჩი­ნა და­კარ­გვას.

მეგ­რუ­ლი ოდა, ფო­ტოგ­რა­ფი უც­ნო­ბია, 1904 წელი
ონის ებ­რა­უ­ლი უბ­ნის ბავ­შვე­ბი, ფო­ტოგ­რა­ფი პლი­სეც­კი, 1929 წელი
ბაღ­და­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ქუჩა, ოტოგ­რა­ფი სლა­ვინ­სკი, 1937 წელი

- ასე­ვე ნა­ხუ­ლობთ ქა­ლა­ქე­ბის ძველ ფო­ტო­ებ­საც, არა?

- დიახ. ახ­ლა­ხანს აღ­მო­ვა­ჩი­ნე ფოტო, რო­მელ­ზეც ქუ­თა­ი­სის თეთ­რი ხიდი, რეს­ტო­რა­ნი "იალ­ტა", მის წინ კი, პო­ლო­ნე­ლი აფ­თი­ა­ქა­რის, გრან რე­ლი­გი­ო­ნის აფ­თი­ა­ქია ასა­ხუ­ლი. ის მე-20 სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და უამ­რა­ვი ქუ­თა­ი­სე­ლის ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია.

ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის 800 წლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ქუ­თა­ის­ში, ფო­ტოგ­რა­ფი ჯე­მალ სირ­ბი­ლა­ძე, 1966 წელი
ცხინ­ვა­ლის რა­ბი­ნის, აბ­რა­ამ ხვო­ლე­სის ოჯა­ხი. ფო­ტოგ­რა­ფი პლი­სეც­კი, 1929-1937 წლე­ბი

ვა­პი­რებ წიგ­ნი გა­მოვ­ცე, სა­დაც ძველ ქუ­თა­ის­ზე, ასე­ვე, მე-19 სა­უ­კუ­ნი­სის ბო­ლო­სა და მე-20 სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ზე ჩემს მიერ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბა ასა­ხუ­ლი. ასეთ დროს, სულ მახ­სოვს, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი რეზო ჭე­იშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი: "ის რაც შთა­მო­მავ­ლო­ბას, უნდა გა­და­ე­ცეს, მისი და­კარ­გვა და­ნა­შა­უ­ლია..."

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
2

kaia

Zara
1

სუპერ! მაგარი ადამიანი ხარ.გააგრძელე რა ეს საქმიანობა და წარსული შემოვუნახოთ და გავაცნოთ მომავალ თაობას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

საქართველო საუკუნის წინანდელ უცნობ ფოტოებში - ბიჭი, რომელიც უნიკალურ ფოტოებს და მათ ისტორიებს აგროვებს

საქართველო საუკუნის წინანდელ უცნობ ფოტოებში - ბიჭი, რომელიც უნიკალურ ფოტოებს და მათ ისტორიებს აგროვებს

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული უნიკალური ფოტოარქივით არაერთხელ მიიქცია ჩემი ყურადღება ქუთაისელმა მამუკა აშვეთიამ. ფოტოებზე მე-18 და მე-19 საუკუნეების საქართველოს სხვადასხვა ქალაქი და ადამიანები არიან აღბეჭდილნი. პროფესიით იურისტი აშვეთია, მათ შესახებ საინტერესო ისტორიებსაც უამბობს ინტერნეტმომხმარებელს.

AMBEBI.GE დაინტერესდა მოყვარული ფოტო-კოლექციონერის მდიდარი ისტორიული ფოტომასალებით და საინტერესო ისტორიებს თავად მამუკა აშვეთია უამბობს ჩვენს მკითხველს:

- ყოველთვის მაინტერესებდა ქუთაისის ისტორიული წარსული და შეძლებისდაგვარად ვიკვლევდი მას. შემდეგ კი, სიძველეების კვლევა-ძიება ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ იმ ფოტოებს, რომლებიც ასახავს ქალაქის არქიტექტურას, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და კულტურული ძეგლების სახეცვლილებებს.

ბაგრატის ტაძარი, ფოტოგრაფი რუბაშკინი. 1982 წელი

ჩემს ხელთ არსებული ფოტოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქუთაისიდან სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად გადაბარგებულმა ადამიანებმა გამომიგზავნეს, მათ შორის ქართველებმა, ებრაელებმა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ მათი...

ქუთაისი ყოველთვის მულტიკულტურული ქალაქი იყო და განსაკუთრებულ ინტერესს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ფოტოები იწვევდა. კოლექციაში ასევე მაქვს, თბილისის, ცხინვალის, ტყიბულის, ონისა და საქართველოს სხვა ქალაქების ფოტოებიც.

თბილისის ებრაული უბანი, ფოტოგრაფი პლისეცკი. 1929 წელი

ძველი ფოტოების განსაკუთრებული ხიბლი ისაა, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მასალა უკვე ისტორიას ჰყვება, რომელიც არსად დაბეჭდილა და საზოგადოებისთვის, ასე მკვლევარებისთვისაც, შეიძლება უცხო იყოს და თითქოს დღის სინათლეს ელოდება...

- ალბათ გაქვთ გამორჩეულად საინტერესო ისტორიის მქონე ფოტოები...

- დიახ, თუმცა სანამ უცნობი ადამიანების ამბებზე გადავიდოდე, საკუთარი ოჯახის ამბავს მოვყვები, სანამ იმ სახლში გადავიდოდით, სადაც ახლა ვცხოვრობთ, ადრე, ჩემი ბებია-ბაბუა სხვა ადგილას, ტიპურ იმერულ ოდაში ცხოვრობდნენ, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისშია აშენებული. ჩემს მიერ ნაპოვნი სახლის ფოტო 1939 წელს არის გადაღებული. ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ვიფიქრე, რომ სხვესაც ასევე დააინტერესებდათ საკუთარი სახლის წარსული.

ინფორმაციას ძირითადად პოლონურ და რუსულ საიტებზე ვპოულობ, რადგან გვინდა თუ არა, საბჭოთა წლებში გადაღებული ფოტოები ძირითადად მათ ფორუმებზეა, თან ავტორები რუსი ფოტოგრაფები არიან - პლისეცკი, ვოიუცკი, სლავინსკი.

სომხური ეკლესია მდ. რიონის ნაპირას, მე-18 სკოლის ეზოში. ფოტოგრაფ ვოიუცკის ფოტო, 1860 წელი

შესაბამისად, მათ ნამუშევრებს არქივების ასლებსა თუ მუზუემების ელექტრონულ გვერდებზე ვეძებ... ასე ვიპოვე, ბაღდათში, ზეკარში გადაღებული ფოტო, რომელზეც ცოლ-ქმარია აღბეჭდილი და მწერალი ცირა ყურაშვილი დამიკავშირდა - ჩემი ბაბუა-ბებია არიან, საოჯახო ალბომშიც კი არ მოგვეპოვებოდა ეს ფოტოო.

სახლი ზეკარში, სადაც მაიაკოვსკები 1890-იან წლებში ისვენებდნენ, ამ ფოტოზე მწერალმა საკუთარი ბებია-ბაბუა ამოიცნო

ჩემი ოჯახი ებრაულ უბანში ცხოვრობდა, ბაბუა ებრაელებთან მუშაობდა და მეგობრობდა, ბევრი მათგანი ჯერ კიდევ 70-იანი წლების დასაწყისში წავიდა ისრაელში, მაგრამ ურთიერთობა დღემდე არ შეგვიწყვეტია. ამიტომ ებრაელთა თემატიკა ჩემთვის ძალიან ახლობელია.

მუშაობისას ერთხელ ებრაული უბნის ფოტოს გადავაწყდი, აღმოჩნდა, რომ მასზე ჩემი მეგობრის, ამჟამად ისრაელში მცხოვრები მომღერლის იონი ილანის უბანი იყო ასახული, 40-იან წლებში. როდესაც გადავუგზავნე, ემოციებისგან იტირა...

ონელ ებრაელთა სამი თაობა, ფოტოგრაფი პლისეცკი. 1929 წელი

ბაბუამისი საქართველოში გარდაიცვალა, მამამისი ისრაელში წავიდა საცხოვრებლად, თავად იქ დაიბადა, მაგრამ მთელი ოჯახი საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. მათ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ და როდესაც ერთი ქართველი-ებრაელი იგებს ამა თუ იმ ადგილიდან ფოტოს არსებობის შესახებ, შემდეგ სხვებიც მიკავშირდებიან - მანდ ბავშვობა, უფროს თაობას კი, ცხოვრების საუკეთესო წლები გვაქვს გატარებული და იქნებ რამე იპოვოთო...

იოსებ ელიგულაშვილი, ფოტო პირადი კოლექციიდან

ხშირად მეხმარება ჩემი უფროსი მეგობარი, ქალბატონი ნატალი ელიგულაშვილი, რომელმაც გადმომცა უნიკალური საოჯახო ფოტოალბომი. მასში მე-19 საუკუნეში ქუთაისში მცხოვრები ქალაქის საბჭოს ხმოსნის, არონ ელიგულაშვილის შვილების - იოსებისა და შალომის ფოტოები ინახება.

იოსებ ლიგულაშვილი, რომელიც მაშინ ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, ექვთიმე თაყაიშვილთან და ილია გოლდმანთან ერთად, 1921-1945 წლებში საქართველოს საგანძური საფრანგეთში გაიტანა და ასე გადაარჩინა დაკარგვას.

მეგრული ოდა, ფოტოგრაფი უცნობია, 1904 წელი
ონის ებრაული უბნის ბავშვები, ფოტოგრაფი პლისეცკი, 1929 წელი
ბაღდათის ცენტრალური ქუჩა, ოტოგრაფი სლავინსკი, 1937 წელი

- ასევე ნახულობთ ქალაქების ძველ ფოტოებსაც, არა?

- დიახ. ახლახანს აღმოვაჩინე ფოტო, რომელზეც ქუთაისის თეთრი ხიდი, რესტორანი "იალტა", მის წინ კი, პოლონელი აფთიაქარის, გრან რელიგიონის აფთიაქია ასახული. ის მე-20 საუკუნის 40-იან წლებშია გადაღებული და უამრავი ქუთაისელის ინტერესი გამოიწვია.

ვეფხისტყაოსნის 800 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისში, ფოტოგრაფი ჯემალ სირბილაძე, 1966 წელი
ცხინვალის რაბინის, აბრაამ ხვოლესის ოჯახი. ფოტოგრაფი პლისეცკი, 1929-1937 წლები

ვაპირებ წიგნი გამოვცე, სადაც ძველ ქუთაისზე, ასევე, მე-19 საუკუნისის ბოლოსა და მე-20 საუკუნის შუა პერიოდის საქართველოზე ჩემს მიერ დამუშავებული ინფორმაცია იქნება ასახული. ასეთ დროს, სულ მახსოვს, ჩვენი საყვარელი რეზო ჭეიშვილის სიტყვები: "ის რაც შთამომავლობას, უნდა გადაეცეს, მისი დაკარგვა დანაშაულია..."

როგორ გამოიყურება პანდემიის გამო ჩაკეტილი გუდაური - "მთის კურორტები არის გადასარჩენი, ეს ყველას გვეხება!"

ცხოვრება ჯუნგლებში და პარალელური სამყარო, სადაც ადამიანებს დღე-ღამეში 2 საათი სძინავთ - ყველაფერი დედამიწის ყველაზე უცნაურ მცხოვრებლებზე

როგორ აღმოაჩინეს პირველი და ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში - კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო