კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით არის გამოწვეული და რა რისკები ახლავს ნაადრევ მშობიარობას - მეან-გინეკოლოგი დღენაკლულ ბავშვებზე
რით არის გამოწვეული და რა რისკები ახლავს ნაადრევ მშობიარობას - მეან-გინეკოლოგი დღენაკლულ ბავშვებზე

დრო­უ­ლი ახალ­შო­ბი­ლი ნიშ­ნავს, რო­დე­საც ის იბა­დე­ბა ორ­სუ­ლო­ბის 37-დან - 42 კვი­რამ­დე, ხოლო დღე­ნაკ­ლი ახალ­შო­ბი­ლი ნიშ­ნავს, რო­დე­საც ის იბა­დე­ბა 22 დან-37 კვი­რამ­დე. თა­ვის მხრივ, დღე­ნაკ­ლუ­ლო­ბა იყო­ფა ორ ნა­წი­ლად, ად­რე­უ­ლი (22-34კვ) და გვი­ა­ნი დღე­ნაკ­ლუ­ლო­ბა (34 -37კვ).

მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად იბა­დე­ბა 15 მი­ლი­ო­ნი დღე­ნაკ­ლი ახალ­შო­ბი­ლი და ეს რი­ცხვი წლი­დან-წლამ­დე მა­ტუ­ლობს.

რო­გორც "გა­გუ­ას კლი­ნი­კის" მეან-გი­ნე­კო­ლო­გი გი­ორ­გი ბი­ჭი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, პრო­ცენ­ტუ­ლად ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ად­გენს მთლი­ა­ნად ახალ­შო­ბი­ლე­ბის 5%- 18%-ს.

მეან-გი­ნე­კო­ლო­გი დღე­ნაკ­ლულ ბავ­შვებ­სა და ბავ­შვთა ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზეც გვე­სა­უბ­რე­ბა.

- უმე­ტე­სად რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა?

- უმე­ტეს­წი­ლად ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი რჩე­ბა უც­ნო­ბი. თუმ­ცა არ­სე­ბობს რიგი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რომ­ლის დრო­საც ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლია, ესე­ნია: მრა­ვალ­ნა­ყო­ფი­ა­ნი ორ­სუ­ლო­ბა, ინ­ფექ­ცია, დი­ა­ბე­ტი, მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა და გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი.

არ­სე­ბობს ასე­ვე მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რო­დე­საც ნა­ყო­ფის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან ან ორ­სუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, სა­ჭი­რო ხდე­ბა ორ­სუ­ლო­ბის ნა­ად­რევ ვა­და­ზე დას­რუ­ლე­ბა, იქ­ნე­ბა ეს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბით თუ სა­კე­ის­რო კვე­თის გზით. რო­დე­საც ორ­სუ­ლო­ბის დროს წარ­მო­ი­შო­ბა ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბის რის­კე­ბი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­სუ­ლის კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბა და სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რაც საგ­რძნობ­ლად აუმ­ჯო­ბე­სებს ნა­ად­რე­ვად და­ბა­დე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას.

- დღე­ნაკ­ლუ­ლი ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნა არის თუ არა დღეს პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კი­თხი?

- მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, გლო­ბა­ლუ­რად დღე­ნაკ­ლუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, 5 წლამ­დე ბავ­შვებ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზია. 2019 წელს მსოფ­ლი­ო­ში 5 წლამ­დე ბავ­შვებ­ში, დღე­ნაკ­ლუ­ლო­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა შე­ად­გი­ნა 1 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა.

რაც უფრო მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლია მშო­ბი­ა­რო­ბა ორ­სუ­ლო­ბის დრო­ულ ვა­დას­თან, მით უფრო კლე­ბუ­ლობს გარ­თუ­ლე­ბე­ბის და მათ შო­რის, ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლის ალ­ბა­თო­ბა.

- რას ნიშ­ნავს ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა?

- ახალ­შო­ბი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ბა­დე­ბის შემ­დეგ სა­ჭი­რო­ე­ბენ ინ­ტენ­სი­ურ სა­მე­დი­ცი­ნო პატ­რო­ნაჟს, მო­თავ­სდე­ბი­ან და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ან „ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში“. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლია მო­წი­ნა­ვე სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რით და სპე­ცი­ფი­უ­რად დატ­რე­ი­ნინ­გე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლით, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ახალ­შო­ბილ­თა პატ­რო­ნა­ჟის­თვის.

- უმე­ტე­სად, რა პრობ­ლე­მე­ბით ხვდე­ბი­ან ჩვი­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ა­ში?

- ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს ახალ­შო­ბი­ლი, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს მცი­რე სა­მე­დი­ცი­ნო პატ­რო­ნაჟს, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა პა­ცი­ენტზე დაკ­ვირ­ვე­ბა­ში და მის გა­მოზ­რდა­ში, ესე­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს მცი­რე წო­ნის ახალ­შო­ბი­ლი ან ნა­ყო­ფის საშ­ვი­ლოს­ნოს­ში­და ზრდის შე­ფერ­ხე­ბის სინ­დრო­მი, სუს­ტი წოვა და სხვა.

გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს ახალ­შო­ბილს მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის გავ­ლა ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ფილ­ტვე­ბის მო­უმ­წი­ფებ­ლო­ბა, რაც გვხვდე­ბა ნა­ად­რე­ვად და­ბა­დე­ბულ ახალ­შო­ბი­ლებ­ში და გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სუნ­თქვი­თი პრობ­ლე­მე­ბით, ასე­ვე ინ­ფექ­ცია, ჰი­პოგ­ლი­კე­მია, პო­ლი­ცი­ტე­მია, ნა­ყო­ფის თან­და­ყო­ლი­ლი ანო­მა­ლი­ე­ბი, გულყრე­ბი და სხვა.

- რა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ მათ ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ა­ში?

- ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გა­ნო­ფი­ლე­ბა­ში ახალ­შო­ბილ­თა მკურ­ნა­ლო­ბა ძა­ლი­ან კომ­პლექ­სუ­რი და ფარ­თო სა­კი­თხია, ის შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს დაკ­ვირ­ვე­ბის რე­ჟიმს ან ისეთ სა­მე­დი­ცი­ნო პატ­რო­ნაჟს რო­გო­რი­ცაა: ინ­ვა­ზი­უ­რი ან არა­ინ­ვა­ზი­უ­რი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა, ენ­ტე­რა­ლუ­რი ან სუბპა­რენ­ტე­რა­ლუ­რი კვე­ბა, გულყრე­ბის კონ­ტრო­ლი, ოქ­სი­გე­ნო­თე­რა­პია, ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია, ფო­ტო­თე­რა­პია და სხვა.

- რო­გორც წესი, მშო­ბი­ა­რე­ებ­მა იცი­ან ხოლ­მე, რომ მათი ბავ­შვი პრობ­ლე­მით იბა­დე­ბა და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია დას­ჭირ­დე­ბა თუ ეს მშო­ბი­ა­რო­ბის დროს ირ­კვე­ვა?

- რო­გორც წესი, არ­სე­ბობს მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რო­დე­საც გარ­კვე­უ­ლი დი­აგ­ნო­ზი დას­მუ­ლია ორ­სუ­ლო­ბი­სას, რა დრო­საც სა­მე­დი­ცი­ო­ნო პერ­სო­ნალ­მა და მშო­ბი­ა­რემ წი­ნას­წარ იცი­ან, რომ ახალ­შო­ბი­ლი იბა­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ით და მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცესს ხვდე­ბი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლად.

იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რომ პრობ­ლე­მა წარ­მო­იშ­ვას მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცეს­ში, ან მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგომ, რისი პროგ­ნო­ზი­რე­ბაც წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლია და ამ დრო­საც ახალ­შო­ბილს შე­საძ­ლოა დას­ჭირ­დეს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა.

- რო­გორ ხდე­ბა დღე­ნაკ­ლუ­ლი ბავ­შვე­ბის კვე­ბა? შე­უძ­ლი­ათ თუ არა მათ დე­დის რძის მი­ღე­ბა?

- ნა­ად­რევ ახალ­შო­ბი­ლებ­ში, რომ­ლებ­საც ჯერ კი­დევ დღე­ნაკ­ლუ­ლო­ბის გამო არ აქვთ კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი წოვა-ყლაპ­ვის რეფ­ლექ­სი, სა­ჭი­რო­ე­ბენ კვე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი ნა­სო­გას­ტრა­ლუ­რი ზონ­დით.

ჩვენ­გან ყო­ველ­თვის ხაზი ეს­მე­ვა დე­დის რძის უნი­კა­ლუ­რო­ბას და შე­უც­ვლე­ლო­ბას. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ, ახალ­შო­ბილ­თა მშობ­ლე­ბი და­ვარ­წმუ­ნოთ და და­ვი­თან­ხმოთ ახალ­შო­ბი­ლე­ბის დე­დის ბუ­ნებ­რი­ვი რძით კვე­ბა­ზე, თუნ­დაც ხსე­ნის რა­მო­დე­ნი­მე წვე­თი ახალ­შო­ბი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის ახ­დენს ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ას რო­გო­რი­ცაა ბრონქ-ფილ­ტვის დისპლა­ზია, იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ორ­გა­ნიზმს უფრო ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ანს ხდის სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში.

- ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი რო­გო­რია?

გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პრაქ­ტი­კა აჩ­ვე­ნებს ისე­თი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრე­ბის არ­სე­ბო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, სა­დაც ერთ ჭერ ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი და ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია აშშ-ში არ­სე­ბუ­ლი „დე­და­თა და ბავ­შვთა ცენ­ტრე­ბი“, სა­დაც ისე­ვე რო­გორც „გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში“, აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცესს ეს­წრე­ბა ნე­ო­ნა­ტო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ­თა მთე­ლი გუნ­დი, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან ახალ­შო­ბი­ლის და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე, დრო­ის კარ­გვის გა­რე­შე და­ი­წყონ ახალ­შო­ბილ­ზე ზრუნ­ვა და მკურ­ნა­ლო­ბა.

- რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის არ­სე­ბო­ბას?

- მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის და ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ერთ ჭერ ქვეშ არ­სე­ბო­ბა, წარ­მო­ად­გენს ახალ­შო­ბი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის უფრო მეტი და­ცუ­ლო­ბის გა­რანტს.

სა­მე­ა­ნო პრაქ­ტი­კა­ში და ზო­გა­დად ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბის დროს, არც თუ ისე ხში­რად, მაგ­რამ მა­ინც ზოგ­ჯერ წარ­მო­იქ­მნე­ბა სა­მე­ა­ნო გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რა დრო­საც ახალ­შო­ბილ­თა რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გის დრო­ულ და კვა­ლი­ფი­ცი­ურ ჩა­რე­ვას, ახალ­შო­ბი­ლის­თვის კრი­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­დე­საც ორ­სუ­ლი ირ­ჩევს სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლს, თუ სად უნდა იმ­შო­ბი­ა­როს, გა­მოც­დი­ლი სა­მე­ა­ნო გუნ­დის გარ­და, მათ­თვის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს კრი­ტე­რი­უმს წარ­მო­ად­გენს სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტით.

00:00 / 00:00
Giorgi sixarulidze-ს
0

ამ საკითხე რას იტყვი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რით არის გამოწვეული და რა რისკები ახლავს ნაადრევ მშობიარობას - მეან-გინეკოლოგი დღენაკლულ ბავშვებზე

რით არის გამოწვეული და რა რისკები ახლავს ნაადრევ მშობიარობას - მეან-გინეკოლოგი დღენაკლულ ბავშვებზე

დროული ახალშობილი ნიშნავს, როდესაც ის იბადება ორსულობის 37-დან - 42 კვირამდე, ხოლო დღენაკლი ახალშობილი ნიშნავს, როდესაც ის იბადება 22 დან-37 კვირამდე. თავის მხრივ, დღენაკლულობა იყოფა ორ ნაწილად, ადრეული (22-34კვ) და გვიანი დღენაკლულობა (34 -37კვ).

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად იბადება 15 მილიონი დღენაკლი ახალშობილი და ეს რიცხვი წლიდან-წლამდე მატულობს.

როგორც "გაგუას კლინიკის" მეან-გინეკოლოგი გიორგი ბიჭიაშვილი განმარტავს, სხვადასხვა ქვეყნების მონაცემების მიხედვით, პროცენტულად ეს მაჩვენებელი შეადგენს მთლიანად ახალშობილების 5%- 18%-ს.

მეან-გინეკოლოგი დღენაკლულ ბავშვებსა და ბავშვთა ინტენსიურ თერაპიასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზეც გვესაუბრება.

- უმეტესად რით არის გამოწვეული ნაადრევი მშობიარობა?

- უმეტესწილად ნაადრევი მშობიარობის გამომწვევი მიზეზი რჩება უცნობი. თუმცა არსებობს რიგი მდგომარეობები, რომლის დროსაც ნაადრევი მშობიარობის ალბათობა მაღალია, ესენია: მრავალნაყოფიანი ორსულობა, ინფექცია, დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და გენეტიკური ფაქტორები.

არსებობს ასევე მდგომარეობები, როდესაც ნაყოფის ინტერესებიდან ან ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საჭირო ხდება ორსულობის ნაადრევ ვადაზე დასრულება, იქნება ეს ფიზიოლოგიური მშობიარობით თუ საკეისრო კვეთის გზით. როდესაც ორსულობის დროს წარმოიშობა ნაადრევი მშობიარობის რისკები, აუცილებელია ორსულის კლინიკაში მოთავსება და სპეციფიკური მკურნალობის ჩატარება, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს ნაადრევად დაბადებული ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

- დღენაკლული ბავშვების გადარჩენა არის თუ არა დღეს პრობლემატური საკითხი?

- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, გლობალურად დღენაკლულობით გამოწვეული გართულებები, 5 წლამდე ბავშვებში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. 2019 წელს მსოფლიოში 5 წლამდე ბავშვებში, დღენაკლულობის გართულებებით გამოწვეულმა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შეადგინა 1 მილიონი შემთხვევა.

რაც უფრო მიახლოებულია მშობიარობა ორსულობის დროულ ვადასთან, მით უფრო კლებულობს გართულებების და მათ შორის, ლეტალური გამოსავლის ალბათობა.

- რას ნიშნავს ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება?

- ახალშობილები, რომლებიც დაბადების შემდეგ საჭიროებენ ინტენსიურ სამედიცინო პატრონაჟს, მოთავსდებიან და მკურნალობის კურსს გადიან „ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“. აღნიშნული განყოფილება აღჭურვილია მოწინავე სამედიცინო აპარატურით და სპეციფიურად დატრეინინგებული სამედიცინო პერსონალით, რაც აუცილებელია ახალშობილთა პატრონაჟისთვის.

- უმეტესად, რა პრობლემებით ხვდებიან ჩვილები ინტენსიურ თერაპიაში?

- ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შეიძლება მოხვდეს ახალშობილი, რომელიც საჭიროებს მცირე სამედიცინო პატრონაჟს, რაც გამოიხატება პაციენტზე დაკვირვებაში და მის გამოზრდაში, ესეთი შეიძლება იყოს მცირე წონის ახალშობილი ან ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების სინდრომი, სუსტი წოვა და სხვა.

გარდა ამისა, არსებობს მრავალი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება დასჭირდეს ახალშობილს მკურნალობის კურსის გავლა ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ეს შეიძლება იყოს ფილტვების მოუმწიფებლობა, რაც გვხვდება ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში და გამოიხატება სუნთქვითი პრობლემებით, ასევე ინფექცია, ჰიპოგლიკემია, პოლიციტემია, ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიები, გულყრები და სხვა.

- რა სახის მკურნალობა უტარდებათ მათ ინტენსიურ თერაპიაში?

- ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განოფილებაში ახალშობილთა მკურნალობა ძალიან კომპლექსური და ფართო საკითხია, ის შეიძლება მოიცავდეს დაკვირვების რეჟიმს ან ისეთ სამედიცინო პატრონაჟს როგორიცაა: ინვაზიური ან არაინვაზიური რესპირატორული დახმარება, ენტერალური ან სუბპარენტერალური კვება, გულყრების კონტროლი, ოქსიგენოთერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია, ფოტოთერაპია და სხვა.

- როგორც წესი, მშობიარეებმა იციან ხოლმე, რომ მათი ბავშვი პრობლემით იბადება და ინტენსიური თერაპია დასჭირდება თუ ეს მშობიარობის დროს ირკვევა?

- როგორც წესი, არსებობს მდგომარეობები, როდესაც გარკვეული დიაგნოზი დასმულია ორსულობისას, რა დროსაც სამედიციონო პერსონალმა და მშობიარემ წინასწარ იციან, რომ ახალშობილი იბადება გარკვეული პათოლოგიით და მშობიარობის პროცესს ხვდებიან მომზადებულად.

იშვიათად, მაგრამ შეიძლება მოხდეს, რომ პრობლემა წარმოიშვას მშობიარობის პროცესში, ან მშობიარობის შემდგომ, რისი პროგნოზირებაც წარმოუდგენლად რთულია და ამ დროსაც ახალშობილს შესაძლოა დასჭირდეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

- როგორ ხდება დღენაკლული ბავშვების კვება? შეუძლიათ თუ არა მათ დედის რძის მიღება?

- ნაადრევ ახალშობილებში, რომლებსაც ჯერ კიდევ დღენაკლულობის გამო არ აქვთ კარგად ჩამოყალიბებული წოვა-ყლაპვის რეფლექსი, საჭიროებენ კვებას სპეციალური ნასოგასტრალური ზონდით.

ჩვენგან ყოველთვის ხაზი ესმევა დედის რძის უნიკალურობას და შეუცვლელობას. ყოველთვის ვცდილობთ, ახალშობილთა მშობლები დავარწმუნოთ და დავითანხმოთ ახალშობილების დედის ბუნებრივი რძით კვებაზე, თუნდაც ხსენის რამოდენიმე წვეთი ახალშობილის ჯანმრთელობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ის ახდენს ისეთი მდგომარეობების პრევენციას როგორიცაა ბრონქ-ფილტვის დისპლაზია, იმუნიტეტის გაძლიერება და ორგანიზმს უფრო ბრძოლისუნარიანს ხდის სხვადასხვა ინფექციასთან ბრძოლაში.

- ამ მიმართულებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინები როგორია?

განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს ისეთი სამედიცინო ცენტრების არსებობის აუცილებლობას, სადაც ერთ ჭერ ქვეშ გაერთიანებულია სამშობიარო სახლი და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი. ამის ნათელი მაგალითია აშშ-ში არსებული „დედათა და ბავშვთა ცენტრები“, სადაც ისევე როგორც „გაგუას კლინიკაში“, აუცილებლობის შემთხვევაში მშობიარობის პროცესს ესწრება ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგთა მთელი გუნდი, რომლებიც მზად არიან ახალშობილის დაბადებისთანავე, დროის კარგვის გარეშე დაიწყონ ახალშობილზე ზრუნვა და მკურნალობა.

- რა უპირატესობა აქვს სამშობიარო სახლში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის არსებობას?

- მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სამშობიარო სახლის და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ერთ ჭერ ქვეშ არსებობა, წარმოადგენს ახალშობილების ჯანმრთელობის უფრო მეტი დაცულობის გარანტს.

სამეანო პრაქტიკაში და ზოგადად ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც ზოგჯერ წარმოიქმნება სამეანო გადაუდებელი მდგომარეობები, რა დროსაც ახალშობილთა რეანიმატოლოგის დროულ და კვალიფიციურ ჩარევას, ახალშობილისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როდესაც ორსული ირჩევს სამშობიარო სახლს, თუ სად უნდა იმშობიაროს, გამოცდილი სამეანო გუნდის გარდა, მათთვის ერთ-ერთ უმთავრეს კრიტერიუმს წარმოადგენს სამშობიარო სახლი, რომელიც აღჭურვილია ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტით.

2020 წლის Galaxy A სერია სამსუნგისგან - ბიუჯეტური სმარტფონები საუკეთესო მახასიათებლებით

რა მოხდება თუ სამედიცინო დახმარებას არ მივიღებთ - სამედიცინო სერვისებით სარგებლობა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირდა

შეუკვეთე სურსათი „კარფური“-ს სუპერმარკეტიდან და Glovo უფასოდ მოგიტანთ