მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი მოეწყობა
ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი მოეწყობა

აჭა­რა­ში, ხი­ხა­ნის ცი­ხე­ზე ასას­ვლე­ლი ბი­ლი­კის მო­წყო­ბა იგეგ­მე­ბა. ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კის და­ლაშ­ქვრის გა­მარ­ტი­ვე­ბის მიზ­ნით აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ცი­ხე­ზე ასას­ვლე­ლი ბი­ლი­კის გა­ფარ­თო­ე­ბას, მო­ა­ჯი­რე­ბის მონ­ტაჟს და კი­ბე­ე­ბის მო­წყო­ბას გეგ­მავს. გარ­და ამი­სა, იგეგ­მე­ბა ბი­ლიკ­ზე ტუ­რის­ტუ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლი, მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი მა­ნიშ­ნებ­ლე­ბის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა და ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კის მარ­კი­რე­ბა.

ამ ეტაპ­ზე, ცი­ხე­ზე გე­ო­ლო­გე­ბი­სა და ტო­პოგ­რა­ფე­ბის მიერ კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. კვლე­ვის პრო­ცესს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ლელა გო­გუ­ა­ძეც და­ეს­წრო, რო­მელ­მაც სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად ბი­ლიკ­ზე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტა­პე­ბი გა­ნი­ხი­ლა. სა­ინ­ჟინ­რო-გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ტუ­რის­ტულ ბი­ლიკ­ზე მო­სა­წყო­ბი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ეს­კი­ზუ­რი პრო­ექ­ტი და მისი სა­ხარჯთაღ­რი­ცხვო დო­კუ­მენ­ტი 1 აგ­ვის­ტომ­დე მომ­ზად­დე­ბა, რის შემ­დე­გად სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა.

ზღვის დო­ნი­დან 2236 მეტრზე მდე­ბა­რე ხი­ხა­ნის ციხე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­მო­ნა­ხუ­ლი და რთუ­ლად მი­სას­ვლე­ლი ციხე-სი­მაგ­რეა აჭა­რა­ში, რის გა­მოც ის მიმ­ზიდ­ვე­ლი ძი­რი­თა­დად მო­ლაშ­ქრე­ე­ბის­თვი­საა.

პრო­ექ­ტი სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბულ მა­გა­ლით­ზე ხი­ხა­ნის ცი­ხე­ზე ასას­ვლე­ლი ბი­ლი­კის ბუ­ნებ­რივ და ეკო­ლო­გი­ურ გა­რე­მოს­თან შე­ხა­მე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მო­დე­ლის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს.. ბი­ლი­კის დაპ­რო­ექ­ტე­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეკო-ტუ­რიზ­მის­თვის მი­სა­ღე­ბი სტან­დარ­ტე­ბი და მო­თხოვ­ნე­ბი, ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სად­მი ლო­კა­ცი­ის მდგრა­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, კულ­ტუ­რულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და სხვა ფაქ­ტო­რე­ბი.

პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბის შე­დე­გად ხი­ხა­ნის ციხე ჩი­რუ­ხი - ხი­ხა­ნი- გო­დერ­ძის მარ­კი­რე­ბულ გარ­და­მა­ვალ ალ­პურ მარ­შრუტ­ზე მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლი გახ­დე­ბა, რაც მარ­შრუ­ტის ხან­გრძლი­ვო­ბას გაზ­რდის. გარ­და ამი­სა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ცი­ხე­ზე კულ­ტუ­რულ-სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და უფრო მას­შტა­ბუ­რი პრეს-ინფო ტუ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი მოეწყობა

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი მოეწყობა

აჭარაში, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოწყობა იგეგმება. ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს და კიბეების მოწყობას გეგმავს. გარდა ამისა, იგეგმება ბილიკზე ტურისტულად მიმზიდველი, მამოტივირებელი მანიშნებლების, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტული ბილიკის მარკირება.

ამ ეტაპზე, ციხეზე გეოლოგებისა და ტოპოგრაფების მიერ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. კვლევის პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძეც დაესწრო, რომელმაც სპეციალისტებთან ერთად ბილიკზე არსებული მდგომარეობა და პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილა. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ტურისტულ ბილიკზე მოსაწყობი ინფრასტრუქტურის ესკიზური პროექტი და მისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი 1 აგვისტომდე მომზადდება, რის შემდეგად სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში, რის გამოც ის მიმზიდველი ძირითადად მოლაშქრეებისთვისაა.

პროექტი სხვა ქვეყნების წარმატებულ მაგალითზე ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის ბუნებრივ და ეკოლოგიურ გარემოსთან შეხამებული ინფრასტრუქტურული მოდელის შექმნას ითვალისწინებს.. ბილიკის დაპროექტებისას გათვალისწინებული იქნება ეკო-ტურიზმისთვის მისაღები სტანდარტები და მოთხოვნები, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურისადმი ლოკაციის მდგრადობა და უსაფრთხოების ნორმები, კულტურულ-ეთნოგრაფიული ფასეულობები და სხვა ფაქტორები.

პროექტის განხორციელდების შედეგად ხიხანის ციხე ჩირუხი - ხიხანი- გოდერძის მარკირებულ გარდამავალ ალპურ მარშრუტზე მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება, რაც მარშრუტის ხანგრძლივობას გაზრდის. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ციხეზე კულტურულ-სპორტული ღონისძიებების განხორციელება და უფრო მასშტაბური პრეს-ინფო ტურების ორგანიზება.

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"დათო ჰაერივით სჭირდება უამრავ ადამიანს..." - ავარიის დროს დაშავებულ ცნობილ ფსიქიატრს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

რამდენით გაძვირდა მეორადი ტანსაცმელი საქართველოში?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"