პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პროგრამისტი გოგონა, რომელიც კანადაში სრული დაფინანსებით ისწავლის - "სქესის გამო, ცოტა სტრესის ქვეშ ვიყავი"
ქართველი პროგრამისტი გოგონა, რომელიც კანადაში სრული დაფინანსებით ისწავლის - "სქესის გამო, ცოტა სტრესის ქვეშ ვიყავი"

18 წლის მა­რი­ამ ლომ­თა­ძე, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე სტარ­ტა­პის მფლო­ბე­ლია, სწავ­ლას კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე, კა­ნა­და­ში გა­აგ­რძე­ლებს - კო­მა­რო­ვის მოს­წავ­ლემ Carleton University-დან ჩა­რი­ცხვა­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ი­ღო. პროგ­რა­მა, რომ­ლი­თაც მა­რი­ა­მი კა­ნა­და­ში სწავ­ლას შეძ­ლებს, მას და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც მის­ცემს. პან­დე­მი­ის გამო პირ­ველ სე­მესტრში ლექ­ცი­ებს დის­ტან­ცი­უ­რად და­ეს­წრე­ბა, იან­ვრი­დან კი სწავ­ლა­სა და მუ­შა­ო­ბას კა­ნა­დის დე­და­ქა­ლაქ­ში, ოტა­ვა­ში გა­აგ­რძე­ლებს.

ახალ­გაზ­რდა სტუ­დენ­ტი და მე­წარ­მე AMBEBI.GE-ს წარ­მა­ტე­ბამ­დე გავ­ლი­ლი გზის, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.

- კარლ­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რი­ვი და­ფი­ნან­სე­ბა (Excellence Scholarship) მარ­ტში მი­ვი­ღე, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გამო. სრულ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­მი­ვი­და, ეს Shopify Dev Degree-ა, რო­მე­ლიც კა­ნა­დის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის კომ­პა­ნი­ი­სა და ორ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრო­ექ­ტია, აქე­დან ერთ-ერთი სწო­რედ კარლ­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტია. პროგ­რა­მა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის 4-წლი­ან ბა­კა­ლავ­რი­ატს მო­ი­ცავს, 3 კურსს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­დი­ხარ, მე­ო­თხე კურ­სად კი თა­ვად Shopify-ში, ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბა გეთ­ვლე­ბა.

ამ პროგ­რა­მა­ში მო­სახ­ვედ­რად ჯერ აპ­ლი­კა­ცია მქონ­და შე­სავ­სე­ბი, დავ­წე­რე რამ­დე­ნი­მე ესსე, გავ­გზავ­ნე ჩემი რე­ზი­უ­მე, თუ რა პრო­ექ­ტებ­ზე მი­მუ­შა­ვია და ა.შ. შემ­დეგ სამი ინ­ტერ­ვიუ გა­ვი­ა­რე, მათ შო­რის ტექ­ნი­კუ­რი, სა­დაც მა­გა­ლი­თად, ჩემი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რებს ამოწ­მებ­დნენ. შემ­დეგ უკვე მი­ღე­ბა­ზე დას­ტუ­რი მო­მი­ვი­და. პროგ­რა­მით კარლ­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბა და ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ხელ­ფა­სი გა­ი­ცე­მა - ამით სა­ცხოვ­რებ­ლის თან­ხე­ბის და­ფარ­ვას ვა­პი­რებ. სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა და ხელ­ფა­სი სულ 160 000+ კა­ნა­დურ დო­ლარს აღ­წევს.

რამ­დე­ნი­მე ჰა­კა­თონ­ში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ერთ-ერ­თზე სწო­რედ Shopify-ს ერთ-ერთი პრო­დუქ­ტი გა­მო­ვი­ყე­ნე, მა­შინ არც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ოდეს­მე ამ კომ­პა­ნი­ა­ში ვი­მუ­შა­ვებ­დი. Shopify-ში ჯერ სწავ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, რამ­დე­ნი­მე პროგ­რა­მი­რე­ბის ენას ავით­ვი­სებთ, შემ­დეგ კი გა­ნათ­ლე­ბა ოთხ სხვა­დას­ხვა სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა­ზე გაგ­რძელ­დე­ბა, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, Mobile Development, Web Development, Security, Artificial Intelligence და ა.შ.

- რო­გორც ვიცი, სა­ზღვარ­გა­რეთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­რი­ცხვას დიდი ხანი ცდი­ლობ­დი. სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორ მი­აღ­წიე ამას?

- სა­ზღვარ­გა­რეთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით, 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვემ­ზა­დე­ბო­დი. უამ­რა­ვი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა დამ­ჭირ­და, თა­ნაც რამ­დენ­ჯერ­მე, რად­გან გა­მოც­დე­ბი ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი არ ყო­ფი­ლა, უფრო ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა, ამ სფე­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბა მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ამი­ტომ, ტეს­ტებ­ში სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად ცოტა დიდი დრო დამ­ჭირ­და. სა­ბუ­თე­ბი რამ­დე­ნი­მე, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-მდე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გავ­გზავ­ნე, ნა­ხე­ვარ­ზე მეტ შემ­თხვე­ვა­ში უა­რის წე­რი­ლის წა­კი­თხვა მო­მი­წია. თუმ­ცა არ დავ­ნებ­დი, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე და უა­რის გამო თავი რომ და­მე­ნე­ბე­ბი­ნა, ცოტა უაზ­რო­ბა იქ­ნე­ბო­და. ამ პროგ­რა­მა­ზე სა­ბუ­თე­ბი სულ ბო­ლოს გა­ვაგ­ზავ­ნე. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ჩემი სკო­ლის ნიშ­ნე­ბი­სა და იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამირ­ჩია, რაც სკო­ლის შემ­დეგ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე (სკო­ლის შემ­დეგ 1 წელი შე­ვის­ვე­ნე).

- რას გვე­ტყვი იმ პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც სკო­ლის პე­რი­ოდ­ში იღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 5 ჰა­კა­თონ­ში მი­ვი­ღე და მათ­გან 4-ში გა­ვი­მარ­ჯვე. პირ­ველ ჯერ­ზე 2017 წელს, ბი­ო­ჰა­კა­თონ­ში ჩემს ძმას­თან ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მე­ო­რე ად­გი­ლი ავი­ღეთ აპ­ლი­კა­ცი­ის შექ­მნით ფერ­მე­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ფერ­მის მარ­თვას აად­ვი­ლებს. შემ­დეგ დე­და­მი­წის დღის­თვის მი­ძღვნი­ლი ჰა­კა­თო­ნი იყო, სა­დაც ჩვენს აპ­ლი­კა­ცი­ა­ში მო­თა­მა­შე ნაგ­ვის ურ­ნის როლს ას­რუ­ლებს - დარ­ბის და მხო­ლოდ ისეთ ნარ­ჩე­ნებს იჭერს, რო­მე­ლიც გა­და­მუ­შა­ვე­ბა­დია. ამ პრო­ექ­ტით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ეწყო­ბო­და ხელი. მერე გენ­დერულ მო­ნა­ცემ­თა ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის ჰა­კა­თო­ნი იყო - ზო­გა­დად, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბით ძა­ლი­ან ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რად­გან თა­ვად, რო­გორც პროგ­რა­მის­ტი გო­გო­ნა, ბავ­შვო­ბა­ში ჩემი სქე­სის გამო ცოტა სტრე­სის ქვეშ ვი­ყა­ვი მოქ­ცე­უ­ლი, ამი­ტომ მინ­და, ამ მხრივ სხვებს და­ვეხ­მა­რო.

ამ ჰა­კა­თონ­ზე აპ­ლი­კა­ცია შევ­ქმე­ნით, სა­დაც "დის­ნე­ის“ პრინ­ცე­სე­ბის არ­ჩე­ვა რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, ფიფ­ქია გორს და­ვუ­კავ­ში­რეთ, ვაშ­ლის გამო. პრინ­ცე­სის არ­ჩე­ვის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე კი­თხვა, შემ­დეგ კი - სტა­ტის­ტი­კა ჩნდე­ბო­და, თუ რა რო­გორ ხდე­ბა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში.

ამის მთა­ვა­რი არსი შემ­დე­გი იყო, რომ "დის­ნე­ი­ში“ პრინ­ცე­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ადრე, თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და, ზღაპ­რე­ბი კი ყო­ველ­თვის მთავ­რდე­ბა სი­ტყვე­ბით: "და ცხოვ­რობ­დნენ დიდ­ხანს და ბედ­ნი­ე­რად“, მაგ­რამ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ეს ასე არ ხდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ დავ­წე­რეთ ეს აპ­ლი­კა­ცია, რათა ეს ილუ­ზი­ე­ბი ნაკ­ლე­ბად იყოს. ესეც, უმ­თავ­რე­სად, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ბოლო ჰა­კა­თონ­ზე ჩემს გუნდთან ერ­თად ისე­თი აპ­ლი­კა­ცი­ის პრო­ტო­ტი­პი შევ­ქმე­ნი, რო­მე­ლიც რჩე­ვას იძ­ლე­ვა, თუ რა უნდა ჩა­იც­ვა. იმე­დია, მა­საც ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ.

- უცხო­ეთ­ში სწავ­ლის სურ­ვი­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად რო­დის გა­გიჩ­ნდა?

- თა­ვი­დან­ვე ისეთ გა­რე­მო­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლე­ბიც ტოპ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლო­ბენ. ასეთ გა­რე­მოც­ვა­ში თა­ვა­დაც იაზ­რებ, რამ­დე­ნი ძა­ლი­ან მა­გა­რი რა­ღა­ცის სწავ­ლა და გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია. მეც ვი­ფიქ­რე, რა­ტო­მაც არა, ვცდი, რა მაქვს და­სა­კარ­გი-მეთ­ქი. სა­ზღვარ­გა­რეთ ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აქ დარ­ჩე­ნის შე­და­რე­ბით, მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მექ­ნე­ბო­და, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ამის­თვის მე­მე­ცა­დი­ნა და მეშ­რო­მა. რაც თავი მახ­სოვს, ამას ვგეგ­მავ­დი, უბ­რა­ლოდ 3 წე­ლია, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი.

- რო­გორც ვიცი, როცა პირ­ვე­ლად და­წე­რე კოდი, 10 წლის იყა­ვი. ასეთ პა­ტა­რა ასაკ­ში პროგ­რა­მი­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ი­დან გა­ი­გე და ამ­დე­ნად რო­გორ და­ინ­ტე­რეს­დი?

- ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა ჩემს ძმა­ში, რო­მე­ლიც ჩემ­ზე 4 წლით უფ­რო­სია და ამ­ჟა­მად ერთ-ერთ წამ­ყვან ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს. პირ­ვე­ლად თვი­თონ გა­მაც­ნო პროგ­რა­მი­რე­ბა, სა­წყი­სე­ბი მას­წავ­ლა. მისი შემ­ხედ­ვა­რე მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცებს აკე­თებ­და და ცდა მეც მო­მინ­და. ასე­ვე, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და მა­თე­მა­ტი­კა, მა­ში­ნაც, სა­ნამ სკო­ლა­ში და­ვი­წყებ­დი პროგ­რა­მი­რე­ბის სწავ­ლას და როცა მივ­ხვდი, რომ ალ­გო­რით­მებ­ში ჩემი ტექ­ნი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­მეძ­ლო, მერე კი­დევ უფრო და­ვინ­ტე­რეს­დი. პლუს, ჰა­კე­რუ­ლი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა ვის არ უყ­ვარს და ვის არ უნ­დო­და, ჰა­კე­რი გამ­ხდა­რი­ყო?! ეს ბავ­შვუ­რი მი­ზე­ზია, მაგ­რამ პროგ­რა­მი­რე­ბა უამ­რავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს და დროს­თან ერ­თად, მათ უფრო და უფრო ნათ­ლად ვხე­დავ.

- რო­გორც ვიცი, სტარ­ტა­პე­ბიც გაქვს. მათ შე­სა­ხებ რას იტყვი?

- Looper ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სტარ­ტა­პია, რო­მე­ლიც ჩემს ძმა­სა და მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ვა­არ­სე. ეს Gif-ების აპა­რა­ტია, რო­მელ­საც ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის ვა­ქი­რა­ვებ. ParkOnMe-ს პრო­ტო­ტი­პი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში და­ვას­რუ­ლეთ, ჯერ გრანტზეც არ შეგ­ვი­ტა­ნია გა­ნა­ცხა­დი. ეს აპ­ლი­კა­ცი­აა, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს თა­ვი­სუ­ფალ პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლებს აჩ­ვე­ნებს. ძა­ლი­ან ბევრ სტარ­ტაპ­ზე მი­მუ­შა­ვია. ჩემი წას­ვლის გამო სტარ­ტა­პებ­ზე არ მე­ნერ­ვი­უ­ლე­ბა, რად­გან მათ­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გუნ­დი მუ­შა­ობს. ამას­თან, სა­დაც არ უნდა ვიყო, შევ­ძლებ, დის­ტან­ცი­უ­რად ვი­მუ­შა­ვო.

- რას აპი­რებ კარლ­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, იქვე დარ­ჩე­ნა და კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა გსურს თუ პი­რი­ქით, გინ­და, ცოდ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­ყე­ნო?

- სა­ბო­ლო­ოდ, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მსურს, უკე­თეს ად­გი­ლას სად გა­მო­ვი­ყე­ნებ და თუ ვინ­მეს რა­მე­ში გა­მო­ვად­გე­ბი, ყო­ველ­თვის აქ ვარ. მაგ­რამ მა­ნამ­დე მინ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი ვის­წავ­ლო. ვფიქ­რობ, ამ 4 წლის შემ­დე­გაც გა­ვაგ­რძე­ლო სწავ­ლა ჯერ მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე, შემ­დეგ კი დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე, ან, ამ­ხე­ლა კომ­პა­ნი­ა­ში გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა, აკა­დე­მი­უ­რი მხა­რე ცოტა ხნით მი­ვი­ვი­წყო, უფრო სა­მუ­შა­ო­ზე გა­და­ვერ­თო და სხვა კომ­პა­ნი­ებ­ში ვცა­დო ბედი. კა­ნა­და­ში დავ­რჩე­ბი თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი, ასე მტკი­ცედ გა­და­წყვე­ტი­ლი ჯერ არ მაქვს, მთა­ვა­რია, მინ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ად­გილს "მო­ვე­დო“ და სა­დაც რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ყე­ნო.

- ამ­ჟა­მად თუ გაქვს რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი, პრო­ექ­ტი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შენი ოც­ნე­ბაა და რო­მელ­ზეც ფიქ­რობ, რომ გლო­ბა­ლუ­რად რა­ი­მეს შეც­ვლის?

- კონ­კრე­ტუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ის იდეა არ მაქვს, მაგ­რამ ვიცი სფე­რო, სა­დაც ჩემი უნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მინ­და. ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა, მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ კი სამ­წუ­ხა­როდ, ჩემ გარ­შე­მო არ სა­უბ­რო­ბენ. თუმ­ცა, მე თვი­თონ ვხე­დავ, რომ ამით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იტან­ჯე­ბა და ძა­ლი­ან მინ­და, და­ვეხ­მა­რო. რად­გან ფსი­ქო­ლო­გი არ ვარ და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას ვერ შევ­ძლებ, შე­იძ­ლე­ბა, რა­ი­მე აპ­ლი­კა­ცია დავ­წე­რო, რი­თიც ოდ­ნავ მა­ინც და­ვეხ­მა­რე­ბი მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს, რომ თავი ნაკ­ლე­ბად მარ­ტოდ იგ­რძნონ და ა.შ. ზუს­ტად არ ვიცი, რო­გორ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ, ჯერ ფიქ­რის პრო­ცეს­ში ვარ.

- ბავ­შვო­ბი­დან, პროგ­რა­მი­რე­ბი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის გარ­და, კი­დევ რითი იყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი?

- კა­ლათ­ბურ­თით ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რაც ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ამ სფე­რო­ე­ბის­გან. და­ახ­ლო­ე­ბით 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქუ­თა­ი­სის გო­გო­ნე­ბის ნაკ­რებ­ში ვთა­მა­შობ­დი, 3-ჯერ იმე­რე­თის ჩემ­პი­ო­ნე­ბი გავ­ხდით, ერთხელ კი სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვე­დით. კა­ლათ­ბურ­თმა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა.

- ახ­სე­ნე, რომ გენ­დერ­თან და­კავ­ში­რე­ბით სტრე­სის ქვეშ იყა­ვი. ეს იმის გამო ხდე­ბო­და, რომ სხვე­ბის აღ­ქმით, "ბი­ჭურ“ პრო­ფე­სი­ას ეჭი­დე­ბო­დი?

- თავ­და­პირ­ვე­ლად, მე­ხუ­თე კლას­ში როცა გა­დავ­წყვი­ტე, რომ ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის სკო­ლა­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, პირ­ვე­ლი კი­თხვა, რაც ახ­ლობ­ლე­ბის­გან მი­ვი­ღე, იყო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი თუ არა, რომ ეს მინ­დო­და, რად­გან მერე ბევ­რი დრო და­მე­ხარ­ჯე­ბო­და. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: "შენ ხომ მერე ოჯახს უნდა მი­ხე­დო, შე­იძ­ლე­ბა, ზედ­მე­ტი სტრე­სი იყოს ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბის ასე გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სწავ­ლა“ და ა.შ. მაგ­რამ მე არ მჯე­რა იმის, რომ ჩემი სქე­სის გამო რამე არ გა­მო­მი­ვა.

- რას ურ­ჩევ­დი შენს თა­ნა­ტო­ლებს და უფრო პა­ტა­რებს, რომ ასეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ?

- ვი­ტყო­დი: არ და­ნებ­დე, მის­დიე შენს გა­ტა­ცე­ბებს და რამ­დე­ნი უა­რიც არ უნდა მი­ი­ღო, ბო­ლოს მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა - შე­იძ­ლე­ბა ისეც გა­მო­ვი­დეს, რომ ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­დი. ოც­ნე­ბე­ბის მი­ტო­ვე­ბა ნამ­დვი­ლად არ ღირს, და რაც მთა­ვა­რია, ბევ­რი უნდა იშ­რო­მო.

ავტორი:

ქართველი პროგრამისტი გოგონა, რომელიც კანადაში სრული დაფინანსებით ისწავლის - "სქესის გამო, ცოტა სტრესის ქვეშ ვიყავი"

ქართველი პროგრამისტი გოგონა, რომელიც კანადაში სრული დაფინანსებით ისწავლის - "სქესის გამო, ცოტა სტრესის ქვეშ ვიყავი"

18 წლის მარიამ ლომთაძე, რომელიც უკვე რამდენიმე სტარტაპის მფლობელია, სწავლას კომპიუტერულ მეცნიერებებზე, კანადაში გააგრძელებს - კომაროვის მოსწავლემ Carleton University-დან ჩარიცხვაზე დადებითი პასუხი სულ რამდენიმე დღის წინ მიიღო. პროგრამა, რომლითაც მარიამი კანადაში სწავლას შეძლებს, მას დასაქმების შესაძლებლობასაც მისცემს. პანდემიის გამო პირველ სემესტრში ლექციებს დისტანციურად დაესწრება, იანვრიდან კი სწავლასა და მუშაობას კანადის დედაქალაქში, ოტავაში გააგრძელებს.

ახალგაზრდა სტუდენტი და მეწარმე AMBEBI.GE-ს წარმატებამდე გავლილი გზის, საკუთარი ინტერესებისა და გეგმების შესახებ ესაუბრა.

- კარლტონის უნივერსიტეტისგან მხოლოდ ნაწილობრივი დაფინანსება (Excellence Scholarship) მარტში მივიღე, სკოლის პერიოდში გაკეთებული აქტივობების გამო. სრულ დაფინანსებაზე პასუხი რამდენიმე დღის წინ მომივიდა, ეს Shopify Dev Degree-ა, რომელიც კანადის ერთ-ერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის კომპანიისა და ორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პროექტია, აქედან ერთ-ერთი სწორედ კარლტონის უნივერსიტეტია. პროგრამა კომპიუტერული მეცნიერების 4-წლიან ბაკალავრიატს მოიცავს, 3 კურსს უნივერსიტეტში გადიხარ, მეოთხე კურსად კი თავად Shopify-ში, ნახევარ განაკვეთზე მუშაობა გეთვლება.

ამ პროგრამაში მოსახვედრად ჯერ აპლიკაცია მქონდა შესავსები, დავწერე რამდენიმე ესსე, გავგზავნე ჩემი რეზიუმე, თუ რა პროექტებზე მიმუშავია და ა.შ. შემდეგ სამი ინტერვიუ გავიარე, მათ შორის ტექნიკური, სადაც მაგალითად, ჩემი აზროვნების უნარებს ამოწმებდნენ. შემდეგ უკვე მიღებაზე დასტური მომივიდა. პროგრამით კარლტონის უნივერსიტეტში სწავლა სრულად ფინანსდება და ნახევარ განაკვეთზე მუშაობისთვის შესაბამისი ხელფასი გაიცემა - ამით საცხოვრებლის თანხების დაფარვას ვაპირებ. სწავლის დაფინანსება და ხელფასი სულ 160 000+ კანადურ დოლარს აღწევს.

რამდენიმე ჰაკათონში მიმიღია მონაწილეობა, ერთ-ერთზე სწორედ Shopify-ს ერთ-ერთი პროდუქტი გამოვიყენე, მაშინ არც კი წარმომედგინა, რომ ოდესმე ამ კომპანიაში ვიმუშავებდი. Shopify-ში ჯერ სწავლება იქნება, რამდენიმე პროგრამირების ენას ავითვისებთ, შემდეგ კი განათლება ოთხ სხვადასხვა სტაჟირების პროგრამაზე გაგრძელდება, როგორიცაა მაგალითად, Mobile Development, Web Development, Security, Artificial Intelligence და ა.შ.

- როგორც ვიცი, საზღვარგარეთ უნივერსიტეტში ჩარიცხვას დიდი ხანი ცდილობდი. საბოლოოდ, როგორ მიაღწიე ამას?

- საზღვარგარეთ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად დაახლოებით, 2-3 წლის განმავლობაში ვემზადებოდი. უამრავი გამოცდის ჩაბარება დამჭირდა, თანაც რამდენჯერმე, რადგან გამოცდები ჩემთვის პრიორიტეტი არ ყოფილა, უფრო ტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობა, ამ სფეროში განვითარება მაინტერესებდა. ამიტომ, ტესტებში სასურველი შედეგის მისაღწევად ცოტა დიდი დრო დამჭირდა. საბუთები რამდენიმე, დაახლოებით, 20-მდე უნივერსიტეტში გავგზავნე, ნახევარზე მეტ შემთხვევაში უარის წერილის წაკითხვა მომიწია. თუმცა არ დავნებდი, რადგან ძალიან ბევრი ვიშრომე და უარის გამო თავი რომ დამენებებინა, ცოტა უაზრობა იქნებოდა. ამ პროგრამაზე საბუთები სულ ბოლოს გავაგზავნე. უნივერსიტეტმა ჩემი სკოლის ნიშნებისა და იმ აქტივობების საფუძველზე ამირჩია, რაც სკოლის შემდეგ განვახორციელე (სკოლის შემდეგ 1 წელი შევისვენე).

- რას გვეტყვი იმ პროექტების შესახებ, რომელშიც სკოლის პერიოდში იღებდი მონაწილეობას?

- მონაწილეობა 5 ჰაკათონში მივიღე და მათგან 4-ში გავიმარჯვე. პირველ ჯერზე 2017 წელს, ბიოჰაკათონში ჩემს ძმასთან ერთად ვმონაწილეობდი. მეორე ადგილი ავიღეთ აპლიკაციის შექმნით ფერმერებისთვის, რომელიც ფერმის მართვას აადვილებს. შემდეგ დედამიწის დღისთვის მიძღვნილი ჰაკათონი იყო, სადაც ჩვენს აპლიკაციაში მოთამაშე ნაგვის ურნის როლს ასრულებს - დარბის და მხოლოდ ისეთ ნარჩენებს იჭერს, რომელიც გადამუშავებადია. ამ პროექტით ცნობიერების ამაღლებას ეწყობოდა ხელი. მერე გენდერულ მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი იყო - ზოგადად, გენდერული თანასწორობით ძალიან ვარ დაინტერესებული, რადგან თავად, როგორც პროგრამისტი გოგონა, ბავშვობაში ჩემი სქესის გამო ცოტა სტრესის ქვეშ ვიყავი მოქცეული, ამიტომ მინდა, ამ მხრივ სხვებს დავეხმარო.

ამ ჰაკათონზე აპლიკაცია შევქმენით, სადაც "დისნეის“ პრინცესების არჩევა რეგიონების მიხედვით ხდებოდა, მაგალითად, ფიფქია გორს დავუკავშირეთ, ვაშლის გამო. პრინცესის არჩევის შემდეგ რამდენიმე კითხვა, შემდეგ კი - სტატისტიკა ჩნდებოდა, თუ რა როგორ ხდება რეალურ ცხოვრებაში.

ამის მთავარი არსი შემდეგი იყო, რომ "დისნეიში“ პრინცესების უმრავლესობა ადრე, თინეიჯერობის ასაკში დაქორწინდა, ზღაპრები კი ყოველთვის მთავრდება სიტყვებით: "და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად“, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს ასე არ ხდება. სწორედ ამიტომ დავწერეთ ეს აპლიკაცია, რათა ეს ილუზიები ნაკლებად იყოს. ესეც, უმთავრესად, ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. ბოლო ჰაკათონზე ჩემს გუნდთან ერთად ისეთი აპლიკაციის პროტოტიპი შევქმენი, რომელიც რჩევას იძლევა, თუ რა უნდა ჩაიცვა. იმედია, მასაც ბოლომდე მივიყვანთ.

- უცხოეთში სწავლის სურვილი თავდაპირველად როდის გაგიჩნდა?

- თავიდანვე ისეთ გარემოში ვიყავი, სადაც ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანია, რომლებიც ტოპ უნივერსიტეტებში სწავლობენ. ასეთ გარემოცვაში თავადაც იაზრებ, რამდენი ძალიან მაგარი რაღაცის სწავლა და გაკეთება შეგიძლია. მეც ვიფიქრე, რატომაც არა, ვცდი, რა მაქვს დასაკარგი-მეთქი. საზღვარგარეთ ჩაბარების შემთხვევაში, აქ დარჩენის შედარებით, მეტი შესაძლებლობა მექნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, ამისთვის მემეცადინა და მეშრომა. რაც თავი მახსოვს, ამას ვგეგმავდი, უბრალოდ 3 წელია, აქტიურად ვმუშაობდი.

- როგორც ვიცი, როცა პირველად დაწერე კოდი, 10 წლის იყავი. ასეთ პატარა ასაკში პროგრამირების შესახებ საიდან გაიგე და ამდენად როგორ დაინტერესდი?

- ძალიან გამიმართლა ჩემს ძმაში, რომელიც ჩემზე 4 წლით უფროსია და ამჟამად ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობს. პირველად თვითონ გამაცნო პროგრამირება, საწყისები მასწავლა. მისი შემხედვარე მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო რაღაცებს აკეთებდა და ცდა მეც მომინდა. ასევე, ძალიან მიყვარდა მათემატიკა, მაშინაც, სანამ სკოლაში დავიწყებდი პროგრამირების სწავლას და როცა მივხვდი, რომ ალგორითმებში ჩემი ტექნიკური აზროვნების გამოყენება შემეძლო, მერე კიდევ უფრო დავინტერესდი. პლუს, ჰაკერული ფილმების ყურება ვის არ უყვარს და ვის არ უნდოდა, ჰაკერი გამხდარიყო?! ეს ბავშვური მიზეზია, მაგრამ პროგრამირება უამრავ შესაძლებლობას მაძლევს და დროსთან ერთად, მათ უფრო და უფრო ნათლად ვხედავ.

- როგორც ვიცი, სტარტაპებიც გაქვს. მათ შესახებ რას იტყვი?

- Looper ერთ-ერთი პირველი სტარტაპია, რომელიც ჩემს ძმასა და მის მეგობრებთან ერთად დავაარსე. ეს Gif-ების აპარატია, რომელსაც ღონისძიებებისთვის ვაქირავებ. ParkOnMe-ს პროტოტიპი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დავასრულეთ, ჯერ გრანტზეც არ შეგვიტანია განაცხადი. ეს აპლიკაციაა, რომელიც უახლოეს თავისუფალ პარკირების ადგილებს აჩვენებს. ძალიან ბევრ სტარტაპზე მიმუშავია. ჩემი წასვლის გამო სტარტაპებზე არ მენერვიულება, რადგან მათზე არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობს. ამასთან, სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ, დისტანციურად ვიმუშავო.

- რას აპირებ კარლტონის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, იქვე დარჩენა და კარიერის გაგრძელება გსურს თუ პირიქით, გინდა, ცოდნა საქართველოში გამოიყენო?

- საბოლოოდ, რა თქმა უნდა, საქართველოში დაბრუნება მსურს, უკეთეს ადგილას სად გამოვიყენებ და თუ ვინმეს რამეში გამოვადგები, ყოველთვის აქ ვარ. მაგრამ მანამდე მინდა, ძალიან ბევრი ვისწავლო. ვფიქრობ, ამ 4 წლის შემდეგაც გავაგრძელო სწავლა ჯერ მაგისტრატურაზე, შემდეგ კი დოქტორანტურაზე, ან, ამხელა კომპანიაში გამოცდილების მიღების შემდეგ, შეიძლება, აკადემიური მხარე ცოტა ხნით მივივიწყო, უფრო სამუშაოზე გადავერთო და სხვა კომპანიებში ვცადო ბედი. კანადაში დავრჩები თუ საქართველოში დავბრუნდები, ასე მტკიცედ გადაწყვეტილი ჯერ არ მაქვს, მთავარია, მინდა, რაც შეიძლება მეტ ადგილს "მოვედო“ და სადაც რამის საშუალება იქნება, ყველაფერი გამოვიყენო.

- ამჟამად თუ გაქვს რაიმე კონკრეტული მიზანი, პროექტი, რომლის განხორციელება შენი ოცნებაა და რომელზეც ფიქრობ, რომ გლობალურად რაიმეს შეცვლის?

- კონკრეტული აპლიკაციის იდეა არ მაქვს, მაგრამ ვიცი სფერო, სადაც ჩემი უნარების გამოყენება მინდა. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მენტალური ჯანმრთელობა, მენტალური პრობლემების შესახებ კი სამწუხაროდ, ჩემ გარშემო არ საუბრობენ. თუმცა, მე თვითონ ვხედავ, რომ ამით უამრავი ადამიანი იტანჯება და ძალიან მინდა, დავეხმარო. რადგან ფსიქოლოგი არ ვარ და სამედიცინო დახმარებას ვერ შევძლებ, შეიძლება, რაიმე აპლიკაცია დავწერო, რითიც ოდნავ მაინც დავეხმარები მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს, რომ თავი ნაკლებად მარტოდ იგრძნონ და ა.შ. ზუსტად არ ვიცი, როგორ განვახორციელებ, ჯერ ფიქრის პროცესში ვარ.

- ბავშვობიდან, პროგრამირებისა და მეწარმეობის გარდა, კიდევ რითი იყავი დაინტერესებული?

- კალათბურთით ვიყავი დაინტერესებული, რაც ალბათ, ყველაზე განსხვავებულია ამ სფეროებისგან. დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ქუთაისის გოგონების ნაკრებში ვთამაშობდი, 3-ჯერ იმერეთის ჩემპიონები გავხდით, ერთხელ კი საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავედით. კალათბურთმა ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა.

- ახსენე, რომ გენდერთან დაკავშირებით სტრესის ქვეშ იყავი. ეს იმის გამო ხდებოდა, რომ სხვების აღქმით, "ბიჭურ“ პროფესიას ეჭიდებოდი?

- თავდაპირველად, მეხუთე კლასში როცა გადავწყვიტე, რომ ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გადავსულიყავი, პირველი კითხვა, რაც ახლობლებისგან მივიღე, იყო, დარწმუნებული ვიყავი თუ არა, რომ ეს მინდოდა, რადგან მერე ბევრი დრო დამეხარჯებოდა. მეუბნებოდნენ: "შენ ხომ მერე ოჯახს უნდა მიხედო, შეიძლება, ზედმეტი სტრესი იყოს ტექნიკური საგნების ასე გაძლიერებული სწავლა“ და ა.შ. მაგრამ მე არ მჯერა იმის, რომ ჩემი სქესის გამო რამე არ გამომივა.

- რას ურჩევდი შენს თანატოლებს და უფრო პატარებს, რომ ასეთ წარმატებას მიაღწიონ?

- ვიტყოდი: არ დანებდე, მისდიე შენს გატაცებებს და რამდენი უარიც არ უნდა მიიღო, ბოლოს მაინც ყველაფერი გამოვა - შეიძლება ისეც გამოვიდეს, რომ ვერც კი წარმოიდგენდი. ოცნებების მიტოვება ნამდვილად არ ღირს, და რაც მთავარია, ბევრი უნდა იშრომო.

დღეს 635 000 ლარზე მეტი თამაშდება!

"გამოცდის წინა დღეს სიცხის ქონის შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთება მოუწევთ, რომელიც უფასო იქნება" - ყველაფერი, რაც წელს აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია - რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიეტნებს