მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირბადის გარეშე მოძრაობა, 50 ლარის ნაცვლად, შესაძლოა 20-30 ლარით დაჯარიმდეს
პირბადის გარეშე მოძრაობა, 50 ლარის ნაცვლად, შესაძლოა 20-30 ლარით დაჯარიმდეს

პირ­ბა­დის ტა­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის­თვის შე­საძ­ლოა, ჯა­რი­მა არა 50 ლა­რის, არა­მედ 20-30 ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­ნი­სა­ზღვროს. რო­გორც იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, ეს იქ­ნე­ბა ფიქ­სი­რე­ბუ­ლი თან­ხა 20, 25 ან 30 ლა­რის ოდე­ნო­ბით. მისი თქმით, სა­ჭი­როა დე­ტა­ლუ­რი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მძი­მე ტვირ­თად არ და­აწ­ვე­ბა.

"ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი არ არის ვინ­მეს­თვის ფუ­ლა­დი თან­ხის და­კის­რე­ბა, ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვა­ფერ­ხოთ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა. ამის­თვის პირ­ბა­დე არის ერთ - ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს ჰქონ­დეთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ატა­რონ პირ­ბა­დე. ღია სივ­რცე­ებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, პა­სუ­ხი­გებ­ლო­ბაც არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ასე­ვე, კონ­კრე­ტულ­მა იუ­რი­დი­ულ­მა პირ­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს კონ­ტრო­ლი, რომ პირ­ბა­დის გა­რე­შე პირი არ შე­ვი­დეს", - გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით 50-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის შემ­ცი­რე­ბას გუნ­დი ეთან­ხმე­ბა.

"ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ხაზ­გას­მით მინ­და გი­თხრათ, ჩვენ პირ­ვე­ლა­დი სა­ხით წარ­მო­ვად­გი­ნეთ 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი სან­ქცი­ე­ბი, თუმ­ცა, მე წარ­ვად­გი­ნე გუნდში ეს პრო­ექ­ტი, ჩვენ ვიმ­სჯე­ლეთ და ჩვე­ნი გუნ­დის უმ­რავ­ლე­სო­ბის პო­ზი­ცი­აა, რომ ეს 50 ლარი არ უნდა იყოს მყა­რად ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ კო­მი­ტეტ­ზე უკვე დავ­სვამთ სა­კითხს, რომ პირ­ბა­დის არ­ტა­რე­ბის­თვის თან­ხა იყოს არა 50 ლარი, არა­მედ შე­ვამ­ცი­როთ ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, 20-დან 30 ლა­რამ­დე იქ­ნე­ბა ეს თან­ხა და­კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი. ამის მო­ტი­ვა­ცია გახ­ლავთ ის, რომ არ გვსურს მძი­მე ტვირ­თად და­აწ­ვეს ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ჩვენ ამ კვი­რა­ში ვი­წყებთ გან­ხილ­ვას, შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია სა­მი­ვე მოს­მე­ნით მი­ვი­ღოთ და ამ კვი­რა­ში­ვე ამოქ­მედ­დე­ბა," - გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა და­ვიც­ვათ პირ­ველ რიგ­ში ნიღ­ბის ტა­რე­ბის წესი.

მი­სი­ვე თქმით, თუ ნი­ღა­ბი უკე­თია ორი­ვეს - და­ა­ვა­დე­ბულს და ჯან­მრთელს, ამას პრაქ­ტი­კუ­ლად ნუ­ლამ­დე და­ყავს და­ა­ვა­დე­ბის რის­კი.

„მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიც­ვათ პირ­ველ რიგ­ში ნიღ­ბის ტა­რე­ბა, თუ ნი­ღა­ბი უკე­თია ავად­მყფოს ეს ძა­ლი­ან ამ­ცი­რებს გა­და­დე­ბის რისკს, თუ უკე­თია ჯან­მრთელს, ესეც ამ­ცი­რებს გა­და­დე­ბის რისკს, მაგ­რამ თუ ნი­ღა­ბი უკე­თია ორი­ვეს - და­ა­ვა­დე­ბულს და ჯან­მრთელს, ამას პრაქ­ტი­კუ­ლად ნუ­ლამ­დე დაჰ­ყავს და­ა­ვა­დე­ბის რის­კი. ამი­ტომ მო­თხოვ­ნა არის, რომ ნი­ღა­ბი უნდა ეკე­თოს ყვე­ლას, რა თქმა უნდა, ეს არ ეხე­ბა ღია სივ­რცეს, სა­დაც დის­ტან­ცი­ის დაც­ვა შეგ­ვიძ­ლია და სახ­ლშიც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნიღ­ბის ტა­რე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მწარე
7

მერე, იმ კუკუშკამ იციის, ფრთიანი გამონათქვამებით რომ გვანებივრებს?

რუსკა
6

ამ ქალბატონს რომ ვითომ პირბადე უკეთია - მხოლოდ პირზე, ეს გაკეთებაში ეთვლება? ამ ეტაპზე არ არის ქვეყანაში ფართო გავრცელება და შეიძლება შანსი შდარებით ნაკლებია გადადების, მაგრამ უკვე ჩვევად ექცა ბევრს პირბადის ამგვარად ტარება, სიტუაცია კი შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს. ქვეყანა ვერ იქნება მუდმივ ლოქ-დაუნში ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად. სხვადასხა ბიზნესების გახსნის (მათ შორის ტურისტულის) პარალელურად კი არ უნდა მოვიხსნათ თვითშზღუდვები, არამედ უნდა გავიმკაცროთ, სანამ საფრთხე არ გადაივლის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პირბადის გარეშე მოძრაობა, 50 ლარის ნაცვლად, შესაძლოა 20-30 ლარით დაჯარიმდეს

პირბადის გარეშე მოძრაობა, 50 ლარის ნაცვლად, შესაძლოა 20-30 ლარით დაჯარიმდეს

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა არა 50 ლარის, არამედ 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვროს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს იქნება ფიქსირებული თანხა 20, 25 ან 30 ლარის ოდენობით. მისი თქმით, საჭიროა დეტალური, რაციონალური სანქციების შემოღება, რომელიც საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ დააწვება.

"ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთვის ფულადი თანხის დაკისრება, ჩვენი ამოცანაა ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, რომ მაქსიმალურად შევაფერხოთ კორონავირუსის გავრცელება. ამისთვის პირბადე არის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ვალდებულება დახურულ საჯარო სივრცეში ატარონ პირბადე. ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება არ არსებობს, პასუხიგებლობაც არ არის გათვალისწინებული. ასევე, კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა უნდა უზრუნველყოს კონტროლი, რომ პირბადის გარეშე პირი არ შევიდეს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით 50-ლარიანი ჯარიმის შემცირებას გუნდი ეთანხმება.

"ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხაზგასმით მინდა გითხრათ, ჩვენ პირველადი სახით წარმოვადგინეთ 50 ლარის ოდენობით ფულადი სანქციები, თუმცა, მე წარვადგინე გუნდში ეს პროექტი, ჩვენ ვიმსჯელეთ და ჩვენი გუნდის უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს 50 ლარი არ უნდა იყოს მყარად ფიქსირებული, შესაბამისად, ჩვენ კომიტეტზე უკვე დავსვამთ საკითხს, რომ პირბადის არტარებისთვის თანხა იყოს არა 50 ლარი, არამედ შევამციროთ ეს, სავარაუდოდ, 20-დან 30 ლარამდე იქნება ეს თანხა დაკორექტირებული. ამის მოტივაცია გახლავთ ის, რომ არ გვსურს მძიმე ტვირთად დააწვეს ეს საზოგადოებას. ჩვენ ამ კვირაში ვიწყებთ განხილვას, შესაბამისად, შეგვიძლია სამივე მოსმენით მივიღოთ და ამ კვირაშივე ამოქმედდება," - განაცხადა ოხანაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ პირველ რიგში ნიღბის ტარების წესი.

მისივე თქმით, თუ ნიღაბი უკეთია ორივეს - დაავადებულს და ჯანმრთელს, ამას პრაქტიკულად ნულამდე დაყავს დაავადების რისკი.

„მაქსიმალურად დავიცვათ პირველ რიგში ნიღბის ტარება, თუ ნიღაბი უკეთია ავადმყფოს ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს, თუ უკეთია ჯანმრთელს, ესეც ამცირებს გადადების რისკს, მაგრამ თუ ნიღაბი უკეთია ორივეს - დაავადებულს და ჯანმრთელს, ამას პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს დაავადების რისკი. ამიტომ მოთხოვნა არის, რომ ნიღაბი უნდა ეკეთოს ყველას, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია და სახლშიც არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება,“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაკავებულია 2 პირი, რომლებიც ვარკეთილში მდებარე ტოტალიზატორში შეიჭრნენ და თანხა გაიტაცეს

"პოლიციამ აღმოაჩინა ბანდიტი..." - ვახტანგ მეგრელიშვილი ავტომობილის მართვის უფლებისა და საშვის არქონის გამო 2 500 ლარით დაჯარიმდა

"დამნაშავის დაკავების მიზნით სამძებრო ღონისძიებები ტარდება" - რას ამბობს აჭარის პოლიციის უფროსი ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე