მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ გამარჯვების დეპუტატმა ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა - "ჭრილობები თავისივე მოგვარე ძმებს მიაყენა"
სოფელ გამარჯვების დეპუტატმა ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა - "ჭრილობები თავისივე მოგვარე ძმებს მიაყენა"

დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სოფ­ლის დე­პუ­ტატ­მა გია ჭინ­ჭა­რა­ულ­მა, თა­ვი­სი­ვე მოგ­ვა­რე ძმებს ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ გა­მარ­ჯვე­ბა­ში გვი­ან ღა­მით მოხ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დე­პუ­ტა­ტი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით, 1 პირი - 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ჭ. და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1997 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ჭ.-ს და 1994 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ჭ.-ს ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ამო­ღე­ბუ­ლია ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით. და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 117-ე მუხ­ლის მე-7 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოფ­ლის ცენ­ტრში სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ფი­ზი­კურ­ში გა­და­ი­ზარ­და. მა­თი­ვე თქმით, დაჭ­რა­ში სა­ვა­რა­უ­დო ბრალ­დე­ბუ­ლი თავს იცავ­და და 40 წლამ­დე მა­მა­კა­ცე­ბის მო­გე­რი­ე­ბა ცივი ია­რა­ღით შეძ­ლო.

რა გახ­და და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია.

და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ. თუმ­ცა, ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, გვი­ან ღა­მით ორი­ვე თბი­ლი­სის სპე­ცი­ა­ლურ კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათა
36
დაწყებულია გამოძიება კიარა უკვე დაკავებული უნდა იყოს! აბა რიგითმა მოქალაქემ დაჭრას ვინმე და თუ გაუშვებენ სახლში და დაიწყებენ გამოძიებას! კრიმინალი და ქურდების მართვობის ქვეყანაში არცაა გასაკვირი.
გიორგი
18

რომელი პარტიდანაა

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სოფელ გამარჯვების დეპუტატმა ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა - "ჭრილობები თავისივე მოგვარე ძმებს მიაყენა"

სოფელ გამარჯვების დეპუტატმა ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა - "ჭრილობები თავისივე მოგვარე ძმებს მიაყენა"

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლის დეპუტატმა გია ჭინჭარაულმა, თავისივე მოგვარე ძმებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დეპუტატი ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი - 1982 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს და 1994 წელს დაბადებულ მ.ჭ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის ცენტრში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. მათივე თქმით, დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული თავს იცავდა და 40 წლამდე მამაკაცების მოგერიება ცივი იარაღით შეძლო.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გვიან ღამით ორივე თბილისის სპეციალურ კლინიკაში მოათავსეს.

"დამნაშავეც რომ ვყოფილიყავი, ვანო ზარდიაშვილი რა შუაშია"? - რას ამბობდა აბრალავა ერთი წლის წინ ნორვეგიაში დაკავების თაობაზე?

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა - რა ინფორმაციას ავრცელებს ნელი დოროყაშვილის ადვოკატი

პირბადის გარეშე მოძრაობა, 50 ლარის ნაცვლად, შესაძლოა 20-30 ლარით დაჯარიმდეს