მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭი ქუჩის დასუფთავებისთვის "მუსტანგით“ და სტიპენდიით დააჯილდოვეს - ამერიკელი თინეიჯერის ახდენილი ოცნება
ბიჭი ქუჩის დასუფთავებისთვის "მუსტანგით“ და სტიპენდიით დააჯილდოვეს - ამერიკელი თინეიჯერის ახდენილი ოცნება

ან­ტო­ნიო გვინ ჯუ­ნი­ო­რი ნიუ იორ­კე­ლი მო­ზარ­დია, რო­მე­ლიც დღეს მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო. საქ­მე ისაა, რომ 18 წლის ან­ტო­ნი­ომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ქუჩა და­ა­ლა­გა, ნა­გა­ვი გა­და­ყა­რა და ამ საქ­მით 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­გორც CNN წერს, ყო­ვე­ლი­ვე სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ა­კე­თა.

მუ­შა­ო­ბა შუ­ა­ღა­მის 2:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო და მომ­დევ­ნო 10 სა­ა­თი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. დი­ლით, რო­დე­საც და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ქუ­ჩის და­სა­სუფ­თა­ვებ­ლად მი­ვიდ­ნენ, მათ საქ­მე უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი დახ­ვდათ.

რო­გორც ბიჭი CNN-თან ამ­ბობს, ტე­ლე­ვი­ზორ­ში მო­ის­მი­ნა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ქუჩა ნაგ­ვით იყო სავ­სე, რის შემ­დე­გაც, მისი და­სუფ­თა­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა. ბი­ჭის საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ ახალ ამ­ბებ­შიც გა­მო­ა­ცხა­დეს,

ამ­ბა­ვი გა­ი­გო 27 წლის ნიუ-იორ­კელ­მა მეთ ბლოკ­მაც, რო­მელ­მაც ბი­ჭის და­ჯილ­დო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა და მას 2004 წლის წი­თე­ლი "მუს­ტან­გი" აჩუ­ქა. ბლო­კი CNN-თან ამ­ბობს, რომ ეს ის მან­ქა­ნაა, რო­მე­ლიც თა­ვად სურ­და ბავ­შვო­ბი­დან.

მან ჯერ "ფე­ის­ბუქ­ზე“ ნახა თი­ნე­ი­ჯე­რის პრო­ფი­ლი და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ის მან­ქა­ნის ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით რჩე­ვებს ეძებ­და, რის შემ­დე­გაც, მის­თვის სი­ურპრი­ზის გა­კე­თე­ბა და მან­ქა­ნის ჩუ­ქე­ბა გა­და­წყვი­ტა. ბიზ­ნეს­მენ­მა ბობ ბრა­ის­ლენდმა რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო, ან­ტო­ნი­ოს მან­ქა­ნა 1 წლით და­უ­ზღვია.

სა­ჩუქ­რე­ბი ამით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, Medaille College-მა მას სწავ­ლა და­უ­ფი­ნან­სა და სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე კო­ლე­ჯში უფა­სოდ ის­წავ­ლის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
390

ეს ბიჭი ეზოს დასუფთავებისთვის დაჯილდოვდა მუსტანგით და თინიკო ბოკუჩავა მთელმა საქართველომ იცის თუ რისთვის დააჯილდოვა სააკაშვილმა ოქროს სამკაულებით და iPhone ით ! smiley

s
0

შეადარეთ ამ წესიერი ამერიკელი ბიჭის და Giorgi sixarulidze ის შეგნება აზროვნება და ადამიანობა. Giorgi sixarulidze კი ჭორიკანა დედაკაცი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ბიჭი ქუჩის დასუფთავებისთვის "მუსტანგით“ და სტიპენდიით დააჯილდოვეს - ამერიკელი თინეიჯერის ახდენილი ოცნება

ბიჭი ქუჩის დასუფთავებისთვის "მუსტანგით“ და სტიპენდიით დააჯილდოვეს - ამერიკელი თინეიჯერის ახდენილი ოცნება

ანტონიო გვინ ჯუნიორი ნიუ იორკელი მოზარდია, რომელიც დღეს მთელმა მსოფლიომ გაიცნო. საქმე ისაა, რომ 18 წლის ანტონიომ აქციის მონაწილეების მიერ დანაგვიანებული ქუჩა დაალაგა, ნაგავი გადაყარა და ამ საქმით 10 საათის განმავლობაში იყო დაკავებული. როგორც CNN წერს, ყოველივე საკუთარი ინიციატივით გააკეთა.

მუშაობა შუაღამის 2:00 საათზე დაიწყო და მომდევნო 10 საათი არ გაჩერებულა. დილით, როდესაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ქუჩის დასასუფთავებლად მივიდნენ, მათ საქმე უკვე გაკეთებული დახვდათ.

როგორც ბიჭი CNN-თან ამბობს, ტელევიზორში მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუჩა ნაგვით იყო სავსე, რის შემდეგაც, მისი დასუფთავება გადაწყვიტა. ბიჭის საქციელის შესახებ ახალ ამბებშიც გამოაცხადეს,

ამბავი გაიგო 27 წლის ნიუ-იორკელმა მეთ ბლოკმაც, რომელმაც ბიჭის დაჯილდოვება გადაწყვიტა და მას 2004 წლის წითელი "მუსტანგი" აჩუქა. ბლოკი CNN-თან ამბობს, რომ ეს ის მანქანაა, რომელიც თავად სურდა ბავშვობიდან.

მან ჯერ "ფეისბუქზე“ ნახა თინეიჯერის პროფილი და აღმოაჩინა, რომ ის მანქანის ყიდვასთან დაკავშირებით რჩევებს ეძებდა, რის შემდეგაც, მისთვის სიურპრიზის გაკეთება და მანქანის ჩუქება გადაწყვიტა. ბიზნესმენმა ბობ ბრაისლენდმა როდესაც ეს ამბავი შეიტყო, ანტონიოს მანქანა 1 წლით დაუზღვია.

საჩუქრები ამით არ დამთავრებულა, Medaille College-მა მას სწავლა დაუფინანსა და სკოლის დამთავრების შემდეგ, ბიზნესის ფაკულტეტზე კოლეჯში უფასოდ ისწავლის.

"უსიმპტომო პაციენტებისგან კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები იშვიათია" - ჯანმო

რა ხდება სომხეთის ქუჩებში მაშინ, როცა ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ასეულობით იმატებს

სომხეთში კორონავირუსიანი პაციენტები იმის გამო იღუპებიან, რომ საავადმყოფოებში ადგილი არ არის - "ჩვენ უკვე ჯოჯოხეთს გავდივართ..."