საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა ციცინათელებს ვეღარ ვხედავთ, მაგრამ აქ მოგროვილი ისტორიების მაინც გვესმის" - გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი და მერაბ ნინიძის ემოციური რეცენზია
"შესაძლოა ციცინათელებს ვეღარ ვხედავთ, მაგრამ აქ მოგროვილი ისტორიების მაინც გვესმის" - გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი და მერაბ ნინიძის ემოციური რეცენზია

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის „გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის“ გა­მოს­ვლი­დან 6 წლის შემ­დეგ, მკი­თხვე­ლი სულ მალე ავ­ტო­რის მო­რიგ წიგნს „სხვა გუ­რულ დღი­უ­რებს” იხი­ლავს. წიგ­ნის რე­ცენ­ზია ცნო­ბილ ქარ­თველ მსა­ხი­ობს, მე­რაბ ნი­ნი­ძეს ეკუთ­ვნის. მე­რაბ ნი­ნი­ძე მშობ­ლი­ურ მხა­რეს­თან, გუ­რი­ას­თან და ბავ­შვო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ემო­ცი­ებ­სა და გან­ცდებს გვი­ზი­ა­რებს, რო­მე­ლიც მას­ში სწო­რედ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია. უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ მე­რაბ ნი­ნი­ძის მი­მო­ხილ­ვას:

„ცხოვ­რე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ნელ-ნელა გროვ­დე­ბა წუ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­ის გას­ვლას­თან ერ­თად უფრო და უფრო ფა­სე­უ­ლი ხდე­ბა. და რაც მთა­ვა­რია, არ­სე­ბობს ბავ­შვო­ბის მუხ­ტი, რო­მე­ლიც შემ­დეგ მთელს ჩვენს ცხოვ­რე­ბას თან სდევს.

„ბავ­შვო­ბა უმი­ზე­ზო სი­ხა­რუ­ლე­ბის დროა და იქ მთავ­რდე­ბა, სა­დაც სი­ხა­რუ­ლის მი­ზე­ზებს ეძებ“ - წერს ამ წიგ­ნის ავ­ტო­რი.

ჩემ­თვის გუ­რი­აა უმი­ზე­ზო სი­ხა­რუ­ლი. ნა­გო­მა­რი.

დიდი ბა­ბუ­ის სახ­ლი... ახლა უკვე ნა­სახ­ლა­რი, რო­მე­ლიც მგო­ნია, რომ ისევ ისე­თი ლა­მა­ზია - რო­გო­რიც მეხ­სი­ე­რე­ბა­ში შე­მომ­რჩა. მიყ­ვარს, და ამ სიყ­ვა­რუ­ლის გამო მტკი­ვა, როცა ვი­აზ­რებ, რომ ის ეზო მი­ტო­ვე­ბუ­ლია. ცა­რი­ე­ლია. სახ­ლიც ნელ-ნელა გაქ­რა. ცა­რი­ე­ლია იმ ქათ­მის კრი­ა­ხის­გან, რო­მე­ლიც ერთ სა­ღა­მოს, ბავ­შვო­ბა­ში, შე­ბინ­დულ ტყე­ში, ჩემი ერ­თა­დერ­თი მე­გო­ბა­რი იყო და დიდი შიში და­მაძ­ლე­ვი­ნა...

ის ბავ­შვუ­რი შიში, თით­ქოს ყველ­გან არის, თა­ვი­სე­ბუ­რად, ხში­რი გუ­ლის­ცე­მა აქვს წარ­მა­ტე­ბა­საც და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­საც, ფრე­ნა­საც, წი­თელ ხა­ლი­ჩებ­საც და ტა­ლა­ხი­ან ბი­ლი­კებ­საც. ესაა ცხოვ­რე­ბა...

„გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის“ წა­კი­თხვამ თით­ქოს თა­ვი­დან გახ­სნა ჩემ­ში ეს კარი - გან­ცდე­ბის კარი. შე­იძ­ლე­ბა თვითმფრი­ნავ­ში იჯდე, ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნეს თავ­ზე, მაგ­რამ გო­ნე­ბით გუ­რი­ის აკა­ცი­ის ხეს უყუ­რებ­დე, კარგ ამინ­დში. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა კარი იღე­ბო­დეს, მაგ­რამ იმ და­ბუ­რუ­ლი ტყის ისევ გე­ში­ნო­დეს.

„სად გაქ­რნენ ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი? მგო­ნი მე გა­ვი­ზარ­დე და ვე­ღარ ვხე­დავ“ - ვკი­თხუ­ლობთ ამ წიგნ­ში.

ჰო, შე­საძ­ლოა ცი­ცი­ნა­თე­ლებს ვე­ღარ ვხე­დავთ, მაგ­რამ აქ მოგ­რო­ვი­ლი ის­ტო­რი­ე­ბის მა­ინც გვეს­მის, გვჯე­რა და ვხვდე­ბით, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სით­ბოა ყვე­ლაფ­რის სა­წყი­სი. იქ­ნებ ის ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბად გა­და­იქ­ცნენ, რომ­ლებ­მაც ჩვენ­ში სი­კე­თის ანა­ბეჭ­დი და­ტო­ვეს?

ასეთ შე­კი­თხვებს ტო­ვებს ეს წიგ­ნი.

„სხვა გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი“ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში იმ მო­მენტს იჭერს, სა­დაც ვხვდე­ბით, რომ გა­ვი­ზარ­დეთ და ემო­ცი­ე­ბიც გამ­ძაფ­რდა. დრო გა­ვი­და და ჩვენ უფრო დაგ­ვიგ­როვ­და და­ნა­კარ­გი, იმედ­გაც­რუ­ე­ბა. ეს უკვე ცხოვ­რე­ბის ის ეტა­პია, სა­დაც არ­ჩე­ვა­ნი აღარ გვაქვს, და­ცუ­ლი აღარ ვართ ტკი­ვი­ლის­გან. თუმ­ცა, გვაქვს სა­ძირ­კვე­ლი - ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა, გვაქვს სით­ბო და გვყავს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენს ირ­გვლივ - რო­მელ­თაც შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი მო­გო­ნე­ბე­ბი გა­ვუ­ზი­ა­როთ ისე, რო­გორც ეს წიგ­ნი გვი­ზი­ა­რებს ავ­ტო­რის ჰუ­მა­ნიზმს.

„სხვა გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი“ გერ­მა­ნი­ა­ში და­მე­წია, რო­გორც მე­სა­მე სე­რია.

აქ გა­ზა­ფხუ­ლია, შო­ნე­ბერ­გის უბან­ში ვდგა­ვარ, ჩემი სმარ­ტფო­ნი წერს, რომ დღეს ბერ­ლინ­ში 22 გრა­დუ­სი სით­ბო იქ­ნე­ბა.

რა იქ­ნე­ბა აფ­რი­კა­ში? ჩა­მო­ვარ­დე­ბა წვე­თი წვი­მა?

ეს მხო­ლოდ ერ­თმა გუ­რულ­მა კაც­მა იცის, რო­მე­ლიც ალ­ბათ ახლა თა­ვის სი­მინ­დის ყა­ნა­ში დგას და ზუს­ტად ჩემ­სა­ვით ამოწ­მებს ამინ­დის პროგ­ნოზს თა­ვის სმარ­ტფონ­ში. აფ­რი­კას ამოწ­მებს. გუ­რი­ას არა - გუ­რია იცის.

ამ კაცს ამ წიგნ­ში გა­იც­ნობთ“, - ვკი­თხუ­ლობთ მე­რაბ ნი­ნი­ძის რე­ცენ­ზი­ა­ში.

წიგ­ნი კი სულ მალე გა­მოჩ­ნდე­ბა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე და თა­ვის მკი­თხველს და­ე­ლო­დე­ბა.

ნინია
4

გიორგი, მინდა ბევრი იყო საქართველოში ბევრიი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"შესაძლოა ციცინათელებს ვეღარ ვხედავთ, მაგრამ აქ მოგროვილი ისტორიების მაინც გვესმის" - გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი და მერაბ ნინიძის ემოციური რეცენზია

"შესაძლოა ციცინათელებს ვეღარ ვხედავთ, მაგრამ აქ მოგროვილი ისტორიების მაინც გვესმის" - გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი და მერაბ ნინიძის ემოციური რეცენზია

გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების“ გამოსვლიდან 6 წლის შემდეგ, მკითხველი სულ მალე ავტორის მორიგ წიგნს „სხვა გურულ დღიურებს” იხილავს. წიგნის რეცენზია ცნობილ ქართველ მსახიობს, მერაბ ნინიძეს ეკუთვნის. მერაბ ნინიძე მშობლიურ მხარესთან, გურიასთან და ბავშვობასთან დაკავშირებულ ემოციებსა და განცდებს გვიზიარებს, რომელიც მასში სწორედ გიორგი კეკელიძის შემოქმედებამ გამოიწვია. უცვლელად გთავაზობთ მერაბ ნინიძის მიმოხილვას:

„ცხოვრების მსვლელობისას, მეხსიერებაში ნელ-ნელა გროვდება წუთები, რომლებიც დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო ფასეული ხდება. და რაც მთავარია, არსებობს ბავშვობის მუხტი, რომელიც შემდეგ მთელს ჩვენს ცხოვრებას თან სდევს.

„ბავშვობა უმიზეზო სიხარულების დროა და იქ მთავრდება, სადაც სიხარულის მიზეზებს ეძებ“ - წერს ამ წიგნის ავტორი.

ჩემთვის გურიაა უმიზეზო სიხარული. ნაგომარი.

დიდი ბაბუის სახლი... ახლა უკვე ნასახლარი, რომელიც მგონია, რომ ისევ ისეთი ლამაზია - როგორიც მეხსიერებაში შემომრჩა. მიყვარს, და ამ სიყვარულის გამო მტკივა, როცა ვიაზრებ, რომ ის ეზო მიტოვებულია. ცარიელია. სახლიც ნელ-ნელა გაქრა. ცარიელია იმ ქათმის კრიახისგან, რომელიც ერთ საღამოს, ბავშვობაში, შებინდულ ტყეში, ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო და დიდი შიში დამაძლევინა...

ის ბავშვური შიში, თითქოს ყველგან არის, თავისებურად, ხშირი გულისცემა აქვს წარმატებასაც და წარუმატებლობასაც, ფრენასაც, წითელ ხალიჩებსაც და ტალახიან ბილიკებსაც. ესაა ცხოვრება...

„გურული დღიურების“ წაკითხვამ თითქოს თავიდან გახსნა ჩემში ეს კარი - განცდების კარი. შეიძლება თვითმფრინავში იჯდე, ატლანტის ოკეანეს თავზე, მაგრამ გონებით გურიის აკაციის ხეს უყურებდე, კარგ ამინდში. შეიძლება ყველა კარი იღებოდეს, მაგრამ იმ დაბურული ტყის ისევ გეშინოდეს.

„სად გაქრნენ ციცინათელები? მგონი მე გავიზარდე და ვეღარ ვხედავ“ - ვკითხულობთ ამ წიგნში.

ჰო, შესაძლოა ციცინათელებს ვეღარ ვხედავთ, მაგრამ აქ მოგროვილი ისტორიების მაინც გვესმის, გვჯერა და ვხვდებით, რომ ადამიანური ურთიერთობები და სითბოა ყველაფრის საწყისი. იქნებ ის ციცინათელები იმ ადამიანებად გადაიქცნენ, რომლებმაც ჩვენში სიკეთის ანაბეჭდი დატოვეს?

ასეთ შეკითხვებს ტოვებს ეს წიგნი.

„სხვა გურული დღიურები“ ადამიანის ცხოვრებაში იმ მომენტს იჭერს, სადაც ვხვდებით, რომ გავიზარდეთ და ემოციებიც გამძაფრდა. დრო გავიდა და ჩვენ უფრო დაგვიგროვდა დანაკარგი, იმედგაცრუება. ეს უკვე ცხოვრების ის ეტაპია, სადაც არჩევანი აღარ გვაქვს, დაცული აღარ ვართ ტკივილისგან. თუმცა, გვაქვს საძირკველი - ჩვენი ბავშვობა, გვაქვს სითბო და გვყავს ადამიანები ჩვენს ირგვლივ - რომელთაც შეგვიძლია ჩვენი მოგონებები გავუზიაროთ ისე, როგორც ეს წიგნი გვიზიარებს ავტორის ჰუმანიზმს.

„სხვა გურული დღიურები“ გერმანიაში დამეწია, როგორც მესამე სერია.

აქ გაზაფხულია, შონებერგის უბანში ვდგავარ, ჩემი სმარტფონი წერს, რომ დღეს ბერლინში 22 გრადუსი სითბო იქნება.

რა იქნება აფრიკაში? ჩამოვარდება წვეთი წვიმა?

ეს მხოლოდ ერთმა გურულმა კაცმა იცის, რომელიც ალბათ ახლა თავის სიმინდის ყანაში დგას და ზუსტად ჩემსავით ამოწმებს ამინდის პროგნოზს თავის სმარტფონში. აფრიკას ამოწმებს. გურიას არა - გურია იცის.

ამ კაცს ამ წიგნში გაიცნობთ“, - ვკითხულობთ მერაბ ნინიძის რეცენზიაში.

წიგნი კი სულ მალე გამოჩნდება წიგნის მაღაზიების თაროებზე და თავის მკითხველს დაელოდება.

1-ლი თებერვლიდან კ. გამსახურდიას სერიის პირველი ტომი „მთვარის მოტაცება“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

1 თებერვლიდან „მაკულიტერატურის“ ფილიალები უცვლელ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას

"მთვარის მოტაცება" - 1 თებერვლიდან გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად