მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშა სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და გავუგზავნო" - სამოქალაქო აქტივისტის პასუხი კალაძეს
"მიშა სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და გავუგზავნო" - სამოქალაქო აქტივისტის პასუხი კალაძეს

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი კახა კვეკ­ვეს­კი­რი, რო­მელ­საც გუ­შინ თბი­ლი­სის მერ­თან კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და, აპი­რებს, რომ კა­ლა­ძეს მა­ი­სუ­რი გა­უგ­ზავ­ნოს, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია 7 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ კახა კა­ლა­ძე და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. მისი თქმით, ის არ მა­ლავს თა­ვის პო­ზი­ცი­ებს, გან­სხვა­ვე­ბით კა­ლა­ძის­გან, რო­მე­ლიც 7 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილს და იმ „ხე­ლი­სუფ­ლე­ბას “აპ­რა­ვებ­და”.

"მე არ ვმა­ლავ ჩემს პო­ზი­ცი­ას, არ მრცხვე­ნია და ჩემს პრინ­ცი­პებს არ ვღა­ლა­ტობ, მაგ­რამ თვი­თონ რომ ფარ­ჩა­კია და 2007 წელს, ყბა­და­ღე­ბუ­ლი 7 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ მი­შას, იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ „აპ­რა­ვებ­და“ და მი­შას­თან სუ­რა­თებს იღებ­და, აი, ის ფოტო უნდა დავ­ბეჭ­დო მა­ი­სურ­ზე და მი­ვუ­ძღვნა ბა­ტონ მერს, თა­ვის მმარ­თლე­ბელს, ვა­პი­რებ, რომ გა­ვუგ­ზავ­ნო", - გა­ნა­ცხა­და მან.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ აქ­ტი­ვის­ტმა თა­ვად შე­მო­ი­ხია მა­ი­სუ­რი, ის ამ­ბობს, რომ კად­რებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩანს.

"რა სი­სუ­ლე­ლეა, ვი­დე­ოც არის, რო­გორ მქა­ჩა­ვას, რა შე­მო­ვი­ხიე? ბოლო სი­ტყვე­ბით იგი­ნე­ბო­და, მქა­ჩავ­და, შე­ნე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბიც არ­სე­ბობს, ფო­ტო­ე­ბიც, თან ხმაც ის­მის, როცა ცუდ სი­ტყვებს მე­უბ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს აქ­ტი­ვის­ტი.

ცნო­ბის­თვის, ვარ­კე­თილ­ში, თბი­ლი­სის მერ კახა კა­ლა­ძე­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა გუ­შინ მოხ­და.

დე­და­ქა­ლა­ქის მერი ვარ­კე­თილ­ში ახ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი სკვე­რის გახ­სნა­ზე მი­ვი­და. სკვერ­ში მი­სულ კახა კა­ლა­ძეს ად­გილ­ზე "ანას ბა­ღის" დამ­ცვე­ლე­ბი და მოძ­რა­ო­ბა "შეც­ვა­ლეს" წევ­რე­ბი დახ­ვდნენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის­თვის დიღ­მის ჭა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­კი­თხვის დას­მა სურ­დათ, თუმ­ცა კა­ლა­ძემ მათ ხელი და­არ­ტყა. ერთ-ერთი აქ­ტი­ვის­ტის მტკი­ცე­ბით, „კა­ლა­ძემ მა­ი­სუ­რიც შე­მო­ა­ხია".

აქ­ტი­ვის­ტებ­მა კახა კა­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ცი­ას გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თეს. დღეს კა­ლა­ძე ამ ინ­ცი­დენტს კი­დევ ერთხელ გა­მო­ეხ­მა­უ­რა და კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე აქ­ტი­ვისტს მა­ი­სუ­რი გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ერთ მხა­რეს მისი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, მე­ო­რე მხა­რეს კი მისი და სან­დრა რუ­ლოვ­სის ფო­ტოა აღ­ბეჭ­დი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ofofa
17

ვაი შენ ჩემო ქვეყანავ

 

მანჩო
68

თბილისს არც ასეთი მერი არ უნდა ყავდეს და არც მერს უნდა ახლდეს ისეთი ხალხი, რომლებიც მოქალაქეებისკენ გაიწევს და ცემას დაუწყებს,,,, ყოჩაღ თბილისის გაძლებას,,,, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მიშა სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და გავუგზავნო" - სამოქალაქო აქტივისტის პასუხი კალაძეს

"მიშა სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და გავუგზავნო" - სამოქალაქო აქტივისტის პასუხი კალაძეს

სამოქალაქო აქტივისტი კახა კვეკვესკირი, რომელსაც გუშინ თბილისის მერთან კონფლიქტი მოუვიდა, აპირებს, რომ კალაძეს მაისური გაუგზავნოს, სადაც აღბეჭდილია 7 ნოემბრის შემდეგ კახა კალაძე და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ის არ მალავს თავის პოზიციებს, განსხვავებით კალაძისგან, რომელიც 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილს და იმ „ხელისუფლებას “აპრავებდა”.

"მე არ ვმალავ ჩემს პოზიციას, არ მრცხვენია და ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ, მაგრამ თვითონ რომ ფარჩაკია და 2007 წელს, ყბადაღებული 7 ნოემბრის შემდეგ მიშას, იმ ხელისუფლებას რომ „აპრავებდა“ და მიშასთან სურათებს იღებდა, აი, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და მივუძღვნა ბატონ მერს, თავის მმართლებელს, ვაპირებ, რომ გავუგზავნო", - განაცხადა მან.

რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ აქტივისტმა თავად შემოიხია მაისური, ის ამბობს, რომ კადრებში ყველაფერი ჩანს.

"რა სისულელეა, ვიდეოც არის, როგორ მქაჩავას, რა შემოვიხიე? ბოლო სიტყვებით იგინებოდა, მქაჩავდა, შენელებული კადრებიც არსებობს, ფოტოებიც, თან ხმაც ისმის, როცა ცუდ სიტყვებს მეუბნება", - აღნიშნავს აქტივისტი.

ცნობისთვის, ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა.

დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია".

აქტივისტებმა კახა კალაძის წინააღმდეგ პოლიციას განცხადებით მიმართეს. დღეს კალაძე ამ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და კონფლიქტში მონაწილე აქტივისტს მაისური გაუგზავნა, სადაც ერთ მხარეს მისი და მიხეილ სააკაშვილის, მეორე მხარეს კი მისი და სანდრა რულოვსის ფოტოა აღბეჭდილი.

დაკიდეთ სახლში სველი პირსახოცები, ღამით არ გამოიყენოთ ბალიში - რეკომენდაციები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

თენგიზ ცერცვაძე BBC-ის სტატიას ეხმაურება - "ეს კარგია ქვეყნისთვის და ცუდია იმ ურწმუნოებისთვის, ვისაც არ სჯერათ ჩვენი"

ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბიჭის მშობლები გახდნენ (ფოტო)