კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პასუხი აქვს ბილ გეითსს შეთქმულების თეორიაზე, რომ თითქოს კორონავირუსის ვაქცინით "მსოფლიოს ჩიპირებას" გეგმავს
რა პასუხი აქვს ბილ გეითსს შეთქმულების თეორიაზე, რომ თითქოს კორონავირუსის ვაქცინით "მსოფლიოს ჩიპირებას" გეგმავს

მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რეს­მა ადა­მი­ან­მა ბილ გე­ითსმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბულ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ა­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ის, კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის ჩი­პი­რე­ბას აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ "ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რი" წერს.

გე­ით­სი ამ­ბობს, რომ ის არას­დროს არ ყო­ფი­ლა ჩარ­თუ­ლი მიკ­რო­ჩი­პებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ არა­ნა­ირ სა­კი­თხში, ხოლო შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ას "წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­სუ­ლე­ლეს" უწო­დებს.

"მე არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ჩარ­თუ­ლი მიკ­რო­ჩი­პებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ არა­ნა­ირ საქ­მე­ში. ძა­ლი­ან ძნე­ლია ამის უარ­ყო­ფა, იმი­ტომ რომ ეს არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­სუ­ლე­ლე", - ამ­ბობს გე­ით­სი.

შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "მა­იკ­რო­სოფ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მსოფ­ლი­ოს ჩი­პი­რე­ბას აპი­რებს, ბევ­რი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს და მათი რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ გა­ი­ზარ­და, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბილი ჯერ კი­დევ სამი წლის წინ აფრ­თხი­ლებ­და მსოფ­ლი­ოს მო­სა­ლოდ­ნე­ლი პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ.

მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მას ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ ჰქონ­და გათ­ვლი­ლი და მსოფ­ლი­ო­ში ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი სცე­ნა­რის ნა­წი­ლია, ამ სცე­ნა­რის ერთ-ერთი ავ­ტო­რი ბილ გე­ით­სია.

თა­ვად ბიზ­ნეს­მე­ნი ამ­ბობს, რომ ის წლე­ბია ინ­ვეს­ტი­ცი­ას დებს ვაქ­ცი­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, იცის, რო­გო­რი სის­ტე­მის შექ­მნაა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ მე­დი­კო­სებს მუ­შა­ო­ბა არ გა­უ­ჭირ­დეთ, სფე­რო­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ კი მას მო­სა­ლოდ­ნე­ლი პან­დე­მი­ის რის­კი და­ა­ნა­ხა.

"არა­ნა­ი­რი მიკ­რო­ჩი­პი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. ჩვე­ნი ფონ­დი ფულს დებს ვაქ­ცი­ნებ­ში, სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ პან­დე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი“, - ამ­ბობს ბილ გე­ით­სი.

2017 წელს businessinsider.com-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ბილ გე­ით­სის სტა­ტია, სა­თა­უ­რით - "ახა­ლი სა­ხის ტე­რო­რიზ­მმა, შე­საძ­ლოა, 30 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლოს და ჩვენ ამის­თვის მზად არ ვართ.“ სტა­ტი­ა­ში ის პან­დე­მი­ის საფრ­თხეს ისე­თი­ვე ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც ბირ­თვუ­ლი ომე­ბი­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის საფრ­თხეს. იმა­საც ამ­ბობს, თუ რა შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­დე­გი ეპი­დე­მია.

"შემ­დე­გი ეპი­დე­მია შე­იძ­ლე­ბა იყოს სუ­პერ გა­დამ­დე­ბი და გრი­პის სა­სიკ­ვდი­ლო შტა­მი“, - წერს ბილ გე­ით­სი. (გა­ე­ცა­ნით ვრცლად: "შემ­დე­გი ეპი­დე­მია შე­იძ­ლე­ბა იყოს გრი­პის სა­სიკ­ვდი­ლო შტა­მი" - ბილ გე­ით­სი მსოფ­ლი­ოს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აფრ­თხი­ლებ­და...)

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამულიშვილი
179

ეს ადამიანი თან ამბობს ამ უბედურებასთან არაფერი კავშირი არ მაქვსო და თან იმუქრება მომავალში სასიკვდილო ავდმყოფობის პროვოცირებას მოვახდენო და ამაზე მეტი თვით ლუსტრაცია რაღა უნდა იყოს. უფალო შეგვიწყალენ.

რაებს მიქარავს!!!
37

აბა, ხაინდრავა-რამიშვილები ტყუილს ამბობენ?!!!

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა პასუხი აქვს ბილ გეითსს შეთქმულების თეორიაზე, რომ თითქოს კორონავირუსის ვაქცინით "მსოფლიოს ჩიპირებას" გეგმავს

რა პასუხი აქვს ბილ გეითსს შეთქმულების თეორიაზე, რომ თითქოს კორონავირუსის ვაქცინით "მსოფლიოს ჩიპირებას" გეგმავს

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ბილ გეითსმა ჟურნალისტებთან მის სახელთან დაკავშირებულ შეთქმულების თეორიაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ის, კორონავირუსის ვაქცინის საშუალებით, ადამიანების ჩიპირებას აპირებს. ამის შესახებ "ბიზნეს ინსაიდერი" წერს.

გეითსი ამბობს, რომ ის არასდროს არ ყოფილა ჩართული მიკროჩიპებთან დაკავშირებულ არანაირ საკითხში, ხოლო შეთქმულების თეორიას "წარმოუდგენელ სისულელეს" უწოდებს.

"მე არასდროს ვყოფილვარ ჩართული მიკროჩიპებთან დაკავშირებულ არანაირ საქმეში. ძალიან ძნელია ამის უარყოფა, იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენელი სისულელე", - ამბობს გეითსი.

შეთქმულების თეორიას იმასთან დაკავშირებით, რომ "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი მსოფლიოს ჩიპირებას აპირებს, ბევრი მიმდევარი ჰყავს და მათი რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბილი ჯერ კიდევ სამი წლის წინ აფრთხილებდა მსოფლიოს მოსალოდნელი პანდემიის შესახებ.

მიიჩნევენ, რომ მას ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი და მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე პროცესები წინასწარ დაგეგმილი სცენარის ნაწილია, ამ სცენარის ერთ-ერთი ავტორი ბილ გეითსია.

თავად ბიზნესმენი ამბობს, რომ ის წლებია ინვესტიციას დებს ვაქცინების განვითარებაში, იცის, როგორი სისტემის შექმნაა საჭირო იმისთვის, რომ მედიკოსებს მუშაობა არ გაუჭირდეთ, სფეროზე დაკვირვებამ კი მას მოსალოდნელი პანდემიის რისკი დაანახა.

"არანაირი მიკროჩიპი არ განიხილება. ჩვენი ფონდი ფულს დებს ვაქცინებში, სწორედ ამიტომ, ჩვენ დავინახეთ პანდემიის განვითარების რისკი“, - ამბობს ბილ გეითსი.

2017 წელს businessinsider.com-ში გამოქვეყნდა ბილ გეითსის სტატია, სათაურით - "ახალი სახის ტერორიზმმა, შესაძლოა, 30 მილიონი ადამიანი იმსხვერპლოს და ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ.“ სტატიაში ის პანდემიის საფრთხეს ისეთივე ჭრილში განიხილავს, როგორც ბირთვული ომებისა და კლიმატის ცვლილების საფრთხეს. იმასაც ამბობს, თუ რა შეიძლება იყოს შემდეგი ეპიდემია.

"შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს სუპერ გადამდები და გრიპის სასიკვდილო შტამი“, - წერს ბილ გეითსი. (გაეცანით ვრცლად: "შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს გრიპის სასიკვდილო შტამი" - ბილ გეითსი მსოფლიოს წლების განმავლობაში აფრთხილებდა...)

მინსკში მილიციამ აქციაზე 125 ადამიანი დააკავა - ძალოვანებმა სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს

როგორი იქნება თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპი? - ილონ მასკის თქმით, იმპლანტაციამ ღორის ტვინში წარმატებით ჩაიარა

ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის - რას წერს BBC