საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკავეს კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ყალბი საბუთები დაამზადა, კორონავირუსით დაზარალებულთათვის განკუთვნილი კომპენსაციის მისაღებად
დააკავეს კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ყალბი საბუთები დაამზადა, კორონავირუსით დაზარალებულთათვის განკუთვნილი კომპენსაციის მისაღებად

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ­თათ­ვის კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის გა­ცე­მის სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მით უკა­ნო­ნოდ სარ­გებ­ლო­ბის მიზ­ნით ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა - გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

„სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოპე­რა­ტი­ულ - სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა - გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე, ერთი პირი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ერთ - ერთი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, უკა­ნო­ნო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, გა­ნიზ­რა­ხა ბო­რო­ტად ესარ­გებ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ­თათ­ვის კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის გა­ცე­მის პროგ­რა­მით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვით, მან და­ამ­ზა­და ყალ­ბი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცნო­ბე­ბი 11 პი­რის სა­ხელ­ზე, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თით­ქოს­და წარ­მო­ად­გენ­დნენ ბრალ­დე­ბუ­ლის კომ­პა­ნი­ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებს და 2020 წლის 21 მარ­ტი­დან COVID 19-ის გამო იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა­ში.

თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი ცნო­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ დამ­ზა­დე­ბულ და გა­სა­ღე­ბულ იქნა 50 ლა­რის სა­ფა­სუ­რად.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ნა­სა­მარ­თლე­ვია ყალ­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა - გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე და ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 362-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 3-წლამ­დე ვა­დით“, - აცხა­დე­ბენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
41

48 მილიონის ქურდი უგულავა გარეთაა და ეს კაცი ციხეში უნდა დაჯდეს ?! 

****
10

ეს კომპანიის ხელმძღვანელი როგორ უნდა იყოს, წერა კითხვის უცოდინარია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დააკავეს კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ყალბი საბუთები დაამზადა, კორონავირუსით დაზარალებულთათვის განკუთვნილი კომპენსაციის მისაღებად

დააკავეს კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ყალბი საბუთები დაამზადა, კორონავირუსით დაზარალებულთათვის განკუთვნილი კომპენსაციის მისაღებად

საგამოძიებო სამსახურმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის სამთავრობო პროგრამით უკანონოდ სარგებლობის მიზნით ყალბი დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში.

თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ვადით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა - რა ინფორმაციას ავრცელებს ნელი დოროყაშვილის ადვოკატი

პირბადის გარეშე მოძრაობა, 50 ლარის ნაცვლად, შესაძლოა 20-30 ლარით დაჯარიმდეს

"მთელი ცხოვრება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ გავატარე... ძალიან მრცხვენია" - რაზე ისაუბრა პროცესზე მამაკაცმა, რომელიც ვარკეთილში უმისამართო სროლის შემდეგ დააკავეს