სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბინები, მანქანები, ნაკვეთები და საბანკო ანგარიშები - პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილის ქონება და ოჯახური ფოტოები
ბინები, მანქანები, ნაკვეთები და საბანკო ანგარიშები - პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილის ქონება და ოჯახური ფოტოები

"მთავ­რო­ბა­ში მობ­რუ­ნე­ბუ­ლი მი­ნის­ტრი" - სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასეც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, რო­მელ­მაც 2015 წელს პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრის პოს­ტი და­ტო­ვა, პო­ლი­ტი­კუ­რი არე­ნი­დან დრო­ე­ბით "გაქ­რა", 2019 წელს კი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად დაბ­რუნ­და.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს უკა­ნას­კნე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია და მას­თან ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რიც აქვს. შე­საძ­ლოა, სწო­რედ ღა­რი­ბა­ში­ლი ჩა­უდ­გეს სა­თა­ვე­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო შტაბს.

ცოტა ხნის წინ, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ" ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა და გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მა­ჯის სა­ა­თე­ბის ჯა­მუ­რი ფასი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს. ის და მისი მე­უღ­ლე ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა დროს ატა­რებ­დნენ 8 სა­ათს, თი­თო­ე­უ­ლის ფასი 18-დან 300 ათას ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი თა­ვად მი­ნის­ტრმა გა­ა­კე­თა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, პო­ლი­ტი­კამ­დე 10 წელი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან მუ­შა­ობ­და და ჰქონ­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი: "გან­სხვა­ვე­ბით, გარ­ყვნი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ. მთე­ლი ის ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნა­ხე­ვარ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­ა­თე­ბი მი­კე­თია, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შე­საყ­ვა­ნად.

მა­გა­ლითს გე­ტყვით, ეს არ არის ღია ინ­ფორ­მა­ცია - როცა პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვე­დი, ბოლო ორ წელ­ში, მქონ­და ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი შე­მო­სა­ვა­ლი. ეს არის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, კონ­სულ­ტა­ცი­ის გზით მი­ღე­ბუ­ლი, თუ ბიზ­ნეს და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებ­ში ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბით. პო­ლი­ტი­კამ­დე კი, გი­თხა­რით ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა, ვმუ­შა­ობ­დი ადა­მი­ან­თან, რომ­ლის გვერ­დი­თაც ვარ უკვე 17 წე­ლია...

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ა­თი მი­კე­თია, არც მე და არც ჩემს ოჯახს, არა­ვის­თვის არა­ფე­რი წაგ­ვირ­თმე­ვია და თუ რამე მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია და ამას გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ქო­ნე­ბას ფლობს, პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. მან ბო­ლოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2019 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს შე­ავ­სო.

მთავ­რო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შპს "ევრო-აზი­უ­რი მე­ნე­ჯმენტ ჯგუ­ფის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს მრჩევ­ლის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და, სა­დაც მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა 2018 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 169 926,87 ლარი შე­ად­გი­ნა.

უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ფლობს 121,8 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას თბი­ლის­ში, იმა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 16 კვ. მეტ­რის ავ­ტო­ფა­რეხს; დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე 170 კვ. მეტ­რი­სა და 159 კვ. მეტ­რის ბი­ნებს, ასე­ვე იმა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე ორ - 38 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი­სა და 11 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი, 2019 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი - აუდი A8, რო­მე­ლიც გან­ვა­დე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მიმ­დი­ნა­რე წელს 75 620 ევ­როდ აქვს შე­ძე­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, ღა­რი­ბაშ­ვილს სხვა­დას­ხვა სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე 44 357.53 ლარი; 169,31 დო­ლა­რი, ხოლო ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით, 50 000 ლარი ჰქონ­და.

თავ­დაც­ვის მი­ნისტრს მე­უღ­ლე და ოთხი შვი­ლი ჰყავს. ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მისი მე­უღ­ლე ფლობს 1 530 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს დაბა ბა­კუ­რი­ან­ში, რო­მე­ლიც 2019 წელს 76 500 დო­ლა­რად აქვს შე­ძე­ნი­ლი. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე: წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კალო
16

ეს კაცი "ღარიბაშვილის სიმამრის" სიძე არ არის?

მე პირადად, "ღარიბაშვილის სიმამრი" - თანამდებობა მეგონა.

თამარი
19

ღმერთო რა უბედურობაა, მთელი ცხოვრება ვშრომობ ექიმი ვარ და ამის მე 100 მაინც ხომ უნდა გქონდეს ადამიანს, გაუმაძღრობაა რა ,რა ქვეყანა უნდა ააშენონ ამ ხალხმა,რა ხალხის ჯავრი აქვთ, მომხვეჭელობა და დაუკმაყოფილობა.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბინები, მანქანები, ნაკვეთები და საბანკო ანგარიშები - პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილის ქონება და ოჯახური ფოტოები

ბინები, მანქანები, ნაკვეთები და საბანკო ანგარიშები - პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილის ქონება და ოჯახური ფოტოები

"მთავრობაში მობრუნებული მინისტრი" - საზოგადოებაში ასეც მოიხსენიებენ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც 2015 წელს პრემიერ- მინისტრის პოსტი დატოვა, პოლიტიკური არენიდან დროებით "გაქრა", 2019 წელს კი თავდაცვის მინისტრად დაბრუნდა.

გარდა ამისა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საარჩევნო პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად ჩაერთვება. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია და მასთან ნათესაური კავშირიც აქვს. შესაძლოა, სწორედ ღარიბაშილი ჩაუდგეს სათავეში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს.

ცოტა ხნის წინ, "რადიო თავისუფლებამ" ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გამოავლინა, რომ თავდაცვის მინისტრის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ის და მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი სხვადასხვა დროს ატარებდნენ 8 საათს, თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი თავად მინისტრმა გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, პოლიტიკამდე 10 წელი ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა და ჰქონდა ძალიან მაღალი შემოსავლები: "განსხვავებით, გარყვნილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. მთელი ის ინფორმაცია, რომ ნახევარმილიონიანი საათები მიკეთია, დამახინჯებული ფაქტებია, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.

მაგალითს გეტყვით, ეს არ არის ღია ინფორმაცია - როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში, მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი. ეს არის დეკლარირებული შემოსავალი, კონსულტაციის გზით მიღებული, თუ ბიზნეს და საერთაშორისო კომპანიებში ჩემი ჩართულობით. პოლიტიკამდე კი, გითხარით ჩემი გამოცდილება, ვმუშაობდი ადამიანთან, რომლის გვერდითაც ვარ უკვე 17 წელია...

რა მნიშვნელობა აქვს რა ღირებულების საათი მიკეთია, არც მე და არც ჩემს ოჯახს, არავისთვის არაფერი წაგვირთმევია და თუ რამე მაქვს, ყველაფერი დეკლარირებულია და ამას გულწრფელად ვამბობ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საინტერესოა, რა ქონებას ფლობს, პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი. მან ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 13 ოქტომბერს შეავსო.

მთავრობაში დაბრუნებამდე ღარიბაშვილი შპს "ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოზიციას იკავებდა, სადაც მისმა შემოსავალმა 2018 წლის განმავლობაში 169 926,87 ლარი შეადგინა.

უძრავ-მოძრავ ქონებას რაც შეეხება, ღარიბაშვილი ფლობს 121,8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, იმავე მისამართზე მდებარე 16 კვ. მეტრის ავტოფარეხს; დედაქალაქში მდებარე 170 კვ. მეტრისა და 159 კვ. მეტრის ბინებს, ასევე იმავე მისამართზე მდებარე ორ - 38 კვადრატული მეტრისა და 11 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომობილი, 2019 წელს გამოშვებული - აუდი A8, რომელიც განვადების ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წელს 75 620 ევროდ აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ღარიბაშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 44 357.53 ლარი; 169,31 დოლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 50 000 ლარი ჰქონდა.

თავდაცვის მინისტრს მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ფლობს 1 530 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს 76 500 დოლარად აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია ასევე: წაიკითხეთ სრულად

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

LIVE "ნიუსრუმიდან" - ხატია დეკანოიძე; ზვიად ძიძიგური

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბანთან მწყემსი დააკავეს