მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მონაცემებს აგროვებს თქვენს შესახებ და რამდენად უსაფრთხოა tik-toki - რეკომენდაციები, რომელიც აპლიკაციის მომხმარებლებს გამოადგებათ
რა მონაცემებს აგროვებს თქვენს შესახებ და რამდენად უსაფრთხოა tik-toki - რეკომენდაციები, რომელიც აპლიკაციის მომხმარებლებს გამოადგებათ

ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის Bytedance-ს აპ­ლი­კა­ცია TikTok მთელს მსოფ­ლი­ო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. იგი იძ­ლე­ვა აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ვი­დე­ო­ე­ბის და­უ­შა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. მის­და­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი პან­დე­მი­ის დროს გაჩ­ნდა. ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს სხვა­დას­ხვა სა­ხის გა­სარ­თო­ბი ვი­დე­ო­ე­ბის გან­თავ­სე­ბა, რა­მაც აპ­ლი­კა­ცი­ის ცნო­ბა­დო­ბა კი­დევ უფრო გა­ზარ­და.

აპ­ლი­კა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­შიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უკეთ ინ­ფორ­მი­რე­ბის, ინ­ტერ­ნე­ტის და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის ფონ­ზე თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა შე­ის­წავ­ლა TikTok-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი, აპ­ლი­კა­ცი­ის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის წამ­ყვა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

  • რა მო­ნა­ცე­მებს აგ­რო­ვებ საპ­ლი­კა­ცია ჩვენ შე­სა­ხებ?

აპ­ლი­კა­ცი­ის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მომ­ხმა­რებ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით. კერ­ძოდ, არ­სე­ბობს სამი სა­ხის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მცხოვ­რე­ბი პი­რე­ბის­თვის, ევ­რო­პის ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნა­ში შე­მა­ვალ ქვეყ­ნებ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში მცხოვ­რე­ბი პი­რე­ბის­თვის და სხვა ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, აპ­ლი­კა­ცი­ის იმ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მოქ­მე­დებს "სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის" გან­სა­ზღვრუ­ლი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა.

აპ­ლი­კა­ცი­ის სრუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მომ­ხმა­რებ­ლის რე­გის­ტრა­ცია. აპ­ლი­კა­ცი­ა­ში რე­გის­ტრა­ცი­ი­სას მომ­ხმა­რე­ბე­ლი გას­ცემს შემ­დე­გი სა­ხის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს: სა­ხე­ლი, და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი(როცა ხდე­ბა ამ მო­ნა­ცე­მის მი­თი­თე­ბა), ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თი ან/და ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი.

რე­გის­ტრა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით. თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი აპ­ლი­კა­ცი­ა­ში რე­გის­ტრი­რე­ბა Facebook-ის, Twitter-ის, Instagramის ან მსგავ­სი პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით, აპ­ლი­კა­ცია მომ­ხმა­რებ­ლის თან­ხმო­ბით, და­მა­ტე­ბი­თი­ღებს მი­თი­თე­ბულ პლატ­ფორ­მებ­ზე მომ­ხმა­რებ­ლის პი­რად გვერ­დზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­წილს. ამას­თან, აპ­ლი­კა­ცია აგ­რო­ვებს ინ­ფორ­მა­ცი­ას მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ქცე­ვის( მა­გა­ლი­თად, მომ­ხმა­რებ­ლის მიერ ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის) შე­სა­ხებ.

Google Playში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აპ­ლი­კა­ცია თქვენს მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში ჩა­წე­რი­სა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბის დროს მო­ი­თხოვს ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ მო­ნა­ცე­მებ­ზე და მო­წყო­ბი­ლო­ბის ფუნ­ქცი­ებ­ზე წვდო­მას:

  • მო­წყო­ბი­ლო­ბის და აპ­ლი­კა­ცი­ის ის­ტო­რია (Device & app history) - აღ­ნიშ­ნუ­ლი წვდო­მა აპ­ლი­კა­ცი­ას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში ჩა­წე­რი­ლი და მიმ­დი­ნა­რედ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის/პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად, თუ თქვენს მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში ჩა­წე­რი­ლი გაქვთ Facebook-ის, Viber-ისა და WhatsApp-ის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი და მიმ­დი­ნა­რედ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია ისი­ნი, TikTok-ის აპ­ლი­კა­ცი­ას შე­უძ­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. აპ­ლი­კა­ცი­ის­თვის მო­წყო­ბი­ლო­ბის და აპ­ლი­კა­ცი­ის ის­ტო­რი­ა­ზე წვდო­მის გა­თიშ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია;
  • მიკრო­ფო­ნი - აუ­დიო ჩა­წე­რა (Microphone - record audio) - აღ­ნიშ­ნუ­ლი წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბით აპ­ლი­კა­ცი­ას შე­უძ­ლია მო­წყო­ბი­ლო­ბის მიკრო­ფო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით ნე­ბის­მი­ერ დროს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ხმის ჩა­წე­რა, და­მა­ტე­ბი­თი და­დას­ტუ­რე­ბის გა­რე­შე.
  • ტე­ლე­ფო­ნის მეხ­სი­ე­რე­ბა (Storage) - მო­ცე­მუ­ლი წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბით აპ­ლი­კა­ცი­ას შე­უძ­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მო­წყო­ბი­ლო­ბის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ჩა­წე­რი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის წა­კი­თხვა/დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ჩა­წე­რა, წაშ­ლა ან რე­დაქ­ტი­რე­ბა.
  • მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი - ან­გა­რი­შის და­მა­ტე­ბა ან წაშ­ლა (Identity - add or remove accounts) - აღ­ნიშ­ნუ­ლი წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბით აპ­ლი­კა­ცი­ას შე­უძ­ლია მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში ან­გა­რი­შე­ბის (Account) და­მა­ტე­ბა, ამოშ­ლა და მათი პა­რო­ლე­ბის წაშ­ლა. მა­გა­ლი­თად, თუ თქვენს მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში ჩა­წე­რი­ლია Facebook-ის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, ამ წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბით TikTok-ის აპ­ლი­კა­ცი­ას შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ Facebook-ის რო­მე­ლი ან­გა­რი­ში არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ფონ­ში.
  • კა­მე­რა - ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბა (Camera - take pictures and videos) - მო­ცე­მუ­ლი წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბით აპ­ლი­კა­ცი­ას შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ დროს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს კა­მე­რა­ზე წვდო­მა (სუ­რა­თე­ბის და ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა) და­მა­ტე­ბი­თი და­დას­ტუ­რე­ბის გა­რე­შე. მა­გა­ლი­თად, TikToK-ის აპ­ლი­კა­ცი­ას შე­უძ­ლია მო­წყო­ბი­ლო­ბის კა­მე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­დეო ან ფოტო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ჩა­ი­წე­როს, მა­ში­ნაც კი რო­დე­საც აპ­ლი­კა­ცი­ას არ იყე­ნებთ.
  • Wi-Fi კავ­ში­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია (Wi-Fi connection information) - აღ­ნიშ­ნუ­ლი წვდო­მა აპ­ლი­კა­ცი­ას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ნე­ბის­მი­ერ დროს მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში უკა­ბე­ლო ქსელ­თან წვდო­მი­სა და უკა­ბე­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად, თუ თქვენს სახ­ლში გაქვთ უკა­ბე­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა (Wi-Fi) ინ­ტერ­ნეტ­თან კავ­ში­რი­სათ­ვის, რო­მელ­საც თქვე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბა უკავ­შირ­დე­ბა, TikToK-ის აპ­ლი­კა­ცია კი­თხუ­ლობს თქვე­ნი უკა­ბე­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბის და­სა­ხე­ლე­ბას.
  • კონ­ტაქ­ტე­ბი - კონ­ტაქ­ტე­ბის წა­კი­თხვა (Contacts - read your contacts) - მო­ცე­მუ­ლი წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბით აპ­ლი­კა­ცი­ას შე­უძ­ლია წა­ი­კი­თხოს მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში შე­ნა­ხუ­ლი ყვე­ლა სა­კონ­ტაქ­ტო მო­ნა­ცე­მე­ბი. მა­გა­ლი­თად, თუ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში ჩა­წე­რი­ლი გაქვთ თქვე­ნი ნაც­ნო­ბე­ბის სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი, ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი, ელ-ფოს­ტის მი­სა­მარ­თე­ბი და სხვა სა­კონ­ტაქ­ტო მო­ნა­ცე­მე­ბი, TikTok-ის აპ­ლი­კა­ცია კი­თხუ­ლობს ყვე­ლა ამ მო­ნა­ცემს.

რა მიზ­ნით ხდე­ბა მო­ნა­ცემ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა და რა ვა­დით ინა­ხე­ბა ისი­ნი ?

კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის პო­ლი­ტი­კის თა­ნახ­მად, აპ­ლი­კა­ცი­ის მიერ მომ­ხმა­რე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ნახ­ვა შე­საძ­ლოა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სინ­გა­პურ­ში ან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გან­თავ­სე­ბულ სერ­ვე­რებ­ზე, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ინა­ხე­ბა იქამ­დე სა­ნამ მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყე­ნებს აპ­ლი­კა­ცი­ას ან იქამ­დე სა­ნამ კომ­პა­ნი­ას აქვს ლე­გი­ტი­მუ­რი ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სი.

მომ­ხმა­რებ­ლის შე­სა­ხებ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლოა მოხ­დეს სხვა­დას­ხვა მიზ­ნით. მა­გა­ლი­თად, აპ­ლი­კა­ცი­ის ეფექ­ტი­ა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის, მათ შო­რის, მისი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის და პო­პუ­ლა­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბის, მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სერ­ვი­სის/რეკ­ლა­მის შე­თა­ვა­ზე­ბის მიზ­ნით.

მო­ნა­ცემ­თა გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით შეგ­რო­ვე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­ზე წვდო­მა აქვთ მე­სა­მე პი­რებ­საც

  • სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბელ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მარ­თულ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას;
  • ანა­ლი­ტი­კუ­რი სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბელ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც მათ შო­რის, აწარ­მო­ე­ბენ მიზ­ნობ­რივ რეკ­ლა­მებს;
  • სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ებს და სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ა­თა ქსე­ლებს, რომ­ლე­ბიც მათ შო­რის, აფა­სე­ბენ აპ­ლი­კა­ცი­ის რამ­დენ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა ნახა კონ­კრე­ტუ­ლი რეკ­ლა­მა, რა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს მომ­ხმა­რე­ბე­ლი აპ­ლი­კა­ცი­ის ფარ­გლებ­ში და სხვა ვებ-გვერ­დებ­ზე (აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­საძ­ლე­ბელს ხდის მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი რეკ­ლა­მის შე­თა­ვა­ზე­ბას).

და­ცუ­ლია თუ არა არას­რულ­წლო­ვან­თა უფ­ლე­ბე­ბი?

კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია რომ აპ­ლი­კა­ცია არ არის გან­კუთ­ვნი­ლი 13 წლამ­დე ასა­კის პირ­თათ­ვის. რიგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ასა­კი შე­საძ­ლოა იყოს ნაკ­ლე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნია მო­უ­წო­დებს ყვე­ლა იმ პირს, ვინც ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა მი­თი­თე­ბულ ასაკ­ზე ქვე­მოთ არას­რულ­წლო­ვან­თა მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა, კომ­პა­ნი­ას მი­ა­წო­დოს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია მი­თი­თე­ბულ ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თზე - privacy@tiktok.com.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბავ­შვის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა სპე­ცი­ა­ლურ, უფრო მკაცრ სტან­დარ­ტებ­სა და წე­სებს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, მსოფ­ლი­ო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი სწო­რედ ამ კუ­თხით კეთ­დე­ბა. კერ­ძოდ, რამ­დე­ნად მარ­ტი­ვი ენით აფრ­თხი­ლებს აპ­ლი­კა­ცია ბავ­შვებს მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ და რამ­დე­ნად სწო­რად ხდე­ბა მშობ­ლის თან­ხმო­ბის მო­პო­ვე­ბა.

TikTok-ის შემ­თხვე­ვა სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან მას შე­საძ­ლოა სარ­ე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი გა­აჩ­ნდეს ყვე­ლა სხვა აპ­ლი­კა­ცი­ის­თვის, რომ­ლე­ბიც ბავ­შვე­ბის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს ამუ­შა­ვე­ბენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა მონაცემებს აგროვებს თქვენს შესახებ და რამდენად უსაფრთხოა tik-toki - რეკომენდაციები, რომელიც აპლიკაციის მომხმარებლებს გამოადგებათ

რა მონაცემებს აგროვებს თქვენს შესახებ და რამდენად უსაფრთხოა tik-toki - რეკომენდაციები, რომელიც აპლიკაციის მომხმარებლებს გამოადგებათ

ჩინური კომპანიის Bytedance-ს აპლიკაცია TikTok მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი იძლევა აპლიკაციაში ვიდეოების დაუშავების შესაძლებლობას. მისდამი განსაკუთრებული ინტერესი პანდემიის დროს გაჩნდა. ცნობილმა ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს სხვადასხვა სახის გასართობი ვიდეოების განთავსება, რამაც აპლიკაციის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა.

აპლიკაცია საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენი მოქალაქეების უკეთ ინფორმირების, ინტერნეტის და ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე თითოეული ჩვენგანის პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა TikTok-ის ამჟამინდელი ფუნქციები, აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა დაცვის წამყვანი ორგანიზაციების რეკომენდაციები.

  • რა მონაცემებს აგროვებ საპლიკაცია ჩვენ შესახებ?

აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსხვავებულია მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კერძოდ, არსებობს სამი სახის კონფიდენციალურობის პოლიტიკა - ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირებისთვის, ევროპის ეკონომიკურ ზონაში შემავალ ქვეყნებში, შვეიცარიაში მცხოვრები პირებისთვის და სხვა ქვეყნებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის. შესაბამისად, აპლიკაციის იმ მომხმარებლებისთვის, რომელებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მოქმედებს "სხვა ქვეყნებისთვის" განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

აპლიკაციის სრული ფუნქციონალის გამოყენებისთვის აუცილებელია მომხმარებლის რეგისტრაცია. აპლიკაციაში რეგისტრაციისას მომხმარებელი გასცემს შემდეგი სახის პერსონალურ მონაცემებს: სახელი, დაბადების თარიღი(როცა ხდება ამ მონაცემის მითითება), ელექტრონული ფოსტის მისამართი ან/და ტელეფონის ნომერი.

რეგისტრაცია შესაძლებელია სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით. თუ მომხმარებელი აპლიკაციაში რეგისტრირება Facebook-ის, Twitter-ის, Instagramის ან მსგავსი პლატფორმის გამოყენებით, აპლიკაცია მომხმარებლის თანხმობით, დამატებითიღებს მითითებულ პლატფორმებზე მომხმარებლის პირად გვერდზე არსებული ინფორმაციის ნაწილს. ამასთან, აპლიკაცია აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლების ქცევის( მაგალითად, მომხმარებლის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების) შესახებ.

Google Playში დაფიქსირებული მონაცემებიდან გამომდინარე აპლიკაცია თქვენს მოწყობილობაში ჩაწერისა და მისი გამოყენების დროს მოითხოვს ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებზე და მოწყობილობის ფუნქციებზე წვდომას:

  • მოწყობილობის და აპლიკაციის ისტორია (Device & app history) - აღნიშნული წვდომა აპლიკაციას საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია მოწყობილობაში ჩაწერილი და მიმდინარედ გააქტიურებული აპლიკაციების/პროგრამების შესახებ. მაგალითად, თუ თქვენს მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ Facebook-ის, Viber-ისა და WhatsApp-ის აპლიკაციები და მიმდინარედ გააქტიურებულია ისინი, TikTok-ის აპლიკაციას შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის მიღება. აპლიკაციისთვის მოწყობილობის და აპლიკაციის ისტორიაზე წვდომის გათიშვა შეუძლებელია;
  • მიკროფონი - აუდიო ჩაწერა (Microphone - record audio) - აღნიშნული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობის მიკროფონის გამოყენებით ნებისმიერ დროს განახორციელოს ხმის ჩაწერა, დამატებითი დადასტურების გარეშე.
  • ტელეფონის მეხსიერება (Storage) - მოცემული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია განახორციელოს მოწყობილობის მეხსიერებაში ჩაწერილი მონაცემების წაკითხვა/დათვალიერება, ჩაწერა, წაშლა ან რედაქტირება.
  • მაიდენტიფიცირებელი მონაცემები - ანგარიშის დამატება ან წაშლა (Identity - add or remove accounts) - აღნიშნული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობაში ანგარიშების (Account) დამატება, ამოშლა და მათი პაროლების წაშლა. მაგალითად, თუ თქვენს მოწყობილობაში ჩაწერილია Facebook-ის მობილური აპლიკაცია, ამ წვდომის საშუალებით TikTok-ის აპლიკაციას შეუძლია მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ Facebook-ის რომელი ანგარიში არის დარეგისტრირებული ტელეფონში.
  • კამერა - ფოტო და ვიდეო გადაღება (Camera - take pictures and videos) - მოცემული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია ნებისმიერ დროს განახორციელოს კამერაზე წვდომა (სურათების და ვიდეოს გადაღება) დამატებითი დადასტურების გარეშე. მაგალითად, TikToK-ის აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობის კამერის საშუალებით ვიდეო ან ფოტო გამოსახულება ჩაიწეროს, მაშინაც კი როდესაც აპლიკაციას არ იყენებთ.
  • Wi-Fi კავშირის შესახებ ინფორმაცია (Wi-Fi connection information) - აღნიშნული წვდომა აპლიკაციას საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია მოწყობილობაში უკაბელო ქსელთან წვდომისა და უკაბელო მოწყობილობის დასახელების შესახებ. მაგალითად, თუ თქვენს სახლში გაქვთ უკაბელო მოწყობილობა (Wi-Fi) ინტერნეტთან კავშირისათვის, რომელსაც თქვენი მოწყობილობა უკავშირდება, TikToK-ის აპლიკაცია კითხულობს თქვენი უკაბელო მოწყობილობის დასახელებას.
  • კონტაქტები - კონტაქტების წაკითხვა (Contacts - read your contacts) - მოცემული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია წაიკითხოს მოწყობილობაში შენახული ყველა საკონტაქტო მონაცემები. მაგალითად, თუ მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ თქვენი ნაცნობების სახელები და გვარები, ტელეფონის ნომრები, ელ-ფოსტის მისამართები და სხვა საკონტაქტო მონაცემები, TikTok-ის აპლიკაცია კითხულობს ყველა ამ მონაცემს.

რა მიზნით ხდება მონაცემთა გამოყენება და რა ვადით ინახება ისინი ?

კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, აპლიკაციის მიერ მომხმარებელთან დაკავშირებით შეგროვებული მონაცემების შენახვა შესაძლოა განხორციელდეს სინგაპურში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერებზე, ხოლო აღნიშნული მონაცემები ინახება იქამდე სანამ მომხმარებელი იყენებს აპლიკაციას ან იქამდე სანამ კომპანიას აქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი.

მომხმარებლის შესახებ შეგროვებული მონაცემების გამოყენება შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა მიზნით. მაგალითად, აპლიკაციის ეფექტიანი ფუნქციონირების, მათ შორის, მისი გაუმჯობესების, განვითარების და პოპულარობის ხელშეწყობის, მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული სერვისის/რეკლამის შეთავაზების მიზნით.

მონაცემთა გამოყენების მიზნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აპლიკაციის საშუალებით შეგროვებულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მესამე პირებსაც

  • სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აპლიკაციის გამართულ ფუნქციონირებას;
  • ანალიტიკური სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მათ შორის, აწარმოებენ მიზნობრივ რეკლამებს;
  • სარეკლამო კომპანიებს და სარეკლამო კომპანიათა ქსელებს, რომლებიც მათ შორის, აფასებენ აპლიკაციის რამდენმა მომხმარებელმა ნახა კონკრეტული რეკლამა, რა სახის აქტივობებს ახორციელებს მომხმარებელი აპლიკაციის ფარგლებში და სხვა ვებ-გვერდებზე (აღნიშნული შესაძლებელს ხდის მომხმარებლის ინტერესების იდენტიფიცირებას და შესაბამისი რეკლამის შეთავაზებას).

დაცულია თუ არა არასრულწლოვანთა უფლებები?

კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებულია რომ აპლიკაცია არ არის განკუთვნილი 13 წლამდე ასაკის პირთათვის. რიგ შემთხვევაში, ეს ასაკი შესაძლოა იყოს ნაკლები ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. შესაბამისად, კომპანია მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც ფლობს ინფორმაციას, რომ აპლიკაციის საშუალებით ხდება მითითებულ ასაკზე ქვემოთ არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავება, კომპანიას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - privacy@tiktok.com.

გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვის პერსონალურ მონაცემების დამუშავება სპეციალურ, უფრო მკაცრ სტანდარტებსა და წესებს ექვემდებარება, მსოფლიოში განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ამ კუთხით კეთდება. კერძოდ, რამდენად მარტივი ენით აფრთხილებს აპლიკაცია ბავშვებს მონაცემთა დამუშავების შესახებ და რამდენად სწორად ხდება მშობლის თანხმობის მოპოვება.

TikTok-ის შემთხვევა საინტერესოა, რადგან მას შესაძლოა სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნდეს ყველა სხვა აპლიკაციისთვის, რომლებიც ბავშვების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ...

საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში 10 000-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება

სოფო ნიჟარაძე გოგონას დედა გახდა - სად დაიბადა და რა დაარქვა პატარას