მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
COVID-19: პანდემიის დროს ხანდაზმულთა საჭიროებები გაიზარდა - რა პრობლემები აქვთ ხანდაზმულებს და ვინ უზრუნველყოფს შინმოვლის სერვისებს?
COVID-19: პანდემიის დროს ხანდაზმულთა საჭიროებები გაიზარდა - რა პრობლემები აქვთ ხანდაზმულებს და ვინ უზრუნველყოფს შინმოვლის სერვისებს?

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მია ყვე­ლა­ზე მძი­მედ ხან­დაზ­მუ­ლებს შე­ე­ხო. ჯან­მრთე­ლო­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კის გარ­და, ვირუ­სის შე­სა­ჩე­რებ­ლად შე­მო­ღე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცია გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აი­სა­ხა მათ ცხოვ­რე­ბა­ზე. პან­დე­მია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა მარ­ტო მცხოვ­რე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ხან­დაზ­მუ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ახ­ლობ­ლე­ბის ან მათ­ზე მზრუნ­ვე­ლი პი­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე დარ­ჩნენ და შე­სა­ბა­მი­სად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა ისე­თი სერ­ვი­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ, რო­მე­ლიც ხან­დაზ­მუ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ზრუნ­ვას პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­შიც არ შე­წყვეტ­და.

მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის­თვის პრო­ფე­სი­უ­ლი შინ­მოვ­ლის სერ­ვი­სის ერთ-ერთი გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბა. პრო­ექ­ტი თბი­ლი­სის მე­რი­ა­სა და ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და გან­კუთ­ვნი­ლია სახ­ლს ან სა­წოლს მი­ჯაჭ­ვუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი პი­რე­ბის­თვის და ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო, ასე­ვე, სო­ცი­ა­ლურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზრუნ­ვას.

„ბევ­რჯერ ჩაგ­ვბე­რეს სული, გეხ­ვე­წე­ბი, ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი სი­ტყვე­ბით მო­მი­ქარ­გე მათ­ზე მად­ლო­ბა“ - ამ ფრა­ზით იწყებს და ას­რუ­ლებს სა­უ­ბარს 73 წლის ფი­ლო­ლო­გი, ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ცი­ა­ლა ზა­რი­ძე, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა და ერთი წლის წინ მომ­ხდარ ავა­რი­ის ტრავ­მებს დღემ­დე იშუ­შებს. შინ­მოვ­ლის პრო­ექ­ტის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია მისი მე­უღ­ლეც - ოთარ ზა­რი­ძე პრო­ფე­სო­რია, პე­და­გო­გის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, სა­წოლს 5 წლის წინ მი­ე­ჯაჭ­ვა და ცხოვ­რე­ბის ამ რე­ჟიმ­თან შე­გუ­ე­ბა დღემ­დე უჭირს. „ოთარს ინ­სულ­ტი აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, გან­გრე­ნაც და­ე­წყო და ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, უძ­რა­ვად ზის ამ­დე­ნი წე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ სულ სახ­ლში ვართ და პან­დე­მი­ამ­დეც იშ­ვი­ა­თად გავ­დი­ო­დი გა­რეთ, კო­რო­ნა­ვირუს­მა ძა­ლი­ან შეგ­ვა­ში­ნა, ემო­ცი­უ­რი ფონი იყო მძი­მე, იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა რომ ვე­რა­ვის ნა­ხუ­ლობ და არც ის იცი, რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩვენ მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფ­ში შევ­დი­ვართ და თით­ქოს ვე­მა­ლე­ბით ცხოვ­რე­ბას - წი­თე­ლი ჯვრის ექთ­ნე­ბის, „ჩემი“ გო­გო­ე­ბის გა­რე­შე არ ვიცი, რა გვეშ­ვე­ლე­ბო­და. ძა­ლი­ან გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნე­ბი არი­ან. მრა­ვა­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა გვაქვს და რო­გორც შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ისე გვივ­ლი­ან, ჩემს მე­უღ­ლეს მა­სა­ჟე­ბით ამ­დე­ნი წლის გა­ჩე­რე­ბუ­ლი ხე­ლიც კი აუ­მუ­შა­ვეს. წამ­ლე­ბი და სურ­სა­თიც მოგ­ვი­ტა­ნეს რამ­დენ­ჯერ­მე. იცით რამ­დენ­თან მი­დი­ან, სხვებს ჩემ­ზე მე­ტა­დაც უჭირთ..“

67 წლის ოთარ ბე­რი­ძე „იტა­ლი­უ­რი ეზოს“ ფარ­დულ­ში, სა­ხელ­და­ხე­ლოდ მო­წყო­ბილ ოთახ­ში მარ­ტო ცხოვ­რობს. სა­უბ­რის დროს გვიყ­ვე­ბა, რომ ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცი­ას გა­და­ურ­ჩა და კლი­ნი­კა­ში 3 თვი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ კურსს სახ­ლში აგ­რძე­ლებს. „ფეხი და­მეწ­ვა და მოკ­ვე­თას სას­წა­უ­ლით გა­და­ვურ­ჩი. რომ არა წი­თე­ლი ჯვრის ის ექთ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად მეხ­მა­რე­ბი­ან და ზრუ­ნა­ვენ ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. როცა გა­ვი­გე, რომ კა­რან­ტი­ნის მი­უ­ხე­და­ვად წი­თე­ლი ჯვა­რი ჩვენს დახ­მა­რე­ბას აგ­რძე­ლებ­და, გა­მი­ხარ­და, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ვე­რა­ვინ მნა­ხუ­ლობს და ექთ­ნე­ბის გა­რე­შე, სულ მარ­ტო დავ­რჩე­ბო­დი. წნე­ვას და შა­ქარს მი­ზო­მა­ვენ, წამ­ლებს მა­ს­მე­ვენ, მეხ­მა­რე­ბი­ან, საკ­ვე­ბი ამა­ნა­თე­ბი მო­მი­ტა­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემ­თვის სხვას ნაკ­ლე­ბად სცა­ლია..“

წი­თე­ლი ჯვრის შინ­მოვ­ლის პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის, ეკა გა­ხო­კი­ძის სი­ტყვე­ბით პან­დე­მი­ამ კი­დევ უფრო მე­ტად გა­ზარ­და სერ­ვის­ზე მო­თხოვ­ნა და გუნ­დი მუდ­მივ რე­ჟიმ­ში, სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს. „ჩვე­ნი ყვე­ლა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მკაც­რი იზო­ლა­ცი­ის დაც­ვა. ამი­ტომ, თუ მე­ზო­ბე­ლი ან ახ­ლო­ბე­ლი გარ­კვე­ულ­წი­ლად ზრუ­ნავ­და მათ­ზე, ისი­ნი ამას ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ. არა­და, დღეს, მათ სჭირ­დე­ბათ შეგ­რძნე­ბა, რომ არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღირ­სე­უ­ლი წევ­რე­ბი და არა ტვირ­თი. ისი­ნი არა მხო­ლოდ მოვ­ლას, არა­მედ, მუდ­მივ ზრუნ­ვას სა­ჭი­რო­ე­ბენ. ერთი მხრივ, ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სა­მე­დი­ცი­ნო მოვ­ლას, მე­ო­რე მხრივ, ვცდი­ლობთ მათ სო­ცი­ა­ლურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. ზო­გა­დად, არა­ერ­თი სერ­ვი­სი გვაქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ. დღის ცენ­ტრე­ბი ან თან­ხლე­ბის სერ­ვი­სი და მათ შო­რის, ჩემი აზ­რით, ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტია თა­ვად ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და თვით­დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს მათ ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბას და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ხელ­შე­წყო­ბას.“

წი­თე­ლი ჯვრის ექი­მი, თა­მარ ოდი­ლა­ვა­ძე ყო­ველ ახალ ბე­ნე­ფი­ცი­არს პი­რა­დად ეც­ნო­ბა, დე­ტა­ლუ­რად იკ­ვლევს ინ­ფორ­მა­ცი­ას და სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თან ერ­თად, პა­ცი­ენტზე ზრუნ­ვის გეგ­მას ად­გენს, რო­მელ­საც მათ­თან ერ­თად ექთ­ნის, ექთ­ნის ასის­ტენ­ტი­სა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან შემ­დგა­რი მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი ახორ­ცი­ე­ლებს. თა­მარ ოდი­ლა­ვა­ძე გვიყ­ვე­ბა, რომ ყო­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის პერ­მა­ნენ­ტუ­ლად მუ­შავ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მა და დგე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად, მის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ზრუნ­ვის გუნ­დი. სა­დაც ექი­მი პა­ცი­ენ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბებს ავ­ლენს, მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზეა ოჯა­ხის ან სტა­ცი­ო­ნა­რის ექიმ­თან, გა­წერს მოვ­ლის გან­რიგს და უზ­რუნ­ველ­ყოფს გუნ­დის კო­ორ­დი­ნი­რე­ბი­სა და სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­სის სრუ­ლი ციკ­ლის მო­ნი­ტო­რინგს. ექთა­ნი პა­ცი­ენ­ტის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო მოვ­ლა­ზე ზრუ­ნავს და მისი სა­მუ­შაო პრო­ცე­სი სხვა­დას­ხვა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას, ნა­წო­ლე­ბი­სა თუ ჭრი­ლო­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას, გა­დას­ხმის გა­კე­თე­ბას მო­ი­ცავს. მუდ­მივ რე­ჟიმ­ში, სწო­რედ ის აწარ­მო­ებს პა­ცი­ენ­ტის სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის კონ­ტროლს, რომ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ საქ­მის კურ­სში აყე­ნებს ოჯა­ხის ექიმს და დგე­ბა შემ­დგო­მი სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც. „თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ჩვე­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი, სახ­ლს ან სა­წოლს მი­ჯაჭ­ვუ­ლი პი­რე­ბი არი­ან, ვი­საც ძი­რი­თა­დად, ჩვენს გარ­და მზრუნ­ვე­ლი არა­ვინ ჰყავს, ექთ­ნის ასის­ტენტს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის პი­რად ჰი­გი­ე­ნა­ზე ზრუნ­ვის გარ­და, ხში­რად უწევს პა­ცი­ენ­ტის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის სი­სუფ­თა­ვე­ზე ზრუნ­ვაც ან მის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ სა­ყიდ­ლებ­ზე წას­ვლა.“

მო­ხა­ლი­სე­ე­ბის როლ­ზე სა­უბ­რი­სას თა­მარ ოდი­ლა­ვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ შინ მოვ­ლის გუნ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თვა­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან გა­წე­უ­ლი სა­მუ­შაო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.“მათი როლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, კო­ვიდ პან­დე­მი­ის დროს აღ­მოჩ­ნდა შე­უ­ფა­სე­ბე­ლი. ჩვე­ნი მიზ­ნობ­რი­ვი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის, ყვე­ლა­ზე რთულ დროს საკ­ვე­ბი, ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი თუ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, სწო­რედ, მათ მიჰ­ქონ­დათ. პან­დე­მი­ამ­დეც ისი­ნი, მუდ­მი­ვად, არი­ან ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­ზე ზრუნ­ვის სხვა­დას­ხვა პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­ნი. მა­გა­ლი­თად, თან­ხლე­ბის სერ­ვის­ში, რაც გუ­ლის­ხმობს გეგ­მი­ურ სა­კონ­სულ­ტა­ციო ვი­ზიტ­სა თუ კვლე­ვებ­ზე თან­ხლე­ბას, შე­საძ­ლოა ბან­კში ვი­ზიტს ან უბ­რა­ლოდ, მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ან სა­სე­ირ­ნოდ თან­ხლე­ბას, რად­გან მათი სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ვინ­მეს­თან კონ­ტაქ­ტი. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კი მათ­თვის, სწო­რედ ჩვენ ვართ სა­უბ­რის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რად­გან ან მარ­ტო­ხე­ლე­ბი არი­ან ან ჰყავთ შვი­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, მაგ­რამ ვერ ახერ­ხე­ბენ მათ­თვის დრო­ის დათ­მო­ბას და ასეთ დროს, მათი მო­ნა­ხუ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბის ვინ­მეს­თვის გა­ზი­ა­რე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია.“

სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი შინ მოვ­ლის გუნ­დის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნია, რო­მე­ლიც ექიმ­თან ერ­თად, ყო­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის ყო­ველკ­ვი­რე­ულ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას ად­გენს და აქ მისი, რო­გორც გუნ­დის წევ­რის როლი არ სრულ­დე­ბა. ერთ-ერთი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ფუნ­ქცია აქვს. სწო­რედ ის ზრუ­ნავს, რომ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი იყ­ვნენ. ამი­სათ­ვის, მას უწევს სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­სა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვი­ზი­ტი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მებ­ში მათ ჩარ­თუ­ლო­ბა­სა თუ დრო­ულ მი­წო­დე­ბა­ზე ზრუნ­ვა. ექი­მი ამ­ბობს, რომ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის სტა­ცი­ო­ნა­რი­დან გა­მო­წე­რის შემ­დგომ ეტაპ­ზეც სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის როლი უდი­დე­სი იყო.

თა­მარ ოდი­ლა­ვა­ძე იხ­სე­ნებს, რომ „პან­დე­მი­ის პირ­ველ დღე­ებ­ში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი გვი­რე­კავ­დნენ და აზუს­ტებ­დნენ- ხომ არ დარ­ჩე­ბოდ­ნენ ამ რთულ დროს მარ­ტოდ და მხარ­დაჭ­რის გა­რე­შე. კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ ბევ­რი რა­მის შეც­ვლა და გა­და­წყო­ბა მოგ­ვი­წია, რომ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­თან ვი­ზი­ტი ყო­ფი­ლი­ყო შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი, დრო­უ­ლი და რაც მთა­ვა­რია უსაფრ­თხო. ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში წი­თე­ლი ჯვრის დიდ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ და ყო­ველ ახალ გა­მოწ­ვე­ვა­ზე მყი­სი­ერ­მა რე­ა­გი­რე­ბამ რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ფაქ­ტობ­რი­ვად, ასო­ბით ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი­დან არა­ვინ დარ­ჩე­ნი­ლა პრო­ცე­სებს მიღ­მა.“

ექთ­ნის ასის­ტენ­ტი ნინო ოჩხი­კი­ძე ერთ-ერ­თია, ვინც ყო­ველ­დღი­უ­რად, დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე, უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლურ ეკი­პი­რე­ბას ირ­გებს და ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს კო­რო­ნა­ვირუს­ზე რე­ა­გი­რე­ბის პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით სტუმ­რობს. ნინო გვიყ­ვე­ბა, რომ ხან­დაზ­მუ­ლებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა უჭირთ.“ზოგ­თან დღე­ბი ისე გა­დის, არა­ვინ სტუმ­რობს და ვინ­მეს და­ნახ­ვას ნატ­რო­ბენ, რომ თუნ­დაც, სა­წოლ­ში გა­დაბ­რუ­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. ამ­ბო­ბენ, რომ ყუ­რა­დღე­ბა და სით­ბო სჭირ­დე­ბათ, რომ შვი­ლე­ბი რომ­ლე­ბიც გა­ზარ­დეს ხან­და­ხან მა­ინც და­ი­ნა­ხონ. გა­ნიც­დი­ან რომ ყვე­ლამ მი­ი­ვი­წყა და მო­ხუ­ცი არა­ვის სჭირ­დე­ბა, მათ აზრს არა­ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ყვე­ლა­ზე მე­ტად უნ­დათ იმის და­ნახ­ვა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბი­სა თუ პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­დე­ვად, ისი­ნი ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლოვ­ნე­ბი არი­ან.“

სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი შინ მოვ­ლის პრო­ექ­ტი აერ­თი­ა­ნებს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი ექი­მი-კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის, ექთ­ნე­ბის, ექთ­ნის ასის­ტენ­ტე­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის კვა­ლი­ფი­ცი­ურ გუნდს, რო­მე­ლიც ასო­ბით ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად ზრუ­ნავს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

COVID-19: პანდემიის დროს ხანდაზმულთა საჭიროებები გაიზარდა - რა პრობლემები აქვთ ხანდაზმულებს და ვინ უზრუნველყოფს შინმოვლის სერვისებს?

COVID-19: პანდემიის დროს ხანდაზმულთა საჭიროებები გაიზარდა - რა პრობლემები აქვთ ხანდაზმულებს და ვინ უზრუნველყოფს შინმოვლის სერვისებს?

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია ყველაზე მძიმედ ხანდაზმულებს შეეხო. ჯანმრთელობის მომატებული რისკის გარდა, ვირუსის შესაჩერებლად შემოღებული შეზღუდვები და სოციალური დისტანცირების შესახებ რეკომენდაცია განსხვავებულად აისახა მათ ცხოვრებაზე. პანდემია განსაკუთრებული გამოწვევა აღმოჩნდა მარტო მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისთვის, რომლებიც ახლობლების ან მათზე მზრუნველი პირების მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ და შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ისეთი სერვისების განხორციელებამ, რომელიც ხანდაზმულების ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნვას პანდემიის პირობებშიც არ შეწყვეტდა.

მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროფესიული შინმოვლის სერვისის ერთ-ერთი განმახორციელებელია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. პროექტი თბილისის მერიასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება და განკუთვნილია სახლს ან საწოლს მიჯაჭვული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველი პირებისთვის და ითვალისწინებს როგორც სამედიცინო, ასევე, სოციალურ და ფსიქოლოგიურ ზრუნვას.

„ბევრჯერ ჩაგვბერეს სული, გეხვეწები, ყველაზე ლამაზი სიტყვებით მომიქარგე მათზე მადლობა“ - ამ ფრაზით იწყებს და ასრულებს საუბარს 73 წლის ფილოლოგი, ყოფილი ჟურნალისტი, ციალა ზარიძე, რომელიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება და ერთი წლის წინ მომხდარ ავარიის ტრავმებს დღემდე იშუშებს. შინმოვლის პროექტის ბენეფიციარია მისი მეუღლეც - ოთარ ზარიძე პროფესორია, პედაგოგის მრავალწლიანი გამოცდილებით, საწოლს 5 წლის წინ მიეჯაჭვა და ცხოვრების ამ რეჟიმთან შეგუება დღემდე უჭირს. „ოთარს ინსულტი აქვს გადატანილი, განგრენაც დაეწყო და ოპერაცია დასჭირდა, უძრავად ზის ამდენი წელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სულ სახლში ვართ და პანდემიამდეც იშვიათად გავდიოდი გარეთ, კორონავირუსმა ძალიან შეგვაშინა, ემოციური ფონი იყო მძიმე, იმის გაცნობიერება რომ ვერავის ნახულობ და არც ის იცი, როდემდე გაგრძელდება, ყველაზე რთული აღმოჩნდა. ჩვენ მაღალი რისკის ჯგუფში შევდივართ და თითქოს ვემალებით ცხოვრებას - წითელი ჯვრის ექთნების, „ჩემი“ გოგოების გარეშე არ ვიცი, რა გვეშველებოდა. ძალიან გულისხმიერები და ყურადღებიანები არიან. მრავალი საჭიროება გვაქვს და როგორც შვილიშვილები ისე გვივლიან, ჩემს მეუღლეს მასაჟებით ამდენი წლის გაჩერებული ხელიც კი აუმუშავეს. წამლები და სურსათიც მოგვიტანეს რამდენჯერმე. იცით რამდენთან მიდიან, სხვებს ჩემზე მეტადაც უჭირთ..“

67 წლის ოთარ ბერიძე „იტალიური ეზოს“ ფარდულში, სახელდახელოდ მოწყობილ ოთახში მარტო ცხოვრობს. საუბრის დროს გვიყვება, რომ ფეხის ამპუტაციას გადაურჩა და კლინიკაში 3 თვიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ კურსს სახლში აგრძელებს. „ფეხი დამეწვა და მოკვეთას სასწაულით გადავურჩი. რომ არა წითელი ჯვრის ის ექთნები, რომლებიც მუდმივად მეხმარებიან და ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე, ძალიან გამიჭირდებოდა. როცა გავიგე, რომ კარანტინის მიუხედავად წითელი ჯვარი ჩვენს დახმარებას აგრძელებდა, გამიხარდა, რადგან კორონავირუსის გამო ვერავინ მნახულობს და ექთნების გარეშე, სულ მარტო დავრჩებოდი. წნევას და შაქარს მიზომავენ, წამლებს მასმევენ, მეხმარებიან, საკვები ამანათები მომიტანეს. სამწუხაროდ, ჩემთვის სხვას ნაკლებად სცალია..“

წითელი ჯვრის შინმოვლის პროექტის კოორდინატორის, ეკა გახოკიძის სიტყვებით პანდემიამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა სერვისზე მოთხოვნა და გუნდი მუდმივ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს. „ჩვენი ყველა ბენეფიციარი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მკაცრი იზოლაციის დაცვა. ამიტომ, თუ მეზობელი ან ახლობელი გარკვეულწილად ზრუნავდა მათზე, ისინი ამას ვეღარ ახერხებენ. არადა, დღეს, მათ სჭირდებათ შეგრძნება, რომ არიან საზოგადოების ღირსეული წევრები და არა ტვირთი. ისინი არა მხოლოდ მოვლას, არამედ, მუდმივ ზრუნვას საჭიროებენ. ერთი მხრივ, ჩვენ ვახორციელებთ სამედიცინო მოვლას, მეორე მხრივ, ვცდილობთ მათ სოციალურ ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ზოგადად, არაერთი სერვისი გვაქვს ამ მიმართულებით, მაგ. დღის ცენტრები ან თანხლების სერვისი და მათ შორის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია თავად ბენეფიციარების გაძლიერების ხელშეწყობა და თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს მათ ერთმანეთთან დაკავშირებას და საზოგადოებრივ აქტივობებში ხელშეწყობას.“

წითელი ჯვრის ექიმი, თამარ ოდილავაძე ყოველ ახალ ბენეფიციარს პირადად ეცნობა, დეტალურად იკვლევს ინფორმაციას და სოციალურ მუშაკთან ერთად, პაციენტზე ზრუნვის გეგმას ადგენს, რომელსაც მათთან ერთად ექთნის, ექთნის ასისტენტისა და მოხალისეებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდი ახორციელებს. თამარ ოდილავაძე გვიყვება, რომ ყოველი პაციენტისთვის პერმანენტულად მუშავდება ინდივიდუალური გეგმა და დგება კონკრეტულად, მის საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის გუნდი. სადაც ექიმი პაციენტის საჭიროებებს ავლენს, მუდმივ კონტაქტზეა ოჯახის ან სტაციონარის ექიმთან, გაწერს მოვლის განრიგს და უზრუნველყოფს გუნდის კოორდინირებისა და სამკურნალო პროცესის სრული ციკლის მონიტორინგს. ექთანი პაციენტისთვის აუცილებელ სამედიცინო მოვლაზე ზრუნავს და მისი სამუშაო პროცესი სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარებას, ნაწოლებისა თუ ჭრილობების დამუშავებას, გადასხმის გაკეთებას მოიცავს. მუდმივ რეჟიმში, სწორედ ის აწარმოებს პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლს, რომლის ნებისმიერი ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ საქმის კურსში აყენებს ოჯახის ექიმს და დგება შემდგომი სამოქმედო გეგმაც. „თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ბენეფიციარები, სახლს ან საწოლს მიჯაჭვული პირები არიან, ვისაც ძირითადად, ჩვენს გარდა მზრუნველი არავინ ჰყავს, ექთნის ასისტენტს ბენეფიციარის პირად ჰიგიენაზე ზრუნვის გარდა, ხშირად უწევს პაციენტის საცხოვრებელი პირობების სისუფთავეზე ზრუნვაც ან მისთვის აუცილებელ საყიდლებზე წასვლა.“

მოხალისეების როლზე საუბრისას თამარ ოდილავაძე აღნიშნავს, რომ შინ მოვლის გუნდის საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში მოხალისეებისგან გაწეული სამუშაო მნიშვნელოვანია.“მათი როლი, განსაკუთრებით, კოვიდ პანდემიის დროს აღმოჩნდა შეუფასებელი. ჩვენი მიზნობრივი ბენეფიციარებისთვის, ყველაზე რთულ დროს საკვები, ჰიგიენური საშუალებები თუ მედიკამენტები, სწორედ, მათ მიჰქონდათ. პანდემიამდეც ისინი, მუდმივად, არიან ბენეფიციარებზე ზრუნვის სხვადასხვა პროცესში ჩართულნი. მაგალითად, თანხლების სერვისში, რაც გულისხმობს გეგმიურ საკონსულტაციო ვიზიტსა თუ კვლევებზე თანხლებას, შესაძლოა ბანკში ვიზიტს ან უბრალოდ, მასთან კომუნიკაციას ან სასეირნოდ თანხლებას, რადგან მათი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესია ვინმესთან კონტაქტი. ხშირ შემთხვევაში კი მათთვის, სწორედ ჩვენ ვართ საუბრის, კომუნიკაციის ერთადერთი შესაძლებლობა, რადგან ან მარტოხელები არიან ან ჰყავთ შვილები, ახლობლები, მაგრამ ვერ ახერხებენ მათთვის დროის დათმობას და ასეთ დროს, მათი მონახულება საუბარი, საკუთარი მოსაზრებების ვინმესთვის გაზიარება სასიცოცხლოდ აუცილებელია.“

სოციალური მუშაკი შინ მოვლის გუნდის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია, რომელიც ექიმთან ერთად, ყოველი პაციენტისთვის ყოველკვირეულ სამოქმედო გეგმას ადგენს და აქ მისი, როგორც გუნდის წევრის როლი არ სრულდება. ერთ-ერთი საპასუხისმგებლო ფუნქცია აქვს. სწორედ ის ზრუნავს, რომ ბენეფიციარები მათთვის აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფილნი იყვნენ. ამისათვის, მას უწევს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციაში ვიზიტი და საჭიროებების მიხედვით, შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში მათ ჩართულობასა თუ დროულ მიწოდებაზე ზრუნვა. ექიმი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში, ბენეფიციარების სტაციონარიდან გამოწერის შემდგომ ეტაპზეც სოციალური მუშაკის როლი უდიდესი იყო.

თამარ ოდილავაძე იხსენებს, რომ „პანდემიის პირველ დღეებში ბენეფიციარები შეშინებულები გვირეკავდნენ და აზუსტებდნენ- ხომ არ დარჩებოდნენ ამ რთულ დროს მარტოდ და მხარდაჭრის გარეშე. კორონავირუსის გავრცელების კვალდაკვალ ბევრი რამის შეცვლა და გადაწყობა მოგვიწია, რომ ბენეფიციარებთან ვიზიტი ყოფილიყო შეუფერხებელი, დროული და რაც მთავარია უსაფრთხო. ფორსმაჟორულ სიტუაციებში წითელი ჯვრის დიდმა გამოცდილებამ და ყოველ ახალ გამოწვევაზე მყისიერმა რეაგირებამ რეალური შედეგი გამოიღო და ფაქტობრივად, ასობით ბენეფიციარიდან არავინ დარჩენილა პროცესებს მიღმა.“

ექთნის ასისტენტი ნინო ოჩხიკიძე ერთ-ერთია, ვინც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე, უსაფრთხოების სპეციალურ ეკიპირებას ირგებს და ბენეფიციარებს კორონავირუსზე რეაგირების პროტოკოლის მიხედვით სტუმრობს. ნინო გვიყვება, რომ ხანდაზმულებს ყველაზე მეტად ადამიანების გარეშე ყოფნა უჭირთ.“ზოგთან დღები ისე გადის, არავინ სტუმრობს და ვინმეს დანახვას ნატრობენ, რომ თუნდაც, საწოლში გადაბრუნებაში დაეხმაროს. ამბობენ, რომ ყურადღება და სითბო სჭირდებათ, რომ შვილები რომლებიც გაზარდეს ხანდახან მაინც დაინახონ. განიცდიან რომ ყველამ მიივიწყა და მოხუცი არავის სჭირდება, მათ აზრს არავინ ითვალისწინებს. ყველაზე მეტად უნდათ იმის დანახვა, რომ ყოველდღიური საქმეებისა თუ პრობლემების მიუხედევად, ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვნები არიან.“

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროფესიული შინ მოვლის პროექტი აერთიანებს სპეციალურად გადამზადებული ექიმი-კოორდინატორების, სოციალური მუშაკების, ექთნების, ექთნის ასისტენტებისა და მოხალისეების კვალიფიციურ გუნდს, რომელიც ასობით ბენეფიციარის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტრადიციული სეზონური აქცია გრძელდება

თსუ-ს ლექტორი ინგა მილორავა, რომლის დასახმარებლად საქველმოქმედო ჯგუფი შექმნეს, გარდაიცვალა

რამდენი ლარი იქნება ჯარიმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე მოძრაობაზე