მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიგარეტის მოხმარება მამაკაცებში შემცირებულია, სამწუხაროდ, ქალებში პირიქით გაზრდილია" - თამბაქო საქართველოში ყოველწლიურად მთლიანი სიკვდილიანობის 22%-ს იწვევს
"სიგარეტის მოხმარება მამაკაცებში შემცირებულია, სამწუხაროდ, ქალებში პირიქით გაზრდილია" - თამბაქო საქართველოში ყოველწლიურად მთლიანი სიკვდილიანობის 22%-ს იწვევს

სი­გა­რე­ტის, ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტის და ჩი­ლი­მის მოხ­მა­რე­ბა გო­გო­ნებ­სა და ბი­ჭებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი , - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ლელა სტუ­რუ­ამ „ფე­ის­ბუქ­ლა­ი­ვი­სას“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მოზ­რდილ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა შემ­ცირ­და მა­მა­კა­ცებ­ში, თუმ­ცა, ქა­ლებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი პი­რი­ქით გა­იზ­რდა. თუმ­ცა, რო­გორც სტუ­რუა ამ­ბობს, მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცია აჩ­ვე­ნებს, რომ მსგავ­სი მაჩ­ვე­ნებ­ლის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ქა­ლებ­შიც მოხ­მა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კლე­ბის­კენ მი­დის.

„ჩა­ტარ­და ევ­რო­პის სას­კო­ლო კვლე­ვა თამ­ბა­ქოს, ალ­კოჰო­ლის და ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 2016 წელ­საც გვქონ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და 2019 წლის მო­ნა­ცე­მებ­მა გვაჩ­ვე­ნა, რომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­გა­რე­ტის, ასე­ვე ელექტრო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტის და ჩი­ლი­მის მოხ­მა­რე­ბა რო­გორც გო­გო­ნებ­ში, ასე­ვე ბი­ჭებ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ერ­თო მო­სახ­ლე­ო­ბა­ში.

გარ­და ამი­სა, ჩა­ვა­ტა­რეთ მოზ­რდილ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში თამ­ბა­ქოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი კვლე­ვა, რო­მელ­მაც გვიჩ­ვე­ნა, რომ მცი­რე­დით, მაგ­რამ შემ­ცი­რე­ბუ­ლია თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა ზო­გად პო­პუ­ლა­ცი­ა­ში-შე­და­რე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცებ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ქა­ლებ­ში არის ოდ­ნავ გაზ­რდი­ლი მოხ­მა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სტუ­რუ­ამ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, რად­გან მისი მოხ­მა­რებთ გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა სა­ერ­თო რი­ცხვის 22%-ს შე­ად­გენს.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გა­მარ­ტე­ბით, თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­წყვლა­დი ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბაა.

„ბევ­რი სა­ერ­თო მო­დე­ბის წერ­ტი­ლია თამ­ბა­ქო­სა და კო­ვიდ 19-ს შო­რის, რა­მე­თუ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­ვიდ-19 უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­სუნ­თქ სის­ტე­მას აზი­ა­ნებს და მის გარ­თუ­ლე­ბას იწ­ვევს, რა­საც ჰქვია ატი­პი­უ­რი, ანუ ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნია. ამ თვალ­საზ­რი­სით, ერ­თის მხრივ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა­სა და მე­ო­რე მხრივ, კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ით დას­ნე­ბოვ­ნე­ბულ პი­როვ­ნე­ბებს შო­რის ბევ­რი სა­ერ­თო ზი­ა­ნია. ამი­ტომ, ამ სა­კი­თხზე ბევ­რი და დიდი დის­კუ­სი­აა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მოკ­ლედ შემ­დგომ მო­გახ­სე­ნებთ. მინ­და დღეს მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი გა­ვაჟ­ღე­რო- ყვე­ლამ უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ თამ­ბა­ქო გახ­ლავთ ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, იწ­ვევს 8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილს, რაც მსოფ­ლი­ო­ში სა­ერ­თო სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის 12-14%-ია. ამ მხრივ ჩვენ კი­დევ უფრო უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც თამ­ბა­ქო ყო­ველ­წი­უ­რად მთლი­ა­ნი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის 22%-ს იწ­ვევს. თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­წყვლა­დია ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"სიგარეტის მოხმარება მამაკაცებში შემცირებულია, სამწუხაროდ, ქალებში პირიქით გაზრდილია" - თამბაქო საქართველოში ყოველწლიურად მთლიანი სიკვდილიანობის 22%-ს იწვევს

"სიგარეტის მოხმარება მამაკაცებში შემცირებულია, სამწუხაროდ, ქალებში პირიქით გაზრდილია" - თამბაქო საქართველოში ყოველწლიურად მთლიანი სიკვდილიანობის 22%-ს იწვევს

სიგარეტის, ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოხმარება გოგონებსა და ბიჭებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ „ფეისბუქლაივისას“ განაცხადა.

მისი თქმით, მოზრდილ მოსახლეობაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თამბაქოს მოხმარება შემცირდა მამაკაცებში, თუმცა, ქალებში ეს მაჩვენებელი პირიქით გაიზრდა. თუმცა, როგორც სტურუა ამბობს, მსოფლიო ტენდენცია აჩვენებს, რომ მსგავსი მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ, რამდენიმე წელიწადში ქალებშიც მოხმარების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის.

„ჩატარდა ევროპის სასკოლო კვლევა თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, რომელიც 2016 წელსაც გვქონდა ჩატარებული და 2019 წლის მონაცემებმა გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის, ასევე ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოხმარება როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში და შესაბამისად, საერთო მოსახლეობაში.

გარდა ამისა, ჩავატარეთ მოზრდილ მოსახლეობაში თამბაქოს გავრცელების შემსწავლელი კვლევა, რომელმაც გვიჩვენა, რომ მცირედით, მაგრამ შემცირებულია თამბაქოს მოხმარება ზოგად პოპულაციაში-შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული მამაკაცებში, სამწუხაროდ, ქალებში არის ოდნავ გაზრდილი მოხმარება“, - განაცხადა სტურუამ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თამბაქოს მოხმარების მხრივ საქართველოში საკმაოდ რთული ვითარებაა, რადგან მისი მოხმარებთ გამოწვეული სიკვდილიანობა საერთო რიცხვის 22%-ს შეადგენს.

ამირან გამყრელიძის გამარტებით, თამბაქოს მოხმარების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი ახალგაზრდა თაობაა.

„ბევრი საერთო მოდების წერტილია თამბაქოსა და კოვიდ 19-ს შორის, რამეთუ მოგეხსენებათ, კოვიდ-19 უპირველეს ყოვლისა, სასუნთქ სისტემას აზიანებს და მის გართულებას იწვევს, რასაც ჰქვია ატიპიური, ანუ ვირუსული პნევმონია. ამ თვალსაზრისით, ერთის მხრივ თამბაქოს მოხმარებასა და მეორე მხრივ, კოვიდ ინფექციით დასნებოვნებულ პიროვნებებს შორის ბევრი საერთო ზიანია. ამიტომ, ამ საკითხზე ბევრი და დიდი დისკუსიაა, რომლის შესახებაც მოკლედ შემდგომ მოგახსენებთ. მინდა დღეს მთავარი გზავნილი გავაჟღერო- ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ თამბაქო გახლავთ ერთ-ერთი უპირველესი ფაქტი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს 8 მილიონი ადამიანის სიკვდილს, რაც მსოფლიოში საერთო სიკვდილიანობის 12-14%-ია. ამ მხრივ ჩვენ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, სადაც თამბაქო ყოველწიურად მთლიანი სიკვდილიანობის 22%-ს იწვევს. თამბაქოს მოხმარების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია ახალგაზრდა თაობა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკებით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დიდი მოგება ნახოს, რაც უზნეობაა" - ამირან გამყრელიძე

"4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - "მათგან 18 მუშევანიდანაა"