მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში მცხოვრები მამაკაცი მომაკვდავი მეგობრისთვის ქართული კერძების მომზადებაში დახმარებას ითხოვს - "ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ სიცოცხლის 2 თვე დარჩა..."
აშშ-ში მცხოვრები მამაკაცი მომაკვდავი მეგობრისთვის ქართული კერძების მომზადებაში დახმარებას ითხოვს - "ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ სიცოცხლის 2 თვე დარჩა..."

აშშ-ში, ოჰა­ი­ო­ში მცხოვ­რე­ბი ფი­ლიპ კო­ვალ­სკი მო­მაკ­ვდა­ვი მე­გობ­რის­თვის ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ითხოვს. ამ სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ კო­ვალ­სკიმ სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის - Spend 4 Seasons in Georgia-ს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე და­წე­რა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა:

"მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას. სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სას­წრა­ფო საქ­მე მაქვს და თქვე­ნი დახ­მა­რე­ბის იმე­დად ვარ. ფო­ტო­ზე ჩემი ახლო მე­გო­ბა­რია, რო­მელ­საც სიმ­სივ­ნის ბოლო სტა­დია აქვს და ცოტა ხნის წინ შე­ი­ტყო, რომ 2 კვი­რი­დან 2 თვემ­დე სი­ცო­ცხლის დრო დარ­ჩა... ის ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის ენ­თუ­ზი­ას­ტია და მინ­და მის­თვის ქარ­თუ­ლი სუფ­რის გა­კე­თე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად.

პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ ის ცხოვ­რობს დე­ი­ტონ­ში, ოჰა­ი­ოს შტატ­ში, სა­დაც ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი არ არის. შე­უძ­ლია ვინ­მეს დახ­მა­რე­ბა? იც­ნობთ ოჰა­ი­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან ქარ­თუ­ლი სუფ­რის კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში? თუ გა­მო­სა­ვა­ლი არ იქ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, ვეც­დე­ბი თა­ვა­დაც მო­ვამ­ზა­დო, მაგ­რამ არამ­გო­ნია ქარ­თვე­ლე­ბი­ვით გემ­რი­ე­ლი გა­მო­მი­ვი­დეს...." - წერს მი­მარ­თვა­ში კო­ვალ­სკი.

ემო­ცი­ურ პოსტს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბის­გან, ისე უცხო­ე­ლე­ბის­გან. მე­გობ­რის და­სახ­მა­რებ­ლად ფი­ლიპს სთა­ვა­ზო­ბენ მი­მარ­თოს აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს, აძ­ლე­ვენ მი­სა­მარ­თებს, სა­დაც შეძ­ლებს ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის შე­ძე­ნას და შემ­დეგ მომ­ზა­დე­ბას:

"თუ ახ­ლო­მახ­ლოს ქარ­თულ რეს­ტო­რანს ან მარ­კე­ტებს ვერ იპო­ვით, მა­ინც შეძ­ლებთ გემ­რი­ე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის­თვის ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის პოვ­ნას აშშ-ში. თუმ­ცა, ხა­ჭა­პუ­რის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ყვე­ლის პოვ­ნა კი გა­გი­ჭირ­დე­ბათ... ხინ­კა­ლის გა­კე­თე­ბით ძა­ლი­ან ისი­ა­მოვ­ნებთ, ლო­ბიო მარ­ტი­ვად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კერ­ძია. რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად შევ­ძლებთ თბი­ლი­სი­დან გა­ვუგ­ზავ­ნოთ სა­ჩუ­ქა­რი? მა­გა­ლი­თად ჩურ­ჩხე­ლა და სხვა, რის გაგ­ზავ­ნა­საც ამა­ნა­თით შევ­ძებთ?" - იდე­ას სთა­ვა­ზობს თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი ერთ-ერთი უცხო­ე­ლი.

"სწო­რედ ეს არის ნამ­დვი­ლი მე­გობ­რო­ბა! ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ თქვენ და თქვე­ნი მე­გო­ბა­რი, გჯე­რო­დეთ, რომ სას­წა­უ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად ხდე­ბა! სამ­წუ­ხა­როდ, ოჰა­ი­ო­დან შორს ვარ, თო­რემ სი­ა­მოვ­ნე­ბით და­გეხ­მა­რე­ბო­დით"

"იცით რა კერ­ძე­ბი უყ­ვარს? შე­მიძ­ლია იდე­ე­ბი მო­გა­წო­დოთ, მა­გა­ლი­თად ად­ვი­ლია სა­ცი­ვის და ბა­ჟეს გა­კე­თე­ბა, შე­მიძ­ლია ქარ­თუ­ლი სუ­ნე­ლე­ბი გა­მო­გიგ­ზავ­ნოთ" - დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ და საქ­ცი­ელს უქე­ბენ კო­ვალ­სკის ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფი­ლიპ კო­ვალ­სკიმ და­წე­რა, რომ აშშ-ში მდე­ბა­რე ერთ-ერ­თმა ქარ­თულ­მა რეს­ტო­რან­მა ქარ­თუ­ლი ღვი­ნო გა­უგ­ზავ­ნა, კარ­გი ამ­ბა­ვია ისიც, რომ ოჰა­ი­ო­ში მცხოვ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი და­უ­კავ­შირ­და და დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზეს ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში.

"მად­ლო­ბა ყვე­ლას! ქედს ვიხ­რი ქარ­თვე­ლე­ბის სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის გამო" - წერს კო­ვალ­სკი.

AMBEBI.GE ცდი­ლობს აშშ-ში და­უ­კავ­შირ­დეს მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბის მსურ­ველ მა­მა­კაცს და შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ის­ტო­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბას...

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მკითხველი
2

გულზე ძალიან მომხვდა... რა საშინელებაა, როდესაც იცი, რომ დღეები დათვლილი გაქვს... ღმერთმა გამძლეობა მისცეს.

ელენიკა
4

ოჰ, რატომ არ ვარ იქ? უგემრიელეს კერძებს გავუკეთებდი, განსაკუთრებით რაჭველების საფირმო "სახეს" ლობიანს, რაჭველებმმა ამაზე უკეთესი რა ვიცით! ღმერთმა გიშველოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

აშშ-ში მცხოვრები მამაკაცი მომაკვდავი მეგობრისთვის ქართული კერძების მომზადებაში დახმარებას ითხოვს - "ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ სიცოცხლის 2 თვე დარჩა..."

აშშ-ში მცხოვრები მამაკაცი მომაკვდავი მეგობრისთვის ქართული კერძების მომზადებაში დახმარებას ითხოვს - "ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ სიცოცხლის 2 თვე დარჩა..."

აშშ-ში, ოჰაიოში მცხოვრები ფილიპ კოვალსკი მომაკვდავი მეგობრისთვის ქართული კერძების მომზადებაში დახმარებას ითხოვს. ამ სურვილის შესახებ კოვალსკიმ სოციალური კამპანიის - Spend 4 Seasons in Georgia-ს "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა და დახმარება ითხოვა:

"მოგესალმებით ყველას. საქართველოსთან დაკავშირებული სასწრაფო საქმე მაქვს და თქვენი დახმარების იმედად ვარ. ფოტოზე ჩემი ახლო მეგობარია, რომელსაც სიმსივნის ბოლო სტადია აქვს და ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ 2 კვირიდან 2 თვემდე სიცოცხლის დრო დარჩა... ის ქართული კულინარიის ენთუზიასტია და მინდა მისთვის ქართული სუფრის გაკეთება, რაც შეიძლება სწრაფად.

პრობლემა იმაშია, რომ ის ცხოვრობს დეიტონში, ოჰაიოს შტატში, სადაც ქართული რესტორნები არ არის. შეუძლია ვინმეს დახმარება? იცნობთ ოჰაიში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ქართული სუფრის კერძების მომზადებაში? თუ გამოსავალი არ იქნება, რა თქმა უნდა, ვეცდები თავადაც მოვამზადო, მაგრამ არამგონია ქართველებივით გემრიელი გამომივიდეს...." - წერს მიმართვაში კოვალსკი.

ემოციურ პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ქართველებისგან, ისე უცხოელებისგან. მეგობრის დასახმარებლად ფილიპს სთავაზობენ მიმართოს აშშ-ში საქართველოს საელჩოს, აძლევენ მისამართებს, სადაც შეძლებს ქართული კერძების ინგრედიენტების შეძენას და შემდეგ მომზადებას:

"თუ ახლომახლოს ქართულ რესტორანს ან მარკეტებს ვერ იპოვით, მაინც შეძლებთ გემრიელი ქართული კერძებისთვის ინგრედიენტების პოვნას აშშ-ში. თუმცა, ხაჭაპურისთვის შესაფერისი ყველის პოვნა კი გაგიჭირდებათ... ხინკალის გაკეთებით ძალიან ისიამოვნებთ, ლობიო მარტივად მოსამზადებელი კერძია. როგორ ფიქრობთ, რამდენად შევძლებთ თბილისიდან გავუგზავნოთ საჩუქარი? მაგალითად ჩურჩხელა და სხვა, რის გაგზავნასაც ამანათით შევძებთ?" - იდეას სთავაზობს თბილისში მცხოვრები ერთ-ერთი უცხოელი.

"სწორედ ეს არის ნამდვილი მეგობრობა! ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი მეგობარი, გჯეროდეთ, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება! სამწუხაროდ, ოჰაიოდან შორს ვარ, თორემ სიამოვნებით დაგეხმარებოდით"

"იცით რა კერძები უყვარს? შემიძლია იდეები მოგაწოდოთ, მაგალითად ადვილია საცივის და ბაჟეს გაკეთება, შემიძლია ქართული სუნელები გამოგიგზავნოთ" - დახმარებას სთავაზობენ და საქციელს უქებენ კოვალსკის ქართველი და უცხოელი ინტერნეტმომხმარებლები.

მოგვიანებით, ფილიპ კოვალსკიმ დაწერა, რომ აშშ-ში მდებარე ერთ-ერთმა ქართულმა რესტორანმა ქართული ღვინო გაუგზავნა, კარგი ამბავია ისიც, რომ ოჰაიოში მცხოვრები რამდენიმე ქართველი დაუკავშირდა და დახმარება შესთავაზეს ქართული კერძების მომზადებაში.

"მადლობა ყველას! ქედს ვიხრი ქართველების სტუმარმასპინძლობისა და ადამიანურობის გამო" - წერს კოვალსკი.

AMBEBI.GE ცდილობს აშშ-ში დაუკავშირდეს მეგობრის დახმარების მსურველ მამაკაცს და შემოგთავაზებთ ისტორიის გაგრძელებას...

"შიგნით შესვლის მერე დაუცვიათ დისტანცია, "არაა სანერვიულო" - ხალხმრავლობა "ფაბრიკასთან", დისტანციის გარეშე

"მითხრა, წადი ახლა სახლში და ხათუნას გაუფრთხილდიო, მოეფერეო" - ზურა ხაჩიძის ემოციური პოსტი კახი კავსაძეზე

დღეს კახი კავსაძე 85 წლის გახდა - როგორ ულოცავს იუბილარ მსახიობს ბიძინა ივანიშვილი