საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"25 000 მოქალაქე, რომელმაც გადაწყვიტა ბინა შეეძინა, დაგვეტოვებინა ბედის ანაბარა და შენობების ჩონჩხები დარჩენილიყო თბილისში?" - გიორგი გახარია
"25 000 მოქალაქე, რომელმაც გადაწყვიტა ბინა შეეძინა, დაგვეტოვებინა ბედის ანაბარა და შენობების ჩონჩხები დარჩენილიყო თბილისში?" - გიორგი გახარია

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში პრე­მი­ერ-მი­ნისტრს უს­მე­ნენ. გი­ორ­გი გა­ხა­რია პარ­ლა­მენ­ტში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ფრაქ­ცი­ებ­მა ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წე­სით და­ი­ბა­რეს.

ერთ-ერთი სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც გა­ხა­რი­ას პა­სუ­ხის გა­ცე­მა მო­უხ­და, დე­ვე­ლო­პე­რე­ბის­თვის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მის ფარ­გლებ­ში, მთავ­რო­ბის მიერ იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბის თე­მაა. ამ კონ­ტექ­სტში გა­ხა­რი­ამ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა, როცა 2008 წლის კრი­ზი­სის შე­დეგ, უამ­რა­ვი მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩერ­და და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ღია ცის­ქვეშ დარ­ჩნენ:

"ბა­ტონ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძემ დაგ­ვი­წუ­ნა პრო­ექ­ტი, სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის მხარ­და­სა­ჭე­რად. ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ­მა 25 000-მდე მო­ქა­ლა­ქემ იპო­თე­კუ­რი სეს­ხით შე­ი­ძი­ნა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის­გან სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, პირ­ვე­ლი გა­დახ­დე­ბი და­ი­წყო ან შე­ნა­ტა­ნი შე­ი­ტა­ნა, ამ ხალ­ხის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი ჯერ აშე­ნე­ბუ­ლი არ არის და გა­მო­დის, რომ ბა­ტო­ნი რო­მა­ნი მთა­ვა­ზობ­და, სამ­შე­ნებ­ლო კო­მა­ნი­ე­ბი და ეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა ზუს­ტად ისე, რო­გორც მათ მი­ა­ტო­ვეს 2008 წელს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი რო­მელ­თაც ბი­ნე­ბი ჰქონ­დათ ნა­ყი­დი და ათო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის გა­რე­შე დარ­ჩა, მა­შინ როცა ფუ­ლის ნა­წი­ლი ჰქონ­დათ გა­დახ­დი­ლი.

ეს პრობ­ლე­მა ჩვენ დღემ­დე ვერ მო­ვაგ­ვა­რეთ და თბი­ლი­სის მე­რი­ას უწევს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რად­გან და­უმ­თავ­რე­ბე­ლი შე­ნო­ბე­ბი, ჩონ­ჩხე­ბი, რომ­ლი­თაც გა­და­ტე­ნი­ლია თბი­ლი­სი, არის სახ­ლე­ბი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებ­მა ფული გა­და­ი­ხა­დეს 2008 წლამ­დე და დღეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი არ აქვთ. აი, რას გვთა­ვა­ზობ­და ბა­ტო­ნი რო­მა­ნი, რომ 25 000 მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა ბინა შე­ე­ძი­ნა, თურ­მე უნდა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა ბე­დის ანა­ბა­რა და ეს პრო­ექ­ტე­ბიც ჩონ­ჩხე­ბი­ვით დარ­ჩე­ნი­ლი­ყო თბი­ლის­ში" - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
16

ანუ მე და ჩემნაირებმა უნდა ვუხადოთ 25 000 მოქალაქეს პროცენტი? ლოგიკაში რა გყავდა?

ადამიანი
66

მჯერა, რომ პრემიერი მართლა ზრუნავს ადამიანზე და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"25 000 მოქალაქე, რომელმაც გადაწყვიტა ბინა შეეძინა, დაგვეტოვებინა ბედის ანაბარა და შენობების ჩონჩხები დარჩენილიყო თბილისში?" - გიორგი გახარია

"25 000 მოქალაქე, რომელმაც გადაწყვიტა ბინა შეეძინა, დაგვეტოვებინა ბედის ანაბარა და შენობების ჩონჩხები დარჩენილიყო თბილისში?" - გიორგი გახარია

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც გახარიას პასუხის გაცემა მოუხდა, დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობის მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირების თემაა. ამ კონტექსტში გახარიამ "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდი გაიხსენა, როცა 2008 წლის კრიზისის შედეგ, უამრავი მშენებლობა შეჩერდა და მოქალაქეები ღია ცისქვეშ დარჩნენ:

"ბატონმა რომან გოცირიძემ დაგვიწუნა პროექტი, სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენმა 25 000-მდე მოქალაქემ იპოთეკური სესხით შეიძინა სამშენებლო კომპანიისგან საცხოვრებელი, პირველი გადახდები დაიწყო ან შენატანი შეიტანა, ამ ხალხის საცხოვრებელი ბინები ჯერ აშენებული არ არის და გამოდის, რომ ბატონი რომანი მთავაზობდა, სამშენებლო კომანიები და ეს მოქალაქეები მიმეტოვებინა ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს სამშენებლო კომპანიები, ადამიანები რომელთაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა, მაშინ როცა ფულის ნაწილი ჰქონდათ გადახდილი.

ეს პრობლემა ჩვენ დღემდე ვერ მოვაგვარეთ და თბილისის მერიას უწევს გადაწყვეტილებების მიღება, რადგან დაუმთავრებელი შენობები, ჩონჩხები, რომლითაც გადატენილია თბილისი, არის სახლები, სადაც ადამიანებმა ფული გადაიხადეს 2008 წლამდე და დღეს საცხოვრებელი არ აქვთ. აი, რას გვთავაზობდა ბატონი რომანი, რომ 25 000 მოქალაქე, რომელმაც გადაწყვიტა ბინა შეეძინა, თურმე უნდა დაგვეტოვებინა ბედის ანაბარა და ეს პროექტებიც ჩონჩხებივით დარჩენილიყო თბილისში" - განაცხადა გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას.

"არავინ არსად არ მიდის, ეს არის "ფეიკ ნიუსი" - წულუკიანი გახარიას შესაძლო გადადგომაზე

დაიშლება თუ არა ოპოზიციური ერთობა არჩევნებამდე - ვინ და რა შეიძლება იქცეს ოპოზიციის "განხეთქილების ვაშლად"?

LIVE: "360 გრადუსი" - ხატია დეკანოიძე, ლევან კობერიძე, ლადო კახაძე