სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობენ მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი და რძალი - საინტერესო დეტალები ედუარდსა და ადინაზე, რომელიც ძალიან ჰგავს დედამთილს
როგორ ცხოვრობენ მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი და რძალი - საინტერესო დეტალები ედუარდსა და ადინაზე, რომელიც ძალიან ჰგავს დედამთილს

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვაჟი ედუ­არ­დი მა­შინ და­ი­ბა­და, რო­დე­საც მა­მა­მი­სი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და. მა­შინ ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა შვილს სა­ხე­ლი მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა. თუმ­ცა გა­ირ­კვა, რომ სან­დრა რუ­ლოვ­სის მა­მა­საც ედუ­არ­დი ერ­ქვა და პო­ლი­ტი­კოს­მა სწო­რედ სი­მამ­რის პა­ტივ­სა­ცე­მად შე­ურ­ჩია შვილს სა­ხე­ლი.

ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტი­ვი ცხოვ­რე­ბა არ ჰქო­ნია. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ მა­მის პო­პუ­ლა­რო­ბამ ცოტა ხანს გას­ტა­ნა და მას შემ­დეგ მუდ­მი­ვად კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი იყო ოჯა­ხი. ამ­ბობ­დნენ, რომ ამას მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის უფ­რო­სი ვაჟი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­დნენ, რომ შვი­ლი სა­ჯა­რო­ო­ბის­თვის აე­რი­დე­ბი­ნათ და მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე იდგა მათ გვერ­დით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ედუ­არ­დმა ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა და სას­წავ­ლებ­ლად აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა. 2018 წელს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ედუ­არ­დი და­ქორ­წინ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბის რძა­ლი ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის გო­გო­ნა ადი­ნა სპერ­ტუს მელ­პუ­სია.

მა­შინ ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა რძლის შე­სა­ხებ მოკ­ლედ ისა­უბ­რა:

"ხა­ლი­სი­ა­ნად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი იმის გამო, რომ ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, სა­დაც გუ­შინ და­ვეს­წა­რი ჩემი შვი­ლის, ედუ­არ­დის ქორ­წილს. გუ­შინ­დე­ლი­ვით მახ­სოვს, მე თვი­თონ რო­გორ დავ­ქორ­წინ­დი ნიუ-იორკში, რო­გო­რი იყო სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა... რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ნი ერ­თად ჩა­მო­ვე­დით და გან­წყო­ბა მაქვს ძა­ლი­ან კარ­გი...

კარ­გი გო­გოა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა თუ არა. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ქარ­თვე­ლიც, უკ­რა­ი­ნე­ლიც და ავ­სტრა­ლი­ე­ლიც - ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან თბი­ლი ოჯა­ხია და მე­გობ­რუ­ლი ხალ­ხია", - ისა­უბ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილს სა­კუ­თა­რი ვებ-გვერ­დი აქვს, სა­დაც მის შე­სა­ხებ მცი­რე ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა უკვე მი­ი­ღო და მე­დი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს.

"მე ვარ ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი და აუ­დიო პრო­დი­უ­სე­რი. ვმუ­შა­ობ­დი Coda Story-ში ასო­ცი­რე­ბულ რე­დაქ­ტო­რად, პრო­დი­უ­სე­რად NPR-სა და WAMU’s 1A-ში, ასე­ვე ვმუ­შა­ობ­დი Planet Money-ში და WHYY-ში. 2017 წელს და­ვამ­თავ­რე სვარ­ტმო­რის კო­ლე­ჯი, სა­დაც ვის­წავ­ლე კი­ნო­სა და მე­დი­ის სა­კი­თხე­ბი“, - წერს ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მის მე­უღ­ლეს, ადი­ნა სპერ­ტუს მელ­პუსს, მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-მ სო­ცი­ა­ლურ ქსელ Linkedin-ზე მო­ი­პო­ვა. რო­გორც ადი­ნას ან­გა­რი­ში­დან ირ­კვე­ვა, 2019 წლის ზა­ფხულ­ში ის თბი­ლის­ში ერთ-ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში მუ­შა­ობ­და.

ადი­ნას სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ ის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია Caucasus Environmental NGO Network-სთვის მუ­შა­ობ­და 2019 წლის ივ­ნის­სა და აგ­ვის­ტო­ში. ამ პე­რი­ოდ­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლად სა­ქარ­თვე­ლო, თბი­ლი­სი აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. მისი საქ­მი­ა­ნო­ბა ეხე­ბო­და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბას სა­ნი­ტა­რი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის კუ­თხით.

მზია წე­რე­თე­ლი, სან­დრა რუ­ლოვ­სი, გი­უ­ლი ალა­სა­ნია ედუ­არდ და ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბი და ადი­ნა სპერ­ტუს მელ­პუ­სი, 2016 წელი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ადი­ნა რო­გორც გა­რეგ­ნუ­ლად, ისე ინ­ტე­რე­სე­ბით ძა­ლი­ან ჰგავს დე­დამ­თილს, სან­დრა რუ­ლოვსს. მა­საც ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დის მსგავ­სად, ჯან­დაც­ვის სფე­რო აინ­ტე­რე­სებს. მის სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა­ში ბევ­რი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­აა და საქ­მი­ა­ნობს ჯან­დაც­ვი­სა და კლი­მა­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­ში ადი­ნა მუ­შა­ობ­და მრჩევ­ლად, კონ­სულ­ტან­ტად და მკვლე­ვა­რად. ძი­რი­თა­დად, სა­მუ­შაო ად­გი­ლი აშშ-ია.

რაც შე­ე­ხე­ბა მის გა­ნათ­ლე­ბას, 2016 წელს კე­იპ­ტა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­რე­მო­სა და გე­ოგ­რა­ფი­ის მეც­ნი­ე­რე­ბებს სწავ­ლობ­და. 2013-2017 წლებ­ში - სვარ­ტმო­რის კო­ლე­ჯში, სა­დაც გა­იც­ნო კი­დეც ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ადი­ნა სპერ­ტუს მელ­პუს­მა 2019 წელს სწავ­ლა და­ი­წყო Hartie School of Governance-ში და 2021 წელს სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის მა­გის­ტრის ხა­რისხს მი­ი­ღებს.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ტროლი
103

ამერიკის დაზვერვის ახალგაზრდა თანამშრომელს სტაჟირება თბილისში გაუვლია წარმატებით. ველოდოთ ახალ სტაჟირებებს.........................

აკი
104

ვაი თქვენს პატრონს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორ ცხოვრობენ მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი და რძალი - საინტერესო დეტალები ედუარდსა და ადინაზე, რომელიც ძალიან ჰგავს დედამთილს

როგორ ცხოვრობენ მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი და რძალი - საინტერესო დეტალები ედუარდსა და ადინაზე, რომელიც ძალიან ჰგავს დედამთილს

მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი ედუარდი მაშინ დაიბადა, როდესაც მამამისი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში მინისტრის პოსტს იკავებდა. მაშინ ამბობდნენ, რომ სააკაშვილმა შვილს სახელი მაშინდელი პრეზიდენტის პატივსაცემად დაარქვა. თუმცა გაირკვა, რომ სანდრა რულოვსის მამასაც ედუარდი ერქვა და პოლიტიკოსმა სწორედ სიმამრის პატივსაცემად შეურჩია შვილს სახელი.

ედუარდ სააკაშვილს საქართველოში მარტივი ცხოვრება არ ჰქონია. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მამის პოპულარობამ ცოტა ხანს გასტანა და მას შემდეგ მუდმივად კრიტიკის ობიექტი იყო ოჯახი. ამბობდნენ, რომ ამას მესამე პრეზიდენტის უფროსი ვაჟი ძალიან განიცდიდა, მაგრამ მშობლები მუდმივად ცდილობდნენ, რომ შვილი საჯაროობისთვის აერიდებინათ და მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებზე იდგა მათ გვერდით.

საქართველოში სკოლის დამთავრების შემდეგ, ედუარდმა ქვეყანა დატოვა და სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრა. 2018 წელს ექსპრეზიდენტის ოფიციალური "ფეისბუქის" გვერდიდან ცნობილი გახდა, რომ ედუარდი დაქორწინდა. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა ადინა სპერტუს მელპუსია.

მაშინ ყოფილმა პრეზიდენტმა რძლის შესახებ მოკლედ ისაუბრა:

"ხალისიანად გამოვიყურები იმის გამო, რომ ახლა ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გუშინ დავესწარი ჩემი შვილის, ედუარდის ქორწილს. გუშინდელივით მახსოვს, მე თვითონ როგორ დავქორწინდი ნიუ-იორკში, როგორი იყო სტუდენტური ცხოვრება... რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ჩამოვედით და განწყობა მაქვს ძალიან კარგი...

კარგი გოგოა, რა მნიშვნელობა აქვს ებრაული წარმოშობისაა თუ არა. ძალიან კარგია, რომ ებრაული წარმოშობისაა, ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც - ამას მნიშვნელობა არ აქვს, რაც მთავარია, ძალიან თბილი ოჯახია და მეგობრული ხალხია", - ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა.

ედუარდ სააკაშვილს საკუთარი ვებ-გვერდი აქვს, სადაც მის შესახებ მცირე ინფორმაციის გაცნობაა შესაძლებელი. მან უმაღლესი განათლება უკვე მიიღო და მედიის მიმართულებით მუშაობს.

"მე ვარ ედუარდ სააკაშვილი, ჟურნალისტი და აუდიო პროდიუსერი. ვმუშაობდი Coda Story-ში ასოცირებულ რედაქტორად, პროდიუსერად NPR-სა და WAMU’s 1A-ში, ასევე ვმუშაობდი Planet Money-ში და WHYY-ში. 2017 წელს დავამთავრე სვარტმორის კოლეჯი, სადაც ვისწავლე კინოსა და მედიის საკითხები“, - წერს ედუარდ სააკაშვილი.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ადინა სპერტუს მელპუსს, მის შესახებ ინფორმაცია AMBEBI.GE-მ სოციალურ ქსელ Linkedin-ზე მოიპოვა. როგორც ადინას ანგარიშიდან ირკვევა, 2019 წლის ზაფხულში ის თბილისში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში მუშაობდა.

ადინას სამუშაო გამოცდილებაში მითითებული აქვს, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაცია Caucasus Environmental NGO Network-სთვის მუშაობდა 2019 წლის ივნისსა და აგვისტოში. ამ პერიოდში სამუშაო ადგილად საქართველო, თბილისი აქვს მითითებული. მისი საქმიანობა ეხებოდა სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის კუთხით.

მზია წერეთელი, სანდრა რულოვსი, გიული ალასანია ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები და ადინა სპერტუს მელპუსი, 2016 წელი

აღსანიშნავია რომ, ადინა როგორც გარეგნულად, ისე ინტერესებით ძალიან ჰგავს დედამთილს, სანდრა რულოვსს. მასაც ყოფილი პირველი ლედის მსგავსად, ჯანდაცვის სფერო აინტერესებს. მის სამუშაო გამოცდილებაში ბევრი სხვადასხვა კომპანიაა და საქმიანობს ჯანდაცვისა და კლიმატის მიმართულებით. სხვადასხვა კომპანიებში ადინა მუშაობდა მრჩევლად, კონსულტანტად და მკვლევარად. ძირითადად, სამუშაო ადგილი აშშ-ია.

რაც შეეხება მის განათლებას, 2016 წელს კეიპტაუნის უნივერსიტეტში გარემოსა და გეოგრაფიის მეცნიერებებს სწავლობდა. 2013-2017 წლებში - სვარტმორის კოლეჯში, სადაც გაიცნო კიდეც ედუარდ სააკაშვილი.

ადინა სპერტუს მელპუსმა 2019 წელს სწავლა დაიწყო Hartie School of Governance-ში და 2021 წელს სახელმწიფო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხს მიიღებს.