საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვენური უკმარისობის დროული დიაგნოსტირება და მართვა თავიდან აგვარიდებს მძიმე გართულებას - ვენების თრომბოზს
ვენური უკმარისობის დროული დიაგნოსტირება და მართვა თავიდან აგვარიდებს მძიმე გართულებას - ვენების თრომბოზს

დღის ბო­ლოს კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა, სიმ­ძი­მის და წვის შეგ­რძნე­ბა არც ისე უცხოა ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის, რაც უმე­ტე­სად ქრო­ნი­კულ ვე­ნურ უკ­მა­რი­სო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა­ში ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა გე­ნე­ტი­კურ და გა­რე­მო ფაქ­ტო­რებს, ასე­ვე პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და რაც მთა­ვა­რია, დრო­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას, მკურ­ნა­ლო­ბის სწო­რი ტაქ­ტი­კის შერ­ჩე­ვას.

მი­უ­ხე­და­ვად მკურ­ნა­ლო­ბი­სა, ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 60-70%-ს მა­ინც ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მა აწუ­ხებს. ეს პრობ­ლე­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იმა­ტებს ცხე­ლი კლი­მა­ტის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში. ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი ახ­ლოვ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს ქვუ-ს შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი ნელ-ნელა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც აქ­ტი­ურ­დე­ბა.

ამ თე­მა­ზე ვრცლად AMBEBI.GE-ს აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის სის­ხლძრღვთა ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი დე­ი­სა­ძე ესა­უბ­რა.

- რას წარ­მო­ად­გენს ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა?

- ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის დრო­საც ქვე­და კი­დუ­რის ვე­ნე­ბი ფარ­თოვ­დე­ბა, ხდე­ბა სარ­ქვე­ლე­ბის მოშ­ლა, რაც სიმპტო­მა­ტუ­რად ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბით, სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბით, დის­კომ­ფორ­ტით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ძლი­ერ­დე­ბა, დამ­ღლე­ლი დღის შემ­დეგ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ხან­გრძლი­ვი ფეხ­ზე დგო­მა, ან ჯდო­მი­თი სამ­სა­ხუ­რი უწევთ. რო­დე­საც ეს სიმპტო­მე­ბი მწვავ­დე­ბა, მძი­მე ფორ­მებ­ში გა­და­დის და მძი­მე გარ­თუ­ლე­ბას იწ­ვევს, ხდე­ბა ქვე­და კი­დუ­რის ვე­ნე­ბის დათ­რომბვა.

- რა ძი­რი­თა­დი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი არ­სე­ბობს ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის და ვინ შე­დის ამ რისკ-ჯგუფ­ში?

- არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი - ერთ-ერთი გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კვე­ულ როლს თა­მა­შობს. ასე­ვე არას­წო­რი ცხოვ­რე­ბის წესი, ჭარ­ბი წონა, სიმ­სუქ­ნე, არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი. ამას­თან, ამ და­ა­ვა­დე­ბით ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მე­ტად ავად­დე­ბი­ან, ვიდ­რე მა­მა­კა­ცე­ბი. მათ­ში უფრო ხში­რია, ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა, თუმ­ცა არც მა­მა­კა­ცებ­შია იშ­ვი­ა­თი.

- ქალ­ბა­ტო­ნებ­ში ამ და­ა­ვა­დე­ბის სიხ­ში­რეს რა იწ­ვევს?

- მა­გა­ლი­თად, წო­ნის უე­ცა­რი მო­მა­ტე­ბა. უმე­ტე­სად პრობ­ლე­მე­ბი ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ჩნდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბოლო კვი­რე­ბი­დან, რაც ორ­სუ­ლო­ბის შემ­დე­გაც გრძელ­დე­ბა.

ზო­გა­დად, წო­ნის მო­მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აი, რა ხდე­ბა ქვე­და კი­დუ­რებ­ზე, ამ უხეშ შე­და­რე­ბას ჩემს პა­ცი­ენ­ტებს ხში­რად ვე­უბ­ნე­ბი - წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ადა­მი­ანს ზედ­მე­ტი 5 კილო რომ ეჭი­როს ხელ­ში და ასე და­დი­ო­დეს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია, ეს ტვირ­თი და­დოს, მა­შინ­ვე შვე­ბას იგ­რძნობს, ასე­ვეა აქაც, თუ წო­ნა­ში 3-5 კი­ლოგ­რა­მით და­იკ­ლე­ბენ, ან თა­ვის წო­ნას და­უბ­რუნ­დე­ბი­ან, პრობ­ლე­მა უკან და­ი­ხევს, თუ არა­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო გამ­წვავ­დე­ბა და გაღ­რმავ­დე­ბა.

- რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ქრო­ნი­კულ ვე­ნურ უკ­მა­რი­სო­ბას ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა ახა­სი­ა­თებს, თუმ­ცა ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა იცის გუ­ლის, თირკმლის და­ა­ვა­დე­ბებ­მაც. რო­გორ ამო­ვიც­ნოთ ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა?

- დიახ, ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს რო­გორც ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბით, ასე­ვე გუ­ლის, თირკმლის ან სახ­სრე­ბის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით, თუმ­ცა ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბის მი­ზე­ზი და­ახ­ლო­ე­ბით 70%-ში, ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბაა. ქვუ-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­შუ­პე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ხა­სი­ა­თო სიმპტო­მი ისაა, რომ დი­ლას ჩამ­ცხრა­ლია და ამ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი გრძნო­ბენ შე­ღა­ვათს.

სა­ღა­მოს კი გან­სა­კუთ­რე­ბით კოჭთან შე­შუ­პე­ბა იმა­ტებს. იმი­სათ­ვის, რომ დავ­რწმუნ­დეთ შე­შუ­პე­ბის მი­ზე­ზი არის თუ არა ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა, საკ­მა­რი­სია საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა დოპ­ლე­რის მე­თო­დით. ამის შემ­დეგ კი ხდე­ბა სის­ხლძარ­ღვის გამ­ტა­რებ­ლო­ბის, სიჩ­ქა­რის, სარ­ქვე­ლე­ბის ფუნ­ქცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, სის­ხლძარ­ღვის ზო­მე­ბი­სა და დი­ა­მეტ­რის შე­ფა­სე­ბა. ამ გა­მოკ­ვლე­ვა­ში ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი კარ­გად ჩანს.

- ზა­ფხუ­ლი მო­დის, ცხე­ლი თვე­ე­ბი, ამ სე­ზო­ნის მო­ახ­ლო­ვე­ბას­თან ერ­თად რა­ტომ მწვავ­დე­ბა ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა?

- ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა მთე­ლი წელი აწუ­ხებს პა­ცი­ენტს, თუმ­ცა ცხე­ლი დღე­ე­ბის მო­ახ­ლო­ვე­ბას­თან ერ­თად იმა­ტებს ტემ­პე­რა­ტუ­რა, ორ­გა­ნიზ­მი კარ­გავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხეს, რაც თა­ვის მხრივ იწ­ვევს სის­ხლის სიბ­ლან­ტის გაზ­რდას. რთულ­დე­ბა სის­ხლის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ქვე­და კი­დუ­რე­ბი­დან გუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად ქვე­და კი­დუ­რებ­ში იზ­რდე­ბა სის­ხლის ნა­კა­დი, აწ­ვე­ბა ისე­დაც გა­ფარ­თო­ვე­ბულ პე­რი­ფე­რი­ულ ვე­ნებს და ვი­თარ­დე­ბა ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა, სიმ­ძი­მი­სა და დის­კომ­ფორ­ტის შეგ­რძნე­ბა.

ამ პე­რი­ოდ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად გვე­კი­თხე­ბი­ან - ზღვა­ზე წას­ვლა თუ შე­იძ­ლე­ბა? სი­ცხეს, მზეს, ცხელ ქვი­შას უნდა მო­ვე­რი­დოთ, - ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის კარ­გი. რაც შე­ე­ხე­ბა ზღავ­ზე ცურ­ვას, დი­ლის სა­ა­თებ­ში ან მზის გა­დას­ვლის შემ­დეგ, სა­სარ­გებ­ლოც კი არის, ასე­ვე უსაფრ­თხოა და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია და­ხუ­რულ აუზ­ში ცურ­ვა.

- რო­გო­რია ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და სამ­კურ­ნა­ლო რე­კო­მე­ნა­ცი­ე­ბი?

- ვი­საც დად­გე­ნი­ლი აქვს ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა, თვითმფრი­ნა­ვით ფრე­ნა, გე­მით, ან მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რო­ბა დი­დად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის, ამი­ტომ სპე­ცი­ა­ლუ­რი, ელას­ტი­უ­რი წინ­დე­ბი უნდა მო­ირ­გონ, ესაა პრე­ვენ­ცი­აც და დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაც, რომ გარ­თუ­ლე­ბა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ. ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა, მსუ­ბუქ ფორ­მებ­ში აქვთ, კარ­გია ფე­ხით სე­ირ­ნო­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვა, ფეხ­ზე ერთ ად­გი­ლას დგო­მა, დამ­ჯდა­რი ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა; მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წო­ნის კო­რექ­ცია - ჭარ­ბწო­ნი­ან პი­რებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჭარ­ბი წო­ნი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

- ე.ი. ერთ ად­გი­ლას ჯდო­მას და დგო­მას უნდა მო­ე­რი­დონ... ვთქვათ და ადა­მი­ან­მა წონა დი­ე­ტი­თა და ვარ­ჯი­შით და­ა­რე­გუ­ლი­რა, არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა მო­ეხ­სნე­ბა?

- დიახ, პრობ­ლე­მა და­რე­გუ­ლირ­დე­ბა. ჭარ­ბი წო­ნის მქო­ნე პი­რებს ზა­ფხუ­ლის წინა პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ვურ­ჩევ 3-5 კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბას. ჭარ­ბი წო­ნი­სას ასე­ვე ზე­წო­ლა იზ­რდე­ბა ხერ­ხე­მალ­ზე, სის­ხლძარ­ღვებ­ზე, სახ­სრებ­ზე... ამი­ტომ, წო­ნის კო­რექ­ცია და­ა­ვა­დე­ბე­ბის გარ­თუ­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გზაა.

- სა­უბ­რის და­სა­წყის­ში აღ­ნიშ­ნეთ, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს თრომ­ბი. რა ხდე­ბა თრომ­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

- ვე­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა თრომ­ბია. თრომ­ბოფ­ლე­ბი­ტი - ღრმა ვე­ნე­ბის თრომ­ბო­ზი, ან ზე­და­პი­რუ­ლი ვე­ნე­ბის თრომ­ბო­ზია. ასე რომ, ერთი შე­ხედ­ვით, უწყი­ნა­რი და მარ­ტი­ვი და­ა­ვა­დე­ბა სა­ში­შიც ხდე­ბა იმი­ტომ, რომ სის­ხლი ვე­ნე­ბი­დან უკან, გუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობს და „თრომ­ბის მო­წყვე­ტის“ (ხალ­ხურ ენა­ზე რომ ვთქვათ) რის­კი ჩნდე­ბა.

შემ­დგომ ფილ­ტვის არ­ტე­რი­ა­ში გა­დას­ვლა, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გარ­თუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ამ და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს. ამას­თან, სა­ხი­ფა­თოა ტრო­ფი­კუ­ლი წყლუ­ლიც, რო­მე­ლიც უფრო და­ავ­დე­ბის გვი­ან სტა­დი­ებ­ში ჩნდე­ბა, როცა პა­ცი­ენტს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აწუ­ხებს და­ა­ვა­დე­ბა და ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს. ამ დროს იც­ვლე­ბა კა­ნის ფერი, მო­ყა­ვის­ფრო ხდე­ბა, შემ­დეგ მუქ­დე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ქედა კი­დურს სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის, შე­საძ­ლოა, და­ჩირ­ქდეს, სეფ­სი­სი გან­ვი­თარ­დეს.

- ბ-ნო გი­ორ­გი, რას გვე­ტყვით მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე? ვე­ნო­აქ­ტი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის არ­ჩე­ვი­სას რას უნდა მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა? ეს პრე­პა­რა­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ექი­მის მიერ უნდა შე­ირ­ჩეს თუ შე­საძ­ლოა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე მათი მი­ღე­ბა?

- რა თქმა უნდა, პა­ცი­ენ­ტებს და­ა­ვა­დე­ბის შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბის კუ­პი­რე­ბის­თვის ყო­ველ­თვის ვურ­ჩევთ ვე­ნო­აქ­ტი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბას, რო­მელ­საც ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­თაც იძე­ნენ, რად­გან ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არა­რე­ცეპ­ტულ ფორ­მას გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. ვე­ნო­აქ­ტი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, აუ­ცი­ლებ­ლად ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს შე­მად­გენ­ლო­ბას, მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას, რამ­დე­ნად გა­მოც­დი­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლია ესა თუ ის პრე­პა­რა­ტი ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში, რამ­დე­ნად სან­დო, ეფექ­ტი­ა­ნი და უსაფრ­თხოა, რამ­დე­ნად აქვს მას და­ა­ვა­დე­ბის პა­თო­ლო­გი­ურ კე­რა­ზე მოქ­მე­დე­ბის უნა­რი, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით.

თუმ­ცა, ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ა­ვა­დე­ბის სტა­დი­ის დად­გე­ნა, საფრ­თხე­ე­ბის შე­ფა­სე­ბა, უმ­ჯო­ბე­სია, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, მოხ­დეს დოპ­ლე­რით გა­მოკ­ვლე­ვა, რად­გან ხში­რად მე­ნი­კა­მენ­ტო­ზურ თე­რა­პი­ას­თან ერ­თად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ელას­ტი­უ­რი წინ­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც, რისი შერ­ჩე­ვაც მხო­ლოდ ექი­მის კომ­პე­ტენ­ცი­აა. თუ ადა­მი­ა­ნებს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი აქვს ქვუ, ვე­ნო­ტო­ნუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა 6 თვე­ში ერთხელ ორი-სამი თვით არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

- რას ურ­ჩევ­დით მათ, ვი­საც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს ქვუ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რისკ-ჯგუფს წარ­მო­ად­გენს?

- რო­დე­საც პა­ცი­ენტს დად­გე­ნი­ლი აქვს ქვუ, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რია: ელას­ტი­უ­რი კომ­პრე­სია, წო­ნის კონ­ტრო­ლი, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცურ­ვა, ფე­ხით სი­ა­რუ­ლი, სე­ირ­ნო­ბა სა­ღა­მოს ერთი სა­ა­თი მა­ინც და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი კურ­სით ვე­ნო­აქ­ტი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი თე­რა­პი­ის შერ­ჩე­ვი­სას დიდი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩემი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რე­კო­მენ­და­ცი­ას ვუ­წევ ევ­რო­პა­ში ცნო­ბი­ლი, GMP-ისა და ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მქო­ნე ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია „ვალ­მარ­კის“ მიერ წარ­მო­ე­ბულ პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ორი­გი­ნალ ბრენ­დს „ვა­რიქ­სი­ნალს“. ჩემ­თვის, რო­გორც პრაქ­ტი­კო­სი ექი­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი გახ­ლავთ ის, რომ „ვა­რიქ­სი­ნა­ლის“ კომ­პო­ნენ­ტე­ბი კომ­პლექ­სუ­რად მოქ­მე­დე­ბენ ქვუ-ის გა­მომ­წვევ ყვე­ლა პა­თო­ლო­გი­ურ კე­რა­ზე და ამ­ცი­რე­ბენ შე­მა­წუ­ხე­ბელ სიმპტო­მებს, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით. ამავდრო­უ­ლად, „ვა­რიქ­სი­ნალს“ გა­აჩ­ნია სამ­კურ­ნა­ლო მოქ­მე­დე­ბა.

აუმ­ჯო­ბე­სებს, რო­გორც სის­ხლძარ­ღვო­ვან და კუნ­თო­ვა­ნი ტო­ნუსს, ასე­ვე მიკ­რო­ცირ­კუ­ლა­ცი­ას, აღად­გენს სის­ხლძარ­ღვის სტრუქ­ტუ­რას და იცავს პა­ცი­ენტს და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბი­სა­გან, ამ­ცი­რებს ტრო­ფი­კუ­ლი წყლუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია „ვა­რიქ­სი­ნა­ლის“ მა­ღა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა ხან­გრძლი­ვი თე­რა­პი­ის დრო­საც. მას გა­მოშ­ვე­ბის ორი ფორ­მა აქვს: ვა­რიქ­სი­ნა­ლი აბი და ვა­რიქ­სი­ნა­ლი გელი, რაც და­მა­ტე­ბი­თი კომ­ფორ­ტია, რად­გან პა­ცი­ენტს შეგ­ვიძ­ლია შევ­თა­ვა­ზოთ, რო­გორც კომ­პლექ­სუ­რი თე­რა­პია, ასე­ვე საპ­რე­ვენ­ციო და სამ­კურ­ნა­ლო კურ­სის მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ფორ­მა.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­ცი­ენ­ტმა და­იც­ვას ყვე­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია, რად­გან ეს გახ­ლავთ ვე­ნურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის ჯაჭ­ვი, და თუკი ერთ კრი­ტე­რი­უმს არ ვას­რუ­ლებთ, ძნე­ლია გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­დე­გის მი­ღე­ბა და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
6

რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება ამ პრეპარატის მიღება და რა სახელით შეგვიძლია შევიძინოთ იტალიაში

მალვინა
1

უნიჭიერესი ექიმი წარმატებები გიორგი ექიმო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვენური უკმარისობის დროული დიაგნოსტირება და მართვა თავიდან აგვარიდებს მძიმე გართულებას - ვენების თრომბოზს

ვენური უკმარისობის დროული დიაგნოსტირება და მართვა თავიდან აგვარიდებს მძიმე გართულებას - ვენების თრომბოზს

დღის ბოლოს კიდურების შეშუპება, სიმძიმის და წვის შეგრძნება არც ისე უცხოა ადამიანთა უმრავლესობისთვის, რაც უმეტესად ქრონიკულ ვენურ უკმარისობას უკავშირდება. ამ დაავადების მართვაში ყურადღება ექცევა გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს, ასევე პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და რაც მთავარია, დროულ დიაგნოსტიკას, მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას.

მიუხედავად მკურნალობისა, ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ს მაინც ქრონიკული ვენური უკმარისობის სხვადასხვა ფორმა აწუხებს. ეს პრობლემები განსაკუთრებულად იმატებს ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებში. ზაფხულის სეზონი ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვუ-ს შემაწუხებელი სიმპტომები ნელ-ნელა საქართველოს მოსახლეობაშიც აქტიურდება.

ამ თემაზე ვრცლად AMBEBI.GE-ს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის სისხლძრღვთა ქირურგიის განყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დეისაძე ესაუბრა.

- რას წარმოადგენს ქრონიკული ვენური უკმარისობა?

- ქრონიკული ვენური უკმარისობა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც ქვედა კიდურის ვენები ფართოვდება, ხდება სარქველების მოშლა, რაც სიმპტომატურად ქვედა კიდურების შეშუპებით, სიმძიმის შეგრძნებით, დისკომფორტით გამოიხატება. ეს ყველაფერი საღამოს საათებში ძლიერდება, დამღლელი დღის შემდეგ, როდესაც ადამიანებს ხანგრძლივი ფეხზე დგომა, ან ჯდომითი სამსახური უწევთ. როდესაც ეს სიმპტომები მწვავდება, მძიმე ფორმებში გადადის და მძიმე გართულებას იწვევს, ხდება ქვედა კიდურის ვენების დათრომბვა.

- რა ძირითადი გამომწვევი მიზეზები არსებობს ქრონიკული ვენური უკმარისობის და ვინ შედის ამ რისკ-ჯგუფში?

- არსებობს რამდენიმე ფაქტორი - ერთ-ერთი გენეტიკური ფაქტორია, რომელიც დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს. ასევე არასწორი ცხოვრების წესი, ჭარბი წონა, სიმსუქნე, არაჯანსაღი ცხოვრების წესი. ამასთან, ამ დაავადებით ქალბატონები მეტად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. მათში უფრო ხშირია, ქრონიკული ვენური უკმარისობა, თუმცა არც მამაკაცებშია იშვიათი.

- ქალბატონებში ამ დაავადების სიხშირეს რა იწვევს?

- მაგალითად, წონის უეცარი მომატება. უმეტესად პრობლემები ორსულობის პერიოდში ჩნდება, განსაკუთრებით, ბოლო კვირებიდან, რაც ორსულობის შემდეგაც გრძელდება.

ზოგადად, წონის მომატებასთან დაკავშირებით, აი, რა ხდება ქვედა კიდურებზე, ამ უხეშ შედარებას ჩემს პაციენტებს ხშირად ვეუბნები - წარმოიდგინეთ, ადამიანს ზედმეტი 5 კილო რომ ეჭიროს ხელში და ასე დადიოდეს მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ საკმარისია, ეს ტვირთი დადოს, მაშინვე შვებას იგრძნობს, ასევეა აქაც, თუ წონაში 3-5 კილოგრამით დაიკლებენ, ან თავის წონას დაუბრუნდებიან, პრობლემა უკან დაიხევს, თუ არადა, ეს ყველაფერი უფრო გამწვავდება და გაღრმავდება.

- როგორც აღვნიშნეთ, ქრონიკულ ვენურ უკმარისობას ქვედა კიდურების შეშუპება ახასიათებს, თუმცა ქვედა კიდურების შეშუპება იცის გულის, თირკმლის დაავადებებმაც. როგორ ამოვიცნოთ ქრონიკული ვენური დაავადება?

- დიახ, ქვედა კიდურების შეშუპება შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ვენური უკმარისობით, ასევე გულის, თირკმლის ან სახსრების სხვადასხვა დაავადებებით, თუმცა ქვედა კიდურების შეშუპების მიზეზი დაახლოებით 70%-ში, ქრონიკული ვენური უკმარისობაა. ქვუ-ით გამოწვეული შეშუპების ყველაზე სახასიათო სიმპტომი ისაა, რომ დილას ჩამცხრალია და ამ დროს ადამიანები გრძნობენ შეღავათს.

საღამოს კი განსაკუთრებით კოჭთან შეშუპება იმატებს. იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ შეშუპების მიზეზი არის თუ არა ვენური უკმარისობა, საკმარისია საკმაოდ მარტივი ულტრაბგერითი კვლევა დოპლერის მეთოდით. ამის შემდეგ კი ხდება სისხლძარღვის გამტარებლობის, სიჩქარის, სარქველების ფუნქციური მდგომარეობის, სისხლძარღვის ზომებისა და დიამეტრის შეფასება. ამ გამოკვლევაში ყველა მონაცემი კარგად ჩანს.

- ზაფხული მოდის, ცხელი თვეები, ამ სეზონის მოახლოვებასთან ერთად რატომ მწვავდება ვენური უკმარისობა?

- ქრონიკული ვენური უკმარისობა მთელი წელი აწუხებს პაციენტს, თუმცა ცხელი დღეების მოახლოვებასთან ერთად იმატებს ტემპერატურა, ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლის სიბლანტის გაზრდას. რთულდება სისხლის გადანაწილება ქვედა კიდურებიდან გულის მიმართულებით, შესაბამისად ქვედა კიდურებში იზრდება სისხლის ნაკადი, აწვება ისედაც გაფართოვებულ პერიფერიულ ვენებს და ვითარდება ქვედა კიდურების შეშუპება, სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება.

ამ პერიოდში პაციენტები ხშირად გვეკითხებიან - ზღვაზე წასვლა თუ შეიძლება? სიცხეს, მზეს, ცხელ ქვიშას უნდა მოვერიდოთ, - ეს ყველაფერი არ არის კარგი. რაც შეეხება ზღავზე ცურვას, დილის საათებში ან მზის გადასვლის შემდეგ, სასარგებლოც კი არის, ასევე უსაფრთხოა და რეკომენდებულია დახურულ აუზში ცურვა.

- როგორია ქრონიკული ვენური უკმარისობის საპრევენციო ღონისძიებები და სამკურნალო რეკომენაციები?

- ვისაც დადგენილი აქვს ქრონიკული ვენური უკმარისობა, თვითმფრინავით ფრენა, გემით, ან მატარებლით მგზავრობა დიდად რეკომენდებული არ არის, ამიტომ სპეციალური, ელასტიური წინდები უნდა მოირგონ, ესაა პრევენციაც და დამცავი საშუალებაც, რომ გართულება თავიდან ავიცილოთ. ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული ვენური უკმარისობა, მსუბუქ ფორმებში აქვთ, კარგია ფეხით სეირნობა. არ შეიძლება სიმძიმეების აწევა, ფეხზე ერთ ადგილას დგომა, დამჯდარი ტელევიზორის ყურება; მნიშვნელოვანია წონის კორექცია - ჭარბწონიან პირებში აუცილებელია ჭარბი წონისაგან გათავისუფლება.

- ე.ი. ერთ ადგილას ჯდომას და დგომას უნდა მოერიდონ... ვთქვათ და ადამიანმა წონა დიეტითა და ვარჯიშით დაარეგულირა, არსებული პრობლემა მოეხსნება?

- დიახ, პრობლემა დარეგულირდება. ჭარბი წონის მქონე პირებს ზაფხულის წინა პერიოდში განსაკუთრებით ვურჩევ 3-5 კილოგრამის დაკლებას. ჭარბი წონისას ასევე ზეწოლა იზრდება ხერხემალზე, სისხლძარღვებზე, სახსრებზე... ამიტომ, წონის კორექცია დაავადებების გართულების თავიდან აცილების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

- საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ამ დაავადების გართულება შეიძლება იყოს თრომბი. რა ხდება თრომბის შემთხვევაში?

- ვენური დაავადების ყველაზე სერიოზული გართულება თრომბია. თრომბოფლებიტი - ღრმა ვენების თრომბოზი, ან ზედაპირული ვენების თრომბოზია. ასე რომ, ერთი შეხედვით, უწყინარი და მარტივი დაავადება საშიშიც ხდება იმიტომ, რომ სისხლი ვენებიდან უკან, გულის მიმართულებით მოძრაობს და „თრომბის მოწყვეტის“ (ხალხურ ენაზე რომ ვთქვათ) რისკი ჩნდება.

შემდგომ ფილტვის არტერიაში გადასვლა, ერთ-ერთი ყველაზე რთული გართულებაა, რომელიც ამ დაავადებას ახასიათებს. ამასთან, სახიფათოა ტროფიკული წყლულიც, რომელიც უფრო დაავდების გვიან სტადიებში ჩნდება, როცა პაციენტს მთელი ცხოვრება აწუხებს დაავადება და ყურადღებას არ აქცევს. ამ დროს იცვლება კანის ფერი, მოყავისფრო ხდება, შემდეგ მუქდება და ეს ყველაფერი ქედა კიდურს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, შესაძლოა, დაჩირქდეს, სეფსისი განვითარდეს.

- ბ-ნო გიორგი, რას გვეტყვით მედიკამენტოზურ მკურნალობაზე? ვენოაქტიური მედიკამენტების არჩევისას რას უნდა მიექცეს ყურადღება? ეს პრეპარატი აუცილებლად ექიმის მიერ უნდა შეირჩეს თუ შესაძლოა ექიმის დანიშნულების გარეშე მათი მიღება?

- რა თქმა უნდა, პაციენტებს დაავადების შემაწუხებელი სიმპტომების კუპირებისთვის ყოველთვის ვურჩევთ ვენოაქტიური მედიკამენტების მიღებას, რომელსაც ხშირად ადამიანები საკუთარი სურვილითაც იძენენ, რადგან ეს მედიკამენტები არარეცეპტულ ფორმას განეკუთვნებიან. ვენოაქტიური მედიკამენტების შერჩევისას, აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს შემადგენლობას, მწარმოებელ კომპანიას, რამდენად გამოცდილი და აღიარებულია ესა თუ ის პრეპარატი ევროპულ ქვეყნებში, რამდენად სანდო, ეფექტიანი და უსაფრთხოა, რამდენად აქვს მას დაავადების პათოლოგიურ კერაზე მოქმედების უნარი, დადასტურებული კლინიკური კვლევებით.

თუმცა, ყოველთვის მნიშვნელოვანია დაავადების სტადიის დადგენა, საფრთხეების შეფასება, უმჯობესია, როგორც აღვნიშნე, მოხდეს დოპლერით გამოკვლევა, რადგან ხშირად მენიკამენტოზურ თერაპიასთან ერთად აუცილებელია ელასტიური წინდების გამოყენებაც, რისი შერჩევაც მხოლოდ ექიმის კომპეტენციაა. თუ ადამიანებს დიაგნოსტირებული აქვს ქვუ, ვენოტონური მედიკამენტების მიღება 6 თვეში ერთხელ ორი-სამი თვით არის რეკომენდებული.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც დადასტურებული აქვს ქვუ და ამ მიმართულებით რისკ-ჯგუფს წარმოადგენს?

- როდესაც პაციენტს დადგენილი აქვს ქვუ, რეკომენდაციები შემდეგნაირია: ელასტიური კომპრესია, წონის კონტროლი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ასევე მნიშვნელოვანია ცურვა, ფეხით სიარული, სეირნობა საღამოს ერთი საათი მაინც და რეკომენდებული კურსით ვენოაქტიური მედიკამენტების გამოყენება.

როგორც უკვე აღვნიშნე, მედიკამენტოზური თერაპიის შერჩევისას დიდი სიფრთხილე გვმართებს. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე რეკომენდაციას ვუწევ ევროპაში ცნობილი, GMP-ისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მქონე ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ მიერ წარმოებულ პრემიუმ ხარისხის ორიგინალ ბრენდს „ვარიქსინალს“. ჩემთვის, როგორც პრაქტიკოსი ექიმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის, რომ „ვარიქსინალის“ კომპონენტები კომპლექსურად მოქმედებენ ქვუ-ის გამომწვევ ყველა პათოლოგიურ კერაზე და ამცირებენ შემაწუხებელ სიმპტომებს, რაც დადასტურებულია კლინიკური კვლევებით. ამავდროულად, „ვარიქსინალს“ გააჩნია სამკურნალო მოქმედება.

აუმჯობესებს, როგორც სისხლძარღვოვან და კუნთოვანი ტონუსს, ასევე მიკროცირკულაციას, აღადგენს სისხლძარღვის სტრუქტურას და იცავს პაციენტს დაავადების გამწვავებისაგან, ამცირებს ტროფიკული წყლულის განვითარების რისკს. მნიშვნელოვანია „ვარიქსინალის“ მაღალი უსაფრთხოება ხანგრძლივი თერაპიის დროსაც. მას გამოშვების ორი ფორმა აქვს: ვარიქსინალი აბი და ვარიქსინალი გელი, რაც დამატებითი კომფორტია, რადგან პაციენტს შეგვიძლია შევთავაზოთ, როგორც კომპლექსური თერაპია, ასევე საპრევენციო და სამკურნალო კურსის მისთვის სასურველი ფორმა.

მინდა აღვნიშნო, რომ ქრონიკული ვენური უკმარისობის პრევენციისა და მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია პაციენტმა დაიცვას ყველა აღნიშნული რეკომენდაცია, რადგან ეს გახლავთ ვენურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჯაჭვი, და თუკი ერთ კრიტერიუმს არ ვასრულებთ, ძნელია გრძელვადიანი შედეგის მიღება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ჯანმრთელობას გისურვებთ!

R

ყველაზე გავრცელებული მეთოდები, როგორ ითვისებენ უკანონოდ მოხუცების ქონებას?

კომპანია „ალმამ“ GOLDEN BRAND-ის მიმდინარე წლის დაჯილდოებაზე N1 სარეკლამო კომპანიის ტიტული მიიღო

რა ნიშნით გამოარჩია ქართული ხარისხის ფონდმა კლინიკა ჰეალაინი და მიანიჭა მას ხარისხის ნიშანი?