მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასაქმებულებს, კარანტინის შემდეგაც სახლიდან სურთ მუშაობა - კვლევის მოულოდნელი შედეგი
დასაქმებულებს, კარანტინის შემდეგაც სახლიდან სურთ მუშაობა - კვლევის მოულოდნელი შედეგი

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის სა­წყის ეტაპ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ის იყო, თუ რო­გორ გა­აგ­რძე­ლებ­დნენ მუ­შა­ო­ბას სახ­ლი­დან, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში. ახლა კი, როცა უკვე შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნა და ადა­მი­ა­ნე­ბი ეტა­პობ­რი­ვად სა­მუ­შაო ად­გი­ლებს უბ­რუნ­დე­ბი­ან, შე­საძ­ლოა, აღარც გხიბ­ლავ­დეთ ოფის­ში წას­ვლის იდეა.

ახალ ზე­ლან­დი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ სწო­რედ მსგავ­სი რამ აჩ­ვე­ნა. უფრო ზუს­ტად კი, კვლე­ვის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბის დროს ადა­მი­ა­ნე­ბი ისე­თი­ვე, ან უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ, რო­გორც ოფის­ში მუ­შა­ო­ბი­სას, ხოლო და­საქ­მე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­მუ­შაო ად­გილ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა არ სურს და დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბის დროს თავს უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "გარ­დი­ა­ნი" წერს.

თუ ახა­ლი ზე­ლან­დი­ის მა­გა­ლითს გან­ვი­ხი­ლავთ, იზო­ლა­ცი­ის დროს, ისე­ვე, რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ბევ­რი და­საქ­მე­ბუ­ლის­თვის სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი იყო და საქ­მის დის­ტან­ცი­უ­რად კე­თე­ბა პირ­ვე­ლად მო­უ­წი­ათ.

ოტა­გოს უნი­ვე­რის­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა, რო­მელ­შიც 2 500 ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი და აღ­მოჩ­ნდა, რომ მათი უმე­ტე­სო­ბის­თვის მი­სა­ღე­ბი იყო მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­უ­რი მე­თო­დი.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა 73% თა­ნაბ­რად, ან უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბის დროს, ხოლო 89 პრო­ცენ­ტმა თქვა, რომ სურს, კა­რან­ტი­ნის შემ­დე­გაც სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეს, ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მა­ინც.

გა­მო­კი­თხულ­თა 38% ამ­ბობს, რომ სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქამ­დე არ ჰქო­ნია, ხოლო 66%-ის თქმით, დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბას­თან ადაპ­ტი­რე­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბია, 82% ამ­ბობს, რომ მათ სახ­ლში ჰქონ­დათ ის რე­სურ­სე­ბი, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბის­თვი­საა სა­ჭი­რო.

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ჯა­სინ­და არ­დერ­ნის თქმით, კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ბიზ­ნესს შე­უძ­ლია იყოს მოქ­ნი­ლი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი მა­ში­ნაც, როცა და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ. ასე­ვე, მან მო­უ­წო­და შე­სა­ბა­მის პი­რებს, უკეთ შე­ეს­წავ­ლათ შრო­მის ბა­ზა­რი და გა­ნე­ხი­ლათ მუ­შა­ო­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ზე გა­დას­ვლის, მათ შო­რის 4 დღი­ა­ნი სა­მუ­შაო კვი­რის შე­მო­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც.

  • მკვლე­ვა­რე­ბი წე­რენ, რომ ბევრ ახალ ზე­ლან­დი­ელს აში­ნებს და­უბ­რუნ­დეს სა­მუ­შა­ოს ტრა­დი­ცი­ულ ფორ­მას, რად­გა­ნაც ეს ნიშ­ნავს ხმა­უ­რი­ან გა­რე­მო­ში, ოფის­ში ყოფ­ნას, ტრან­სპორ­ტით დამ­ღლელ მგზავ­რო­ბას, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ნაკ­ლებ კონ­ტაქტს და უფრო მეტ სტრესს.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ურ­ჩე­ვენ დამ­საქ­მებ­ლებს, რომ კვლე­ვის შე­დე­გის მი­ხედ­ვით იხელ­მძღვა­ნე­ლონ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ და­საქ­მე­ბულ­თა სურ­ვი­ლი და შექ­მნან კი­დევ უფრო მოქ­ნი­ლი სა­მუ­შაო გა­რე­მო. ისი­ნი თვლი­ან, რომ არა­ფე­რია ცუდი იმა­ში, თუ მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი ნორ­მა, ანუ ოფის­ში მუ­შა­ო­ბა, ნორ­მად აღარ ჩა­ით­ვლე­ბა.

ახა­ლი ზე­ლან­დია 25 მარ­ტის შემ­დეგ 7 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­ნა­ტი­ნის რე­ჟიმ­ში იყო და მსოფ­ლი­ოს­თვის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თი გახ­და. იქ ინ­ფი­ცი­რე­ბის 1500-ზე ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, ხოლო ვირუ­სით 21 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

პრინციპში გასაკვირი ნამდვილად არ არის.დასაქმებულთა უმეტესობა სამუშაო საათების შემდეგაც, ზოგიერთ საკითხებზე სახლში აგრძელებს მუშაობას ონლაინ რეჟიმში.

გია
11

სულ გაგიჟდნენ,....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

დასაქმებულებს, კარანტინის შემდეგაც სახლიდან სურთ მუშაობა - კვლევის მოულოდნელი შედეგი

დასაქმებულებს, კარანტინის შემდეგაც სახლიდან სურთ მუშაობა - კვლევის მოულოდნელი შედეგი

კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე საზოგადოების ნაწილისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის იყო, თუ როგორ გააგრძელებდნენ მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში. ახლა კი, როცა უკვე შეზღუდვები მოიხსნა და ადამიანები ეტაპობრივად სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან, შესაძლოა, აღარც გხიბლავდეთ ოფისში წასვლის იდეა.

ახალ ზელანდიაში ჩატარებულმა კვლევამ სწორედ მსგავსი რამ აჩვენა. უფრო ზუსტად კი, კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო სახლიდან მუშაობის დროს ადამიანები ისეთივე, ან უფრო პროდუქტიულები იყვნენ, როგორც ოფისში მუშაობისას, ხოლო დასაქმებულთა უმრავლესობას სამუშაო ადგილზე დაბრუნება არ სურს და დისტანციურად მუშაობის დროს თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. აღნიშნულის შესახებ "გარდიანი" წერს.

თუ ახალი ზელანდიის მაგალითს განვიხილავთ, იზოლაციის დროს, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ბევრი დასაქმებულისთვის სახლიდან მუშაობა ექსპერიმენტული იყო და საქმის დისტანციურად კეთება პირველად მოუწიათ.

ოტაგოს უნივერისტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 2 500 ადამიანი იყო ჩართული და აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობისთვის მისაღები იყო მუშაობის დისტანციური მეთოდი.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 73% თანაბრად, ან უფრო პროდუქტიული იყო სახლიდან მუშაობის დროს, ხოლო 89 პროცენტმა თქვა, რომ სურს, კარანტინის შემდეგაც სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეს, ნახევარ განაკვეთზე მაინც.

გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ სახლიდან მუშაობის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია, ხოლო 66%-ის თქმით, დისტანციურად მუშაობასთან ადაპტირება არ გასჭირვებია, 82% ამბობს, რომ მათ სახლში ჰქონდათ ის რესურსები, რომელიც დისტანციურად მუშაობისთვისაა საჭირო.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრ ჯასინდა არდერნის თქმით, კარანტინის პერიოდმა აჩვენა, რომ ბიზნესს შეუძლია იყოს მოქნილი და პროდუქტიული მაშინაც, როცა დასაქმებულები დისტანციურად მუშაობენ. ასევე, მან მოუწოდა შესაბამის პირებს, უკეთ შეესწავლათ შრომის ბაზარი და განეხილათ მუშაობის სხვადასხვა ფორმაზე გადასვლის, მათ შორის 4 დღიანი სამუშაო კვირის შემოღების შესაძლებლობაც.

  • მკვლევარები წერენ, რომ ბევრ ახალ ზელანდიელს აშინებს დაუბრუნდეს სამუშაოს ტრადიციულ ფორმას, რადგანაც ეს ნიშნავს ხმაურიან გარემოში, ოფისში ყოფნას, ტრანსპორტით დამღლელ მგზავრობას, ოჯახის წევრებთან ნაკლებ კონტაქტს და უფრო მეტ სტრესს.

კვლევის ავტორები, ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ურჩევენ დამსაქმებლებს, რომ კვლევის შედეგის მიხედვით იხელმძღვანელონ, გაითვალისწინონ დასაქმებულთა სურვილი და შექმნან კიდევ უფრო მოქნილი სამუშაო გარემო. ისინი თვლიან, რომ არაფერია ცუდი იმაში, თუ მუშაობასთან დაკავშირებული არსებული ნორმა, ანუ ოფისში მუშაობა, ნორმად აღარ ჩაითვლება.

ახალი ზელანდია 25 მარტის შემდეგ 7 კვირის განმავლობაში კარნატინის რეჟიმში იყო და მსოფლიოსთვის კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით წარმატების მაგალითი გახდა. იქ ინფიცირების 1500-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა.

SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი Crew Dragon-ი კოსმოსურ სადგურზეა

ისტორიაში პირველად კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი გაუშვეს - SpaceX-სა და NASA-ს ახალი პროექტი

რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" გამოცხადდა - აშშ-ში შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო, პროტესტი გრძელდება