საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრედ პიტმა კარანტინში თმა გაიზარდა - მსახიობის ახალმა იმიჯმა ფანებს მისი ახალგაზრდობა გაახსენა
ბრედ პიტმა კარანტინში თმა გაიზარდა - მსახიობის ახალმა იმიჯმა ფანებს მისი ახალგაზრდობა გაახსენა

კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის მუ­შა­ო­ბა შე­ჩერ­და. ეს პრობ­ლე­მად ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის იქცა. იზო­ლა­ცი­ა­ში ზო­გი­ერ­თი სა­კუ­თა­რი ხე­ლით იჭ­რის თმას, ზო­გიც ოჯა­ხის წევ­რს ან­დობს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კა­რან­ტინ­მა ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო ბუ­ნებ­რი­ვე­ბი გაგ­ვხა­და. რო­გორც ჩანს, იზო­ლა­ცი­ის დროს, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა, ბრედ პიტ­მაც არ შე­იჭ­რა თმა და ახა­ლი იმი­ჯი მო­ირ­გო. ამის შე­სა­ხებ "დე­ი­ლი მე­ი­ლი" წერს და ბრე­დის ახალ პა­პა­რა­ცულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

56 წლის მსა­ხი­ო­ბი, რო­გორც წესი, უკან გა­და­ვარ­ცხნილ თმას ატა­რებს. თუმ­ცა ახლა, მა­ლი­ბუ­ში სულ სხვა­ნა­ი­რი ბრედ პიტი იხი­ლეს. პიტს ქერა თმა საკ­მა­ოდ გაზ­რდი­ლი აქვს და თით­ქმის მხრე­ბამ­დე სწვდე­ბა. რთუ­ლია იმის თქმა, რომ ბრედ­მა კერ­ძო სტი­ლის­ტი ვერ იპო­ვა. რო­გორც ტაბ­ლო­ი­დე­ბი წე­რენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, პიტს მო­ე­წო­ნა სა­კუ­თა­რი თავი გრძელ თმა­ში და მისი შეჭ­რა უბ­რა­ლოდ, აღარ მო­ინ­დო­მა.

ბევ­რს ასე­თი ვარ­ცხნი­ლო­ბით ბრე­დის ახალ­გაზ­რდო­ბის პე­რი­ო­დი და უფრო ზუს­ტად კი, ფილ­მი "შე­მოდ­გო­მის ლე­გენ­დე­ბი“ გა­ახ­სე­ნა, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი გრძე­ლი თმი­თაა.

ფა­ნებს არ გა­მოჰ­პარ­ვი­ათ, რომ 56 წლის მსა­ხი­ობს ჭა­ღა­რა თით­ქმის არ აქვს.

ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ყო­ფი­ლი ქმა­რი BMW R-1250-ის მო­ტო­ციკ­ლე­ტით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და თა­ვის დიდი ხნის მე­გო­ბარ ფლე­ას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც Red Hot Chili Peppers-ის ბა­სის­ტია. ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს მწვა­ნე, ელვა შე­საკ­რა­ვი­ა­ნი მო­საც­მე­ლი ეცვა ჯინ­სის შარ­ვალ­თან და კე­დებ­თან ერ­თად.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
angel
0

ალდო აპაჩი :) მაგარი კაცი,სუპერ მსახიობი

w
4

მის გვერდით ვინც დგას ის ვერ იცნო ჟურნალისტმა? :) ტეხავს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბრედ პიტმა კარანტინში თმა გაიზარდა - მსახიობის ახალმა იმიჯმა ფანებს მისი ახალგაზრდობა გაახსენა

ბრედ პიტმა კარანტინში თმა გაიზარდა - მსახიობის ახალმა იმიჯმა ფანებს მისი ახალგაზრდობა გაახსენა

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სილამაზის სალონების მუშაობა შეჩერდა. ეს პრობლემად ბევრი ადამიანისთვის იქცა. იზოლაციაში ზოგიერთი საკუთარი ხელით იჭრის თმას, ზოგიც ოჯახის წევრს ანდობს ამ მნიშვნელოვან საქმეს.

შეიძლება ითქვას, რომ კარანტინმა ადამიანები უფრო ბუნებრივები გაგვხადა. როგორც ჩანს, იზოლაციის დროს, ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ბრედ პიტმაც არ შეიჭრა თმა და ახალი იმიჯი მოირგო. ამის შესახებ "დეილი მეილი" წერს და ბრედის ახალ პაპარაცულ ფოტოებს აქვეყნებს.

56 წლის მსახიობი, როგორც წესი, უკან გადავარცხნილ თმას ატარებს. თუმცა ახლა, მალიბუში სულ სხვანაირი ბრედ პიტი იხილეს. პიტს ქერა თმა საკმაოდ გაზრდილი აქვს და თითქმის მხრებამდე სწვდება. რთულია იმის თქმა, რომ ბრედმა კერძო სტილისტი ვერ იპოვა. როგორც ტაბლოიდები წერენ, სავარაუდოდ, პიტს მოეწონა საკუთარი თავი გრძელ თმაში და მისი შეჭრა უბრალოდ, აღარ მოინდომა.

ბევრს ასეთი ვარცხნილობით ბრედის ახალგაზრდობის პერიოდი და უფრო ზუსტად კი, ფილმი "შემოდგომის ლეგენდები“ გაახსენა, სადაც მსახიობი გრძელი თმითაა.

ფანებს არ გამოჰპარვიათ, რომ 56 წლის მსახიობს ჭაღარა თითქმის არ აქვს.

ანჯელინა ჯოლის ყოფილი ქმარი BMW R-1250-ის მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა თავის დიდი ხნის მეგობარ ფლეასთან ერთად, რომელიც Red Hot Chili Peppers-ის ბასისტია. ჰოლივუდის ვარსკვლავს მწვანე, ელვა შესაკრავიანი მოსაცმელი ეცვა ჯინსის შარვალთან და კედებთან ერთად.

"ბრედ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ საყვარელი და სექსუალური ხარ“ - ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის ფლირტი  პირდაპირ  ეთერში

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?