პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

2019 წელი ფინ­კა ბან­კის­თვის ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წელი იყო. ბან­კის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა 2018 წლის მე­ო­რე კვარ­ტალ­ში მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა, ფინ­კა ბან­კის 2019 წლის წმინ­და მო­გე­ბამ 6 792 588 ლარი შე­ად­გი­ნა და და­დე­ბი­თი ინ­დი­კა­ტო­რე­ბით დას­რულ­და სა­ფი­ნან­სო წელი: მო­გე­ბა კა­პი­ტალ­ზე (ე.წ. უკუ­გე­ბა სა­შუ­ა­ლო კა­პი­ტალ­ზე) - ROE 13.19%, ხოლო მო­გე­ბა აქ­ტი­ვებ­ზე (ე.წ. უკუ­გე­ბა აქ­ტი­ვებ­ზე) - ROA 2.43%.

კო­ვიდ19-თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­თან დრო­ულ და შე­უ­ფერ­ხებ­ლად გამ­კლა­ვე­ბას სწო­რედ 2019 წლის ძლი­ე­რი ფი­ნან­სუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, ბან­კის მე­ნე­ჯმენ­ტის ნა­თე­ლი ხედ­ვა და კრი­ზი­სის ეფექ­ტუ­რად მარ­თვის სტრა­ტე­გია გა­ნა­პი­რო­ბებს - სწრა­ფად მო­ვერ­გეთ ახალ სა­ო­პე­რა­ციო რე­ა­ლო­ბა­სა და გა­რე­მოს: ფი­ლი­ა­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც სა­თა­ვო ოფი­სი, უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურ­სით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყვე­ლა მი­თი­თე­ბის დაც­ვით ბიზ­ნეს პრო­ცე­სე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად გვე­მარ­თა.

მიმ­დი­ნა­რე კრი­ზი­სის გა­მოწ­ვე­ვე­ბი სერ­ვი­სე­ბის გა­ციფ­რუ­ლე­ბი­სა და ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბად ვაქ­ცი­ეთ: უმოკ­ლედ ვა­დებ­ში შევ­ქმე­ნით პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და მრა­ვა­ლარ­ხი­ა­ნი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სტრა­ტე­გია მომ­ხმა­რე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის. ჩვენ თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის შემ­თხვე­ვას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­ვუ­დე­ქით და მათ სა­ჭი­რო­ე­ბა­სა და სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი შევ­თა­ვა­ზეთ, რის შე­დე­გა­დაც სა­სეს­ხო პორ­ტფე­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 45% რესტრუქ­ტუ­რიზ­და.

ის ფაქ­ტი, რომ ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, თა­ვი­ანთ ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან გამ­კლა­ვე­ბა შეძ­ლო სწო­რედ პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი სა­ბან­კო დაკ­რე­დი­ტე­ბის პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია. მათ, ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც კო­ვიდ 19-მა პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია, ფინ­კა ბან­კმა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზა, გა­მომ­დი­ნა­რე იმ ზა­რა­ლი­დან, რაც ვირუს­მა მათ ბიზ­ნეს­სა და შე­მო­სა­ვალს მი­ა­ყე­ნა. მთე­ლი ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნეთ, რათა მიმ­დი­ნა­რე კრი­ზისს მი­ნი­მა­ლუ­რი ზა­რა­ლი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა არამ­ხო­ლოდ მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, არა­მედ მთლი­ა­ნად სექ­ტო­რის­თვის.

მუდ­მი­ვად ვსწავ­ლობთ ჩვე­ნი კლი­ენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს და კარ­გად ვი­ცით, რომ მათ­თვის ასეთ დროს ფი­ნან­სუ­რი პარტნი­ო­რის მხარ­და­ჭე­რა ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც არას­დროს. შე­სა­ბა­მი­სად, ვაგ­რძე­ლებთ მათ მხარ­და­ჭე­რას რო­გორც კონ­სულ­ტა­ცი­ით, ასე­ვე მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­თა და სერ­ვი­სე­ბით, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი სეგ­მენ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ფინ­კა ბან­კი მა­ღა­ლი კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მქო­ნე ძლი­ე­რი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტია, რო­მე­ლიც სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­თხოვ­ნებ­თან. 2020 წლის მარ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბით კა­პი­ტა­ლის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 20.85%-ია (ბან­კის მი­ნი­მა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა 13.5%-ია) და ეს დას­ტუ­რია იმი­სა, რომ მი­უ­ხე­და­ვად ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ბანკს გა­აჩ­ნია საკ­მა­რის­ზე მა­ღა­ლი კა­პი­ტა­ლის ბუ­ფე­რი. ბან­კი ინარ­ჩუ­ნებს ლიკ­ვი­დუ­რო­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნებ­ლებს, რაც ბან­კის მე­ნე­ჯმენ­ტის ეფექ­ტი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია.

და­დე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­სა და 2020 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში არ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბის ფონ­ზე უკვე აპ­რილ­ში ბან­კმა ისე­თი ფი­ნან­სუ­რი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო, რო­გო­რი­ცაა BlueOrchard-ი (4 მი­ლი­ო­ნი ლარი) და Symbiotics-ი (15 მი­ლი­ო­ნი ლარი). სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ­მა პარტნი­ო­რებ­მა გა­მო­ხა­ტეს სრუ­ლი მზა­ო­ბა მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რონ, რათა უწყვე­ტად წარვმარ­თოთ ჩვე­ნი კლი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვისი ბიზ­ნე­სიც კო­ვიდ 19-მა ძლი­ერ და­ა­ზა­რა­ლა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია მივ­წვდეთ მეტ მიკ­რო და მცი­რე მე­წარ­მეს და ხელი შე­ვუ­წყოთ მათ ფი­ნან­სურ ჩარ­თუ­ლო­ბას. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ვნიშ­ნოთ, რომ მო­ბი­ლი­ზე­ბულ ფუ­ლად რე­სურ­სებს მივ­მარ­თავთ სეს­ხის გა­ცე­მის პრო­ცე­სის სრულ გა­ციფ­რუ­ლე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პლატ­ფორ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, რათა მომ­ხმა­რებ­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფი სერ­ვი­სი შევ­თა­ვა­ზოთ. ამ მხარ­და­ჭე­რით ვქმნით გა­ყიდ­ვე­ბის და­მა­ტე­ბით არ­ხებს, რათა კლი­ენ­ტე­ბის­თვის მე­ტად ხელ­მი­საწ­ვდო­მი ვი­ყოთ. ინ­ტენ­სი­უ­რად ვა­ვი­თა­რებთ ახალ სა­ბან­კო სერ­ვი­სებს რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა მი­ი­ღოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი და სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტი, გა­ნურ­ჩევ­ლად ფინ­კა ბან­კის ოპე­რი­რე­ბის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლი­სა.

ძლი­ე­რი და სტა­ბი­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, ფინ­კა ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო აგ­რძე­ლებს ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, დე­პო­ზი­ტა­რე­ბის, აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­შე. ბან­კის 2020 წლის სტრა­ტე­გი­ის მი­ხედ­ვით ყვე­ლა მთა­ვა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­დე­ბა: სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ის გამ­ყა­რე­ბა და გა­ციფ­რუ­ლე­ბის პრო­ცე­სე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით შეს­რუ­ლე­ბა.

R

თბილისელი
0

ხალხმა რა მოიგო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA 2.43%.

კოვიდ19-თან დაკავშირებულ გამოწვევებთან დროულ და შეუფერხებლად გამკლავებას სწორედ 2019 წლის ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები, ბანკის მენეჯმენტის ნათელი ხედვა და კრიზისის ეფექტურად მართვის სტრატეგია განაპირობებს - სწრაფად მოვერგეთ ახალ საოპერაციო რეალობასა და გარემოს: ფილიალები, ისევე როგორც სათავო ოფისი, უზრუნველვყავით ყველა საჭირო რესურსით, რომ საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველა მითითების დაცვით ბიზნეს პროცესები შეუფერხებლად გვემართა.

მიმდინარე კრიზისის გამოწვევები სერვისების გაციფრულებისა და ოპტიმიზაციის ახალ შესაძლებლობებად ვაქციეთ: უმოკლედ ვადებში შევქმენით პერსონიფიცირებული და მრავალარხიანი საკომუნიკაციო სტრატეგია მომხმარებელთან ურთიერთობის გაძლიერებისთვის. ჩვენ თითოეული მომხმარებლის შემთხვევას ინდივიდუალურად მივუდექით და მათ საჭიროებასა და სიტუაციაზე მორგებული გადაწყვეტილებები შევთავაზეთ, რის შედეგადაც სასესხო პორტფელის დაახლოებით 45% რესტრუქტურიზდა.

ის ფაქტი, რომ ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობამ, ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებთან გამკლავება შეძლო სწორედ პასუხისმგებლიანი საბანკო დაკრედიტების პოლიტიკის შედეგია. მათ, ვის საქმიანობაზეც კოვიდ 19-მა პირდაპირი გავლენა იქონია, ფინკა ბანკმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება შესთავაზა, გამომდინარე იმ ზარალიდან, რაც ვირუსმა მათ ბიზნესსა და შემოსავალს მიაყენა. მთელი ჩვენი პროფესიული ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება გამოვიყენეთ, რათა მიმდინარე კრიზისს მინიმალური ზარალი მიეყენებინა არამხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ მთლიანად სექტორისთვის.

მუდმივად ვსწავლობთ ჩვენი კლიენტების საჭიროებებს და კარგად ვიცით, რომ მათთვის ასეთ დროს ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. შესაბამისად, ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას როგორც კონსულტაციით, ასევე მათზე მორგებული პროდუქტებითა და სერვისებით, რომლებიც ჩვენი სეგმენტის საჭიროებებზეა ორიენტირებული.

ფინკა ბანკი მაღალი კაპიტალიზაციის მქონე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან. 2020 წლის მარტის მდგომარეობით კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელი 20.85%-ია (ბანკის მინიმალური ვალდებულება 13.5%-ია) და ეს დასტურია იმისა, რომ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა, ბანკს გააჩნია საკმარისზე მაღალი კაპიტალის ბუფერი. ბანკი ინარჩუნებს ლიკვიდურობის მაღალ მაჩვენებლებს, რაც ბანკის მენეჯმენტის ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

დადებითი ფინანსური მაჩვენებლებისა და 2020 წლის პირველ კვარტალში არსებული ბიზნესის განვითარების ტენდენციების ფონზე უკვე აპრილში ბანკმა ისეთი ფინანსური პარტნიორების მხარდაჭერა მიიღო, როგორიცაა BlueOrchard-ი (4 მილიონი ლარი) და Symbiotics-ი (15 მილიონი ლარი). საერთაშორისო ფინანსურმა პარტნიორებმა გამოხატეს სრული მზაობა მხარი დაგვიჭირონ, რათა უწყვეტად წარვმართოთ ჩვენი კლიენტების მომსახურება, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების, ვისი ბიზნესიც კოვიდ 19-მა ძლიერ დააზარალა. ჩვენი მიზანია მივწვდეთ მეტ მიკრო და მცირე მეწარმეს და ხელი შევუწყოთ მათ ფინანსურ ჩართულობას. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მობილიზებულ ფულად რესურსებს მივმართავთ სესხის გაცემის პროცესის სრულ გაციფრულებისა და შესაბამისი ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარებისათვის, რათა მომხმარებლებს მაქსიმალურად სწრაფი სერვისი შევთავაზოთ. ამ მხარდაჭერით ვქმნით გაყიდვების დამატებით არხებს, რათა კლიენტებისთვის მეტად ხელმისაწვდომი ვიყოთ. ინტენსიურად ვავითარებთ ახალ საბანკო სერვისებს რომ მომხმარებელმა მიიღოს მისთვის სასურველი და საჭირო პროდუქტი, განურჩევლად ფინკა ბანკის ოპერირების გეოგრაფიული არეალისა.

ძლიერი და სტაბილური ფინანსური მაჩვენებლებით, ფინკა ბანკი საქართველო აგრძელებს ფინანსური ვალდებულებების შესრულებას თანამშრომლების, დეპოზიტარების, აქციონერებისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წინაშე. ბანკის 2020 წლის სტრატეგიის მიხედვით ყველა მთავარი ინიციატივა ორი მიმართულებით განვითარდება: საქართველოს ბაზარზე კონკურენტული პოზიციის გამყარება და გაციფრულების პროცესების მაღალი ხარისხით შესრულება.

R

თვალღიაობისა და ცრემლდენის მკურნალობის უახლესი მეთოდები საქართველოში დაინერგა - ინოვატორი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსია“

2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია

სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო