საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი პაუზის შემდეგ „წიგნების თარო“ ახალი ვირტუალური თამაშით წინასაეთეროდ გვამზადებს!
დიდი პაუზის შემდეგ „წიგნების თარო“ ახალი ვირტუალური თამაშით წინასაეთეროდ გვამზადებს!

რამ­დე­ნი­მე დღეა, ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი, ვებ-ლა­ბი­რინ­თი, გა­მოჩ­ნდა. თა­მაშ­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თო და ისი­ნი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის თავ­და­უ­ზო­გა­და­ვად იბ­რძვი­ან. მო­გე­ბის­თვის კი მხო­ლოდ ორი რამ არის სა­ჭი­რო - „წიგ­ნე­ბის თა­როს“ ვებ-პლატ­ფორ­მებ­ზე ძრო­მი­ა­ლი და ფიქ­რი ჩარ­ჩო­ებს მიღ­მა.

მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს თა­მა­ში, რო­გორ ვი­თა­მა­შოთ და ვინ არი­ან მისი შემ­ქმნე­ლე­ბი?

რო­გორც იქნა, ამ­ხე­ლა მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის გა­და­ცე­მა „წიგ­ნე­ბის თარო“ 29 მა­ისს 20:00 სა­ათ­ზე მე-4 სტუ­დენ­ტუ­რი სე­ზო­ნით ეთერ­ში ბრუნ­დე­ბა. გა­და­ცე­მი­სა და არ­ხის გულ­შე­მატ­კივ­რებს წინ ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი ელო­დე­ბათ, ვი­ნა­ი­დან, „წიგ­ნე­ბის თა­როს“ შემ­ქმნე­ლე­ბის თქმით, გუნ­დი სრულ სა­მუ­შაო მზად­ყოფ­ნა­შია და მალე მე-8 სას­კო­ლო სე­ზო­ნი­თაც და­უბ­რუნ­დე­ბი­ან ეთერს.

„გა­ნათ­ლე­ბა ყო­ველ­თვის იყო ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის სა­ხა­ლი­სო გზით გავ­რცე­ლე­ბა კი, უკვე გა­ნუ­ყო­ფელ მიზ­ნად იქცა. ახლა, ამ რთულ პე­რი­ოდ­ში, ჩვენ­თვის კი­დევ უფრო მკა­ფი­ოა ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა, ამი­ტომ მთე­ლი გუნ­დი შე­უ­ფერ­ხებ­ლად, თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვმუ­შა­ობთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ჩვე­ნი პრო­ექ­ტი თუ აქ­ტი­ვო­ბა გა­ნათ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში იდ­გეს. ამას­თან ერ­თად ძა­ლი­ან დიდი ხელ­შე­წყო­ბაა ის, რომ გა­და­ცე­მა გა­დის არხზე, რო­მე­ლიც ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს იზი­ა­რებს და ბო­ლომ­დე მხარს გვი­ჭერს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „წიგ­ნე­ბის თარო“ 5 თვეა, კომ­პა­ნია გახ­და, ჩვენ ყო­ველ­თვის პირ­ვე­ლარ­ხე­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, ვი­ნა­ი­დან ამ არხზე იწყე­ბა და გრძელ­დე­ბა ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რია.“ – „წიგ­ნე­ბის თა­როს“ გუნ­დი.

„ვებ-ლა­ბი­რინ­თიც“ სწო­რედ წი­ნა­სა­ე­თე­რო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა. თქვენ ახ­ლა­ვე შე­გიძ­ლი­ათ ჩა­ერ­თოთ თა­მაშ­ში მი­სა­მარ­თზე labirinti.wignebistaro.ge, სა­ნამ ლა­ბი­რინ­თის კარი 29 მა­ისს 20:00 სა­ათ­ზე, პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის და­წყე­ბამ­დე, არ და­ი­კე­ტე­ბა. გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბიც გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან. არ იდარ­დოთ თუ ახლა ვერ მო­ას­წრებთ ჩარ­თვას, ვებ-ლა­ბი­რინ­თის კარი კი­დევ ბევ­რჯერ გა­ი­ღე­ბა, მა­ნამ­დე კი კარ­გად გა­ვერ­კვი­ოთ თა­მა­შის არსში.

ვებ-ლა­ბი­რინ­თი ონ­ლა­ინ-ქვესტ-თა­მა­შია, რო­მელ­შიც ჩარ­თვა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მსურ­ველს ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი­დან უფა­სოდ შე­უძ­ლია. თა­მა­შის წე­სე­ბი მარ­ტი­ვია - სა­იტ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბის­თა­ნა­ვე იღებ პირ­ველ მი­ნიშ­ნე­ბას, რომ­ლის გა­მოც­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც გა­და­დი­ხარ შემ­დეგ ეტაპ­ზე და ასე უსას­რუ­ლოდ მა­ნამ, სა­ნამ ლა­ბი­რინ­თის კარი და­ი­ხუ­რე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ის, ვი­საც ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე მეტი ეტა­პი ექ­ნე­ბა გა­და­ლა­ხუ­ლი.

თა­მა­ში, ერთი მხრივ, მარ­ტი­ვი, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, კომ­პლექ­სუ­რია თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, ამო­ცა­ნა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თა და გან­ვი­თა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლით, ამი­ტომ ყვე­ლა­ფერ­ში უკეთ გა­სარ­კვე­ვად ვებ-ლა­ბი­რინ­თის შემ­ქმნე­ლებს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

ალექ­სან­დრე, რო­გორ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი?

„პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ფორს-მა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გვი­წევ­და მუ­შა­ო­ბა. რო­დე­საც ეთერ­ში გას­ვლის თა­რი­ღი გა­ვი­გეთ, მხო­ლოდ ორი კვი­რა გვქონ­და ყვე­ლაფ­რის გა­სამ­ზა­დებ­ლად. 2 დღე­ში და­ვა­მუ­შა­ვეთ იდეა. ჩვე­ნი დე­ვე­ლო­პე­რის, ანას­ტა­სი­ას, წყა­ლო­ბით კი, ერთ კვი­რა­ში შევ­ძე­ლით სა­ი­ტის გა­მარ­თვა. იმ­დე­ნად ცოტა დრო გვქონ­და, რომ სცე­ნა­რის­ტე­ბის ჯგუ­ფი გზა­დაგ­ზა ვფიქ­რობ­დით სტრუქ­ტუ­რა­ზე და ვაწ­ვდი­დით ტა­სოს სა­იტ­ზე გან­სა­თავ­სე­ბელ მა­სა­ლას. თა­ვი­დან ნაკ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბის მო­ლო­დი­ნი გვქონ­და, მაგ­რამ პირ­ველ დღეს იმ­ხე­ლა დატ­ვირ­თვა იყო, რომ სერ­ვერ­მა ვერ გა­უძ­ლო და თა­მა­ში ერთი სა­ა­თით გა­ვა­ჩე­რეთ, სა­ნამ ტექ­ნი­კურ ხარ­ვეზს გა­მო­ვას­წო­რებ­დით. მას შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე გრძელ­დე­ბა და თა­მა­შის, რო­გორც კამ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბამ, ყვე­ლა­ნა­ირ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. და­ნარ­ჩენ­ზე ჩვე­ნი სცე­ნა­რის­ტე­ბი თორ­ნი­კე კო­ბა­ლა­ძე და შაკო ბრე­გა­ძე უკეთ მო­გიყ­ვე­ბი­ან.“ - ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

თორ­ნი­კე, შაკო, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ვებ-ლა­ბი­რინ­თის შექ­მნის პრო­ცე­სი?

„ვი­ნა­ი­დან ჩვენს შე­მოქ­მე­დე­ბით გუნდში ყვე­ლა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ვართ, მა­შინ­ვე ახა­ლი თა­მა­შის შექ­მნა­ზე და­ვი­წყეთ ფიქ­რი. თა­ვი­დან ე.წ. „City Quest“-ის ტი­პის თა­მაშს გან­ვი­ხი­ლავ­დით, მაგ­რამ მა­ლე­ვე უარ­ვყა­ვით იდეა, რად­გან პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ შევ­ძლებ­დით ქა­ლაქ­ში ასე­თი ტი­პის თა­მა­შის გა­კე­თე­ბას. შემ­დეგ გაგ­ვახ­სენ­და ბექა ადა­მაშ­ვი­ლის „პა­რო­ლინ­გი“ და მივ­ხვდით, რომ ე.წ. Encounter ტი­პის თა­მა­შის გა­კე­თე­ბა ონ­ლა­ინ სივ­რცე­შიც შეგ­ვეძ­ლო. ასე და­ი­ბა­და ვებ-ლა­ბი­რინ­თის იდე­აც.“ - თორ­ნი­კე კო­ბა­ლა­ძე.

„ვებ-ლა­ბი­რინ­თის სა­თა­მა­შოდ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ცოდ­ნა, აქ მი­ნიშ­ნე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­გორც გა­მო­ცა­ნა, ისე შიფ­რი, რე­ბუ­სი, ანაგ­რა­მა, ვი­ზუ­ა­ლუ­რი ასო­ცი­ა­ცია და ასე შემ­დეგ. მი­ნიშ­ნე­ბე­ბი მი­მობ­ნე­უ­ლია ჩვე­ნი Facebook-ის გვერ­დზე, Youtube-ის არხზე, Instagram-ზე, Wikipedia-ზე, მოკ­ლედ ყველ­გან, სა­დაც „წიგ­ნე­ბის თარო“ არ­სე­ბობს. პა­სუ­ხე­ბის გა­მო­საც­ნო­ბად მხო­ლოდ ჩარ­ჩოს მიღ­მა აზ­როვ­ნე­ბაა სა­ჭი­რო.“ - შაკო ბრე­გა­ძე.

ვებ-ლა­ბი­რინ­თის რე­ი­ტინ­გი სა­ჯა­როა და ყვე­ლას შე­უძ­ლია ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ადევ­ნოს თვა­ლი სა­რე­ი­ტინ­გო ცხრილს მი­სა­მარ­თზე labirinti.wignebistaro.ge. შე­დე­გე­ბი მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბა­დია, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი სტა­ბი­ლუ­რად იკა­ვებს პირ­ველ საპ­რი­ზო ად­გი­ლებს. ჩვენ მა­თაც და­ვუ­კავ­შირ­დით.

“წიგ­ნე­ბის თა­როს“ დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ და ნე­ბის­მი­ერ სი­ახ­ლეს ვე­ლო­დე­ბი ხოლ­მე. არც ვებ-ლა­ბი­რინ­თი იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი. პირ­ველ რიგ­ში, სა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ტერ­ფე­ი­სი აქვს ვებ-გვერდს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პრი­ზის არ­სე­ბო­ბაც და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცი­აა. ლა­ბი­რინ­თის შე­კი­თხვე­ბი არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რის ცოდ­ნით, სა­ჭი­როა ზო­გა­დი ცოდ­ნაც, ან მისი სწო­რად მიგ­ნე­ბა. თავ­სა­ტე­ხე­ბის ამოხ­ნი­სას ბევ­რჯერ მო­მი­წია ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან შერ­კი­ნე­ბა, რა­მაც, თა­ვის მხრივ, ბევ­რი ახა­ლი რამ მას­წავ­ლა.“ - ლუკა ლომ­სა­ძე.

„ბოლო 4 დღეა, დღეს ლა­ბი­რინ­თით ვი­წყებ და ლა­ბი­რინ­თით ვას­რუ­ლებ. თი­თო­ე­უ­ლი კი­თხვა გან­სხვა­ვე­ბულ მიდ­გო­მას და მე­თოდს მო­ი­თხოვს, ზო­გი­ერ­თი კი­თხვა სხვებ­თან შე­და­რე­ბით რთუ­ლია, თუმ­ცა ეგე­თი კი­თხვე­ბის ამოხ­სნა და უჯ­რის გამ­წვა­ნე­ბა იმ­დე­ნად სა­სი­ა­მოვ­ნო გრძნო­ბაა, რომ მხო­ლოდ მა­გის­თვის ღირ­და პრო­ექ­ტში ჩარ­თვა. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად და­ძა­ბუ­ლი ლი­დერ­ბორ­დი თა­მა­შის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­დე­ბი­თი ას­პექ­ტია, არ გაძ­ლევს მო­დუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თუ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ 3-4 კი­თხვით წინ იყა­ვი, შე­საძ­ლოა, დღის ბო­ლოს უკან აღ­მოჩ­ნდე“ - აკა­კი გო­გია.

ვებ-ლა­ბი­რინთში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლია „პა­რო­ლინ­გის“ ავ­ტო­რი, მარ­კე­ტინ­გუ­ლი კომ­პა­ნია „ლი­ვინგსტო­ნის“ კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი და მწე­რა­ლი ბექა ადა­მაშ­ვი­ლიც.

„ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­მო­ცა­ნი­სა და თავ­სა­ტე­ხის შედ­გე­ნას და­ვუთ­მე და ყო­ველ­თვის მქონ­და სურ­ვი­ლი, რომ ამ თავ­სა­ტე­ხებ­ზე თა­ვის­მტვრე­ველ­თა მხა­რე­საც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ამი­ტომ, რო­გორც კი ამის შან­სი გა­მოჩ­ნდა, მა­შინ­ვე ჩა­ვერ­თე. მომ­წონს პლატ­ფორ­მა­თა გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, თა­მაშს ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებს. ასე­ვე ის, რომ იშ­ვი­ა­თად მე­ორ­დე­ბა ამო­ცა­ნის ამოხ­სნის მე­თო­დი და ყო­ველ ჯერ­ზე სა­კუ­თა­რი გა­სა­ღე­ბის მორ­გე­ბა გი­წევს.“– ბექა ადა­მაშ­ვი­ლი.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ლა­ბი­რინ­თის კარი კი­დევ ბევ­რჯერ გა­ი­ღე­ბა და თავ­სა­ტე­ხე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნებს. მა­ნამ­დე კი ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით „წიგ­ნე­ბის თა­როს“ სი­ახ­ლე­ებ­თან და თვა­ლი ადევ­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის პრო­ექტს, რო­მე­ლიც მო­მა­ვალს ქმნის, მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 29 მა­ი­სი­დან ყო­ველ პა­რას­კევ­სა და შა­ბათს 20:00 სა­ათ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დიდი პაუზის შემდეგ „წიგნების თარო“ ახალი ვირტუალური თამაშით წინასაეთეროდ გვამზადებს!

დიდი პაუზის შემდეგ „წიგნების თარო“ ახალი ვირტუალური თამაშით წინასაეთეროდ გვამზადებს!

რამდენიმე დღეა, ონლაინ სივრცეში ახალი თავსატეხი, ვებ-ლაბირინთი, გამოჩნდა. თამაშში ათასობით ადამიანი ჩაერთო და ისინი გამარჯვებისთვის თავდაუზოგადავად იბრძვიან. მოგებისთვის კი მხოლოდ ორი რამ არის საჭირო - „წიგნების თაროს“ ვებ-პლატფორმებზე ძრომიალი და ფიქრი ჩარჩოებს მიღმა.

მაგრამ სინამდვილეში რას ემსახურება ეს თამაში, როგორ ვითამაშოთ და ვინ არიან მისი შემქმნელები?

როგორც იქნა, ამხელა მოლოდინის შემდეგ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „წიგნების თარო“ 29 მაისს 20:00 საათზე მე-4 სტუდენტური სეზონით ეთერში ბრუნდება. გადაცემისა და არხის გულშემატკივრებს წინ ცხელი ზაფხული ელოდებათ, ვინაიდან, „წიგნების თაროს“ შემქმნელების თქმით, გუნდი სრულ სამუშაო მზადყოფნაშია და მალე მე-8 სასკოლო სეზონითაც დაუბრუნდებიან ეთერს.

„განათლება ყოველთვის იყო ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულება, განათლების სახალისო გზით გავრცელება კი, უკვე განუყოფელ მიზნად იქცა. ახლა, ამ რთულ პერიოდში, ჩვენთვის კიდევ უფრო მკაფიოა ამ ღირებულებაზე ზრუნვის მნიშვნელობა, ამიტომ მთელი გუნდი შეუფერხებლად, თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რომ ნებისმიერი ჩვენი პროექტი თუ აქტივობა განათლების სამსახურში იდგეს. ამასთან ერთად ძალიან დიდი ხელშეწყობაა ის, რომ გადაცემა გადის არხზე, რომელიც ამ ღირებულებებს იზიარებს და ბოლომდე მხარს გვიჭერს. მიუხედავად იმისა, რომ „წიგნების თარო“ 5 თვეა, კომპანია გახდა, ჩვენ ყოველთვის პირველარხელები ვიქნებით, ვინაიდან ამ არხზე იწყება და გრძელდება ჩვენი წარმატების ისტორია.“ – „წიგნების თაროს“ გუნდი.

„ვებ-ლაბირინთიც“ სწორედ წინასაეთერო კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. თქვენ ახლავე შეგიძლიათ ჩაერთოთ თამაშში მისამართზე labirinti.wignebistaro.ge, სანამ ლაბირინთის კარი 29 მაისს 20:00 საათზე, პირველი გადაცემის დაწყებამდე, არ დაიკეტება. გადაცემის დასრულების შემდეგ კი გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან. არ იდარდოთ თუ ახლა ვერ მოასწრებთ ჩართვას, ვებ-ლაბირინთის კარი კიდევ ბევრჯერ გაიღება, მანამდე კი კარგად გავერკვიოთ თამაშის არსში.

ვებ-ლაბირინთი ონლაინ-ქვესტ-თამაშია, რომელშიც ჩართვა ნებისმიერი ასაკის მსურველს ნებისმიერი ადგილიდან უფასოდ შეუძლია. თამაშის წესები მარტივია - საიტზე დარეგისტრირებისთანავე იღებ პირველ მინიშნებას, რომლის გამოცნობის შემთხვევაშიც გადადიხარ შემდეგ ეტაპზე და ასე უსასრულოდ მანამ, სანამ ლაბირინთის კარი დაიხურება. გამარჯვებული იქნება ის, ვისაც ამ დროისთვის ყველაზე მეტი ეტაპი ექნება გადალახული.

თამაში, ერთი მხრივ, მარტივი, მაგრამ, მეორე მხრივ, კომპლექსურია თავისი შინაარსით, ამოცანათა მრავალფეროვნებითა და განვითარების პოტენციალით, ამიტომ ყველაფერში უკეთ გასარკვევად ვებ-ლაბირინთის შემქმნელებს გავესაუბრეთ.

ალექსანდრე, როგორ დაიწყო ყველაფერი?

„პანდემიიდან გამომდინარე მთელი ეს პერიოდი ფორს-მაჟორულ სიტუაციაში გვიწევდა მუშაობა. როდესაც ეთერში გასვლის თარიღი გავიგეთ, მხოლოდ ორი კვირა გვქონდა ყველაფრის გასამზადებლად. 2 დღეში დავამუშავეთ იდეა. ჩვენი დეველოპერის, ანასტასიას, წყალობით კი, ერთ კვირაში შევძელით საიტის გამართვა. იმდენად ცოტა დრო გვქონდა, რომ სცენარისტების ჯგუფი გზადაგზა ვფიქრობდით სტრუქტურაზე და ვაწვდიდით ტასოს საიტზე განსათავსებელ მასალას. თავიდან ნაკლები ჩართულობის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ პირველ დღეს იმხელა დატვირთვა იყო, რომ სერვერმა ვერ გაუძლო და თამაში ერთი საათით გავაჩერეთ, სანამ ტექნიკურ ხარვეზს გამოვასწორებდით. მას შემდეგ ყველაფერი შეფერხების გარეშე გრძელდება და თამაშის, როგორც კამპანიის წარმატებამ, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. დანარჩენზე ჩვენი სცენარისტები თორნიკე კობალაძე და შაკო ბრეგაძე უკეთ მოგიყვებიან.“ - ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

თორნიკე, შაკო, როგორ მიმდინარეობდა ვებ-ლაბირინთის შექმნის პროცესი?

„ვინაიდან ჩვენს შემოქმედებით გუნდში ყველა ინტელექტუალური თამაშების მოყვარული ვართ, მაშინვე ახალი თამაშის შექმნაზე დავიწყეთ ფიქრი. თავიდან ე.წ. „City Quest“-ის ტიპის თამაშს განვიხილავდით, მაგრამ მალევე უარვყავით იდეა, რადგან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ვერ შევძლებდით ქალაქში ასეთი ტიპის თამაშის გაკეთებას. შემდეგ გაგვახსენდა ბექა ადამაშვილის „პაროლინგი“ და მივხვდით, რომ ე.წ. Encounter ტიპის თამაშის გაკეთება ონლაინ სივრცეშიც შეგვეძლო. ასე დაიბადა ვებ-ლაბირინთის იდეაც.“ - თორნიკე კობალაძე.

„ვებ-ლაბირინთის სათამაშოდ არ არის აუცილებელი განსაკუთრებული ინტელექტუალური ცოდნა, აქ მინიშნებები შეიძლება იყოს, როგორც გამოცანა, ისე შიფრი, რებუსი, ანაგრამა, ვიზუალური ასოციაცია და ასე შემდეგ. მინიშნებები მიმობნეულია ჩვენი Facebook-ის გვერდზე, Youtube-ის არხზე, Instagram-ზე, Wikipedia-ზე, მოკლედ ყველგან, სადაც „წიგნების თარო“ არსებობს. პასუხების გამოსაცნობად მხოლოდ ჩარჩოს მიღმა აზროვნებაა საჭირო.“ - შაკო ბრეგაძე.

ვებ-ლაბირინთის რეიტინგი საჯაროა და ყველას შეუძლია ონლაინ რეჟიმში ადევნოს თვალი სარეიტინგო ცხრილს მისამართზე labirinti.wignebistaro.ge. შედეგები მუდმივად ცვალებადია, თუმცა რამდენიმე ადამიანი სტაბილურად იკავებს პირველ საპრიზო ადგილებს. ჩვენ მათაც დავუკავშირდით.

“წიგნების თაროს“ დიდი გულშემატკივარი ვარ და ნებისმიერ სიახლეს ველოდები ხოლმე. არც ვებ-ლაბირინთი იყო გამონაკლისი. პირველ რიგში, სასიამოვნო ინტერფეისი აქვს ვებ-გვერდს. რასაკვირველია, პრიზის არსებობაც დამატებითი მოტივაციაა. ლაბირინთის შეკითხვები არ შემოიფარგლება მხოლოდ ლიტერატურის ცოდნით, საჭიროა ზოგადი ცოდნაც, ან მისი სწორად მიგნება. თავსატეხების ამოხნისას ბევრჯერ მომიწია ახალ ინფორმაციასთან შერკინება, რამაც, თავის მხრივ, ბევრი ახალი რამ მასწავლა.“ - ლუკა ლომსაძე.

„ბოლო 4 დღეა, დღეს ლაბირინთით ვიწყებ და ლაბირინთით ვასრულებ. თითოეული კითხვა განსხვავებულ მიდგომას და მეთოდს მოითხოვს, ზოგიერთი კითხვა სხვებთან შედარებით რთულია, თუმცა ეგეთი კითხვების ამოხსნა და უჯრის გამწვანება იმდენად სასიამოვნო გრძნობაა, რომ მხოლოდ მაგისთვის ღირდა პროექტში ჩართვა. ყველაფერთან ერთად დაძაბული ლიდერბორდი თამაშის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი ასპექტია, არ გაძლევს მოდუნების შესაძლებლობას, თუ რამდენიმე საათის წინ 3-4 კითხვით წინ იყავი, შესაძლოა, დღის ბოლოს უკან აღმოჩნდე“ - აკაკი გოგია.

ვებ-ლაბირინთში აქტიურად ჩართულია „პაროლინგის“ ავტორი, მარკეტინგული კომპანია „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორი და მწერალი ბექა ადამაშვილიც.

„ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი სხვადასხვა ტიპის გამოცანისა და თავსატეხის შედგენას დავუთმე და ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ამ თავსატეხებზე თავისმტვრეველთა მხარესაც ვყოფილიყავი. ამიტომ, როგორც კი ამის შანსი გამოჩნდა, მაშინვე ჩავერთე. მომწონს პლატფორმათა განსხვავებულობა, რაც, თავის მხრივ, თამაშს ამრავალფეროვნებს. ასევე ის, რომ იშვიათად მეორდება ამოცანის ამოხსნის მეთოდი და ყოველ ჯერზე საკუთარი გასაღების მორგება გიწევს.“– ბექა ადამაშვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლაბირინთის კარი კიდევ ბევრჯერ გაიღება და თავსატეხების მოყვარულებს ახალი გამოწვევების წინაშე დააყენებს. მანამდე კი ყურადღებით იყავით „წიგნების თაროს“ სიახლეებთან და თვალი ადევნეთ საქართველოს პირველი არხის პროექტს, რომელიც მომავალს ქმნის, მთელი ზაფხულის განმავლობაში, 29 მაისიდან ყოველ პარასკევსა და შაბათს 20:00 საათზე.

ქალებისა და კაცების ექსკლუზიური ჰოროსკოპი - გაიგეთ, ვის რა გელით ივნისში

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული - ლამაზმანის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ძლიერი წვიმა, მოსალოდნელია სეტყვაც - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი