მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 წლის წინ ჩინეთში გამარჯვებისას 700 000$-ზე მეტი მიიღო" - რა თანხა აქვს გამომუშავებული ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში?
"2 წლის წინ ჩინეთში გამარჯვებისას 700 000$-ზე მეტი მიიღო" - რა თანხა აქვს გამომუშავებული ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში?

"ტაიმ-ბრე­იკ­ზე ცუ­დად არ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი, მაგ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ბრწყინ­ვა­ლედ ითა­მა­შა. მან მთე­ლი მატ­ჩი შთამ­ბეჭ­და­ვად ჩა­ა­ტა­რა. ის ძა­ლი­ან ძლი­ე­რად ურტყამს და ხან­და­ხან მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ სა­ერ­თოდ ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ­დი ბურთს. მუდ­მი­ვად მი­წევ­და ძა­ლი­ან ძლი­ე­რი დარ­ტყმე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. რთუ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა," - ეს მსოფ­ლი­ოს ნო­მერ პირ­ველ­მა ჩოგ­ბურ­თელ­მა რა­ფა­ელ ნა­დალ­მა ქარ­თველ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­ზე თქვა.

ნიკა და­მო­უ­კი­დე­ბელ ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო ჩოგ­ბურ­თე­ლია. იგი 2018 წელს მსოფ­ლი­ოს რე­ი­ტინ­გში მე-16 პო­ზი­ცი­ა­ზე აღ­მოჩ­ნდა, სა­დამ­დეც ბოლო 30-წლე­ულ­ში არც ერთ ქარ­თველ ვაჟ ჩოგ­ბურ­თელს არ მი­უღ­წე­ვია.

ისე­ვე რო­გორც ბევრ ცნო­ბილ სპორ­ტსმენს, ბა­სი­ლაშ­ვილ­საც ურ­თუ­ლე­სი გზის გავ­ლა მო­უ­წია.

იგი 1992 წლის 23 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­და. მამა - ნო­და­რი, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლის მო­ცეკ­ვა­ვე გახ­ლდათ, დედა ნა­ტა­ლია - ფი­ზი­კო­სი. ნი­კამ ვარ­ჯი­ში 6 წლის ასაკ­ში გოგა სან­თე­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ი­წყო. ერთხან მამა ავარ­ჯი­შებ­და.

2007-დან 2011 წლამ­დე ოჯახ­თან ერ­თად ამე­რი­კის ქა­ლაქ საკ­რა­მენ­ტო­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლა სპორ­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბა. მწვრთნე­ლი ვი­ტა­ლი გო­რი­ნი გახ­ლდათ. 15 წლის ასაკ­ში ოჯახ­თან ერ­თად რუ­სეთ­ში გა­ემ­გზავ­რა და იყო ალ­ბა­თო­ბა, მსოფ­ლი­ოს იგი რუ­სე­თის სა­ხე­ლით გა­ეც­ნო:

"იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მე და მა­მას რამ­დე­ნი­მე კვი­რა მან­ქა­ნა­ში გვე­ძი­ნა, მთე­ლი თვეც გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა ასე. იმ დროს ჯერ კი­დევ იუ­ნი­ორ­თა ტურ­ში გა­მოვ­დი­ო­დი. დიდი ხანი მა­მას­თან ერ­თად კა­რავ­ში მე­ძი­ნა და თან ტურ­ნი­რებ­ზე გა­მოვ­დი­ო­დი. თა­ვი­სე­ბუ­რად, სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ცუდ პი­რო­ბებ­ში ვვარ­ჯი­შობ­დი და სპონ­სო­რიც ვერ ვი­პო­ვე. ამი­ტო­მაც მი­ვი­ღე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

21 წლის ვი­ყა­ვი, როცა პრაქ­ტი­კუ­ლად ნუ­ლი­დან და­ვი­წყე ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში, რად­გან მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ლევს იმის გა­აზ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ცუდ დრო­ე­ბას ფუ­ჭად არ ჩა­უვ­ლია. ამან უფრო მე­ტად გა­მაძ­ლი­ე­რა, ძალა და უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ჩოგ­ბურ­თის თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა".

შე­მო­სა­ვა­ლი

ჩოგ­ბურ­თი სპორ­ტის ის სა­ხე­ო­ბაა, რო­მელ­შიც თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა აუ­ცი­ლებ­ლად და­ფას­დე­ბა. ამის მა­გა­ლი­თი სწო­რედ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის კა­რი­ე­რაა: თუ ნი­კას მა­მა­მის­თან ერ­თად კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში მან­ქა­ნა­სა და კარ­ვებ­ში უხ­დე­ბო­და ღა­მის გა­თე­ნე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ ამო­ი­სუნ­თქა. ყო­ველ შე­ჯიბ­რე­ბა­ში თითო მო­გე­ბა­ზე სხვა­დას­ხვა საპ­რი­ზო თან­ხაა გა­მო­ყო­ფი­ლი, ტურ­ნი­რის მო­გე­ბა კი ასი­ა­თა­სო­ბით დო­ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლია...

მა­გა­ლი­თად, ჩი­ნე­თის მას­ტერ­სზე პირ­ვე­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის დამ­ძლე­ვი 2,845 დო­ლარს იღებს, მომ­დევ­ნო ეტა­პის მომ­გე­ბი - 5,575 დო­ლარს და ასე მა­ტუ­ლობს თან­ხა ფი­ნა­ლამ­დე:

  • 1/16 ფი­ნა­ლი - $25,200;
  • 1/8 ფი­ნა­ლი - $47,480
  • 1/4 ფი­ნა­ლი - $92,000
  • 1/2 ფი­ნა­ლი - $180,900
  • ფი­ნა­ლი - $359,510
  • ჩემ­პი­ონს - $733,320

სწო­რედ 733,320 დო­ლა­რი მი­ი­ღო ნიკა ბა­სი­ლაშ­ვილ­მა 2018 წელს ჩი­ნე­თის ღია პირ­ვე­ლო­ბის მო­გე­ბის­თვის. ჰამ­ბურ­გის ტურ­ნი­რის ბი­უ­ჯე­ტი შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია. მისი მო­გე­ბა 2018 წელს 349,200 დო­ლა­რად ფა­სობ­და, 2019 წელს - 354,845 დო­ლა­რად.

სა­ჩოგ­ბურ­თო სა­ი­ტებ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი მო­თა­მა­შის შე­მო­სა­ვა­ლი "თეთ­რებ­შია" გათ­ვლი­ლი. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს კა­რი­ე­რა­ში (2020 წლის მა­ი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით) 5,479,761 დო­ლა­რი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ისიც კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს სუფ­თა შე­მო­სა­ვა­ლი ვერ იქ­ნე­ბა...

"ჩოგ­ბურ­თე­ლე­ბი ყვე­ლა ტურ­ნირ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 30%-ით იბეგ­რე­ბი­ან. გარ­და ამი­სა, მყავს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი, ასე­ვე - ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტი, სტა­ტის­ტი­კო­სი და ანა­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­თაც მთლი­ა­ნად მე ვა­ფი­ნან­სებ.

სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩოგ­ბურ­თე­ლე­ბი თვი­თონ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ თა­ვი­ან­თი გუნ­დე­ბის წევ­რე­ბის ხელ­ფა­სე­ბის, სას­ტუმ­რო­სა თუ კვე­ბის ხარ­ჯებს და ტურ­ნი­რებ­ზე გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხე­ბის დიდი ნა­წი­ლიც სწო­რედ ამა­ში იხარ­ჯე­ბა," - გან­მარ­ტავს ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
0

იქნებ სხვის ჯიბეში და ოჯახებში ცხვირს არ ყოფდეთ? ვაი ჟურნალისტებო. საკუთარს მოუარეთ აჯობებს

გამვლელი
2

სხვისი ფულების თვლა როგორ უყვარს ერს. თავისი შრომით და ოფლით მიაღწია და მოიპოვა, ღმერთმა შეარგოს. იმ დოყლაპიებზე დაწერეთ 2 კლასი რომ არ დაუმტავრებით და წააჯდა ერს და მილიონებს ხაფავს, ეგ უფრო საინტერესო იქნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"2 წლის წინ ჩინეთში გამარჯვებისას 700 000$-ზე მეტი მიიღო" - რა თანხა აქვს გამომუშავებული ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში?

"2 წლის წინ ჩინეთში გამარჯვებისას 700 000$-ზე მეტი მიიღო" - რა თანხა აქვს გამომუშავებული ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში?

"ტაიმ-ბრეიკზე ცუდად არ გამოვიყურებოდი, მაგრამ ბასილაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა. მან მთელი მატჩი შთამბეჭდავად ჩაატარა. ის ძალიან ძლიერად ურტყამს და ხანდახან მეჩვენებოდა, რომ საერთოდ ვერ ვაკონტროლებდი ბურთს. მუდმივად მიწევდა ძალიან ძლიერი დარტყმების წინააღმდეგ ბრძოლა. რთული მოწინააღმდეგეა," - ეს მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილზე თქვა.

ნიკა დამოუკიდებელ ქართული სპორტის ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელია. იგი 2018 წელს მსოფლიოს რეიტინგში მე-16 პოზიციაზე აღმოჩნდა, სადამდეც ბოლო 30-წლეულში არც ერთ ქართველ ვაჟ ჩოგბურთელს არ მიუღწევია.

ისევე როგორც ბევრ ცნობილ სპორტსმენს, ბასილაშვილსაც ურთულესი გზის გავლა მოუწია.

იგი 1992 წლის 23 თებერვალს დაიბადა. მამა - ნოდარი, სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე გახლდათ, დედა ნატალია - ფიზიკოსი. ნიკამ ვარჯიში 6 წლის ასაკში გოგა სანთელაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. ერთხან მამა ავარჯიშებდა.

2007-დან 2011 წლამდე ოჯახთან ერთად ამერიკის ქალაქ საკრამენტოში ცხოვრობდა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა. მწვრთნელი ვიტალი გორინი გახლდათ. 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად რუსეთში გაემგზავრა და იყო ალბათობა, მსოფლიოს იგი რუსეთის სახელით გაეცნო:

"იყო შემთხვევები, როცა მე და მამას რამდენიმე კვირა მანქანაში გვეძინა, მთელი თვეც გაგრძელებულა ასე. იმ დროს ჯერ კიდევ იუნიორთა ტურში გამოვდიოდი. დიდი ხანი მამასთან ერთად კარავში მეძინა და თან ტურნირებზე გამოვდიოდი. თავისებურად, საინტერესო იყო. ცუდ პირობებში ვვარჯიშობდი და სპონსორიც ვერ ვიპოვე. ამიტომაც მივიღე რუსეთის მოქალაქეობა.

21 წლის ვიყავი, როცა პრაქტიკულად ნულიდან დავიწყე ჩოგბურთის თამაში, რადგან მორალურად განადგურებული ვიყავი. ეს ყველაფერი გაძლევს იმის გააზრების საშუალებას, რომ ცუდ დროებას ფუჭად არ ჩაუვლია. ამან უფრო მეტად გამაძლიერა, ძალა და უმაღლეს დონეზე ჩოგბურთის თამაშის საშუალება მომცა".

შემოსავალი

ჩოგბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც თავდაუზოგავი შრომა აუცილებლად დაფასდება. ამის მაგალითი სწორედ ბასილაშვილის კარიერაა: თუ ნიკას მამამისთან ერთად კარიერის დასაწყისში მანქანასა და კარვებში უხდებოდა ღამის გათენება, პროფესიონალებში გადასვლის შემდეგ ამოისუნთქა. ყოველ შეჯიბრებაში თითო მოგებაზე სხვადასხვა საპრიზო თანხაა გამოყოფილი, ტურნირის მოგება კი ასიათასობით დოლარის შემოსავალია...

მაგალითად, ჩინეთის მასტერსზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დამძლევი 2,845 დოლარს იღებს, მომდევნო ეტაპის მომგები - 5,575 დოლარს და ასე მატულობს თანხა ფინალამდე:

  • 1/16 ფინალი - $25,200;
  • 1/8 ფინალი - $47,480
  • 1/4 ფინალი - $92,000
  • 1/2 ფინალი - $180,900
  • ფინალი - $359,510
  • ჩემპიონს - $733,320

სწორედ 733,320 დოლარი მიიღო ნიკა ბასილაშვილმა 2018 წელს ჩინეთის ღია პირველობის მოგებისთვის. ჰამბურგის ტურნირის ბიუჯეტი შედარებით მოკრძალებულია. მისი მოგება 2018 წელს 349,200 დოლარად ფასობდა, 2019 წელს - 354,845 დოლარად.

საჩოგბურთო საიტებზე ნებისმიერი მოთამაშის შემოსავალი "თეთრებშია" გათვლილი. ცნობილია ისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში (2020 წლის მაისის მონაცემებით) 5,479,761 დოლარი აქვს მიღებული. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს სუფთა შემოსავალი ვერ იქნება...

"ჩოგბურთელები ყველა ტურნირზე დაახლოებით 30%-ით იბეგრებიან. გარდა ამისა, მყავს ერთ-ერთი საუკეთესო და ძვირადღირებული მწვრთნელი, ასევე - ფიზიოთერაპევტი, სტატისტიკოსი და ანალიტიკოსი, რომელთაც მთლიანად მე ვაფინანსებ.

სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ჩოგბურთელები თვითონ უზრუნველყოფენ თავიანთი გუნდების წევრების ხელფასების, სასტუმროსა თუ კვების ხარჯებს და ტურნირებზე გამომუშავებული თანხების დიდი ნაწილიც სწორედ ამაში იხარჯება," - განმარტავს ქართველი ჩოგბურთელი წაიკითხეთ სრულად

4-5 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი მძიმე პაციენტია ქვეყანაში და რამდენი ადამიანი იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე

417 ახალი ინფიცირებული და 2 469 გამოჯანმრთელებული - როგორია ბოლო დღე-ღამის მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით