დიდი ბრიტანეთის პერმიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში კარანტინი ეტაპობრივად შემსუბუქდება. ბრიტანელებს ახალი წესების თანახმად, უფლება აქვთ სავარჯიშოდ და სასეირნოდ წავიდნენ, თუმცა ჯგუფურად არა. მათ 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა მოეთხოვებათ.
ჯონსონის თქმით, ადამიანებს შეუძლიათ წავიდნენ სანაპიროზე, მიიღონ მზის აბაზანები, იყონ საჯარო სივრცეში შეუზღუდავი დროით, თუმცა აუცილებლად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.
ამ განცხადებიდან მეორე დღეს ბრიტანელები პლაჟებს მიაწყდნენ, თუმცა როგორც ფოტოებიდან ჩანს, იმდენი ადამიანია ერთად, რომ სოციალური დისტანციის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ნახეთ, "გარდიანის" ფოტორეპორტაჟი:
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. იქ ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით, 261 184 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 36 914 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, სოციალური დისტანციის წესი დაარღვიეს აშშ-შიც - გასულ შაბათ-კვირას, როცა ხსოვნის დღის აღსანიშნავად (ფედერალური დასვენების დღე, რომელიც ეძღვნება ამერიკის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისას დაღუპული ადამიანების მოგონებას), სანაპიროებს, აუზებსა და პარკებს ათასობით ადამიანი ესტუმრა.
ხსოვნის დღე აშშ-ში, ტრადიციულად, ზაფხულის დაწყების მანიშნებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით 100 ათასამდე ადამიანია გარდაცვლილი, ადამიანები ყოველგვარი წესების გარეშე გადაადგილდებოდნენ, არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას.
ვიდეო, სადაც ჩანს, თუ რა ხდებოდა შტატებში "უიქენდზე"
No covid concerns at the lake of the ozarks😳 #loto pic.twitter.com/Yrb4UNM64u
— Scott Pasmore (@scottpasmoretv) May 24, 2020
ბოლო ინფორმაციით, აშშ-ში COVID-19-ით 1 700 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული და 100 000-მდე მსხვერპლი.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ თუკი ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გავრცელებამ უკან დაიხია, ეპიდემიის შესაჩერებლად საჭირო ზომებს დროზე ადრე შეწყვეტენ, ისინი მეორე ტალღის საფრთხის წინაშე მალე დადგებიან.
"უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ დაავადებამ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს აღმასვლა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან დაავადებამ უკან დაიხია, ეს ასე შენარჩუნდება და მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად წინ თვეები გვაქვს. შესაძლოა, მეორე ტალღა ამ ტალღაშივე მივიღოთ" - განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა მაიკ რაიანმა.
კორონა ვირუსის გამო ატეხილი აჟიოტაჟი უბრალოდ ზედმეტი იყო,მერე რა რომ ბევრია რიცხვი ვინც დაინფიცირდა,მოიხდის ჩვეულებრივ და მორჩა,მაშინ ატყდეს განგაში გულ-სისხლძარღვთა პრობლემებზე,სიმსუქნეზე,გრიპის სხვა შტანებზე და გამოცხადეს კარანტინი,უბრალოდ ეს მთავრობას აწყობდა
რა ხდება რა ამბავია ხალხო !