მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვში დააკავეს ბანკზე თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა და აფეთქებით იმუქრებოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან
მოსკოვში დააკავეს ბანკზე თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა და აფეთქებით იმუქრებოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

მოს­კო­ვის ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ უბან­ში "ალფა ბან­კში" უც­ნო­ბი პირი შე­იჭ­რა და მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლი შე­ნო­ბის აფეთ­ქე­ბით იმუქ­რე­ბო­და.

უკა­ნას­კნე­ლი ცნო­ბე­ბით, დამ­ნა­შა­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია. "ინ­ტერ­ფაქ­სი" იუ­წყე­ბა, რომ თავ­დამ­სხმელს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა არ აღ­მო­აჩ­ნდა.

“სპეც­რაზმმა შე­ნო­ბა შტურ­მით აიღო და და­ა­კა­ვა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც შე­ნო­ბის აფეთ­ქე­ბით იმუქ­რე­ბო­და. მას თან ჰქონ­და ყალ­ბი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი“,-გა­ნუ­ცხა­დეს „ტასს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა რომ ბან­კში იმ­ყო­ფე­ბო­და უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი საჭ­მლის მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სის ჩან­თით და თქვა, რომ ჩან­თა­ში ჰქონ­და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი და თავს აი­ფეთ­ქებ­და.

"ინ­ტერ­ფაქსს" ანო­ნი­მურ­მა წყა­რომ შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ მა­მა­კაც­მა თავ­და­პირ­ვე­ლად 6 მძე­ვა­ლი აიყ­ვა­ნა, ბო­ლოს კი ერ­თის გარ­და ყვე­ლა გა­მო­უშ­ვა.

გა­მო­ცე­მა ТАСС კი წერს, რომ თავ­დამ­სხმე­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ბან­კის­გან დიდ თან­ხას მო­ი­თხოვ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი მოს­კოვ­ში ერთ-ერთი საჭ­მლის მი­ტა­ნის სერ­ვის­ში კუ­რი­ე­რად მუ­შა­ობს. ის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

ბან­კის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ამ დრომ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ალ­ყა­შია, გა­და­კე­ტი­ლია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა, გა­და­ად­გი­ლე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მოსკოვში დააკავეს ბანკზე თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა და აფეთქებით იმუქრებოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

მოსკოვში დააკავეს ბანკზე თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა და აფეთქებით იმუქრებოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

მოსკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში "ალფა ბანკში" უცნობი პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი შენობის აფეთქებით იმუქრებოდა.

უკანასკნელი ცნობებით, დამნაშავე დაკავებულია. "ინტერფაქსი" იუწყება, რომ თავდამსხმელს ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოაჩნდა.

“სპეცრაზმმა შენობა შტურმით აიღო და დააკავა მამაკაცი, რომელიც შენობის აფეთქებით იმუქრებოდა. მას თან ჰქონდა ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობები“,-განუცხადეს „ტასს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სამართალდამცველების ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება რომ ბანკში იმყოფებოდა უცნობი მამაკაცი საჭმლის მიწოდების სერვისის ჩანთით და თქვა, რომ ჩანთაში ჰქონდა ასაფეთქებელი და თავს აიფეთქებდა.

"ინტერფაქსს" ანონიმურმა წყარომ შეატყობინა, რომ მამაკაცმა თავდაპირველად 6 მძევალი აიყვანა, ბოლოს კი ერთის გარდა ყველა გამოუშვა.

გამოცემა ТАСС კი წერს, რომ თავდამსხმელი ფინანსური პრობლემების გამო ბანკისგან დიდ თანხას მოითხოვდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მოსკოვში ერთ-ერთი საჭმლის მიტანის სერვისში კურიერად მუშაობს. ის რუსეთის მოქალაქეა.

ბანკის შენობის მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე სამართალდამცველების ალყაშია, გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა, გადაადგილება ეკრძალებათ მოქალაქეებსაც.