მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„500-ზე მეტი თანამშრომელი ვერ ახერხებს სამსახურში გამოსვლას, თუმცა მათ დღესაც ვუხდით კომპენსაციას“ - „ნიკორა სუპერმარკეტის“ დირექტორი
„500-ზე მეტი თანამშრომელი ვერ ახერხებს სამსახურში გამოსვლას, თუმცა მათ დღესაც ვუხდით კომპენსაციას“ - „ნიკორა სუპერმარკეტის“ დირექტორი

რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის გამო, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ვირუს­მა ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წესი სრუ­ლად შეც­ვა­ლა. ამ მოკ­ლე დრო­ში ბიზ­ნე­სე­ბის დიდ ნა­წილს ახალ რე­ა­ლო­ბა­ზე გა­და­წყო­ბა, ნა­წილს კი, მა­გა­ლი­თად, ტუ­რიზ­მის სექ­ტორს მუ­შა­ო­ბის სრუ­ლად შე­ჩე­რე­ბა მო­უ­წია. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა, ნა­წილს კი დრო­ე­ბით უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა მო­უ­წია.

ამ­ჟა­მად, შე­ზღუდ­ვე­ბი ეტა­პობ­რი­ვად იხ­სნე­ბა, თუმ­ცა გან­ვლი­ლი პე­რი­ო­დი ბიზ­ნე­სებ­ზე თა­ვის კვალს ტო­ვებს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ პა­სუ­ხო­ბენ უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ე­ბი გა­მოწ­ვე­ვებს, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღეს თა­ნამ­შრო­მელ­თა შე­სა­ხებ და რო­გო­რი პროგ­ნო­ზე­ბი აქვთ მათ იმ პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით, როცა COVID-19-ის პან­დე­მია და­სას­რულს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა.

ამის შე­სა­ხებ „ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტის“ ქსე­ლის დი­რექ­ტორს და­ვით ურუ­შა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ, რო­მელ­მაც დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტა, რო­გორ მო­ერ­გო კომ­პა­ნია ახალ რე­ა­ლო­ბას, აღ­მოჩ­ნდნენ თუ არა პრო­დუქ­ცი­ის დე­ფი­ცი­ტის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე და რო­გორ იცა­ვენ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სებს რო­გორც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ისე მომ­ხმა­რებ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბამ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი მუ­შა­ო­ბის გან­სხვა­ვე­ბულ რე­ჟიმ­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ შე­იც­ვა­ლა ქსე­ლის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა?

ჩვე­ნი ქსე­ლი მეტ­წი­ლად, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მო­მუ­შა­ვე მაღ­ზი­ე­ბით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ყვე­ლა პრო­ცე­სი ამის მი­ხედ­ვით იყო და­გეგ­მი­ლი. მა­ღა­ზი­ის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის სა­ჭი­როა კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რაც მო­ი­ცავს „ბე­ქო­ფისს“, ცენ­ტრა­ლურ სა­წყობს და ლო­გის­ტი­კას. და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის საკ­მა­ოდ მცი­რე დრო იყო გა­მო­ყო­ფი­ლი და მინ­და, სი­ა­მა­ყით აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის თავ­და­უ­ზო­გა­ვი და შე­თან­ხმე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ ძა­ლი­ან რთუ­ლი და კომ­პლექ­სუ­რი სა­ო­პე­რა­ციო ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბის იმგვა­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რომ მომ­ხმა­რებ­ლებს და სხვა კონ­ტრა­გენ­ტებს დის­კომ­ფორ­ტი პრაქ­ტი­კუ­ლად არ შექ­მნი­ათ.

რა მი­მარ­თუ­ლე­ბით აღ­მოჩ­ნდა კომ­პა­ნია გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ მათი დაძ­ლე­ვა?

თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩვენს საზ­რუ­ნავს წარ­მო­ად­გენ­და ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჯან­მრთლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რის­თვი­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მოგ­ვცა. აგ­რეთ­ვე, აქ­ტი­უ­რად ვი­ზი­ა­რებ­დით სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­საც.

ასე­ვე, ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი სა­ო­პე­რა­ციო პრო­ცე­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რად­გან კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სურ­სა­თის უწყვე­ტი მი­წო­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი გა­მოწ­ვე­ვა იყო პრო­დუქ­ცი­ის უწყვე­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მა­ღა­ზი­ა­ში და რა თქმა უნდა, მა­ღა­ზი­ის მუ­შა­ო­ბის­თვის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, ამი­სათ­ვის კი სა­ჭი­რო გახ­და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­კი­თხის ოპე­რა­ტი­უ­ლად მოგ­ვა­რე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვა რო­გორ ხდე­ბა ქსელ­ში?

მაქ­სი­მა­ლუ­რად ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით და ახ­ლაც ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, უწყვე­ტად უზ­რუნ­ველ­ვყოფთ მა­ღა­ზი­ებს სა­დე­ზინ­დე­ფექ­ციო ხსნა­რე­ბით, ხოლო თა­ნამ­შრომ­ლებს პი­რა­დი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დით იმას, რომ მომ­ხმა­რე­ბელს და­ეც­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია არა­მარ­ტო მა­ღა­ზი­ის შიდა პე­რი­მეტრზე, არა­მედ მის გა­რე­თაც, რიგ­ში დგო­მი­სას.

აქვე უნდა ვი­სა­უბ­როთ შე­ღა­ვა­თებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ ბიზ­ნე­სებს და­უ­წე­სა. რამ­დე­ნად ისარ­გებ­ლა კომ­პა­ნი­ამ ამ შე­ღა­ვა­თე­ბით და სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად და­გეხ­მა­რათ ისი­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ?

ჩემი აზ­რით, საკ­მა­ოდ დრო­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი პა­კე­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა მოხ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის სუბ­სი­დი­რე­ბის პა­კე­ტი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ, მი­ღე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­ის ხარ­ჯზე მო­ა­ხერ­ხონ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი თა­ნამ­შრომ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თის­თვის, ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში 500-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვერ ახერ­ხებს სამ­სა­ხურ­ში გა­მოს­ვლას მა­ღა­ზი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო დრო­ის, სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბის და მსხვი­ლი ქა­ლა­ქე­ბის ჩა­კეტვის გამო, ყვე­ლა მათ­განს ჩვენ შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნეთ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და დღე­საც ვუხ­დით კომ­პენ­სა­ცი­ას. ხოლო სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს , რომ ეს პრო­ცე­სი გა­ვაგ­რძლოთ კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დის დას­რუ­ლე­ბამ­დე, რის შემ­დე­გაც ისი­ნი კვლავ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს.

ექ­სპერტთა ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ COVID-19-ის ტალ­ღის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი ელო­დე­ბა. თქვენ რა პროგ­ნო­ზე­ბი გაქვთ კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით? რო­გორ ემ­ზა­დე­ბით, თუ ეს პროგ­ნო­ზე­ბი გა­მარ­თლდე­ბა?

კრი­ზი­სი მარ­თლაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რად­გან ეკო­ნო­მი­კის ძა­ლი­ან ბევ­რი დარ­გი ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ჩერ­და პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუმ­ცა ჩვენ მო­მა­ვალს იმე­დი­ა­ნად ვუ­ყუ­რებთ და მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეკო­ნო­მი­კის სტი­მუ­ლი­რე­ბის და პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი პა­კე­ტე­ბი ძა­ლი­ან მალე მო­ახ­დე­ნენ და­დე­ბით ეფექტს და მა­ლე­ვე შევ­ძლებთ და­ვუბ­რუნ­დეთ ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს კომ­პა­ნი­ას, ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გვერ­დით და ნე­ბის­მი­ე­რი დაბ­რკო­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გან­ვაგ­რძობთ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის და მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
0

ამიტომაც ტრანსპორტია საჭირო....

მარიამი
0

ნიკორაში მომუშავე რიგით თანამშრომელს ჰკითხეთ როგორი პირობებია, და ისიც გავიგეთ რომ კონსულტანტი დამლაგებლის ფუნქციასაც ითვისებს, ასევე ბევრი გამოუშვეს სამსახურიდან უტრანსპორტობის გამო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

„500-ზე მეტი თანამშრომელი ვერ ახერხებს სამსახურში გამოსვლას, თუმცა მათ დღესაც ვუხდით კომპენსაციას“ - „ნიკორა სუპერმარკეტის“ დირექტორი

„500-ზე მეტი თანამშრომელი ვერ ახერხებს სამსახურში გამოსვლას, თუმცა მათ დღესაც ვუხდით კომპენსაციას“ - „ნიკორა სუპერმარკეტის“ დირექტორი

რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში COVID-19-ის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ვირუსმა ყოველდღიური ცხოვრების წესი სრულად შეცვალა. ამ მოკლე დროში ბიზნესების დიდ ნაწილს ახალ რეალობაზე გადაწყობა, ნაწილს კი, მაგალითად, ტურიზმის სექტორს მუშაობის სრულად შეჩერება მოუწია. მოსახლეობის ნაწილმა სამსახური დაკარგა, ნაწილს კი დროებით უხელფასო შვებულებით სარგებლობა მოუწია.

ამჟამად, შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა განვლილი პერიოდი ბიზნესებზე თავის კვალს ტოვებს. საინტერესოა, როგორ პასუხობენ უმსხვილესი კომპანიები გამოწვევებს, რა გადაწყვეტილებები მიიღეს თანამშრომელთა შესახებ და როგორი პროგნოზები აქვთ მათ იმ პერიოდთან დაკავშირებით, როცა COVID-19-ის პანდემია დასასრულს მიუახლოვდება.

ამის შესახებ „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელის დირექტორს დავით ურუშაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც დეტალურად განმარტა, როგორ მოერგო კომპანია ახალ რეალობას, აღმოჩნდნენ თუ არა პროდუქციის დეფიციტის პრობლემის წინაშე და როგორ იცავენ უსაფრთხოების წესებს როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების შემთხვევაში.

საგანგებო მდგომარეობამ სუპერმარკეტები მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადაიყვანა. საინტერესოა, როგორ შეიცვალა ქსელის მუშაობის სპეციფიკა?

ჩვენი ქსელი მეტწილად, 24-საათიან რეჟიმში მომუშავე მაღზიებით იყო წარმოდგენილი და ყველა პროცესი ამის მიხედვით იყო დაგეგმილი. მაღაზიის შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭიროა კარგად ორგანიზებული მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს „ბექოფისს“, ცენტრალურ საწყობს და ლოგისტიკას. დაწესებულ შეზღუდვებზე რეაგირებისთვის საკმაოდ მცირე დრო იყო გამოყოფილი და მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრის თავდაუზოგავი და შეთანხმებული მოქმედების შედეგად, ჩვენ მოვახერხეთ ძალიან რთული და კომპლექსური საოპერაციო ტრანსფორმაციების იმგვარად განხორციელება, რომ მომხმარებლებს და სხვა კონტრაგენტებს დისკომფორტი პრაქტიკულად არ შექმნიათ.

რა მიმართულებით აღმოჩნდა კომპანია გამოწვევების წინაშე და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

თავდაპირველად, ჩვენს საზრუნავს წარმოადგენდა ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რისთვისაც მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვცა. აგრეთვე, აქტიურად ვიზიარებდით საერთაშორისო გამოცდილებასაც.

ასევე, ჩვენი ვალდებულება იყო შეუფერხებელი საოპერაციო პროცესის უზრუნველყოფა, რადგან კრიზისულ პერიოდში პირველადი მოხმარების სურსათის უწყვეტი მიწოდება მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში ჩვენი გამოწვევა იყო პროდუქციის უწყვეტობის შენარჩუნება მაღაზიაში და რა თქმა უნდა, მაღაზიის მუშაობისთვის საჭირო რაოდენობის თანამშრომლების მობილიზება, ამისათვის კი საჭირო გახდა თანამშრომლების ტრანსპორტირების საკითხის ოპერატიულად მოგვარება.

საინტერესოა, უსაფრთხოების ზომების დაცვა როგორ ხდება ქსელში?

მაქსიმალურად ვითვალისწინებდით და ახლაც ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს, უწყვეტად უზრუნველვყოფთ მაღაზიებს სადეზინდეფექციო ხსნარებით, ხოლო თანამშრომლებს პირადი დაცვის საშუალებებით. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით იმას, რომ მომხმარებელს დაეცვა სოციალური დისტანცია არამარტო მაღაზიის შიდა პერიმეტრზე, არამედ მის გარეთაც, რიგში დგომისას.

აქვე უნდა ვისაუბროთ შეღავათებზე, რომელიც სახელმწიფომ ბიზნესებს დაუწესა. რამდენად ისარგებლა კომპანიამ ამ შეღავათებით და საინტერესოა, რამდენად დაგეხმარათ ისინი გამოწვევების საპასუხოდ?

ჩემი აზრით, საკმაოდ დროული და ეფექტური პაკეტების შემუშავება მოხდა. აღსანიშნავია საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების პაკეტი, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემთ, მიღებული ეკონომიის ხარჯზე მოახერხონ რაც შეიძლება მეტი თანამშრომლის შენარჩუნება. მაგალითისთვის, ჩვენს კომპანიაში 500-ზე მეტი თანამშრომელი ვერ ახერხებს სამსახურში გამოსვლას მაღაზიების შემცირებული სამუშაო დროის, საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტირების შეფერხების და მსხვილი ქალაქების ჩაკეტვის გამო, ყველა მათგანს ჩვენ შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილები და დღესაც ვუხდით კომპენსაციას. ხოლო საგადასახადო შეღავათი შესაძლებლობას გვაძლევს , რომ ეს პროცესი გავაგრძლოთ კრიზისული პერიოდის დასრულებამდე, რის შემდეგაც ისინი კვლავ დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს.

ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ COVID-19-ის ტალღის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური კრიზისი ელოდება. თქვენ რა პროგნოზები გაქვთ კომპანიასთან დაკავშირებით? როგორ ემზადებით, თუ ეს პროგნოზები გამართლდება?

კრიზისი მართლაც მოსალოდნელია, რადგან ეკონომიკის ძალიან ბევრი დარგი ფაქტობრივად გაჩერდა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ მომავალს იმედიანად ვუყურებთ და მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის სტიმულირების და პოსტკრიზისული პაკეტები ძალიან მალე მოახდენენ დადებით ეფექტს და მალევე შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, ყოველთვის ვიქნებით ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით და ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, განვაგრძობთ მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი პროდუქციის და მომსახურების მიწოდებას.

EKIMO - მთელი ჯანდაცვა ერთ აპლიკაციაში, რომელიც გაგიმარტივებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მთელს ოჯახს!

რომელ პროდუქტებზე გაიზარდა მოთხოვნა ეპიდემიის პერიოდში – სტატისტიკა საქართველოდან, იტალიასა და აშშ–დან

კრედო ბანკის მხარდაჭერის კამპანია 71+ წლის მომხმარებლებისთვის