მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველას, ვინც სამსახური დაკარგა ან ხელფასი შეუმცირდა, მომდევნო სამი თვე სესხის მომსახურება გადაუვადდებათ
ყველას, ვინც სამსახური დაკარგა ან ხელფასი შეუმცირდა, მომდევნო სამი თვე სესხის მომსახურება გადაუვადდებათ

მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­მაც და­კარ­გეს სამ­სა­ხუ­რი ან შე­მო­სავ­ლე­ბი შე­უმ­ცირ­დათ, სა­ბან­კო კრე­დი­ტის პრო­ცენ­ტი კი­დევ სამი თვით გა­და­უ­ვად­დე­ბათ.

ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა­ფე­რი ეს მოხ­დე­ბა პრო­ცენ­ტის კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შე, რაც უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და სა­ბან­კო სექ­ტო­რის ეროვ­ნულ ბანკთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, კრი­ზი­სის პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე მი­ვი­ღეთ ერ­თობ­ლი­ვად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ფი­ზი­კურ პი­რებს კრე­დი­ტის პრო­ცენ­ტი 3 თვით გა­და­უ­ვა­და, ეს სამი თვე უკვე გა­ვი­და.

გუ­შინ შეხ­ვედ­რა­ზე მი­ვი­ღეთ ერ­თობ­ლი­ვი, შე­ჯე­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - პირ­ვე­ლი: ყვე­ლა იმ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­მაც და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი და სა­ხელ­მწი­ფო თა­ვი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მით ეხ­მა­რე­ბა შედ­გო­მი სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­უ­ვად­დე­ბა სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, ყვე­ლა იმ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც შე­უმ­ცირ­და შე­მო­სა­ვა­ლი და აქვს სა­ბან­კო კრე­დი­ტი და რო­მე­ლიც თა­ვი­სი სურ­ვი­ლით ბანკს მი­მარ­თავს, ასე­ვე მოხ­დე­ბა მისი საკ­რე­დი­ტო პრო­ცენ­ტის გა­და­ვა­დე­ბა სამი თვით და ყვე­ლა­ფე­რი ეს მოხ­დე­ბა პრო­ცენ­ტის კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შე, რაც არის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან, პრე­მი­ერ­მა მო­უ­წო­და ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებს, რომ­ლებ­საც სამ­სა­ხუ­რი­დან თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გაშ­ვე­ბა მო­უ­წი­ათ, ეფექ­ტუ­რად ითა­ნამ­შრომ­ლონ შე­მო­სავ­ლე­ბის სას­მა­ხურ­თან, რათა არა­ვინ დარ­ჩეს დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის გა­რე­შე. მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ეს დახ­მა­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მი­ი­ღონ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
7

ვინც სამსახური დაკარგა 3 თვის შემდეგ როგორ უნდა გადაიხადოს? სახელმწიპო უშოვის სამსახურს ტუ ძაან აწყობილი ქვეყანაა და ოგონდ გინდოდეს და სამსახურის მეტი რაა?

 

ნუცა
9

შემოდგომაზე საქართველოში ისეთი კრიზისი დაიწყება, მითუმეტეს თუ საზღვრები არ გაიხსნება და ხალხს საზღვარგარეთ მუშაობის საშვალება არ მიეცემა რომ დედა შვილს არ აიყვანს ხელში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ყველას, ვინც სამსახური დაკარგა ან ხელფასი შეუმცირდა, მომდევნო სამი თვე სესხის მომსახურება გადაუვადდებათ

ყველას, ვინც სამსახური დაკარგა ან ხელფასი შეუმცირდა, მომდევნო სამი თვე სესხის მომსახურება გადაუვადდებათ

მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან შემოსავლები შეუმცირდათ, საბანკო კრედიტის პროცენტი კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად, კრიზისის პირველივე ეტაპზე მივიღეთ ერთობლივად გადაწყვეტილება და ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტი 3 თვით გადაუვადა, ეს სამი თვე უკვე გავიდა.

გუშინ შეხვედრაზე მივიღეთ ერთობლივი, შეჯერებული გადაწყვეტილება - პირველი: ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება შედგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება.

გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით ბანკს მიმართავს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა მოუწოდა ბიზნესოპერატორებს, რომლებსაც სამსახურიდან თანამშრომლების გაშვება მოუწიათ, ეფექტურად ითანამშრომლონ შემოსავლების სასმახურთან, რათა არავინ დარჩეს დახმარების მიღების გარეშე. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ეს დახმარება მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ.

ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, სიმართლეს არ შეესაბამება

აჭარა "მწვანე ზონაა" - რეგიონში ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი განიკურნა

"ჩემი რეკომენდაციაა, ავტობუსში თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე