მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს
რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში დათ­ვე­ბი და მგლე­ბი ერ­თად და­ა­სახ­ლეს. ამის შე­სა­ხებ ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

"თუ ჩვენს გვერდს აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებთ თვალს ალ­ბათ შე­ამ­ჩნევ­დით, რომ ახალ ზო­ო­პარკში დათ­ვე­ბი და მგლე­ბი ერ­თად გვყავს და­სახ­ლე­ბუ­ლი. ეს ამ­ბა­ვი ხში­რად მა­ვან­თა შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს. პე­რი­ო­დუ­ლად შეშ­ფო­თე­ბა აღ­შფო­თე­ბა­ში გა­და­იზ­რდე­ბა-ხოლ­მე და მერე გვი­წევს ვრცე­ლი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის წერა. ამი­ტომ, ერთ პოსტს ამ სა­ხე­ო­ბე­ბის თა­ნა­ცხოვ­რე­ბას მი­ვუ­ძღვნით.

* დათ­ვე­ბი და მგლე­ბი ბუ­ნე­ბა­შიც მე­ზობ­ლე­ბი არი­ან. ვერ გე­ტყვით, რომ დიდი გა­და­პა­ტი­ჟე­ბა-გად­მო­პა­ტი­ჟე­ბა და სტუმ­რი­ა­ნო­ბა აქვთ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ, ფაქ­ტია, რომ ხში­რად გა­და­ეყ­რე­ბი­ან-ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს ტყის ბი­ლი­კებ­ზე და ბუ­ნებ­რი­ვად იყო­ფენ სა­არ­სე­ბო არე­ალს.

* არა, ჩვე­ნი დათ­ვე­ბი და მგლე­ბი არ ჩხუ­ბო­ბენ! კი, ხან­და­ხან კინ­კლა­ო­ბენ, თუ დათ­ვებს მგლე­ბის ხორ­ცზე წა­უც­დე­ბათ თა­თე­ბი, ან მგლე­ბი ვერ გა­უძ­ლე­ბენ დათ­ვე­ბის ვაშ­ლე­ბის ცდუ­ნე­ბას, მაგ­რამ ხომ გა­გი­გი­ათ ძვე­ლი ზო­ო­პარ­კუ­ლი ან­და­ზა - დათ­ვი­სა და მგლის ჩხუ­ბი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს მარ­თა­ლი ეგო­ნაო, ჰოდა, ასეა აქაც.

* დიახ, ეს ცხო­ვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან თა­მა­შო­ბენ-კი­დეც. თა­ნაც რო­გორ?! შე­ი­ტან ვო­ლი­ერ­ში რა­ი­მე დათ­ვურს, მა­გა­ლი­თად თაფ­ლი­ან მორს, მწვა­ნე ბა­ლახს, ჩირს და მი­ე­სე­ვი­ან მგლე­ბი, თით­ქოს რა­მის მჭა­მე­ლე­ბი იყ­ვნენ იქი­დან. ბუ­ზღუ­ნე­ბენ დათ­ვე­ბი და არის ერთი გა­წევ-გა­მო­წე­ვა. ბო­ლოს მა­ინც დათ­ვე­ბი მი­ირ­თმე­ვენ, რა თქმა უნდა. აბა, მგელს რა ჯან­და­ბად უნდა თაფ­ლი და ტკბი­ლე­უ­ლი? სა­მა­გი­ე­როდ, ამ ორომ­ტრი­ალ­ში დათ­ვე­ბი ზედ­მეტ ქო­ნებს წვა­ვენ და კი არი­ან მერე ალ­პი­ნის­ტე­ბი­ვით - მათ­თვის ხის და­უ­ლაშ­ქრა­ვი კენ­წე­რო არ არ­სე­ბობს!

* და ბო­ლოს, იმგვა­რი ცხო­ვე­ლე­ბის სა­ერ­თო ვო­ლი­ერ­ში მო­თავ­სე­ბა, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს არ ვნე­ბენ, ცუდი არ არის. პი­რი­ქით, კარ­გია. ეს სო­ცი­ა­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვი­საა სა­ჭი­რო. ერ­თად და­სახ­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლე­ბი მუდ­მი­ვად ტო­ნუს­ში არი­ან, თა­მა­შო­ბენ, დარ­ბი­ან... კი, ხან­და­ხან შე­უღ­რე­ნენ-კი­დეც ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ მო­წყე­ნის დრო აღარ რჩე­ბათ და სი­ახ­ლე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ეძ­ლე­ვათ.

* მოკ­ლედ, როცა ჩვენს ზო­ო­პარკში გა­და­ღე­ბულ დათ­ვე­ბი­სა და მგლე­ბის ერ­თობ­ლივ ფო­ტოს გა­და­ა­წყდე­ბით, ას­ჯერ და­ფიქ­რდით და შემ­დეგ აჯა­ჯღან­დით. სა­ერ­თო­დაც, მარ­ტო ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში კი არა, ყო­ველ­თვის ასე თუ მო­ვიქ­ცე­ვით, აჯო­ბებს " - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
16

ნორმალური მთავრობა რომ მოვა ნაცები და ქოცები ერთ კამერაში უნდა ჩასვა.

zura
0

isedac ar akliat kohabitacia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად დაასახლეს. ამის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"თუ ჩვენს გვერდს აქტიურად ადევნებთ თვალს ალბათ შეამჩნევდით, რომ ახალ ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად გვყავს დასახლებული. ეს ამბავი ხშირად მავანთა შეშფოთებას იწვევს. პერიოდულად შეშფოთება აღშფოთებაში გადაიზრდება-ხოლმე და მერე გვიწევს ვრცელი ახსნა-განმარტებების წერა. ამიტომ, ერთ პოსტს ამ სახეობების თანაცხოვრებას მივუძღვნით.

* დათვები და მგლები ბუნებაშიც მეზობლები არიან. ვერ გეტყვით, რომ დიდი გადაპატიჟება-გადმოპატიჟება და სტუმრიანობა აქვთ გაჩაღებული, მაგრამ, ფაქტია, რომ ხშირად გადაეყრებიან-ხოლმე ერთმანეთს ტყის ბილიკებზე და ბუნებრივად იყოფენ საარსებო არეალს.

* არა, ჩვენი დათვები და მგლები არ ჩხუბობენ! კი, ხანდახან კინკლაობენ, თუ დათვებს მგლების ხორცზე წაუცდებათ თათები, ან მგლები ვერ გაუძლებენ დათვების ვაშლების ცდუნებას, მაგრამ ხომ გაგიგიათ ძველი ზოოპარკული ანდაზა - დათვისა და მგლის ჩხუბი დამთვალიერებელს მართალი ეგონაო, ჰოდა, ასეა აქაც.

* დიახ, ეს ცხოველები ერთმანეთთან თამაშობენ-კიდეც. თანაც როგორ?! შეიტან ვოლიერში რაიმე დათვურს, მაგალითად თაფლიან მორს, მწვანე ბალახს, ჩირს და მიესევიან მგლები, თითქოს რამის მჭამელები იყვნენ იქიდან. ბუზღუნებენ დათვები და არის ერთი გაწევ-გამოწევა. ბოლოს მაინც დათვები მიირთმევენ, რა თქმა უნდა. აბა, მგელს რა ჯანდაბად უნდა თაფლი და ტკბილეული? სამაგიეროდ, ამ ორომტრიალში დათვები ზედმეტ ქონებს წვავენ და კი არიან მერე ალპინისტებივით - მათთვის ხის დაულაშქრავი კენწერო არ არსებობს!

* და ბოლოს, იმგვარი ცხოველების საერთო ვოლიერში მოთავსება, რომლებიც ერთმანეთს არ ვნებენ, ცუდი არ არის. პირიქით, კარგია. ეს სოციალური ცხოველების სოციალიზაციისთვისაა საჭირო. ერთად დასახლებული სხვადასხვა სახეობის ცხოველები მუდმივად ტონუსში არიან, თამაშობენ, დარბიან... კი, ხანდახან შეუღრენენ-კიდეც ერთმანეთს, მაგრამ სამაგიეროდ მოწყენის დრო აღარ რჩებათ და სიახლეების აღმოჩენის შესაძლებლობაც ეძლევათ.

* მოკლედ, როცა ჩვენს ზოოპარკში გადაღებულ დათვებისა და მგლების ერთობლივ ფოტოს გადააწყდებით, ასჯერ დაფიქრდით და შემდეგ აჯაჯღანდით. საერთოდაც, მარტო ჩვენს შემთხვევაში კი არა, ყოველთვის ასე თუ მოვიქცევით, აჯობებს " - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბათუმში მაღაზია "ვაიკიკის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამოგზავრების შესაძლებლობას არ მიეცა - რა განმარტება გაკეთდა "ჯორჯიან ეარვეისა" და მმართველ გუნდში?