შესაძლოა, ბანკებს კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ, მაგრამ დაბეჯითებით ვერ გეტყვით, ვიდრე ანალიზი არ გაკეთდება , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა, საკრედიტო შენატანის პერიოდის სამთვიანი გადავადება საკმარისი არ არის, თუმცა რომან კაკულიას განმარტებით, ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პროცესში ბანკებმაც შემოსავლების დანაკლისი განიცადეს.
"რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა, ეს სამთვიანი გადავადება საკმარისი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბანკებისთვის ეს გარკვეული შემოსავლების დანაკლისი იყო.
რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, მათ ვთხოვთ, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთონ განვითრებისა და დაკრედიტების პროცესებში. თუმცა, რამდენად შეუძლიათ ეს ბანკებს, ეს უნდა შევაფასოთ იქიდან გამომდინარე, რა ტიპის დანაკლისი მიიღეს მათ დაკარგული საპროცენტო განაკვეთების შემოსავლების დაკარგვით ზოგადად და როგორია ახლა თანაფარდობა იმ ფულის, რომელიც მათ მიეცათ დახმარების ფარგლებში, ეს ბალანსია დასანახი. მიღებული დახმარების ფონზე, რაც ბანკებს მიეცათ და კიდევ ბევრი ნაბიჯები გადაიდგა მათ დასახმარებლად, შესაძლოა მათ ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში ამის გაკეთების შესაძლებლობა. მაგრამ დაბეჯითებით ვერ გეტყვით, სანამ ამის მთლიანი ანალიზი არ გაკეთდება“,- განაცხადა რომან კაკულიამ.
ეს ვითომ საშეღავათო პერიოდის პროცენტი რომ მაინც გადასახდელი გვაქვს და ბოლოს 3 თვე რომ დავვიმატეს იმას ცალკე პროცენტი რომ აქვს არა? კი არ იზარალეს პროცენტის პროცენტი აიღეს ბანკებმა და ესენი ზარალზე საუბრობენ. სირცხვოლია არ ვართ ეგეთი სულელები.
მაგარ ცაიტნოტში ხართ მთელი საქოცეთი ,იმიტომ რომ პინგვინას სიტყვაა გადამწყვეტი!!! რომ საერთოდ გაჩუმდეთ აჯობებს თქვენთვის იმიტომ რომ რაც აქამდე თქვით არაფერი არ გაგიკეთებიათ!!!!