პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფიო ხუნწარია განმარტავს, რატომ დატოვა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა - "გთხოვთ, ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია"
სოფიო ხუნწარია განმარტავს, რატომ დატოვა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა - "გთხოვთ, ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია"

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე სო­ფიო ხუნ­წა­რი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ხუნ­წა­რი­ამ დე­და­ქა­ლა­ქის მერს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით თა­ვად მი­მარ­თა. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფიო ხუნ­წა­რია სა­მუ­შა­ოდ კერ­ძო სექ­ტორ­ში გა­და­დის.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თბი­ლი­სის მე­რი­ამ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ხუნ­წა­რი­ას ორ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის­თვის.

თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ ხუნ­წა­რი­ამ გან­მარ­ტე­ბა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­ა­კე­თა:

"ძა­ლი­ან ბევ­რი მი­რე­კავს, მწერს და ათას ვერ­სი­ას ვის­მენ. მე­გობ­რე­ბო ხდე­ბა ხოლ­მე ასეც, რო­დე­საც პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუ­ველ­ზე მი­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და სხვა რა­ი­მე აპო­კა­ლიპ­ტუ­რი ფონი არ არ­სე­ბობს. კო­ლე­გებს ბო­დი­ში, რომ მათ ზა­რებს არ ვპა­სუ­ხობ (ჟურ­ნა­ლის­ტებს ვგუ­ლის­ხმობ), მაგ­რამ გთხოვთ რიგი ვერ­სი­ე­ბის შე­თხზვის­გან თავი შე­ი­კა­ვოთ, უხერ­ხუ­ლია.

მე ჩემი პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვტო­ვებ თა­ნამ­დე­ბო­ბას, ჩემი პი­რა­დი მი­ზე­ზე­ბის გამო. არ მომ­წონს, როცა ჩა­მო­ნათ­ვალს აკე­თე­ბენ და წუ­წუნს იწყე­ბენ რიგ სა­კი­თხებ­ზე. ვბრუნ­დე­ბი იქ სა­ი­და­ნაც მო­ვე­დი. არ­ტა­რე­ა­ში დღეს ჩემი ყოფ­ნა დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია. აქვე გე­ტყვით, რომ ორ წე­ლი­წად ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ.

მად­ლო­ბა კა­ხის, რომ მომ­ცა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და, რომ გვერ­დში მედ­გა საქ­მე­ში. მად­ლო­ბა ჩემს საყ­ვა­რელ მო­ად­გი­ლე­ებს, ირაკ­ლებს, მა­ი­კოს და ილი­ას. ჩემს გუნდს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი იყო და შე­უძ­ლე­ბე­ლიც შევ­ძე­ლით ერ­თად. ჩემ­თვის ეს წლე­ბი და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა და იმ ძი­რი­თად სფე­როს, რო­მელ­საც ვკუ­რი­რებ­დი არ ვუ­ღა­ლა­ტებ. ხვალ უკვე ყვე­ლა პრო­ექტს ჩა­მოვ­თვლი რაც გა­ვა­კე­თე და რა­საც ვტო­ვებ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გუნ­დი, რო­მე­ლიც დღეს მე­რი­ა­შია ყვე­ლა­ფერს გა­უმკლავ­დე­ბა. იშ­ვი­ა­თად შეკ­რუ­ლი გუნ­დი!

მიყ­ვარ­ხართ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ახლა კი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და თუ ვინ­მე გა­მომ­რჩა ყვე­ლამ მი­ი­ღეთ თქვენ თავ­ზე, რად­გან გა­ნურ­ჩევ­ლად მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა­სი" - წერს ხუნ­წა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

სო­ფიო ხუნ­წა­რი­ამ თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა 2018 წლის იან­ვარ­ში და­ი­კა­ვა. მა­ნამ­დე ის თბი­ლი­სის მე­რი­ის კულ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უბრალო"
7

კაი გოგო ხარ

grisha
6

ვერ აუწყო ქალბატონმა ხურწკაიამ ბატონი მერის და სხვა ხელმძღვანელი მუშაკების მუშაობის ტემპს ფეხი. არ ყოფნიდა განათლება და კომოეტენცია, ვერ გაერკვა მიმდინარე რეფორმებში, მუიშაობის პრინციპებში და სტრატეგიაში. შესაბამისად დადგა ის შედეგი რაც უნდა დამდგარიყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სოფიო ხუნწარია განმარტავს, რატომ დატოვა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა - "გთხოვთ, ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია"

სოფიო ხუნწარია განმარტავს, რატომ დატოვა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა - "გთხოვთ, ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია"

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა. ხუნწარიამ დედაქალაქის მერს თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით თავად მიმართა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სოფიო ხუნწარია სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის.

მოგვიანებით, თბილისის მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მადლობა გადაუხადა ხუნწარიას ორწლიანი თანამშრომლობისთვის და მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის.

თანამდებობის დატოვების შესახებ ხუნწარიამ განმარტება "ფეისბუქის" პირად გვერდზე გააკეთა:

"ძალიან ბევრი მირეკავს, მწერს და ათას ვერსიას ვისმენ. მეგობრებო ხდება ხოლმე ასეც, როდესაც პირადი განცხადების საფუველზე მიდიან ადამიანები თანამდებობიდან და სხვა რაიმე აპოკალიპტური ფონი არ არსებობს. კოლეგებს ბოდიში, რომ მათ ზარებს არ ვპასუხობ (ჟურნალისტებს ვგულისხმობ), მაგრამ გთხოვთ რიგი ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია.

მე ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ თანამდებობას, ჩემი პირადი მიზეზების გამო. არ მომწონს, როცა ჩამონათვალს აკეთებენ და წუწუნს იწყებენ რიგ საკითხებზე. ვბრუნდები იქ საიდანაც მოვედი. არტარეაში დღეს ჩემი ყოფნა დარგის განვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. აქვე გეტყვით, რომ ორ წელიწად ნახევრის მანძილზე ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ.

მადლობა კახის, რომ მომცა ამის შესაძლებლობა და, რომ გვერდში მედგა საქმეში. მადლობა ჩემს საყვარელ მოადგილეებს, ირაკლებს, მაიკოს და ილიას. ჩემს გუნდს, რომელიც ყველაზე კომფორტული იყო და შეუძლებელიც შევძელით ერთად. ჩემთვის ეს წლები დაუვიწყარი იქნება და იმ ძირითად სფეროს, რომელსაც ვკურირებდი არ ვუღალატებ. ხვალ უკვე ყველა პროექტს ჩამოვთვლი რაც გავაკეთე და რასაც ვტოვებ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი, რომელიც დღეს მერიაშია ყველაფერს გაუმკლავდება. იშვიათად შეკრული გუნდი!

მიყვარხართ და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი ჩამონათვალი და თუ ვინმე გამომრჩა ყველამ მიიღეთ თქვენ თავზე, რადგან განურჩევლად მადლიერი ვარ ყველასი" - წერს ხუნწარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა 2018 წლის იანვარში დაიკავა. მანამდე ის თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

"მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენო..." - როგორ აფასებენ ექსპერტები პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას

კახა კალაძეს ახალი მოადგილე ჰყავს

რას მიიღებს "ქართული ოცნება" დასავლეთთან ურჩობით?