სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის უმძიმესი შედეგი ბრაზილიაში - ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც ვირუსს "უბრალო გრიპს" უწოდებდა, კლინიკები პაციენტებს ვეღარ იტევს
კორონავირუსის უმძიმესი შედეგი ბრაზილიაში - ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც ვირუსს "უბრალო გრიპს" უწოდებდა, კლინიკები პაციენტებს ვეღარ იტევს

ბრა­ზი­ლია იმ ქვეყ­ნებს შო­რი­საა, რო­მელ­ზეც კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ მძი­მე შე­დე­გე­ბი მო­უ­ტა­ნა. ამ დრო­ის­თვის ის ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს მე­ხუ­თე ქვე­ყა­ნაა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ბრა­ზი­ლი­ა­ში COVID-19-ის 241 080 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, პა­ცი­ენ­ტთა შო­რის 16 122 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 94 122 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ექ­სპერ­ტე­ბი მომ­დევ­ნო კვი­რებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის კი­დევ უფრო გაზ­რდას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ. რო­გორც BBC წერს, მალე ქვეყ­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ად­გი­ლე­ბი აღარ იქ­ნე­ბა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე სი­ტუ­ა­ცია ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდ ქა­ლაქ სან-პა­უ­ლო­ში შე­იქ­მნე­ბა, სა­დაც არა­საკ­მა­რი­სი ად­გი­ლე­ბის გამო, რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბას ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ.

ამას­თან, ექ­სპერ­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, ბრა­ზი­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა, რისი მი­ზე­ზიც ქვეყ­ნის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ტეს­ტე­ბის არარ­სე­ბო­ბაა.

  • COVID-19-ის ბრა­ზი­ლი­უ­რი ის­ტო­რია

ბრა­ზი­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 25 თე­ბერ­ვალს გა­მოვ­ლინ­და და ის სან პა­უ­ლო­ელ მა­მა­კაცს და­უდ­გინ­და, რო­მელ­საც იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია ჰქონ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­შინ, როცა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სპორ­ტუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­და­ი­დო, ბრა­ზი­ლი­ა­ში, მი­უ­ხე­და­ვად საფრ­თხი­სა, თე­ბერ­ვალ­ში რიოს კარ­ნა­ვა­ლი მა­ინც შედ­გა.

ბრა­ზი­ლი­ა­ში, ქრის­ტეს ცნო­ბი­ლი ქან­და­კე­ბა იმ ქვეყ­ნე­ბის დრო­შე­ბით გა­ა­ნა­თეს, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­მოვ­ლინ­და და ამ ჟეს­ტით მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტეს

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი ქვე­ყა­ნამ ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნი­დან ერთი თვის შემ­დეგ, 27 მარტს აკ­რძა­ლა. დღეს კი, როცა გარ­დაც­ვლილ­თა და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და, მო­სახ­ლე­ო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კას აკ­რი­ტი­კებს. კრი­ტი­კის მთა­ვა­რი ობი­ექ­ტი კი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ჟაირ ბოლ­სო­ნა­რუა.

  • ჟაირ ბოლ­სო­ნა­რუს პო­ლი­ტი­კა პან­დე­მი­ის დროს

ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ჟაირ ბოლ­სო­ნა­რუ წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ვირუ­სის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის, რად­გა­ნაც ამ­ბობ­და, რომ საქ­მე "უბ­რა­ლო გრიპს" ეხე­ბო­და, მე­დი­ას კი პა­ნი­კი­სა და ში­შის და­თეს­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. ბოლ­სო­ნა­რუ წი­ნა­აღ­მდე­გი იყო სხვა­დას­ხვა კო­მერ­ცი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ხურ­ვის, რად­გა­ნაც მისი თქმით, ეს უმ­ძი­მეს დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებ­და ეკო­ნო­მი­კას.

20 მარტს მან გა­ნა­ცხა­და, რომ წი­ნა­აღ­მდე­გი იყო სა­ვაჭ­რო და სხვა ობი­ექ­ტე­ბის და­ხურ­ვის და აკ­რი­ტი­კებ­და იმ რე­გი­ო­ნე­ბის გუ­ბერ­ნა­ტო­რებს, რომ­ლებ­მაც შე­და­რე­ბით მკაც­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვი­ტეს.

24 მარტს პრე­ზი­დენ­ტმა ბოლ­სო­ნა­რუმ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა ჩვე­უ­ლებ­რივ რუ­ტი­ნულ ცხოვ­რე­ბას უნდა და­უბ­რუ­ნე­ბო­და, კვლავ ადა­ნა­შა­უ­ლებ­და პრე­სას პა­ნი­კის და­თეს­ვა­ში და კო­რო­ნა­ვირუსს კვლავ "უბ­რა­ლო გრიპს" უწო­დებ­და. პრე­ზი­დენ­ტი მო­უ­წო­დებ­და ყვე­ლას, დაბ­რუ­ნე­ბოდ­ნენ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. ის მი­იჩ­ნევ­და, რომ საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რი­სას ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია და ექ­სპერ­ტე­ბი აჭარ­ბე­ბენ,

28 აპ­რილს, მა­შინ როცა ბრა­ზი­ლი­ა­ში უკვე მკვეთ­რად გაზ­რდი­ლი იყო კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა პრე­ზი­დენტს ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი სთხო­ვეს, მან უპა­სუ­ხა - "და მერე? რა გინ­დათ, რომ გა­ვა­კე­თო?“ - უპა­სუ­ხა მან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ტვი­ტერ­მა“, "ფე­ის­ბუქ­მა“ და "იუ­თუბ­მა“ პრე­ზი­დენტ ბოლ­სო­ნა­რუს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი პოს­ტი წა­შა­ლეს, რად­გა­ნაც ეს პოს­ტე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავ­და.

  • COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა სა­საფ­ლა­ო­ე­ბი

სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა, მათ შო­რის, სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სმა" ბრა­ზი­ლი­ი­დან შო­კის­მომ­გვრე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლებ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლი იყო, თუ რო­გორ თხრი­ან საფ­ლა­ვებს მა­სობ­რი­ვად კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა და­საკ­რძა­ლად.

ამ დრო­ის­თვის ბრა­ზი­ლი­ის უმე­ტეს რე­გი­ონ­ში მკაც­რი კა­რან­ტი­ნის რე­ჟი­მი მოქ­მე­დებს, მაგ­რამ ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მკაც­რი ზო­მე­ბის შე­მო­ღე­ბა უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია და ქვე­ყა­ნა ახლა COVID-19-ის უმ­ძი­მე­სი შე­დე­გის წი­ნა­შეა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mahasiddha
24

ტყვილია!!! 

sg
5

იტალიის გეგმა გადაიტანეს ბრაზილიაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

კორონავირუსის უმძიმესი შედეგი ბრაზილიაში - ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც ვირუსს "უბრალო გრიპს" უწოდებდა, კლინიკები პაციენტებს ვეღარ იტევს

კორონავირუსის უმძიმესი შედეგი ბრაზილიაში - ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც ვირუსს "უბრალო გრიპს" უწოდებდა, კლინიკები პაციენტებს ვეღარ იტევს

ბრაზილია იმ ქვეყნებს შორისაა, რომელზეც კორონავირუსის პანდემიამ მძიმე შედეგები მოუტანა. ამ დროისთვის ის ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს მეხუთე ქვეყანაა. ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში COVID-19-ის 241 080 შემთხვევაა გამოვლენილი, პაციენტთა შორის 16 122 გარდაიცვალა, ხოლო 94 122 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტები მომდევნო კვირებში ინფიცირებულთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას პროგნოზირებენ. როგორც BBC წერს, მალე ქვეყნის საავადმყოფოებში პაციენტებისთვის ადგილები აღარ იქნება. გამოცემის ცნობით, განსაკუთრებულად მძიმე სიტუაცია ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ სან-პაულოში შეიქმნება, სადაც არასაკმარისი ადგილების გამო, რამდენიმე დღეში საავადმყოფოები ახალი პაციენტების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

ამასთან, ექსპერტების მტკიცებით, ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს ბევრად აღემატება, რისი მიზეზიც ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში კორონავირუსის ტესტების არარსებობაა.

  • COVID-19-ის ბრაზილიური ისტორია

ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 25 თებერვალს გამოვლინდა და ის სან პაულოელ მამაკაცს დაუდგინდა, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ხელისუფლებას მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ყველა მნიშვნელოვანი სპორტული და კულტურული ღონისძიება გადაიდო, ბრაზილიაში, მიუხედავად საფრთხისა, თებერვალში რიოს კარნავალი მაინც შედგა.

ბრაზილიაში, ქრისტეს ცნობილი ქანდაკება იმ ქვეყნების დროშებით გაანათეს, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა და ამ ჟესტით მხარდაჭერა გამოხატეს

საერთაშორისო ფრენები ქვეყანამ ვირუსის გამოვლენიდან ერთი თვის შემდეგ, 27 მარტს აკრძალა. დღეს კი, როცა გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, მოსახლეობა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებს. კრიტიკის მთავარი ობიექტი კი ქვეყნის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუა.

  • ჟაირ ბოლსონარუს პოლიტიკა პანდემიის დროს

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ წინააღმდეგი იყო ვირუსის თავიდან არიდების მიზნით შეზღუდვების დაწესების, რადგანაც ამბობდა, რომ საქმე "უბრალო გრიპს" ეხებოდა, მედიას კი პანიკისა და შიშის დათესვაში ადანაშაულებდა. ბოლსონარუ წინააღმდეგი იყო სხვადასხვა კომერციული დაწესებულებების დახურვის, რადგანაც მისი თქმით, ეს უმძიმეს დარტყმას მიაყენებდა ეკონომიკას.

20 მარტს მან განაცხადა, რომ წინააღმდეგი იყო სავაჭრო და სხვა ობიექტების დახურვის და აკრიტიკებდა იმ რეგიონების გუბერნატორებს, რომლებმაც შედარებით მკაცრი ზომების მიღება დამოუკიდებლად გადაწყვიტეს.

24 მარტს პრეზიდენტმა ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ჩვეულებრივ რუტინულ ცხოვრებას უნდა დაუბრუნებოდა, კვლავ ადანაშაულებდა პრესას პანიკის დათესვაში და კორონავირუსს კვლავ "უბრალო გრიპს" უწოდებდა. პრეზიდენტი მოუწოდებდა ყველას, დაბრუნებოდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ის მიიჩნევდა, რომ საფრთხეებზე საუბრისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ექსპერტები აჭარბებენ,

28 აპრილს, მაშინ როცა ბრაზილიაში უკვე მკვეთრად გაზრდილი იყო კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა და ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ამ საკითხზე კომენტარი სთხოვეს, მან უპასუხა - "და მერე? რა გინდათ, რომ გავაკეთო?“ - უპასუხა მან.

აღსანიშნავია, რომ "ტვიტერმა“, "ფეისბუქმა“ და "იუთუბმა“ პრეზიდენტ ბოლსონარუს მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი პოსტი წაშალეს, რადგანაც ეს პოსტები კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას შეიცავდა.

  • COVID-19-ით გარდაცვლილთა სასაფლაოები

სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის, სააგენტო "როიტერსმა" ბრაზილიიდან შოკისმომგვრელი ფოტოები გაავრცელა, რომლებზეც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ თხრიან საფლავებს მასობრივად კორონავირუსით გარდაცვლილთა დასაკრძალად.

ამ დროისთვის ბრაზილიის უმეტეს რეგიონში მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ მკაცრი ზომების შემოღება უკვე დაგვიანებულია და ქვეყანა ახლა COVID-19-ის უმძიმესი შედეგის წინაშეა.

რა პასუხი აქვს ბილ გეითსს შეთქმულების თეორიაზე, რომ თითქოს კორონავირუსის ვაქცინით "მსოფლიოს ჩიპირებას" გეგმავს

პანდემიის მოდა - რუმინელმა მეწაღემ "დისტანციური ფეხსაცმელი" შექმნა

ნორვეგიაში მეწყერმა 8 სახლი ზღვაში ჩაიტანა - დაუჯერებელი ფოტო და ვიდეოკადრები