საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ტერორიზმში ბრალდებული ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი, რომლის ექსტრადირებაც უკრაინიდან განხორციელდა
ვინ არის ტერორიზმში ბრალდებული ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი, რომლის ექსტრადირებაც უკრაინიდან განხორციელდა

თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, უკ­რა­ი­ნი­დან, ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით, ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლის, იგი­ვე ალ-ბარა ში­შა­ნის ექ­სტრა­დი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და უწყე­ბა­თა­შო­რი­სი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა, ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით, ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლი (იგი­ვე ალ-ბარა ში­შა­ნი) უკ­რა­ი­ნა­ში, ქა­ლაქ კი­ევ­ში 2019 წლის 12 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვა.

“სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ცენ­ტრში, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 327-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბას და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს. სას­ჯე­ლის სა­ხით კი 15 წლამ­დე ვა­დით პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან სი­რი­ის არაბ­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა და 2015 წლი­დან ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ რი­გებ­ში გა­წევ­რი­ან­და, სა­დაც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მას ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ლი­დე­რებ­თან: თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვილ­თან, ის­ლამ ატა­ბი­ევ­თან და ახ­მედ ჩა­ტა­ევ­თან. მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლი, და­უს­წრებ­ლად იქნა მი­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­დაგ­ზავ­ნი­ლია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, უცო­ხურ მე­დი­ა­ში ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რამ­დენ­ჯერ­მე გავ­რცელ­და, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, ტო­ხო­საშ­ვი­ლი ამ დრომ­დე უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

გთა­ვა­ზობთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლას, რო­მე­ლიც სა­იტ­ზე 2017 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა:

***

ომა­ლო­დან - იდ­ლიბ­ში

ალ ბარა ალ ში­შა­ნის სი­რი­უ­ლი საგა 2014 წელს და­ი­წყო - ერ­თმა ომა­ლო­ელ­მა ბიჭ­მა, თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბის მსგავ­სად, თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა გა­და­წყვი­ტა (ტრა­დი­ცი­უ­ლი ლე­გენ­და სი­რი­ა­ში წამ­სვლე­ლე­ბის­თვის!). პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ამ­ბო­ბენ, რომ დედა სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი ყო­ფი­ლა. ახ­მე­ტი­დან თბი­ლის­ში მი­მა­ვალ შვილს მუხ­ლებ­შიც კი ჩა­ვარ­დნია, არ წახ­ვი­დეო, მაგ­რამ ამა­ოდ... რო­დე­საც დედა ცუ­დად გამ­ხდა­რა, ტო­ხო­საშ­ვი­ლის თან­მხლებთ უფიქ­რი­ათ, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დე­დას არ და­ტო­ვებ­სო, მაგ­რამ ცე­ზარს უთ­ქვამს, - ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო და თბი­ლისს მი­ა­შუ­რა...

ალ ბარა ალ ში­შა­ნის სა­ხე­ლი ცნო­ბი­ლი მა­შინ გახ­და, როცა და­მო­უ­კი­დებ­ლად მოქ­მედ­მა სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბამ ქა­ლა­ქი იდ­ლი­ბი აიღო. ყვე­ლას გა­საკ­ვი­რად, ამ დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რი აღ­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლი, იგი­ვე ალ ბარა ალ ში­შა­ნი, ხოლო დაჯ­გუ­ფე­ბა - "ახა­ლი ჩეჩ­ნუ­რი ბრი­გა­და" (ერთხანს მათ შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ჯი­ჰა­დით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ ახალ­გაზ­რდებ­ში).

ალ ბა­რას "შავი ოქრო"

მო­უ­ლოდ­ნე­ლად სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა და­ი­შა­ლა, ხოლო ჯა­რის­კა­ცე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ალ ბარა ალ ში­შა­ნი "ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის" რი­გებ­ში, თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ომარ ალ ში­შა­ნის (თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი) უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოჩ­ნდა.

"ახა­ლი ჩეჩ­ნუ­რი ბრი­გა­დის" დაშ­ლამ დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია მო­ჯა­ჰე­დურ წრე­ებ­ში. მარ­თა­ლია, მი­ზე­ზებ­ზე ერთხანს არა­ვინ ლა­პა­რა­კობ­და, მაგ­რამ ბო­ლოს სი­მარ­თლე მა­ინც ით­ქვა - საქ­მე ეხე­ბო­და ერთ მცი­რე ზო­მის ჭა­ბურ­ღილს, რო­მელ­საც თურ­მე ალ ბარა ალ ში­შა­ნი აკონ­ტრო­ლებ­და, მის დაჯ­გუ­ფე­ბა­ში მყოფ ჩეჩ­ნებს კი სხვა გეგ­მე­ბი ჰქონ­დათ - მე­თა­უ­რი არაფ­რად ჩა­აგ­დეს და თავი ალ ბა­რას "შავი ოქ­როს" მე­პატ­რო­ნე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს; ამას "ახალ ჩეჩ­ნურ ბრი­გა­და­ში" გან­ხეთ­ქი­ლე­ბა მოჰ­ყვა. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ მო­რი­გი გარ­ჩე­ვი­სას ია­რა­ღი დატ­რი­ალ­და და მო­ჯა­ჰე­დებ­მა ერ­თმა­ნე­თი და­ხო­ცეს. ამ ფაქტს სი­რი­ის ჯი­ჰა­დის­ტურ წრე­ებ­ში დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა - მო­ჯა­ჰე­დის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლის გამო ალ ბარა დაგ­მეს!

ცე­ზა­რის რუ­ბი­კო­ნი

ტო­ხო­საშ­ვილს, რო­მელ­საც აღარც ჯა­რის­კა­ცე­ბი ჰყავ­და და აღარც "შავი ოქრო" ჰქონ­და, კარ­გად ეს­მო­და, რომ სი­რი­ა­ში თავს დიდ­ხანს ვერ გა­ი­ტან­და. გარ­და ამი­სა, ასა­დის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ ოპო­ზი­ცი­ას ის თა­ვის რი­გებ­ში ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, ამი­ტომ ცე­ზარს ერ­თა­დერ­თი გზა რჩე­ბო­და - "ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტი". სულ მალე მის რი­გებ­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც, გავ­ლე­ნი­ა­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის წყა­ლო­ბით, აღარც ჩეჩ­ნე­ბი აში­ნებ­დნენ და არც მო­ჯა­ჰე­დის კო­დექ­სი.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალ ბა­რას ერთხანს პრობ­ლე­მა ხე­ო­ბა­შიც ჰქონ­და, საქ­მე ეხე­ბო­და ფულს, რო­მე­ლიც არას­წო­რად და­ი­ხარ­ჯა...

2016 წელს ალ ბარა ალ ში­შანს თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­ში ხე­დავ­დნენ. ამ­ბო­ბენ, ხა­ლი­ფა­ტის ე.წ აჭა­რუ­ლი ფრთის ვი­დე­ო­მი­მარ­თვამ, სა­დაც აჰ­მად ჯურ­ჯი (თა­მაზ ჭა­ღა­ლი­ძე) "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სა­ხე­ლით ქარ­თვე­ლებს თა­ვე­ბის დაჭ­რით ემუქ­რე­ბო­და, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია პან­კი­სელ მო­ჯა­ჰე­დებ­ში. ამის გამო ჭა­ღა­ლი­ძეს ალ ბარა ალ ში­შან­მა ყუ­რიც აუ­წია... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
143

სააკაშვილი გადმოეცით საქართველოს უკრაინელებო ! სააკაშვილს სამუდამო პატიმრობა ელოდება ! 

ამინი
1

სხვისი ქვეყნის მტრობა ტერორისტობა და შენი ქვეყნისა და ხალხის მტრობა პოლიტიკოსობა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ვინ არის ტერორიზმში ბრალდებული ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი, რომლის ექსტრადირებაც უკრაინიდან განხორციელდა

ვინ არის ტერორიზმში ბრალდებული ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი, რომლის ექსტრადირებაც უკრაინიდან განხორციელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადირება განხორციელდა, - აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და მონაწილეობას გულისხმობს. სასჯელის სახით კი 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცეზარ ტოხოსაშვილი, დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცეზარ ტოხოსაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებითად განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, უცოხურ მედიაში ცეზარ ტოხოსაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა როგორც ჩანს, ტოხოსაშვილი ამ დრომდე უკრაინაში იმყოფებოდა.

გთავაზობთ "კვირის პალიტრის" საარქივო მასალას, რომელიც საიტზე 2017 წელს გამოქვეყნდა:

***

ომალოდან - იდლიბში

ალ ბარა ალ შიშანის სირიული საგა 2014 წელს დაიწყო - ერთმა ომალოელმა ბიჭმა, თავისი მეგობრების მსგავსად, თურქეთში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა (ტრადიციული ლეგენდა სირიაში წამსვლელებისთვის!). პანკისის ხეობაში ამბობენ, რომ დედა სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა. ახმეტიდან თბილისში მიმავალ შვილს მუხლებშიც კი ჩავარდნია, არ წახვიდეო, მაგრამ ამაოდ... როდესაც დედა ცუდად გამხდარა, ტოხოსაშვილის თანმხლებთ უფიქრიათ, ასეთ მდგომარეობაში დედას არ დატოვებსო, მაგრამ ცეზარს უთქვამს, - ყველაფერი კარგად იქნებაო და თბილისს მიაშურა...

ალ ბარა ალ შიშანის სახელი ცნობილი მაშინ გახდა, როცა დამოუკიდებლად მოქმედმა სამხედრო დაჯგუფებამ ქალაქი იდლიბი აიღო. ყველას გასაკვირად, ამ დაჯგუფების ლიდერი აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა ალ შიშანი, ხოლო დაჯგუფება - "ახალი ჩეჩნური ბრიგადა" (ერთხანს მათ შესახებ გავრცელებული ვიდეორგოლები ძალიან პოპულარული იყო ჯიჰადით აღფრთოვანებულ ახალგაზრდებში).

ალ ბარას "შავი ოქრო"

მოულოდნელად სამხედრო დაჯგუფება დაიშალა, ხოლო ჯარისკაცების გარეშე დარჩენილი ალ ბარა ალ შიშანი "ისლამური ხალიფატის" რიგებში, თანამემამულე ომარ ალ შიშანის (თარხან ბათირაშვილი) უახლოეს გარემოცვაში აღმოჩნდა.

"ახალი ჩეჩნური ბრიგადის" დაშლამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მოჯაჰედურ წრეებში. მართალია, მიზეზებზე ერთხანს არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ ბოლოს სიმართლე მაინც ითქვა - საქმე ეხებოდა ერთ მცირე ზომის ჭაბურღილს, რომელსაც თურმე ალ ბარა ალ შიშანი აკონტროლებდა, მის დაჯგუფებაში მყოფ ჩეჩნებს კი სხვა გეგმები ჰქონდათ - მეთაური არაფრად ჩააგდეს და თავი ალ ბარას "შავი ოქროს" მეპატრონეებად გამოაცხადეს; ამას "ახალ ჩეჩნურ ბრიგადაში" განხეთქილება მოჰყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მორიგი გარჩევისას იარაღი დატრიალდა და მოჯაჰედებმა ერთმანეთი დახოცეს. ამ ფაქტს სირიის ჯიჰადისტურ წრეებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა - მოჯაჰედისთვის შეუფერებელი საქციელის გამო ალ ბარა დაგმეს!

ცეზარის რუბიკონი

ტოხოსაშვილს, რომელსაც აღარც ჯარისკაცები ჰყავდა და აღარც "შავი ოქრო" ჰქონდა, კარგად ესმოდა, რომ სირიაში თავს დიდხანს ვერ გაიტანდა. გარდა ამისა, ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ოპოზიციას ის თავის რიგებში ვერ წარმოედგინა, ამიტომ ცეზარს ერთადერთი გზა რჩებოდა - "ისლამური ხალიფატი". სულ მალე მის რიგებში აღმოჩნდა, სადაც, გავლენიანი თანამემამულეების წყალობით, აღარც ჩეჩნები აშინებდნენ და არც მოჯაჰედის კოდექსი.

ჩვენი ინფორმაციით, ალ ბარას ერთხანს პრობლემა ხეობაშიც ჰქონდა, საქმე ეხებოდა ფულს, რომელიც არასწორად დაიხარჯა...

2016 წელს ალ ბარა ალ შიშანს თარხან ბათირაშვილის უახლოეს გარემოცვაში ხედავდნენ. ამბობენ, ხალიფატის ე.წ აჭარული ფრთის ვიდეომიმართვამ, სადაც აჰმად ჯურჯი (თამაზ ჭაღალიძე) "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ქართველებს თავების დაჭრით ემუქრებოდა, უკმაყოფილება გამოიწვია პანკისელ მოჯაჰედებში. ამის გამო ჭაღალიძეს ალ ბარა ალ შიშანმა ყურიც აუწია... წაიკითხეთ სრულად

ციხის თანამშრომელი, რომელიც გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე დააკავეს, ბრალს აღიარებს

რა ეტაპზეა ბადრი ესებუას საქმის გამოძიება - ვახტანგ გომელაურის კომენტარი

"გაზრდილია ოჯახური ძალადობისა და მკვლელობის შემთხვევები" - შს მინისტრის 2020 წლის ანგარიში და წლის კრიმინალური სტატისტიკა