მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინიდან, ტერორიზმისთვის ძებნილი, ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადირება განხორციელდა
უკრაინიდან, ტერორიზმისთვის ძებნილი, ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადირება განხორციელდა

თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, უკ­რა­ი­ნი­დან, ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით, ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლის, იგი­ვე ალ-ბარა ში­შა­ნის ექ­სტრა­დი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და უწყე­ბა­თა­შო­რი­სი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა, ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით, ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლი (იგი­ვე ალ-ბარა ში­შა­ნი) უკ­რა­ი­ნა­ში, ქა­ლაქ კი­ევ­ში 2019 წლის 12 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვა.

“სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ცენ­ტრში, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 327-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბას და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს. სას­ჯე­ლის სა­ხით კი 15 წლამ­დე ვა­დით პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან სი­რი­ის არაბ­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა და 2015 წლი­დან ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ რი­გებ­ში გა­წევ­რი­ან­და, სა­დაც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მას ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ლი­დე­რებ­თან: თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვილ­თან, ის­ლამ ატა­ბი­ევ­თან და ახ­მედ ჩა­ტა­ევ­თან. მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლი, და­უს­წრებ­ლად იქნა მი­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­დაგ­ზავ­ნი­ლია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნიკოლოზი
0

ძებნილ მიხოზე ჩვენი მთავრობა აქეთ ეხვეწება არ გადმოგვცეთო...

ავტორი:

უკრაინიდან, ტერორიზმისთვის ძებნილი, ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადირება განხორციელდა

უკრაინიდან, ტერორიზმისთვის ძებნილი, ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადირება განხორციელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადირება განხორციელდა, - აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და მონაწილეობას გულისხმობს. სასჯელის სახით კი 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცეზარ ტოხოსაშვილი, დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცეზარ ტოხოსაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებითად განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ხურვალეთთან პოლიციამ  საქართველოს მოქალაქის დაკავების მცდელობა აღკვეთა... საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაკავებულები არ არიან" - სუს-ი

თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

თელავში 27 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, მშობლები და ბებია მოკლა