საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხომ არავინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო? არ მესმის, რა მოგება ნახა "ოცნებამ" - ექსპერტების შეფასება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე
"ხომ არავინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო? არ მესმის, რა მოგება ნახა "ოცნებამ" - ექსპერტების შეფასება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რა­ტომ შე­ი­წყა­ლა გიგი უგუ­ლა­ვა და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის საფრ­თხის წი­ნა­შე დგას.

"ახლა მთა­ვა­რი, ანუ რა­ტომ ვი­ღებ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - დღეს ქვე­ყა­ნა იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ყვე­ლას მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბით გა­უმკლავ­და კრი­ზისს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ისე­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და სტა­ბი­ლუ­რია, რო­გორც არას­დროს ყო­ფი­ლა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დეგ, დგას მწვა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის საფრ­თხის წი­ნა­შე" - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

შე­წყა­ლე­ბულ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­პა­ტიმ­რო გუ­შინ­ვე და­ტო­ვეს.

პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკვე მოჰ­ყვა შე­ფა­სე­ბე­ბი, რო­გორც მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ი­დან. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ა­ფა­სეს ექ­სპერ­ტებ­მაც.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხრი­დან ეს არის აღი­ა­რე­ბა და კა­პი­ტუ­ლა­ცია. ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, მმარ­თვე­ლი გუნ­დი თვი­თონ შე­ვი­და ჩიხ­ში და პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ი­ცი­დით და­ას­რუ­ლა ყვე­ლა­ფე­რი.

"თან მარ­ტო იმის აღი­ა­რე­ბა კი არ არის, რომ თურ­მე პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი ყო­ფი­ლან, არა­მედ იმის აღი­ა­რე­ბაც არის, რომ მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ტყუ­ილ­ში გვა­ცხოვ­რეს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­მარ­ცხვი­ნო კა­პი­ტუ­ლა­ცი­ით დას­რულ­და, რაც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად თა­ვის­თა­ვად კარ­გია, მაგ­რამ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ ეს გა­კოტ­რე­ბის ტოლ­ფა­სია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტი აღარ აქვს, თუ რა­ტომ უნდა დარ­ჩეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. რო­დე­საც ასე­თი რა­ღაც ხდე­ბა, კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბაც კი ძნე­ლია.

აი, რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ა­კე­თო ასეთ ქმე­დე­ბა­ზე? თვი­თონ ჩა­იგ­დეს თა­ვი­ან­თი თავი გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, თვი­თონ შე­ვიდ­ნენ ჩიხ­ში და თით­ქმის, პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ი­ცი­დით და­ას­რუ­ლეს ეს ყვე­ლა­ფე­რი. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კუნ­თე­ბის თა­მაშს მიჩ­ვე­უ­ლია და ამ შემ­თხვე­ვა­ში, მათი პრობ­ლე­მა ოპო­ზი­ცია კი არ იყო, არა­მედ მათი პრობ­ლე­მა იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა. მათ და­ი­ნა­ხეს, რომ იმ ფა­სის გა­დამ­ხდე­ლე­ბი არ იყ­ვნენ, რისი გა­დახ­დაც მო­უ­წევ­დათ და და­ნებ­დნენ“,- გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

პო­ლი­ტო­ლოგ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის თქმით, და­უ­ჯე­რე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბუ­ლად მი­ი­ღო და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში არ იყო.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დრო­უ­ლად უნდა ემოქ­მე­და, ვიდ­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ასეთ კრი­ტი­კას მი­ი­ღებ­და.

"ეს ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა იმის თა­ო­ბა­ზე, რა­ზეც სა­უ­ბა­რი იყო. თუმ­ცა, ამ დრომ­დე არ უნდა გა­ე­წე­ლათ ეს ვი­თა­რე­ბა და საქ­მე აქამ­დე არ უნდა მი­ეყ­ვა­ნათ. რა­ღაც ხომ უნდა გათ­ვა­ლო, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც წინ გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს, რა ხდე­ბო­და იან­ვარ-დე­კემ­ბერ­ში და უფრო ად­რეც სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 8 მარ­ტამ­დე ხომ მთე­ლი რიგი პრო­ცე­სი იყო. აქე­დან დას­კვნე­ბი ხომ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? კო­რო­ნა­ვირუ­სი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი სხვაგ­ვა­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ.

ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ თუ ვინ­მეს ჰქონ­და იმის გან­ცდა ან გათ­ვლა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, ჩვენ­თვის არა­ვინ მო­იც­ლი­და, არას­წო­რია. აქ არ არის სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ კო­რო­ნა­ვირუს­ზე და ეს არ არის ერ­თდღი­ა­ნი, ორ­დღი­ა­ნი თემა. სა­ქარ­თვე­ლოს დე­მო­კარ­ტი­ის­თვის, ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის ცუდი და არას­წო­რი გათ­ვლაა, რად­გან მსოფ­ლი­ო­ში ვი­თა­რე­ბა იც­ვლე­ბა, მთე­ლი რიგი პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბის გა­და­ლა­გე­ბა ხდე­ბა. ჩემი აზ­რით, ამ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო ხვალ და ზეგ გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა და­სავ­ლე­თის­თვის და ჩვენ­თვი­საც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა და­სავ­ლე­თი, ვიდ­რე იყო გუ­შინ და არის დღეს.

აქ სხვა გლო­ბა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რგო­ლია. ამი­ტომ, ასეთ გათ­ვლა თუ ჰქონ­დათ, მცდა­რი გათ­ვლაა. უბ­რა­ლოდ არ მეს­მის, რა მო­გე­ბა ნახა “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“?

იმას ხომ არა­ვინ და­ი­ჯე­რებს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თა­ვად მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და ივა­ნიშ­ვი­ლი საქ­მის კურ­სში არ იყო.

არის ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი გუ­ლუბ­რყვი­ლო ვინ­მე?!“,-აცხა­დებს ძა­ბი­რა­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში.

ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე პრე­ზი­დენ­ტის მიერ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის გიგი უგუ­ლა­ვა­სა და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დღეს მე­დი­ა­ტო­რის ფუნ­ქცია შე­ას­რუ­ლა, რი­თაც გარ­კვე­ულ­წი­ლად ოპო­ზი­ცი­ის პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბაც დაკ­მა­ყო­ფილ­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც შე­ე­ცა­და, სახე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.

"ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა. ამი­ტომ პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. გარ­კვე­ულ­წი­ლად, მან კვან­ძის გახ­სნა მო­ინ­დო­მა. ვინ არის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი და ვინ არა, ეს და­ვის სა­გა­ნია და ამ შემ­თხვე­ვა­ში, ამას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კომ­პრო­მი­სის გარ­კვე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი ახ­ლავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს პრე­ზი­დენ­ტის პრე­რო­გა­ტი­ვაა და მან მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩანს გარ­კვე­უ­ლი ნიშ­ნე­ბიც იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც შე­საძ­ლოა, ჩარ­თუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ძა­ლი­ან რთუ­ლია ვინ­მეს დარ­წმუ­ნე­ბა იმა­ში, რომ ეს ასე არ ყო­ფი­ლა.

თუმ­ცა, ობი­ექ­ტუ­რო­ბის­თვის უნდა ით­ქვას, რომ ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი თვი­თონ აპე­ლი­რე­ბენ პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრე­ზი­დენტს შე­ეძ­ლო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ავ­ტო­ნო­მი­უ­რად მი­ე­ღო და რო­გორც მისი გან­ცხა­დე­ბი­დან ჩანს, ასეც იყო, რათა სი­ტუ­ა­ცია გა­ნე­მუხ­ტა. სხვა­თა შო­რის, პრე­ზი­დენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბა­ში შე­დის მე­დი­ა­ტო­რო­ბა და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დღეს მე­დი­ა­ტო­რის ფუნ­ქცია შე­ას­რუ­ლა, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და, ასე­თი ტი­პის გა­და­წყვე­ლე­ბის მი­ღე­ბა არ­ჩია.

გარ­კვე­ულ­წი­ლად დაკ­მა­ყო­ფილ­და ოპო­ზი­ცი­ის პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბაც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც შე­ე­ცა­და, რომ სახე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა ის, რომ პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო“,-გა­ნა­ცხა­და არე­ში­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 94 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
75

ეჰ ბუჩქებში დამალულო ქოცებოო თქვენი მმართველობის ხანა რიგირ სრულდებაა??? თქვენი მზე ჩაესვენება სულ რაღაც 5 თვეში . რაც დათესეთ იმას იმკით ხო გაგიგიათ , ხოდა ეგ დრო დარჩა

ფული, ფული.
34

დასავლეთი ფულს არ მისცემდა, რაც შეჰპირდა საქართველოს, ჰა ჰა ჰა.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ხომ არავინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო? არ მესმის, რა მოგება ნახა "ოცნებამ" - ექსპერტების შეფასება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

"ხომ არავინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო? არ მესმის, რა მოგება ნახა "ოცნებამ" - ექსპერტების შეფასება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას.

"ახლა მთავარი, ანუ რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას - დღეს ქვეყანა იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხედავად, რომ ისეთი დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, როგორც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეწყალებულმა გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო გუშინვე დატოვეს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები, როგორც მმართველი გუნდიდან, ასევე ოპოზიციიდან. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება შეაფასეს ექსპერტებმაც.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ეს არის აღიარება და კაპიტულაცია. ექსპერტის შეფასებით, მმართველი გუნდი თვითონ შევიდა ჩიხში და პოლიტიკური სუიციდით დაასრულა ყველაფერი.

"თან მარტო იმის აღიარება კი არ არის, რომ თურმე პოლიტპატიმრები ყოფილან, არამედ იმის აღიარებაც არის, რომ მთელი კვირის განმავლობაში ტყუილში გვაცხოვრეს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხელისუფლების სამარცხვინო კაპიტულაციით დასრულდა, რაც სახელმწიფოებრივად თავისთავად კარგია, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ ეს გაკოტრების ტოლფასია. ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ, ფაქტობრივად, არანაირი არგუმენტი აღარ აქვს, თუ რატომ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. როდესაც ასეთი რაღაც ხდება, კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია.

აი, რა კომენტარი უნდა გააკეთო ასეთ ქმედებაზე? თვითონ ჩაიგდეს თავიანთი თავი გამოუვალ მდგომარეობაში, თვითონ შევიდნენ ჩიხში და თითქმის, პოლიტიკური სუიციდით დაასრულეს ეს ყველაფერი. ჩვენი ხელისუფლება კუნთების თამაშს მიჩვეულია და ამ შემთხვევაში, მათი პრობლემა ოპოზიცია კი არ იყო, არამედ მათი პრობლემა იყო საერთაშორისო თანამეგობრობა. მათ დაინახეს, რომ იმ ფასის გადამხდელები არ იყვნენ, რისი გადახდაც მოუწევდათ და დანებდნენ“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებულად მიიღო და ბიძინა ივანიშვილი ამის შესახებ საქმის კურსში არ იყო.

მისი განმარტებით, ხელისუფლებას დროულად უნდა ემოქმედა, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ასეთ კრიტიკას მიიღებდა.

"ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა იმის თაობაზე, რაზეც საუბარი იყო. თუმცა, ამ დრომდე არ უნდა გაეწელათ ეს ვითარება და საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანათ. რაღაც ხომ უნდა გათვალო, მითუმეტეს, როდესაც წინ გამოცდილება გაქვს, რა ხდებოდა იანვარ-დეკემბერში და უფრო ადრეც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, 8 მარტამდე ხომ მთელი რიგი პროცესი იყო. აქედან დასკვნები ხომ უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? კორონავირუსი მთელი მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოები სხვაგვარად ფუნქციონირებენ.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ ვინმეს ჰქონდა იმის განცდა ან გათვლა, რომ კორონავირუსის გამო, ჩვენთვის არავინ მოიცლიდა, არასწორია. აქ არ არის საუბარი მხოლოდ კორონავირუსზე და ეს არ არის ერთდღიანი, ორდღიანი თემა. საქართველოს დემოკარტიისთვის, ხვალინდელი დღისთვის ცუდი და არასწორი გათვლაა, რადგან მსოფლიოში ვითარება იცვლება, მთელი რიგი პოლიტიკური თემების გადალაგება ხდება. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში, საქართველო ხვალ და ზეგ გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება დასავლეთისთვის და ჩვენთვისაც უფრო მნიშვნელოვანი გახდება დასავლეთი, ვიდრე იყო გუშინ და არის დღეს.

აქ სხვა გლობალური პროცესები დაიწყო და ჩვენი ქვეყანა ამ პროცესში მნიშვნელოვანი რგოლია. ამიტომ, ასეთ გათვლა თუ ჰქონდათ, მცდარი გათვლაა. უბრალოდ არ მესმის, რა მოგება ნახა “ქართულმა ოცნებამ“?

იმას ხომ არავინ დაიჯერებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო.

არის ახლა საქართველოში ასეთი გულუბრყვილო ვინმე?!“,-აცხადებს ძაბირაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

ექსპერტი მამუკა არეშიძე პრეზიდენტის მიერ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას მიესალმება.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მედიატორის ფუნქცია შეასრულა, რითაც გარკვეულწილად ოპოზიციის პატივმოყვარეობაც დაკმაყოფილდა და ხელისუფლებაც შეეცადა, სახე შეენარჩუნებინა.

"ქვეყანაში ძალიან დაიძაბა პოლიტიკური ვითარება. ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისასალმებელია. გარკვეულწილად, მან კვანძის გახსნა მოინდომა. ვინ არის პოლიტიკური პატიმარი და ვინ არა, ეს დავის საგანია და ამ შემთხვევაში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადაწყვეტილებას კომპრომისის გარკვეული ნიშნები ახლავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და მან მიიღო გადაწყვეტილება, ჩანს გარკვეული ნიშნებიც იმისა, რომ ხელისუფლებაც შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო. ძალიან რთულია ვინმეს დარწმუნება იმაში, რომ ეს ასე არ ყოფილა.

თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის ლიდერები თვითონ აპელირებენ პრეზიდენტის მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეზიდენტს შეეძლო ეს გადაწყვეტილება ავტონომიურად მიეღო და როგორც მისი განცხადებიდან ჩანს, ასეც იყო, რათა სიტუაცია განემუხტა. სხვათა შორის, პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებაში შედის მედიატორობა და სალომე ზურაბიშვილმა დღეს მედიატორის ფუნქცია შეასრულა, როდესაც დაინახა, რომ მდგომარეობა გართულდა, ასეთი ტიპის გადაწყველების მიღება არჩია.

გარკვეულწილად დაკმაყოფილდა ოპოზიციის პატივმოყვარეობაც და ხელისუფლებაც შეეცადა, რომ სახე შეენარჩუნებინა. ხელისუფლების სახის შენარჩუნებაა ის, რომ პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო“,-განაცხადა არეშიძემ.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩათვალა, რომ ნანუკას სხვა ტიპის ენერგია აქვს, ვიდრე ბატონ დევის" - ნანუკა ჟორჟოლიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"