მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 საუკუნის უნიკალური მარანი მცხეთაში და ქართველი ბიჭი, რომელიც 100-წლოვანი ვენახით წინაპრების მეღვინეობას გააცოცხლებს
3 საუკუნის უნიკალური მარანი მცხეთაში და ქართველი ბიჭი, რომელიც 100-წლოვანი ვენახით წინაპრების მეღვინეობას გააცოცხლებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის კულ­ტუ­რას რომ დიდი ხნის ის­ტო­რია აქვს, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია. სწო­რად ამა­ზე, 2017 წელს BBC წერ­და: „თბი­ლი­სი­დან სამ­ხრე­თით, გვი­ა­ნი ნე­ო­ლი­თუ­რი ხა­ნის ორ ნა­სოფ­ლარ­ში, შუ­ლა­ვე­რის გო­რა­სა და გა­დაჭ­რილ გო­რა­ში, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა თი­ხის ჭურ­ჭლის ფრაგ­მენ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. აღ­მო­ჩე­ნილ თი­ხის ქი­ლებ­ზე ღვი­ნის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბი ნა­ლე­ქის სა­ხით იყო შერ­ჩე­ნი­ლი. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ჭურ­ჭე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 8.000 წლის წი­ნან­დე­ლია“. დიახ, ღვი­ნის უძ­ვე­ლე­სი ჭურ­ჭლის ის­ტო­რია და ღვი­ნის და­წურ­ვის კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ 8.000 წლის წინ და­ი­წყო. ეს საქ­მე რომ ბევრ წელს ით­ვლის, ამა­ზე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხან­დაზ­მუ­ლი მარ­ნე­ბი­სა და ქვევ­რე­ბის არ­სე­ბო­ბაც ადას­ტუ­რებს.

ბოლო დროს მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ძეგ­ვში მო­სახ­ლე­ო­ბამ რამ­დე­ნი­მე უძ­ვე­ლე­სი მა­რა­ნი და ქვევ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, მთლად 8.000 წლის წი­ნან­დე­ლი არა, მაგ­რამ ის, რა­ზეც უნდა გი­ამ­ბოთ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებს უნდა ეკუთ­ვნო­დეს.

სო­ფელ ძეგ­ვში და­ვით კუ­დაშ­ვი­ლის მა­რან­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ღვი­ნის ჭურ­ჭე­ლი, ქვევ­რე­ბი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის მკვლე­ვარ­მა გი­ორ­გი ბა­რი­საშ­ვილ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა და ასე შე­ა­ფა­სა: „მა­რა­ნი მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რია, რად­გან უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ის „ძეგ­ვი-კავ­თის­ხე­ვის“ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ სტილს მი­ე­კუთ­ნე­ბა. ამ­გვარ მარ­ნებს მხო­ლოდ ამ არე­ალ­ში შევ­ხვდე­ბით. და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ეს მა­რა­ნი და მა­შინ­ვე ვი­ცა­ნი მისი სტი­ლი. ნა­გე­ბო­ბა უნი­კა­ლუ­რია იმი­თაც, რომ მას­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია კარ­გად შე­ნა­ხუ­ლი დე­და­ბო­ძი, რო­მე­ლიც აქა­უ­რი წე­სით, საწ­ნა­ხელ­ზეა მიდ­გმუ­ლი და გარ­და პრაქ­ტი­კუ­ლი­სა, საკ­რა­ლუ­რი დატ­ვირ­თვაც აქვს. ქარ­თლ-კა­ხუ­რი მარ­ნე­ბის მსგავ­სად, აქაა ბუ­ხა­რიც. მა­რა­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად ბა­ნი­ა­ნი ნა­გე­ბო­ბა იყო და სა­ხუ­რა­ვი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­უ­კეთ­და. მას­ში გვხვდე­ბა ხელ­სა­ბა­ნი „ნი­ჟა­რაც“, რაც ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვის დიდ ყუ­რა­დღე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა დე­და­ბო­ძის დე­კო­რი, რაც მე­ო­რე მხრივ საკ­რა­ლუ­რი დატ­ვირ­თვის მქო­ნეა. ამ ყვე­ლა მო­ნა­ცე­მით, შეგ­ვიძ­ლია იმის თქმა, რომ მარ­ნის სა­ფუძ­ვე­ლი 3 სა­უ­კუ­ნის წი­ნაა ჩაყ­რი­ლი“.

ვე­სა­უბ­რეთ და­ვით კუ­დაშ­ვილ­საც. ის პრო­ფე­სი­ით ხორ­ცის ტექ­ნო­ლო­გია, მუ­შა­ობს სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პა­ნი­ა­ში, მღე­რის ფოლკ­ლო­რულ გუნდში და არის სამ­თო გი­დიც. და­ვითს სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი აქვს, უნდა, რომ უძ­ვე­ლეს მა­რანს პირ­ვან­დე­ლი სახე და­უბ­რუ­ნოს და იქ არ­სე­ბულ ქვევ­რე­ბი 100-წლო­ვან ვე­ნახ­ში მო­წე­უ­ლი ყუ­რძნის წვე­ნით შე­ავ­სოს.

- მა­რა­ნი თა­ვი­დან ოჯა­ხის იყო, - პა­პა­ჩე­მის (დე­დის მხრი­დან) ბი­ძის გახ­ლდათ, რო­მე­ლიც აქ ღვი­ნოს აყე­ნებ­და. შვი­ლე­ბი არ ჰყავ­და, მემ­კვიდ­რე პა­პა­ჩე­მი და მისი ძმა იყ­ვნენ. მემ­კვიდ­რე­ო­ბა კი გად­მო­ი­ბა­რეს, მაგ­რამ ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის კულ­ტუ­რა აღარ გა­უგ­რძე­ლე­ბი­ათ, თან, კო­მუ­ნის­ტებ­მა ვე­ნა­ხე­ბიც ჩა­მო­არ­თვეს. შე­სა­ბა­მი­სად, მა­რან­მა ფუნ­ქცია და­კარ­გა. დიახ, რაკი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ღვი­ნოს აღარ აწარ­მო­ებ­დნენ, ეს სივ­რცე უყუ­რა­დღე­ბოდ დარ­ჩა (თან, სახ­ლი­დან მო­შო­რე­ბი­თა­ცაა). ამი­ტომ გარ­შე­მო შე­ნო­ბას სულ სა­რე­ვე­ლა მო­ე­დო. თა­ვად მა­რა­ნი 43 კვ/მ-ია. თა­ვი­დან ჩან­და, რომ იქ 5 ქვევ­რი იყო, მათ­გან - ერთი 2 - ტონა და 500, მე­ო­რე - ტონა 800-ის მო­ცუ­ლო­ბის და სამი - 300-ლიტ­რი­ა­ნი, უფრო პა­ტა­რე­ბი. სულ ვეჭ­ვობ­დი, რომ დიდი ხნის ქვევ­რე­ბი იყო, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლისტს არას­დროს უნა­ხავს.

- და გა­და­წყვი­ტეთ, მათი ასა­კი შე­გეს­წავ­ლათ?

- ბოლო დროს დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა მეღ­ვი­ნე­ო­ბას, ტუ­რიზმს, ეკო­ტუ­რიზმს, რაც ჩემს მე­ო­რე პრო­ფე­სია-გა­ტა­ცე­ბას­თა­ნაც (სამ­თო-სა­ფეხ­მავ­ლო გიდი ვარ) შორს არაა, მე­უღ­ლე­საც ჰქონ­და სურ­ვი­ლი, ამ საქ­მის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად მიგ­ვე­ხე­და და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა და­ვი­წყეთ. მე­უღ­ლე ღვი­ნის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს, პრო­ფე­სი­ით მეღ­ვი­ნეა. მოკ­ლედ, ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი და­ემ­თხვა, - მარ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გა­დავ­წყვი­ტეთ. ხომ გე­უბ­ნე­ბით, მით უფრო, რომ ამ­ხე­ლა რე­სურ­სი და სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ის­ტო­რი­აა. მერე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რა­დაც მწყობ­რში მო­ვიყ­ვან­დით ყვე­ლა­ფერს, სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეა, და­ლაგ­დე­ბა და პრო­დუქ­ტიც სა­სარ­გებ­ლოა. ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბა­ტონ გი­ორ­გი ბა­რი­საშ­ვილს მივ­მარ­თეთ, რო­მელ­მაც მა­რა­ნი შე­ის­წავ­ლა, შე­ა­ფა­სა და გვი­თხრა, რომ ის სა­დღაც სამ სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის. რჩე­ვე­ბიც მოგ­ვცა.

- და რას აპი­რებთ ახლა?

- მას მერე, რაც კედ­ლებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა, სა­ხუ­რავს შევ­ცვლით, მა­რანს სტი­ლის­ტუ­რად პირ­ვან­დელ სა­ხეს და­ვუბ­რუ­ნებთ. მოკ­ლედ, ისე­ვე დავ­ტო­ვებთ, არა­ნა­ირ ცე­მენტს, ბე­ტონს არ გა­მო­ვი­ყე­ნებთ. ეს იქ­ნე­ბა ზუს­ტი კონ­სერ­ვა­ცია-აღ­დგე­ნა და შე­ნო­ბის­თვის ფუნ­ქცი­ის დაბ­რუ­ნე­ბა. ბა­ტო­ნი გი­ორ­გის გარ­და, აზრი სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც ვკი­თხეთ, მათ შო­რის, რეს­ტავ­რა­ტო­რებს, მეღ­ვი­ნე მე­გობ­რებს, ვი­საც მარ­ნე­ბი და ქვევ­რე­ბი აქვთ. მათ რჩე­ვა-და­რი­გე­ბა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ...

- ქვევ­რებს რეს­ტავ­რა­ცია სჭი­დე­ბა?

- 5 ქვევ­რს ჩა­ვუ­ტა­რეთ გა­მა­სუფ­თა­ვე­ბე­ლი ოპე­რა­ცია, რად­გან რეს­ტავ­რა­ცი­ას ვგეგ­მავ­დით. მი­წის მოხ­სნის პრო­ცეს­ში კი და­ნარ­ჩე­ნი სხვა ქვევ­რე­ბიც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, - ამ­ჟა­მად სულ 11 ქვევ­რია. ბო­ლოს აღ­მო­ჩე­ნი­ლი 6 ქვევ­რი შე­და­რე­ბით პა­ტა­რე­ბია, სა­ზე­და­შე­ე­ბი გახ­ლავთ.

- რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი?

- როცა ამ­ხე­ლა პე­რი­ოდ­ზეა სა­უ­ბა­რი, რთუ­ლია, ქვევ­რმა პირ­ვან­დე­ლი მდგრა­დო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, რად­გა­ნაც მი­წისძვრე­ბი, მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი და ბევ­რი რამ ხარ­ვე­ზებს უჩენს და ეს ჩვენს ქვევ­რებ­საც ჰქონ­და. ასე რომ, რო­გორც ეს ჭურ­ჭე­ლი ინა­ხავს ღვი­ნოს, ისე ღვი­ნო ინა­ხავს ქვევ­რს, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ეს ჯაჭ­ვი დარ­ღვე­უ­ლია, რო­მე­ლიც უნდა აღ­დგეს. ქვევ­რე­ბის სა­რეს­ტავ­რა­ცი­ოდ მცი­რე ჩა­რე­ვა დაგ­ვჭირ­და და ამ საქ­მე­ში ოს­ტა­ტი ივა­ნე ბახ­ბა­ხაშ­ვი­ლი (კა­ხე­თი­დან) ჩა­ერ­თო. პა­ტარ-პა­ტა­რა ხარ­ვე­ზე­ბი, ბზა­რე­ბი შე­ივ­სო და და­მუ­შავ­და.

- ვე­ნა­ხი ძეგ­ვში გაქვთ?

- ვე­ნა­ხიც ძეგ­ვშია. გვაქვს ჩი­ნუ­რი, გო­რუ­ლი და სხვა ქარ­თლის ჯი­შე­ბი. სა­უ­კუ­ნის ვე­ნა­ხია და გა­ნა­ხა­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ვნა­ხოთ, ხელი რო­გორ მოგ­ვე­მარ­თე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ გა­ი­მარ­თა და აე­წყო, ვი­ზი­ტო­რებ­საც მი­ვი­ღებთ და ჩვენს ტრა­დი­ცი­ებ­ზე მო­ვუყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­მოგ­ვარ­ჩევს, რაც ჩემი მო­გო­ნი­ლი არ არის. ჩვე­ნი ნა­ხე­ლა­ვი კი იმ მად­ლი­ა­ნი საქ­მის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი და გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც წი­ნაპ­რე­ბი აკე­თებ­დნენ და დაგ­ვი­ტო­ვეს.

- ის, რომ ასე­თი ძვე­ლი მა­რა­ნი გაქვთ, რა ემო­ცი­ას იწევს?

- მარ­ნის ასა­კი რომ გა­ვი­გეთ, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა... სა­ერ­თოდ, ჩავ­თვა­ლოთ, რომ მა­რა­ნი დიდ სიწ­მინ­დეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ლე­კი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში იქ ადა­მი­ა­ნებ­საც კი ნათ­ლავ­დნენ, ასე­თი პრე­ცე­დენ­ტე­ბიც ყო­ფი­ლა. როცა ამ­ხე­ლა წარ­სულ­თან გაქვს საქ­მე, მეტი სი­სა­თუ­თით, მოკ­რძა­ლე­ბით გინ­და, რომ ამ ყვე­ლა­ფერს მი­უდ­გე. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ის ჯაფა, შრო­მა და ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის და­ნა­ტო­ვა­რი საქ­მე და­სა­ფა­სე­ბე­ლია და აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
42

საქართველოში ღვინო და მარანი ნეტავ ვის უკვირს ან ვის რაში სჭირდება?! შემოდგომით ესეც დაიწყებს შანტაჟს გინდათ თუ არა ჩემი ყურძენი იყიდეთ თორემ ასე და ისეო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

3 საუკუნის უნიკალური მარანი მცხეთაში და ქართველი ბიჭი, რომელიც 100-წლოვანი ვენახით წინაპრების მეღვინეობას გააცოცხლებს

3 საუკუნის უნიკალური მარანი მცხეთაში და ქართველი ბიჭი, რომელიც 100-წლოვანი ვენახით წინაპრების მეღვინეობას გააცოცხლებს

საქართველოში ღვინის წარმოების კულტურას რომ დიდი ხნის ისტორია აქვს, საყოველთაოდ ცნობილია. სწორად ამაზე, 2017 წელს BBC წერდა: „თბილისიდან სამხრეთით, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. აღმოჩენილ თიხის ქილებზე ღვინის შემადგენელი ნაწილები ნალექის სახით იყო შერჩენილი. მეცნიერების თქმით, ჭურჭელი დაახლოებით 8.000 წლის წინანდელია“. დიახ, ღვინის უძველესი ჭურჭლის ისტორია და ღვინის დაწურვის კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ 8.000 წლის წინ დაიწყო. ეს საქმე რომ ბევრ წელს ითვლის, ამაზე ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმული მარნებისა და ქვევრების არსებობაც ადასტურებს.

ბოლო დროს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში მოსახლეობამ რამდენიმე უძველესი მარანი და ქვევრები აღმოაჩინა, მთლად 8.000 წლის წინანდელი არა, მაგრამ ის, რაზეც უნდა გიამბოთ, სპეციალისტების თქმით, XVII-XVIII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.

სოფელ ძეგვში დავით კუდაშვილის მარანში აღმოჩენილი ღვინის ჭურჭელი, ქვევრები მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარმა გიორგი ბარისაშვილმა მოინახულა და ასე შეაფასა: „მარანი მართლაც უნიკალურია, რადგან უპირველეს ყოვლისა, ის „ძეგვი-კავთისხევის“ არქიტექტურულ სტილს მიეკუთნება. ამგვარ მარნებს მხოლოდ ამ არეალში შევხვდებით. დავათვალიერე ეს მარანი და მაშინვე ვიცანი მისი სტილი. ნაგებობა უნიკალურია იმითაც, რომ მასში შემორჩენილია კარგად შენახული დედაბოძი, რომელიც აქაური წესით, საწნახელზეა მიდგმული და გარდა პრაქტიკულისა, საკრალური დატვირთვაც აქვს. ქართლ-კახური მარნების მსგავსად, აქაა ბუხარიც. მარანი თავდაპირველად ბანიანი ნაგებობა იყო და სახურავი მოგვიანებით გაუკეთდა. მასში გვხვდება ხელსაბანი „ნიჟარაც“, რაც ჰიგიენის წესების დაცვის დიდ ყურადღებაზე მიანიშნებს. მეტად საინტერესოა დედაბოძის დეკორი, რაც მეორე მხრივ საკრალური დატვირთვის მქონეა. ამ ყველა მონაცემით, შეგვიძლია იმის თქმა, რომ მარნის საფუძველი 3 საუკუნის წინაა ჩაყრილი“.

ვესაუბრეთ დავით კუდაშვილსაც. ის პროფესიით ხორცის ტექნოლოგია, მუშაობს სამედიცინო კომპანიაში, მღერის ფოლკლორულ გუნდში და არის სამთო გიდიც. დავითს საინტერესო გეგმები აქვს, უნდა, რომ უძველეს მარანს პირვანდელი სახე დაუბრუნოს და იქ არსებულ ქვევრები 100-წლოვან ვენახში მოწეული ყურძნის წვენით შეავსოს.

- მარანი თავიდან ოჯახის იყო, - პაპაჩემის (დედის მხრიდან) ბიძის გახლდათ, რომელიც აქ ღვინოს აყენებდა. შვილები არ ჰყავდა, მემკვიდრე პაპაჩემი და მისი ძმა იყვნენ. მემკვიდრეობა კი გადმოიბარეს, მაგრამ ღვინის დაყენების კულტურა აღარ გაუგრძელებიათ, თან, კომუნისტებმა ვენახებიც ჩამოართვეს. შესაბამისად, მარანმა ფუნქცია დაკარგა. დიახ, რაკი დიდი რაოდენობით ღვინოს აღარ აწარმოებდნენ, ეს სივრცე უყურადღებოდ დარჩა (თან, სახლიდან მოშორებითაცაა). ამიტომ გარშემო შენობას სულ სარეველა მოედო. თავად მარანი 43 კვ/მ-ია. თავიდან ჩანდა, რომ იქ 5 ქვევრი იყო, მათგან - ერთი 2 - ტონა და 500, მეორე - ტონა 800-ის მოცულობის და სამი - 300-ლიტრიანი, უფრო პატარები. სულ ვეჭვობდი, რომ დიდი ხნის ქვევრები იყო, მაგრამ სპეციალისტს არასდროს უნახავს.

- და გადაწყვიტეთ, მათი ასაკი შეგესწავლათ?

- ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა მეღვინეობას, ტურიზმს, ეკოტურიზმს, რაც ჩემს მეორე პროფესია-გატაცებასთანაც (სამთო-საფეხმავლო გიდი ვარ) შორს არაა, მეუღლესაც ჰქონდა სურვილი, ამ საქმისთვის სერიოზულად მიგვეხედა და ამ მიმართულებით მოძრაობა დავიწყეთ. მეუღლე ღვინის კომპანიაში მუშაობს, პროფესიით მეღვინეა. მოკლედ, ჩვენი სურვილები დაემთხვა, - მარნის რეაბილიტაცია გადავწყვიტეთ. ხომ გეუბნებით, მით უფრო, რომ ამხელა რესურსი და საშუალება გვქონდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისტორიაა. მერე ტექნოლოგიურადაც მწყობრში მოვიყვანდით ყველაფერს, საინტერესო საქმეა, დალაგდება და პროდუქტიც სასარგებლოა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბატონ გიორგი ბარისაშვილს მივმართეთ, რომელმაც მარანი შეისწავლა, შეაფასა და გვითხრა, რომ ის სადღაც სამ საუკუნეს ითვლის. რჩევებიც მოგვცა.

- და რას აპირებთ ახლა?

- მას მერე, რაც კედლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, სახურავს შევცვლით, მარანს სტილისტურად პირვანდელ სახეს დავუბრუნებთ. მოკლედ, ისევე დავტოვებთ, არანაირ ცემენტს, ბეტონს არ გამოვიყენებთ. ეს იქნება ზუსტი კონსერვაცია-აღდგენა და შენობისთვის ფუნქციის დაბრუნება. ბატონი გიორგის გარდა, აზრი სხვა სპეციალისტებსაც ვკითხეთ, მათ შორის, რესტავრატორებს, მეღვინე მეგობრებს, ვისაც მარნები და ქვევრები აქვთ. მათ რჩევა-დარიგებასაც გავითვალისწინებთ...

- ქვევრებს რესტავრაცია სჭიდება?

- 5 ქვევრს ჩავუტარეთ გამასუფთავებელი ოპერაცია, რადგან რესტავრაციას ვგეგმავდით. მიწის მოხსნის პროცესში კი დანარჩენი სხვა ქვევრებიც აღმოვაჩინეთ, - ამჟამად სულ 11 ქვევრია. ბოლოს აღმოჩენილი 6 ქვევრი შედარებით პატარებია, საზედაშეები გახლავთ.

- რა მდგომარეობაშია თითოეული მათგანი?

- როცა ამხელა პერიოდზეა საუბარი, რთულია, ქვევრმა პირვანდელი მდგრადობა შეინარჩუნოს, რადგანაც მიწისძვრები, მიწისქვეშა ბიძგები და ბევრი რამ ხარვეზებს უჩენს და ეს ჩვენს ქვევრებსაც ჰქონდა. ასე რომ, როგორც ეს ჭურჭელი ინახავს ღვინოს, ისე ღვინო ინახავს ქვევრს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჯაჭვი დარღვეულია, რომელიც უნდა აღდგეს. ქვევრების სარესტავრაციოდ მცირე ჩარევა დაგვჭირდა და ამ საქმეში ოსტატი ივანე ბახბახაშვილი (კახეთიდან) ჩაერთო. პატარ-პატარა ხარვეზები, ბზარები შეივსო და დამუშავდა.

- ვენახი ძეგვში გაქვთ?

- ვენახიც ძეგვშია. გვაქვს ჩინური, გორული და სხვა ქართლის ჯიშები. საუკუნის ვენახია და განახალებას საჭიროებს. ვნახოთ, ხელი როგორ მოგვემართება. ეს ყველაფერი თუ გაიმართა და აეწყო, ვიზიტორებსაც მივიღებთ და ჩვენს ტრადიციებზე მოვუყვებით, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოგვარჩევს, რაც ჩემი მოგონილი არ არის. ჩვენი ნახელავი კი იმ მადლიანი საქმის დამადასტურებელი და გაგრძელება იქნება, რომელსაც წინაპრები აკეთებდნენ და დაგვიტოვეს.

- ის, რომ ასეთი ძველი მარანი გაქვთ, რა ემოციას იწევს?

- მარნის ასაკი რომ გავიგეთ, ძალიან ემოციური აღმოჩნდა... საერთოდ, ჩავთვალოთ, რომ მარანი დიდ სიწმინდესთან არის დაკავშირებული, ლეკიანობის პერიოდში იქ ადამიანებსაც კი ნათლავდნენ, ასეთი პრეცედენტებიც ყოფილა. როცა ამხელა წარსულთან გაქვს საქმე, მეტი სისათუთით, მოკრძალებით გინდა, რომ ამ ყველაფერს მიუდგე. მოკლედ, ყველაფერი კარგად იქნება. ის ჯაფა, შრომა და ჩვენი წინაპრების დანატოვარი საქმე დასაფასებელია და აუცილებლად გაგრძელდება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონებში

"არ არის ტყვია, რომელიც მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა" - ბრძოლა, მარცხი, ემიგრაცია, მაწვნის წარმოება და ოცნება სამშობლოზე

როგორ ულოცავს Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს