მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება - ვინ როდის დაამთავრებს სწავლას სკოლებში
2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება - ვინ როდის დაამთავრებს სწავლას სკოლებში

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, მე-12 კლა­სე­ლე­ბი სას­წავ­ლო წელს და­ას­რუ­ლე­ბენ 20 მა­ისს, პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბი - 27 მა­ისს, და­ნარ­ჩე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი - 15 ივ­ნისს.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ გა­ნათ­ლე­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წავ­ლო წელი დის­ტან­ცი­უ­რად, ონ­ლა­ინ, ტე­ლეს­კო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და.

“გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ შეძ­ლო ძა­ლი­ან სწრა­ფად მო­ბი­ლი­ზე­ბა და დის­ტან­ცი­უ­რი, ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­ნერგვა და ამან თა­ვი­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გვყავს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ აქვთ მარ­ტი­ვი წვდო­მა ინ­ტერ­ნეტ­თან, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ეს პრობ­ლე­მაც მო­აგ­ვა­რა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან ერ­თად შექ­მნა ისე­თი ფორ­მა­ტი, რო­მე­ლიც არის ტე­ლეს­კო­ლა.

ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ ტე­ლეს­კო­ლა, ეს არის ფორ­მა­ტი, რო­მე­ლიც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბიც ენებ­ზეც მა­უ­წყებ­ლობს და აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს, არ ჩა­უ­ვარ­დეს სას­წავ­ლო წელი. ამ ნა­ბი­ჯე­ბის შე­დე­გია ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აკა­დე­მი­უ­რი წელი 2019-2020 სას­წავ­ლო წლე­ბი არ გა­მო­ცხად­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წავ­ლო წელი დის­ტან­ცი­უ­რად, ონ­ლა­ინ, ტე­ლეს­კო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­ტარ­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში და მე-12 კლა­სე­ლე­ბი სას­წავ­ლო წელს და­ას­რუ­ლე­ბენ 20 მა­ისს, 1-ელ კლა­სე­ლე­ბი 27 მა­ისს, და­ნარ­ჩე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი 15 ივ­ნისს”, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ე­რის თქმით, ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­დე­ბა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და მისი და­წყე­ბის თა­რი­ღი ივ­ნის­ში გა­მო­ცხად­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
4

დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა.

წმინდა გაგა
7

დანაშაულებრივი გადაწყვტილებაა, თუმცა ხელისუფლებას სხვა გზა არ ქონდა წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებდა დიდ პროტესტს მშობლებისაგან რადგან ისინი იძულებულნი გახდებოდნენ კიდევ ერთი წელი გაეძღოთ საკუთარი სისხლით განათლების წურბელები-რეპეტიტორები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება - ვინ როდის დაამთავრებს სწავლას სკოლებში

2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება - ვინ როდის დაამთავრებს სწავლას სკოლებში

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები - 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები - 15 ივნისს.

როგორც გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, ტელესკოლის საშუალებით ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში ჩატარდა.

“განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური, ონლაინგაკვეთილების დანერგვა და ამან თავისი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან, განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, რომელიც არის ტელესკოლა.

ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტელესკოლა, ეს არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობებიც ენებზეც მაუწყებლობს და აძლევს საშუალებას საქართველოში თითოეულ მოსწავლეს, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში აკადემიური წელი 2019-2020 სასწავლო წლები არ გამოცხადდება.

საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, ტელესკოლის საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, 1-ელ კლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები 15 ივნისს”, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები და მისი დაწყების თარიღი ივნისში გამოცხადდება.

Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში

„საპარტნიორო ფონდმა“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა

ლეიკემიით დაავადებული ამერიკელის უკანასკნელი სურვილის ასრულებისთვის, აშშ-ს საელჩო ქართულ თემს და ელჩს მადლობას უხდის