მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 აუდიოწიგნი, რომელიც რიგში დროის გასაყვანად დაგეხმარებათ
5 აუდიოწიგნი, რომელიც რიგში დროის გასაყვანად დაგეხმარებათ

ალ­ბათ, ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დით, თუ მარ­კეტ­თან, ბან­კის ფი­ლი­ალ­თან, აფ­თი­აქთან თუ სხვა ობი­ექტთან ხან­და­ხან ნა­ხე­ვა­რი სა­ათ­ზე მე­ტიც კი მოგ­ვი­წევ­და რიგ­ში დგო­მა.

ეს მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი პრო­ცე­სი ხში­რად ჩვენს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს და რო­გორც არ უნდა გვჭირ­დე­ბო­დეს კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი, უბ­რა­ლოდ, ვტო­ვებთ რიგს, მივ­დი­ვართ სახ­ლში და კი­დევ უფრო ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბით, რად­გან დრო ტყუ­ი­ლად დავ­კარ­გეთ და ვერც სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მი­ვი­ღეთ.

ჩვე­ნი სიმ­შვი­დის­თვის და დრო­ის ნა­ყო­ფი­ე­რად გა­სა­ტა­რებ­ლად, აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის პლატ­ფორ­მა gudabooks.ge-ს რე­კომ­დენ­და­ცი­ით, გთა­ვა­ზობთ 5 წიგნს, რო­მე­ლიც რიგ­ში დრო­ის გა­საყ­ვა­ნად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა:

ბრა­ი­ან თრე­ი­სი - „შე­ჭა­მე ბა­ყა­ყი!“

თით­ქმის ვერ ნა­ხავთ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც „შე­ჭა­მე ბა­ყა­ყის“ შე­სა­ხებ არ სმე­ნია, თუმ­ცა წა­სა­კი­თხად ვე­რას­დროს მო­ი­ცა­ლა. ახლა სწო­რედ ის დროა, როცა ბო­ლოს და ბო­ლოს შეგ­ვიძ­ლია, ეს წიგ­ნი მო­ვის­მი­ნოთ და გა­ვი­გოთ, რისი თქმა უნდა ჩვენ­თვის ბრა­ი­ან თრე­ისს.

ავ­ტო­რი გვე­უბ­ნე­ბა, რომ რო­დე­საც რა­ი­მე უსი­ა­მოვ­ნო, აუ­ცი­ლე­ბე­ლი და გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მე გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ვცდი­ლობთ, თავი ავა­რი­დოთ მას (ეს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის ნაც­ნო­ბი მოვ­ლე­ნაა). ამ დროს კი უბ­რა­ლოდ, დროს ვკარ­გავთ და ეს კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე გა­და­უჭ­რელ ამო­ცა­ნად რჩე­ბა. ბრა­ი­ან თრე­ი­სი გვას­წავ­ლის, რო­გორ „შევ­ჭა­მოთ ეს ბა­ყა­ყი“ ანუ ჩვენ­თვის ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო საქ­მე წარ­მა­ტე­ბით შე­ვას­რუ­ლოთ და და­ვას­რუ­ლოთ მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტი.

ბრა­ი­ან თრე­ი­სი არის 70-ზე მეტი წიგ­ნის ავ­ტო­რი, რომ­ლე­ბიც ათო­ბით ენა­ზე ითარ­გმნა.

ლე­ი­ლა - „იძუ­ლე­ბით გა­თხო­ვი­ლი“

მას შემ­დეგ, რაც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა „ლე­ი­ლა იძუ­ლე­ბით გა­თხო­ვი­ლი“ გა­ყიდ­ვა­ში ჩა­უშ­ვა, ის ერთ-ერთ ბესტსე­ლე­რად იქცა.

წიგ­ნი მოგ­ვი­თხრობს იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის მსხვერ­პლი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მშობ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა­მებრ გა­მო­ი­ყე­ნეს. ქორ­წი­ნე­ბის გა­რი­გე­ბა მოს­კოვ­ში შედ­გა, საფ­რან­გეთ­ში კი იუ­რი­დი­უ­ლად გა­ფორმ­და. ლე­ი­ლამ ურ­თუ­ლე­სი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა, იბ­რძო­ლა და სა­ნამ არ გა­ი­გებთ, რა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო მის­მა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბამ, იქამ­დე რიგ­ში დგო­მა არ მოგ­ბეზ­რდე­ბათ.

სუ­ა­დი - „ცო­ცხლად დამ­წვა­რი“

„ცო­ცხლად დამ­წვა­რი“ კი­დევ ერთი აღ­მო­სავ­ლე­ლი ქა­ლის ის­ტო­რი­ას მოგ­ვი­თხრობს. ეს წიგ­ნი რე­ა­ლურ ამ­ბავ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ქალ­თა ჩაგ­ვრის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თგვარ პრო­ტესტს წარ­მო­ად­გენს. წიგნს ათა­სო­ბით მკი­თხვე­ლი გა­ეც­ნო. მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აღ­შფოთ­და იმ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი სი­სას­ტი­კი­თა და უსა­მარ­თლო­ბით, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც „ცო­ცხლად დამ­წვა­რი“ მოგ­ვი­თხრობს.

წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი სუ­ა­დი ბევ­რი სხვა ქა­ლის მსგავ­სად, სი­სას­ტი­კი­სა და წა­მე­ბის მსხვერ­პლი ხდე­ბა.

არ­თურ კო­ნან დო­ი­ლი - „სა­ზღვაო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა“

ეს ცნო­ბი­ლი დე­ტექ­ტი­ვის შერ­კოლ ჰოლმსის კი­დევ ერთი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი, ჩახ­ლარ­თუ­ლი და სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­აა. „სა­ზღვაო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა“ მოგ­ვი­თხრობს სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტის და­კარ­გვის ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც შერ­ლოკ ჰოლმსმა მისი ლო­გი­კი­სა და დე­დუქ­ცი­ის მე­თო­დით უნდა იპოვ­ნოს.

შტე­ფან ცვა­ი­გი - „ფან­ტას­ტი­კუ­რი ღამე“

და ბო­ლოს კლა­სი­კო­სის შტე­ფან ცვა­ი­გის ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი „ფან­ტას­ტი­კუ­რი ღამე“ უნდა შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. „ფან­ტას­ტი­კუ­რი ღამე“ ახალ­გაზ­რდა კა­ცის ერთი ღა­მის ის­ტო­რი­აა. მას პა­ტა­რა, თით­ქოს უმ­ნიშ­ვნე­ლო რამ შე­ემ­თხვე­ვა და ექვს სა­ათ­ში მისი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად შე­იც­ვლე­ბა.

ცვა­იგ­მა თა­ვი­დან მოკ­ლე მო­თხრო­ბე­ბის წერა და­ი­წყო, რა­მაც საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­და.

Gudabooks.ge აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის­თვის შექ­მნი­ლი პირ­ვე­ლი ვებგ­ვერ­დია, რო­მე­ლიც მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, პი­რა­დი აუ­დი­ო­ბიბ­ლი­ო­თე­კა შექ­მნას და მო­უს­მი­ნოს წიგ­ნებს ყველ­გან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

5 აუდიოწიგნი, რომელიც რიგში დროის გასაყვანად დაგეხმარებათ

5 აუდიოწიგნი, რომელიც რიგში დროის გასაყვანად დაგეხმარებათ

ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდით, თუ მარკეტთან, ბანკის ფილიალთან, აფთიაქთან თუ სხვა ობიექტთან ხანდახან ნახევარი საათზე მეტიც კი მოგვიწევდა რიგში დგომა.

ეს მოსაბეზრებელი პროცესი ხშირად ჩვენს გაღიზიანებას იწვევს და როგორც არ უნდა გვჭირდებოდეს კონკრეტული პროდუქტი, უბრალოდ, ვტოვებთ რიგს, მივდივართ სახლში და კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე ვდგებით, რადგან დრო ტყუილად დავკარგეთ და ვერც სასურველი შედეგი მივიღეთ.

ჩვენი სიმშვიდისთვის და დროის ნაყოფიერად გასატარებლად, აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge-ს რეკომდენდაციით, გთავაზობთ 5 წიგნს, რომელიც რიგში დროის გასაყვანად დაგვეხმარება:

ბრაიან თრეისი - „შეჭამე ბაყაყი!“

თითქმის ვერ ნახავთ ადამიანს, რომელსაც „შეჭამე ბაყაყის“ შესახებ არ სმენია, თუმცა წასაკითხად ვერასდროს მოიცალა. ახლა სწორედ ის დროა, როცა ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია, ეს წიგნი მოვისმინოთ და გავიგოთ, რისი თქმა უნდა ჩვენთვის ბრაიან თრეისს.

ავტორი გვეუბნება, რომ როდესაც რაიმე უსიამოვნო, აუცილებელი და გადაუდებელი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ვცდილობთ, თავი ავარიდოთ მას (ეს ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი მოვლენაა). ამ დროს კი უბრალოდ, დროს ვკარგავთ და ეს კონკრეტული საქმე გადაუჭრელ ამოცანად რჩება. ბრაიან თრეისი გვასწავლის, როგორ „შევჭამოთ ეს ბაყაყი“ ანუ ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო საქმე წარმატებით შევასრულოთ და დავასრულოთ მისგან გამოწვეული დისკომფორტი.

ბრაიან თრეისი არის 70-ზე მეტი წიგნის ავტორი, რომლებიც ათობით ენაზე ითარგმნა.

ლეილა - „იძულებით გათხოვილი“

მას შემდეგ, რაც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა „ლეილა იძულებით გათხოვილი“ გაყიდვაში ჩაუშვა, ის ერთ-ერთ ბესტსელერად იქცა.

წიგნი მოგვითხრობს იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ახალგაზრდა გოგონას შესახებ, რომელიც მშობლებმა თავიანთი ინტერესებისამებრ გამოიყენეს. ქორწინების გარიგება მოსკოვში შედგა, საფრანგეთში კი იურიდიულად გაფორმდა. ლეილამ ურთულესი ცხოვრება გამოიარა, იბრძოლა და სანამ არ გაიგებთ, რა შედეგი გამოიღო მისმა დაუმორჩილებლობამ, იქამდე რიგში დგომა არ მოგბეზრდებათ.

სუადი - „ცოცხლად დამწვარი“

„ცოცხლად დამწვარი“ კიდევ ერთი აღმოსავლელი ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ეს წიგნი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ერთგვარ პროტესტს წარმოადგენს. წიგნს ათასობით მკითხველი გაეცნო. მსოფლიოში უამრავი ადამიანი აღშფოთდა იმ დაუჯერებელი სისასტიკითა და უსამართლობით, რომლის შესახებაც „ცოცხლად დამწვარი“ მოგვითხრობს.

წიგნის მთავარი გმირი სუადი ბევრი სხვა ქალის მსგავსად, სისასტიკისა და წამების მსხვერპლი ხდება.

ართურ კონან დოილი - „საზღვაო ხელშეკრულება“

ეს ცნობილი დეტექტივის შერკოლ ჰოლმსის კიდევ ერთი ამაღელვებელი, ჩახლართული და საოცრად საინტერესო ისტორიაა. „საზღვაო ხელშეკრულება“ მოგვითხრობს სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლო დოკუმენტის დაკარგვის ისტორიას, რომელიც შერლოკ ჰოლმსმა მისი ლოგიკისა და დედუქციის მეთოდით უნდა იპოვნოს.

შტეფან ცვაიგი - „ფანტასტიკური ღამე“

და ბოლოს კლასიკოსის შტეფან ცვაიგის ცნობილი ნაწარმოები „ფანტასტიკური ღამე“ უნდა შემოგთავაზოთ. „ფანტასტიკური ღამე“ ახალგაზრდა კაცის ერთი ღამის ისტორიაა. მას პატარა, თითქოს უმნიშვნელო რამ შეემთხვევა და ექვს საათში მისი ცხოვრება სრულიად შეიცვლება.

ცვაიგმა თავიდან მოკლე მოთხრობების წერა დაიწყო, რამაც საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული გახადა.

Gudabooks.ge აუდიოწიგნებისთვის შექმნილი პირველი ვებგვერდია, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, პირადი აუდიობიბლიოთეკა შექმნას და მოუსმინოს წიგნებს ყველგან.

28 მაისს, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა” გამოიცემა

მაკულიტერატურის ფილიალებმა უცვლელ რეჟიმში დაიწყო მუშაობა

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეერთე თავი)