მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითდასაქმებულები დახმარების მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ
თვითდასაქმებულები დახმარების მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

დღე­ი­დან თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დზე რე­გის­ტრა­ცი­ას შეძ­ლე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, დღეს 12:00 სა­ათ­ზე პორ­ტალ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის ინ­სტრუქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, თა­მი­ლა ბარ­კა­ლა­ია ბრი­ფინგს გა­მარ­თავს და თვით­და­საქ­მე­ბუ­ლებს რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის.

თვით­და­საქ­მე­ბუ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო ერთჯე­რა­დად 300-ლა­რი­ან კომ­პენ­სა­ცი­ას მის­ცემს.

რო­გორც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თა­მი­ლა ბარ­კა­ლა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რია ანუ უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რა იქ­ნე­ბა.

"15 მა­ისს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე გა­იხ­სნე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის პორ­ტა­ლი, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებს და ქმე­დი­თი იქ­ნე­ბა პირ­ველ ივ­ნი­სამ­დე და აღ­ნიშ­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ ბან­კის ან­გა­რიშს ატ­ვირ­თა­ვენ, ვი­ნა­ი­დან ჩვენ­თვის უც­ნო­ბია ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბან­კის ან­გა­რი­ში. მხო­ლოდ ბან­კის ან­გა­რი­შის ნომ­რის ატ­ვირ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ ერთჯე­რად დახ­მა­რე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით,“- გა­ნა­ცხა­და ბარ­კა­ლა­ი­ამ.

ამას­თა­ნა­ვე, მისი გან­მარ­ტე­ბით, იმ თვით­და­საქ­მე­ბუ­ლებს, რო­მელ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც ჯერ არ მომ­ხდა­რა, რე­გის­ტრა­ცი­ის პორ­ტალ­ზე, პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თის ატ­ვირ­თვაც მო­უ­წევთ.

„რაც შე­ე­ხე­ბა თვით­და­საქ­მე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც არ არი­ან რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი, ამ ადა­მი­ა­ნებს ასე­ვე ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ პორ­ტალ­ზე მო­უ­წევთ პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბა -პი­რა­დი ნო­მე­რი, სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი და გვა­რი და ასე­ვე, რა­ი­მე ტი­პის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თის ატ­ვირ­თვა, რო­მე­ლიც მათ ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას ან შე­მო­სა­ვალს პირ­ვე­ლი კვარტლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­დას­ტუ­რებს. ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის გან­ხილ­ვა მოხ­დე­ბა კო­მი­სი­უ­რი წე­სით, სა­დაც ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბი­ან რო­გორც ფი­ნანსთა ასე­ვე, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. კო­მი­სი­უ­რი წე­სით გან­ხილ­ვის შემ­დეგ მოხ­დე­ბა დახ­მა­რე­ბე­ბის გა­და­რი­ცხვა თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ზე უმოკ­ლეს ვა­და­ში,“- გა­ნა­ცხა­და ბარ­კა­ლა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალაქელი
0

ძიძებმა, მანქანის ხელოსნებმა,შინამოსამსახურეებმა, კერძო მასწავლებლებმა, და ბოლოს დიასახლისებმა რომლებიც შვილებს ზრდიან რა დააშავეს! რატომ ვტოვებთ მათ დახმარების გარეშე,ისინიც ხომ საქართველოს მოქალაქეები არიან და კვება მათაც უნდათ!

ანი
0

საერთოდ ვერ შევდივართ დასახელებულ პორტალზე,რომ გავიაროთ რეგისტრაცია,რა ხდება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

თვითდასაქმებულები დახმარების მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

თვითდასაქმებულები დახმარების მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

დღეიდან თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დღეს 12:00 საათზე პორტალზე რეგისტრაციის ინსტრუქციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია ბრიფინგს გამართავს და თვითდასაქმებულებს რეგისტრაციასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას მისცემს.

როგორც რამდენიმე დღის წინ თამილა ბარკალაიამ განაცხადა, პირველი კატეგორია ანუ უკვე იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში, ძალიან მარტივი პროცედურა იქნება.

"15 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გაიხსნება რეგისტრაციის პორტალი, რომელიც იმუშავებს და ქმედითი იქნება პირველ ივნისამდე და აღნიშნული ადამიანები მხოლოდ ბანკის ანგარიშს ატვირთავენ, ვინაიდან ჩვენთვის უცნობია ამ ადამიანების ბანკის ანგარიში. მხოლოდ ბანკის ანგარიშის ნომრის ატვირთვის შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით,“- განაცხადა ბარკალაიამ.

ამასთანავე, მისი განმარტებით, იმ თვითდასაქმებულებს, რომელთა იდენტიფიცირებაც ჯერ არ მომხდარა, რეგისტრაციის პორტალზე, პირადი მონაცემების პარალელურად ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი საბუთის ატვირთვაც მოუწევთ.

„რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები, ამ ადამიანებს ასევე ჩვენი სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ პორტალზე მოუწევთ პერსონალური ინფორმაციის განთავსება -პირადი ნომერი, საკუთარი სახელი და გვარი და ასევე, რაიმე ტიპის დამადასტურებელი საბუთის ატვირთვა, რომელიც მათ ეკონომიკურ საქმიანობას ან შემოსავალს პირველი კვარტლის განმავლობაში დაადასტურებს. ამ განცხადებების განხილვა მოხდება კომისიური წესით, სადაც ჩართული იქნებიან როგორც ფინანსთა ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. კომისიური წესით განხილვის შემდეგ მოხდება დახმარებების გადარიცხვა თითოეულ მოქალაქეზე უმოკლეს ვადაში,“- განაცხადა ბარკალაიამ.

რა საფრთხეს შეიცავს ტორტზე ყუნწიანი მარწყვი - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

"ნიღბები და სოციალური დისტანცირება..." - პაატა იმნაძე განმარტავს, რა მოეთხოვებათ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში