საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს" - ილია მეორე
"საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს" - ილია მეორე

ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი­ლო­ბი­სა და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის დღე­სას­წა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე მა­ხ­ა­თას მთა­ზე ივე­რი­ის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში წირ­ვას და­ეს­წრო, პატ­რი­არ­ქის თქმით, უფა­ლი ხე­დავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო გაბრ­წყინ­დე­ბა უკა­ნას­კნელ ჟამს და ეს გაბრ­წყი­ნე­ბა იქ­ნე­ბა სუ­ლი­ე­რი.

"გი­ლო­ცავთ ამ დიდ დღე­სას­წა­უ­ლებს ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის დღეს და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის და ერის ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რად აყ­ვა­ნე­ბას. ჩვენ ხში­რად ვფიქ­რობთ, რა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ ჩვენ იმის­თა­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­და წილ­ხვედ­რი ყოვ­ლად­წ­მი­დი­სა ღვთის­მშობ­ლი­სა. უფა­ლი ხე­დავს წარ­სულს, აწ­მყოს და მო­მა­ვალს რო­გორც დღე­ვან­დელ დღეს.

უფა­ლი ხე­დავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო გაბრ­წყინ­დე­ბა უკა­ნას­კნელ ჟამს და ეს გაბრ­წყი­ნე­ბა იქ­ნე­ბა სუ­ლი­ე­რი. უფა­ლი ხე­დავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო იმოქ­მე­დებს ასე­ვე სხვა ერე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე. თქვენ გახ­სოვთ "ქე­ბაი და დი­დე­ბაი ქარ­თუ­ლი­სა ენი­საი“ რომ ენი­თა გა­ნი­კი­თხე­ბის მთე­ლი მსოფ­ლიო. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს მისი დიდი წყა­ლო­ბის­თვის. ვმად­ლობთ ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის, გან­საც­დე­ლი­სა, სი­ხა­რუ­ლი­სა, გა­ჭირ­ვე­ბი­სა, ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის ვმად­ლობთ უფალს. უფალ­მა და­ა­ვა­ლა ღვთის­მშო­ბელს, რომ ყო­ფი­ლი­ყო პატ­რო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­სი და ეს პატ­რო­ნო­ბა ყო­ველ­დღე ჩანს“, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

ამას­თან, პატ­რი­არ­ქის გან­ჩი­ნე­ბის თა­ნახ­მად, ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მთე­ლი კვი­რის მან­ძილ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა.

"ეს არის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლი, ეს არის უდი­დე­სი წყა­ლო­ბა ღვთი­სა. ჩვენ დღეს შე­ვას­რუ­ლებთ სა­მად­ლო­ბელ პა­რაკ­ლისს და მად­ლო­ბას შევ­სწი­რავთ უფალს და ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელს. ამის­თვის იყო გან­ჩი­ნე­ბა და­წე­რი­ლი ჩემ მიერ, რომ მთე­ლი კვი­რა იქ­ნე­ბა დღე­სას­წა­უ­ლი წილ­ხვედ­რი­ლო­ბის. მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლი ერი იზე­ი­მებს ამ დიდ დღე­სას­წულს. და­ლოც­ვლი იყა­ვით, გა­ი­ხა­რეთ ორ­სა­ვე სო­ფელ­სა შინა“, -გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

12 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში წმინ­და მო­ცი­ქუ­ლის ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ხსე­ნე­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. ბიბ­ლი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი წმინ­და პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის ძმა იყო. უფალ­მა მო­ცი­ქულ­თა შო­რის პირ­ვე­ლად ან­დრი­ას მო­უ­წო­და. ამი­ტო­მაც მას პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი ეწო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლამ­დე მას ღვთის­მშო­ბელ­მა მო­უ­წო­და და ამ­ცნო, რომ წმ. ან­დრი­ას ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედრ ქვე­ყა­ნა­ში უნდა ექა­და­გა. წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი პირ­ვე­ლად ქარ­თლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დი­და­ჭა­რა­ში შე­მო­ვი­და. მას თან ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მიერ ბო­ძე­ბუ­ლი ხელ­თუქ­მნე­ლი ღვთის­მშობ­ლის ხატი ჰქონ­და. წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი ან­დრია სა­ბერ­ძნე­თის ქა­ლაქ პატ­რა­ში ჯვარ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი აღეს­რუ­ლა. მის ხსე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია ორ­ჯერ აღ­ნიშ­ნავს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გილოცავთ ქართველებო!
1004

არასოდეს მეჯერა, როცა საქართველოს ეკლესიის გამორჩეულობაზე საუბრობდნენ, მაგრამ კორონამ მეც და მთელ მსოფლიოს ცხადად აჩვენა, რომ ჩვენი დედაეკლესია განსაკუთრებულია! მეამაყები ქრისტეს ერთგულო საქართველოვ!!!

ლუკა რაზიკაშვილი
42

ვაჰ მე რა უგზოდ დავდივართ, ვაჰ მე როგორა ბნელაო ...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს" - ილია მეორე

"საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს" - ილია მეორე

ღვთისმშობლის წილხვედრილობისა და ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო, პატრიარქის თქმით, უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი.

"გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლის წილხვედრად აყვანებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს როგორც დღევანდელ დღეს.

უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ რომ ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. ვმადლობთ ყველაფრისათვის, განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა, ყველაფრისათვის ვმადლობთ უფალს. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს“, - განაცხადა პატრიარქმა.

ამასთან, პატრიარქის განჩინების თანახმად, ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესასწაული მთელი კვირის მანძილზე აღინიშნება.

"ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა. ჩვენ დღეს შევასრულებთ სამადლობელ პარაკლისს და მადლობას შევსწირავთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ამისთვის იყო განჩინება დაწერილი ჩემ მიერ, რომ მთელი კვირა იქნება დღესასწაული წილხვედრილობის. მთელი კვირის განმავლობაში ქართველი ერი იზეიმებს ამ დიდ დღესასწულს. დალოცვლი იყავით, გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, -განაცხადა პატრიარქმა.

12 მაისს საქართველოში წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. ბიბლიური ლიტერატურის თანახმად, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.

Covid 19 და მარიხუანა - რა პრობლემები ექმნებათ ინფიცირებულ მწეველებს: "მატულობს გულის შეტევის, ბრონქიტის რისკი, ქვეითდება იმუნიტეტი"

"ჰერმესის დახლიდარები" – "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" ჟიურისა და ხალხის რჩეული რომანი უკვე გამოიცა

მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა