კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის რომელ ქუჩებზე ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მანქანების საპირისპირო მიმართულებით
თბილისის რომელ ქუჩებზე ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მანქანების საპირისპირო მიმართულებით

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის სა­პი­რის­პი­როდ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის გარ­და, ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი­სა და ვე­კუ­ას ქუ­ჩებ­ზეც ივ­ლის. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ, მაია ბი­თა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბი­თა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ხა­ზა­ნიშ­ვი­ლი­სა და ვე­კუ­ას ქუ­ჩებ­ზე ცალ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის იქ­ნე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი კი ორი­ვე ქუ­ჩა­ზე ორ­მხრი­ვად იმოძ­რა­ვებს.

„გლ­დან­ში, ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი­სა და ვე­კუ­ას ქუ­ჩებ­ზე ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის სქე­მა იც­ვლე­ბა. ავ­ტო­ბუ­სე­ბის „ბას ლა­ი­ნე­ბი“ არის კუ­თხე­ებ­ში, მაგ­რამ სატ­რან­სპორ­ტო სქე­მა შე­იც­ვა­ლა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ შე­იც­ვა­ლა ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბე­ბის ად­გი­ლე­ბი. ავ­ტო­ბუ­სებს ექ­ნე­ბათ თა­ვი­სი გა­და­სა­ად­გი­ლე­ბე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ხაზი ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, რაც და­ახ­ლო­ე­ბით, 6 კმ-ია.

ავ­ტო­ბუ­სე­ბის დიდი გა­ჩე­რე­ბე­ბი გვექ­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 15, ისე­თი­ვე, რო­გორც ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე იქ­ნე­ბა, რად­გან ამ დე­რე­ფან­შიც დიდ­მა, 12 და 18-მეტ­რი­ან­მა ავ­ტო­ბუ­სებ­მა უნდა ია­რონ. სი­ახ­ლე არის ის, რომ ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბე­ბი და­ემ­თხვე­ვა ამ ქუ­ჩებს შო­რის კავ­ში­რებს. ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი-ვე­კუ­ას ქუ­ჩე­ბის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა სწო­რედ ეს იყო, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ზე­მო­დან გა­და­დი­ოდ­ნენ ასინ­ქრო­ნუ­ლად.

რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ იქ­ნე­ბა 15 გა­ჩე­რე­ბა, ე.ი. იქ­ნე­ბა 15 შუქ­ნიშ­ნის კვან­ძი, რაც ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ებს გა­და­ად­გი­ლე­ბას გა­უ­ად­ვი­ლებს. ასე­ვე, ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი-ვე­კუ­ა­ზე გვექ­ნე­ბა 5,5 კმ-იანი ვე­ლო­ბი­ლი­კი, რო­მე­ლიც შემ­დგომ შე­უ­ერ­თდე­ბა ვე­ლო­სი­პე­დე­ბის სხვა ქსელს.

მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის ორი­ვე ქუჩა ცალ­მხრი­ვი რჩე­ბა, ხოლო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ორი­ვე ქუ­ჩა­ზე ორ­მხრი­ვად ივ­ლის, ანუ ჯამ­ში 4 „ბას ლა­ი­ნი“ გვექ­ნე­ბა. ამას­თან, იმის­თვის, რომ გა­ად­ვილ­დეს მეტ­როს­თან კავ­ში­რი, ორი­ვე ქუ­ჩის­თვის ავ­ტო­ბუ­სის ზო­ლე­ბი იქ­ნე­ბა ისე, რომ ადა­მი­ანს მო­უ­წი­ოს ერთი ქუ­ჩით ნაკ­ლე­ბის გავ­ლა. მგზავრს არ მო­უ­წევს შე­ფერ­ხე­ბა ქუ­ჩა­ზე გა­დას­ვლი­სას, რად­გან ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბებ­თან მო­წყო­ბი­ლი შუქ­ნიშ­ნე­ბი სინ­ქრო­ნუ­ლად იმოქ­მე­დე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ბი­თა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვე­კუა-ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩებ­ზე ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნის სა­კითხს, რო­გორც ბი­თა­ძე ამ­ბობს, სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთლი­ა­ნად ზა­ფხულ­ში დას­რულ­დე­ბა.

„ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი-ვე­კუ­ას ქუ­ჩებ­ზე ზედა ფე­ნის ას­ფალ­ტის და­გე­ბა ამ კვი­რის ბო­ლოს და­ი­წყე­ბა. მერე იქ­ნე­ბა კოს­მე­ტი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბე­ბის და­ყე­ნე­ბა, გა­ნა­თე­ბის ბო­ძე­ბის მონ­ტა­ჟის დას­რუ­ლე­ბა და და­ხაზ­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ვფიქ­რობთ, სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთლი­ა­ნად ზა­ფხულ­ში დას­რულ­დე­ბა, მათ შო­რის გამ­წვა­ნე­ბე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ბი­თა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წა­ი­კი­თხეთ: რას ცვლის თბი­ლი­სის მე­რია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის სქე­მა­ში - ინ­ტერ­ვიუ მაია ბი­თა­ძეს­თან

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაი, ვაი.
7

იაპონია გავხდით? 

hhh
0

რეგიონებში არ იხსნება საზ ტრანსპორტი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თბილისის რომელ ქუჩებზე ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მანქანების საპირისპირო მიმართულებით

თბილისის რომელ ქუჩებზე ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მანქანების საპირისპირო მიმართულებით

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ ჭავჭავაძის გამზირის გარდა, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზეც ივლის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, ხაზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი ორივე ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს.

„გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. ავტობუსების „ბას ლაინები“ არის კუთხეებში, მაგრამ სატრანსპორტო სქემა შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიცვალა ავტობუსების გაჩერებების ადგილები. ავტობუსებს ექნებათ თავისი გადასაადგილებელი სპეციალური ხაზი ორივე მიმართულებაზე, რაც დაახლოებით, 6 კმ-ია.

ავტობუსების დიდი გაჩერებები გვექნება დაახლოებით 15, ისეთივე, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე იქნება, რადგან ამ დერეფანშიც დიდმა, 12 და 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უნდა იარონ. სიახლე არის ის, რომ ავტობუსების გაჩერებები დაემთხვევა ამ ქუჩებს შორის კავშირებს. ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების ძირითადი პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ ადამიანები ზემოდან გადადიოდნენ ასინქრონულად.

როდესაც ვამბობთ, რომ იქნება 15 გაჩერება, ე.ი. იქნება 15 შუქნიშნის კვანძი, რაც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებას გაუადვილებს. ასევე, ხიზანიშვილი-ვეკუაზე გვექნება 5,5 კმ-იანი ველობილიკი, რომელიც შემდგომ შეუერთდება ველოსიპედების სხვა ქსელს.

მსუბუქი ავტომობილებისთვის ორივე ქუჩა ცალმხრივი რჩება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორივე ქუჩაზე ორმხრივად ივლის, ანუ ჯამში 4 „ბას ლაინი“ გვექნება. ამასთან, იმისთვის, რომ გაადვილდეს მეტროსთან კავშირი, ორივე ქუჩისთვის ავტობუსის ზოლები იქნება ისე, რომ ადამიანს მოუწიოს ერთი ქუჩით ნაკლების გავლა. მგზავრს არ მოუწევს შეფერხება ქუჩაზე გადასვლისას, რადგან ავტობუსის გაჩერებებთან მოწყობილი შუქნიშნები სინქრონულად იმოქმედებენ“, - განაცხადა ბითაძემ.

რაც შეეხება ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის აღდგენის საკითხს, როგორც ბითაძე ამბობს, სამუშაოები მთლიანად ზაფხულში დასრულდება.

„ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე ზედა ფენის ასფალტის დაგება ამ კვირის ბოლოს დაიწყება. მერე იქნება კოსმეტიკური სამუშაოები, ავტობუსების გაჩერებების დაყენება, განათების ბოძების მონტაჟის დასრულება და დახაზვითი სამუშაოები. ვფიქრობთ, სამუშაოები მთლიანად ზაფხულში დასრულდება, მათ შორის გამწვანებებით“, - განაცხადა ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

წაიკითხეთ: რას ცვლის თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში - ინტერვიუ მაია ბითაძესთან

„ნენსკრა ჰიდრომ“ ეკონომიკის სამინისტროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

"ზურა დოიჯაშვილს თბილისში აღარ აქვს საცხოვრებელი..." - მომღერლის მეგობრები თბილისის მერს თხოვნით მიმართავენ

"2 წლის წინ ჩინეთში გამარჯვებისას 700 000$-ზე მეტი მიიღო" - რა თანხა აქვს გამომუშავებული ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში?