საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„სილქ როუდ ჯგუფმა“ ტელეგრაფის შენობის მოსაწყობად 15 მილიონი ევრო მოიზიდა
„სილქ როუდ ჯგუფმა“ ტელეგრაფის შენობის მოსაწყობად 15 მილიონი ევრო მოიზიდა

15 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცია თბი­ლის­ში „მწვა­ნე არ­ქი­ტექ­ტუ­რის“ სტან­დარ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი სას­ტუმ­როს მო­სა­წყო­ბად და­ი­ხარ­ჯე­ბა.

“სილქ როუდ ჯგუფ­მა” და­ნი­ის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონდთან (IFU) სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა 15 მი­ლი­ო­ნი ევ­როს და­ფი­ნან­სე­ბის თა­ო­ბა­ზე. გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას IFU და­ნი­უ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დის (Danish SDG Investment Fund) და მისი დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბი და­ნი­ის მსხვი­ლი სა­პენ­სიო ფონ­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს.

220-ნომ­რი­ა­ნი სას­ტუმ­რო 350 სა­მუ­შაო ად­გილს შექ­მნის. პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს პირ­ველ სარ­თულ­ზე საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტე­ბის, ხოლო სა­ხუ­რავ­ზე კი ტე­რა­სის მო­წყო­ბას. ასე­ვე საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თი შიდა ეზოს რე­კონ­სტრუქ­ცი­ას სა­კონ­ფე­რენ­ციო და სა­ბან­კე­ტო ობი­ექ­ტე­ბის გან­სა­თავ­სებ­ლად.

რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­ტარ­დე­ბა „მწვა­ნე არ­ქი­ტექ­ტუ­რის“ ეკო­ლო­გი­უ­რი ოქ­როს სტან­დარ­ტის (LEED Gold standard) დაც­ვით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტე­ლეგ­რა­ფის შე­ნო­ბა იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც რე­კონ­სტრუქ­ცი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლი სტან­დარ­ტით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე სილქ როუდ ჯგუ­ფი - სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ბიზ­ნეს- ჯგუ­ფი - გა­ნაგ­რძობს ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­უ­რი სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად.

ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი:

“მო­ხა­რუ­ლი ვარ გან­ვა­ცხა­დო, რომ და­ნი­ის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონდმა (Danish SDG Investment Fund) ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო გა­მო­ყოს 15 მი­ლი­ო­ნი ევრო ჩვე­ნი ახა­ლი პრო­ექ­ტის­თვის, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს თბი­ლი­სის გულ­ში ყო­ფი­ლი ტე­ლეგ­რა­ფის უნი­კა­ლუ­რი შე­ნო­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­ას.

ჩვენ 2007 წელს და­ვი­წყეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­ტუმ­რო და ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ინ­დუსტრი­ა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო და ის და­ემ­თხვა მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­სა და აგ­ვის­ტოს ომს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ახ­ლაც ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვუ­ყუ­რებთ მო­მა­ვალს. ჩვენ გვჯე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის და გარ­თო­ბის ინ­დუსტრი­ის პო­ტენ­ცი­ა­ლის და მად­ლო­ბე­ლი ვართ IFU-სი ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის და კერ­ძოდ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის და ამ პრო­ექ­ტის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი ნდო­ბის­თვის ამ ურ­თუ­ლეს დროს. მე ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან კარ­გი ნი­შა­ნია მთლი­ა­ნად ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.“

IFU’s გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ტორ­ბენ ჰუსი:

“ჩვენ მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ვა­ფი­ნან­სებთ ამ პრო­ექტს და მო­უთ­მენ­ლად და­ვე­ლო­დე­ბით ამ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­ნო­ბის გა­დაქ­ცე­ვას მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ თა­ნა­მედ­რო­ვე სას­ტუმ­როდ, რო­მე­ლიც შექ­მნის ახალ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და შე­ი­ტანს წვლილს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის და ბიზ­ნე­სის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.“

ტე­ლეგ­რა­ფის შე­ნო­ბა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში აშენ­და და თბი­ლის­ში საბ­ჭო­თა არ­ქი­ტექ­ტუ­რის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ ნი­მუშს წარ­მო­ად­გენს. სიმ­ბო­ლუ­რია მისი რე­კონ­სტრუქ­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე ტუ­რიზ­მის ერთ-ერთ მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრად სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლის ტუ­რის­ტუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბაც დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა, რა­საც მოწ­მობს 2019 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რის სტუმ­რო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, ნა­თია თურ­ნა­ვა:

“ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან კარ­გი სი­ახ­ლეა სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც უკა­ნას­კნელ წლებ­ში ქვეყ­ნის სა­ერ­თო ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. ის შექ­მნის ახალ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და უზ­რუნ­ველ­ყოფს მსხვილ ად­გი­ლობ­რივ ინ­ვეს­ტი­ცი­ას ამ მე­ტად რთუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში.”

IFU-ს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რად მხარს და­უ­ჭერს რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ცეს­ში ენერ­გი­ის და­ზოგ­ვის და გა­რე­მოს დაც­ვის პრო­ექ­ტი­რე­ბის ოქ­როს სტან­დარ­ტის (LEED GOLD) და­ნერგვას .

IFU-ს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი კლა­უს პრე­ბენ­სე­ნი, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბას IFU-ს მხრი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და:

“მწვა­ნე არ­ქი­ტექ­ტუ­რის ოქ­როს სტან­დარ­ტის პრო­ექ­ტში ინ­ტეგ­რი­რე­ბა ასა­ხავს ჩვენს სწრაფ­ვას ხელი შე­ვუ­წყოთ ად­გი­ლობ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვას­თან ერ­თად, რაც მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის უმ­თავ­რე­სი პრინ­ცი­პე­ბია და წარ­მო­ად­გენს IFU-ს და გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის და­ნი­უ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დის მძი­რი­თად პრი­ო­რი­ტე­ტებს.

შე­ნო­ბა მდე­ბა­რე­ობს თბი­ლი­სის ცენ­ტრში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და წარ­მო­ად­გენს რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე სილქ როუდ ჯგუ­ფის სხვა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ობი­ექ­ტე­ბის კომ­პლექ­სის შე­მად­გე­ნელ ნა­წილს. ჯგუ­ფის კუთ­ვნი­ლი რა­დი­სო­ნის სას­ტუმ­როს­თან ახლო მდე­ბა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ეს პრო­ექ­ტი მო­ექ­ცეს მო­ედ­ნის სა­ერ­თო სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო გეგ­მის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს გა­და­აქ­ცი­ოს რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­და­ნი ქალ­ქში ტუ­რიზ­მის და გარ­თო­ბის ინ­დუსტრი­ის მი­ზი­დუ­ლო­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ ცენ­ტრად.

  • სილქ როუდ ჯგუფ­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 5000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო, ენერ­გე­ტი­კი­სა და ტრან­სპორ­ტის სექ­ტო­რებ­ში.
  • გა­სუ­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სილქ როუდ ჯგუფ­მა მო­ახ­დი­ნა 1 მი­ლი­არდ აშშ დო­ლა­რამ­დე ინ­ვეს­ტი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში.
  • 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში სა­გა­რეო ტუ­რიზ­მის მხრი­დან შე­მო­სავ­ლებ­მა შე­ად­გე­ნა 3.2 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი.
  • საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ტე­ლეგ­რა­ფის შე­ნო­ბა წარ­მო­ად­გენ­და ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ფოს­ტო სამ­სა­ხუ­რის ოფისს.
  • და­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი (IFU) არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფონ­დი, რო­მელ­მაც მო­ახ­დი­ნა სა­ერ­თო ჯამ­ში 3,3 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარ­ზე მეტი ოდე­ნო­ბის თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბა მსოფ­ლი­ოს 100-ზე მეტი ქვე­ყა­ნის პრო­ექ­ტებ­ში.
  • LEED Gold Standards - მწვა­ნე არ­ქი­ტექ­ტუ­რის ოქ­როს სტან­დარ­ტი არის მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მწვა­ნე მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი სერ­თი­ფი­ცი­რე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც შე­ი­მუ­შა­ვა 1998 წელს „ამე­რი­კის მვწა­ნე შე­ნო­ბე­ბის საბ­ჭომ“ მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტე­ბის ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის და ეკო­ლო­გი­უ­რო­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად. პროგ­რა­მა მო­ი­ცავს მწვა­ნე შე­ნო­ბის დი­ზა­ი­ნის, პრო­ექ­ტი­რე­ბის, მშე­ნებ­ლო­ბის, ოპე­რი­რე­ბის და მოვ­ლის პრინ­ცი­პებს.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
2

კაია, მაგრამ ყველაფერი სასტუმროები ხომ არ უნდა იყოს? რამე ხომ უნდა იწარმოებოდეს ქვეყანაში? 

?
0

შუა რუსთაველზე რისი წარმოება გნებავთ მაინც?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

„სილქ როუდ ჯგუფმა“ ტელეგრაფის შენობის მოსაწყობად 15 მილიონი ევრო მოიზიდა

„სილქ როუდ ჯგუფმა“ ტელეგრაფის შენობის მოსაწყობად 15 მილიონი ევრო მოიზიდა

15 მილიონი ევროს ოდენობის უცხოური ინვესტიცია თბილისში „მწვანე არქიტექტურის“ სტანდარტების პირველი ინოვაციური სასტუმროს მოსაწყობად დაიხარჯება.

“სილქ როუდ ჯგუფმა” დანიის საინვესტიციო ფონდთან (IFU) საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა 15 მილიონი ევროს დაფინანსების თაობაზე. განვითარებადი ქვეყნების დაფინანსებას IFU დანიური საინვესტიციო ფონდის (Danish SDG Investment Fund) და მისი დამფინანსებლები დანიის მსხვილი საპენსიო ფონდების საშუალებით ახორციელებს.

220-ნომრიანი სასტუმრო 350 სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტის საბოლოო ვარიანტი ითვალისწინებს პირველ სართულზე საკვები ობიექტების, ხოლო სახურავზე კი ტერასის მოწყობას. ასევე საკმაოდ მოცულობითი შიდა ეზოს რეკონსტრუქციას საკონფერენციო და საბანკეტო ობიექტების განსათავსებლად.

რეკონსტრუქცია ჩატარდება „მწვანე არქიტექტურის“ ეკოლოგიური ოქროს სტანდარტის (LEED Gold standard) დაცვით. აღსანიშნავია, რომ ტელეგრაფის შენობა იქნება პირველი კავკასიის რეგიონში, რომელიც რეკონსტრუქციას აღნიშნული სტანდარტით განახორციელებს.

მშენებლობის დაწყებამდე სილქ როუდ ჯგუფი - საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს- ჯგუფი - განაგრძობს ადგილობრივი და უცხოური საფინანსო ინსტიტუტების მოძიებას აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად.

ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი:

“მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დანიის საინვესტიციო ფონდმა (Danish SDG Investment Fund) ვალდებულება აიღო გამოყოს 15 მილიონი ევრო ჩვენი ახალი პროექტისთვის, რომელიც გულისხმობს თბილისის გულში ყოფილი ტელეგრაფის უნიკალური შენობის რეკონსტრუქციას.

ჩვენ 2007 წელს დავიწყეთ საქართველოში სასტუმრო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ინდუსტრიაში ინვესტირება. ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო და ის დაემთხვა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და აგვისტოს ომს. მიუხედავად ამისა, ჩვენი პროექტები წარმატებული აღმოჩნდა.

ახლაც ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს. ჩვენ გვჯერა საქართველოში ტურიზმის და გართობის ინდუსტრიის პოტენციალის და მადლობელი ვართ IFU-სი ზოგადად საქართველოს ეკონომიკის და კერძოდ ჩვენი კომპანიის და ამ პროექტის მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის ამ ურთულეს დროს. მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნიშანია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის.“

IFU’s გენერალური დირექტორი ტორბენ ჰუსი:

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაფინანსებთ ამ პროექტს და მოუთმენლად დაველოდებით ამ ღირსშესანიშნავი შენობის გადაქცევას მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ თანამედროვე სასტუმროდ, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და შეიტანს წვლილს საქართველოში ტურიზმის და ბიზნესის შემდგომ განვითარებაში.“

ტელეგრაფის შენობა მეოცე საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და თბილისში საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. სიმბოლურია მისი რეკონსტრუქცია თანამედროვე ტურიზმის ერთ-ერთ მიზიდულობის ცენტრად საქართველოში, რომლის ტურისტული პოპულარობაც დღითიდღე იზრდება, რასაც მოწმობს 2019 წლის განმავლობაში 5 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორის სტუმრობა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა:

“ეს პროექტი ძალიან კარგი სიახლეა საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის, რომელიც უკანასკნელ წლებში ქვეყნის საერთო ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა. ის შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და უზრუნველყოფს მსხვილ ადგილობრივ ინვესტიციას ამ მეტად რთული ეკონომიკური გამოწვევების პერიოდში.”

IFU-ს ენერგეტიკული ინვესტიციების განყოფილება ფინანსურად მხარს დაუჭერს რეკონსტრუქციის პროცესში ენერგიის დაზოგვის და გარემოს დაცვის პროექტირების ოქროს სტანდარტის (LEED GOLD) დანერგვას .

IFU-ს ინვესტიციების დირექტორი კლაუს პრებენსენი, რომელიც ამ პროექტის დაფინანსებას IFU-ს მხრიდან ხელმძღვანელობდა:

“მწვანე არქიტექტურის ოქროს სტანდარტის პროექტში ინტეგრირება ასახავს ჩვენს სწრაფვას ხელი შევუწყოთ ადგილობრივ განვითარებას ბუნებრივ გარემოზე ზრუნვასთან ერთად, რაც მდგრადი განვითარების კონცეფციის უმთავრესი პრინციპებია და წარმოადგენს IFU-ს და განვითარებადი ქვეყნების დაფინანსების დანიური საინვესტიციო ფონდის მძირითად პრიორიტეტებს.

შენობა მდებარეობს თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე და წარმოადგენს რესპუბლიკის მოედანზე სილქ როუდ ჯგუფის სხვა უძრავი ქონების ობიექტების კომპლექსის შემადგენელ ნაწილს. ჯგუფის კუთვნილი რადისონის სასტუმროსთან ახლო მდებარეობა საშუალებას იძლევა ეს პროექტი მოექცეს მოედნის საერთო სარეკონსტრუქციო გეგმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს გადააქციოს რესპუბლიკის მოედანი ქალქში ტურიზმის და გართობის ინდუსტრიის მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად.

  • სილქ როუდ ჯგუფში დასაქმებულია 5000-ზე მეტი ადამიანი უძრავი ქონების, სატელეკომუნიკაციო, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში.
  • გასული ათწლეულის განმავლობაში სილქ როუდ ჯგუფმა მოახდინა 1 მილიარდ აშშ დოლარამდე ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში.
  • 2019 წელს საქართველოს ეკონომიკაში საგარეო ტურიზმის მხრიდან შემოსავლებმა შეადგენა 3.2 მილიარდი აშშ დოლარი.
  • საბჭოთა პერიოდში ტელეგრაფის შენობა წარმოადგენდა ქალაქის ცენტრალური საფოსტო სამსახურის ოფისს.
  • დანიის განვითარების საინვესტიციო ფონდი (IFU) არის დამოუკიდებელი ფონდი, რომელმაც მოახდინა საერთო ჯამში 3,3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანაინვესტირება მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანის პროექტებში.
  • LEED Gold Standards - მწვანე არქიტექტურის ოქროს სტანდარტი არის მსოფლიოში აღიარებული მწვანე მშენებლობის ნებაყოფლობითი სერთიფიცირების პროგრამა, რომელიც შეიმუშავა 1998 წელს „ამერიკის მვწანე შენობების საბჭომ“ მდგრადი განვითარების პროექტების ენერგოეფექტურობის და ეკოლოგიურობის შესაფასებლად. პროგრამა მოიცავს მწვანე შენობის დიზაინის, პროექტირების, მშენებლობის, ოპერირების და მოვლის პრინციპებს.

R

მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში იწყებს ფუნქცონირებას

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" გრანდიოზულად ბრუნდება - 50%-იანი ფასდაკლებით რჩეულ სათამაშოებზე!

ყველას საყვარელი წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“ 11 მაისიდან იხსნება!